ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაშენიშვნის მიცემა

შენიშვნის მიცემა
 | რეიტინგი 3 

ზოგჯერ აუცილებელია შენიშვნის მიცემა. შენიშვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს. ის უნდა იქნას გამოთქმული მაშინათვე. არ შეიძლება გულში ჩადება, დაგროვება და შემდეგ ერთიანად გადმონთხევა.გახსოვდეთ, არ გამოიყენოთ შენიშვნები, როდესაც ადამიანი იწყებს სწავლას. ეს იწვევს მის დემოტივირებას. გამოიყენეთ შენიშვნები მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე გაქვთმაღალპროფესიონალთან, რომელიც დროებით "ამოვარდნილია კალაპოტიდან". და რაც მთავარია შენიშვნა უნდა იყოს კონკრეტული. ნუ იტყვით: "მე გაბრაზებული ვარ შენზე", რასაცმოჰყვება მისი კითხვა "რატომ?" მერე თქვენ შეიძლება უპასუხოთ "თითქოს შენ ვერ ხვდები?" ეს არაკონსტრუქტიული საუბარია. იყავით კონკრეტული შენიშვნის მიცემისას. და თუთქვენ შეძრწუნებული ხართ, ისაუბრეთ შეძრწუნებული, თუ თქვენ იმედგაცრუებული ხართ, ისაუბრეთ შესაბამისად. და შენიშვნის ბოლოს თქვენ უნდა დაარწმუნოთ ადამიანი, რომთქვენ არ გაქვთ პრეტენზია არც მის პიროვნებასთან და არც მის პროფესიონალიზმთან. უთხარით მას რაღაცა ამგვარი: "შენ ხარ ჩემი საუკეთესო თანმშრომელი, მე ყოველთვის მაქვსშენი იმედი. ეს არ არის ჩემთვის ნორმალური, რომ შენ ასე ცუდად ასრულებდე საქმეს. სწორედ ამიტომ ვარ მე ასე გაბრაზებული".

მაშ ასე, შენიშვნა უნდა იყოს  მიცემული მყისიერად, ის უნდა იყოს ფორმულირებული კონკრეტული სახით, შენ უნდა გაუზიარო მას შენი ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკვშირებით და ბოლოს უნდა შეახსენო მას, რომ ის არის შენი საყრდენი, შენი ერთ-ერთი საუკეთესო თანმშრომელი ე.ი. ეს პროცესი უნდა სრულდებოდეს დადებით ნოტაზე. სწორედ ეს ბოლო, ძალზე მნიშვნელოვანი დაბოლოება გახლავთ ის, რაც ყველაზე მეტად ავიწყდებათ ხელმძღვანელებს შენიშვნის მიცემისას. თითქოს უცნაურია, რატომ უნდა შეაქო ადამიანი, თუკი კიცხავ მას? ეს აუცილებელი შემდეგი მიზეზის გამო: როდესაც მე შენიშვნას ვაძლევ ჩემს თანამშრომელს, რა მსურს რომ მან გაიგოს? ის, თუ როგორ ვეპყრობი მე მას თუ ის თუ რა გააკეთა მან არასწორად? რასაკვირველია მე მსურს მან დაიმახსოვროს რა გააკეთა არასწორად და სრულებითაც არა ის, თუ როგორ მოვეპყარი მე მას. წარმოიდგინეთ, თუკი მე მაგრად გავკიცხე თანამშრომელი და შემდეგ არ დავასრულე მისი შექებით, რა ემახსოვრება მას ჩემი კაბინეტიდან გასვლისას? ჩემი ხელმძღვანელობის სტილი თუ ის, რომ მან სამუშაო ცუდად შეასრულა? რასაკვირველია ის ყველას ეტყვის "რა მკაცრად მოეპყრო მას უფროსი" და ერთ სიტყვასაც არ დაძრავს თავის შეცდომაზე. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი პიროვნება იქნება თანამშრომელი. ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნება.
იქნება სჯობს რომ ჯერ შევაქოთ ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ მივცეთ შენიშვნა. თუკი თქვენ ჯერ შეაქებთ თანამშრომელს და შემდეგ შენიშვნას მისცემთ, მას დაამახსოვრდება ბოლო ნაწილი.
თუკი თქვენ დაუსახავთ თანამშრომლებს მიზნებს, თუკი თქვენ დაუთმობთ დროს მათ სწავლებას მანამ, სანამ ისინი არ გახდებიან საკმაოდ პროფესიონალები იმისათვის, რომ თქვენი დახმარება არ დასჭირდეთ, თუ თქვენ "დაიჭერთ მათ კარგად გაკეთებულ საქმეზე" და შეაქებთ მათ, თუკი თქვენ მისცემთ შენიშვნებს, მაგრამ შენიშვნის ბოლოს დასძენთ, რომ ისინი არიან შესანიშნავი ადამიანები და პროფესიონალები, როგორ შეიძლება რომ თქვენი იყოთ ცუდი მენეჯერი? და თუ თქვენ გამოიყენებთ ყველა ამ წესებს, თქვენ daiნახავთ რამხელა სხვაობას მიიღებთ საბოლოოდ. 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge