ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარამდენად სანდოა ჩვენი მახსოვრობა?

რამდენად სანდოა ჩვენი მახსოვრობა?
 | რეიტინგი 3 

ორმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა მალულად ჩაიწერა კემბრიჯის ფსიქოლოგთა საზოგადოების ერთ–ერთი სხდომის შემდგომი დისკუსია.

ორი კვირის შემდეგ მათ შეკრიბეს ამ სხდომის ყველა მონაწილე და სთხოვეს მათ დაეწერათ ყველა დეტალი, რასაც კი გაიხსენებდნენ ამ დისკუსიიდან. როდესაც მათი მოგონებები შეადარეს რეალურ ჩანაწერს, აღმოჩნდა, რომ რესპოდენტებმა გამოტოვეს განხილული სპეციფიკური პუნქტების დაახლოებით 90%. მეტიც, ჩამოთვლილი პუნქტებიდან სწორი იყო მხოლოდ ნახევარი. რესპოდენტებმა გაიხსენეს კომენტარები, რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა, მოკლე შენიშვნები გადააქციეს გრძელ მონოლოგებად, ხოლო ის, რაც მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები,  სრულფასოვან კომენტარებად მოიყვანეს.

ეს ისტორია ადასტურებს ზუსტი ჩანაწერების წარმოების აუცილებლობას. მეტად გამოცდილი გადაწყვეტილების მიმღები პირიც კი, არ არის დაცული წინასწარი განწყობებისგან, რომლებსაც ქმნის მახსოვრობა. ჩანაწერების წარმოება არის ერთადერთი გამოსავალი ანალოგიური სიტუაციისგან თავის დასაღწევად. რაც უფრო ზუსტად იქნება გადატანილი ფურცელზე მნიშვნელოვანი შეხვედრების, დიალოგებისა თუ შეთანხმებების შინაარსი, მით უფრო საიმედო იქნება მათზე დაყრდნობა მომავალში.

როგორც შემდგომმა კვლევებმა არაერთხელ დაადასტურა, მახსოვრობა თავისებურად „გადააკეთებს“ წარსულის მოვლენებს და მისი დამახინჯების ხარისხი დამოკიდებულია იმ კონტექსტზე, რომელშიც განვითარდა მოვლენა თავის დროზე. არის რამდენიმე ეფექტი. ერთ–ერთია კონტრასტის ეფექტი.

ეს ცდა თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ დამოუკიდებლადაც, თქვენს მეგობრებთან. აიღეთ სამი ჭურჭელი: ცხელი წყლით, ცივი წყლით და ოთახის ტემპერატურის წყლით. ერთი ხელი ჩაყავით ცხელ წყალში, მეორე ხელი ცივ წყალში და გააჩერეთ იქ 30 წმ. შემდეგ ამოიღეთ ჯერ ერთი ხელი და 5 წმ–ით ჩაყავით ოთახის ტემპერატურიანი წყლის ჭურჭელში, ამოიღეთ ხელი და ახლა მეორე ხელი ჩაყავით ოთახის ტემპერატურიანი წყლის ჭურჭელში. ცხელი წყლიდან ამოღებული ხელისთვის ის იქნება ცივი, ხოლო ცივი წყლიდან ამოღებული ხელისთვის ის იქნება ცხელი.

ამ ცდის რა მოგახსენოთ, მაგრამ სტუდენტობისას ცალი ხელით 5 კგ–იანი გირა ავწიე 600–ჯერ (შემდეგ მომწყინდა და გავჩერდი). ამის შემდეგ მეორე ხელში ავიღე მეორე 5 კგ–იანი გირა და იცით როგორი შეგრძნება მქონდა? თითქოს იმ ხელში, რომლითაც 600–ჯერ ავწიე გირა ბუმბული მეკავა, ხოლო მეორე ხელში კი ნამდვილად 5 კგ.

თქვენ აწარმოებთ ჩანაწერებს თუ საკუთარი „კარგი მახსოვრობის“ იმედი გაქვთ?



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge