პერსონალის მოტივაციის ჩვენეული მოდელი
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპერსონალის მოტივაციის ჩვენეული მოდელი

domain, transfer, hosting

vivus.ge

პერსონალის მოტივაციის ჩვენეული მოდელი
 | რეიტინგი 3 

რისთვის დაგჭირდათ ის?

ერთის მხრივ, მოტივაციის თემა თავისთავად საკმაოდ რთულია და არსებობს მისი აღწერის მრავალი მოდელი. ძირითადად, ისინი შექმნილია დასავლური კულტურისათვის, ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან, ზოგჯერ კი რჩებიან თეორიის დონეზე. ასე, მაგალითად, როგორ თქვენ დაგეხმარებათ თქვენ ბ–ნ მასლოუს ღირებულებათა პირამიდა რუს კლიენტებთან ურთიერთობაში? საჭიროა რაიმე პრაქტიკული.

და მეორე, მოტივაცია – ეს არის ყველაზე ხშირი კითხვა, რომლითაც ინტერესდებიან ადამიანები, როდესაც შეიტყობენ, რომ ვენ ვნერგავთ კორპორატიულ პორტალებს ან კორპორატიულ სოციალურ ქსელებს. ამასთან, „დანერგვას“ ჩვენ ვუწოდებთ არა იმდენად ღილაკებს, არამედ უფრო მეტად მომხმარებელთა ჩართვას პორტალთან სამუშაოდ. ადა საჭიროა ამ კითხვაზე სწრაფი და ზუსტი პასუხი.

მოდელი ეფუძნება ორ პოსტულატს:

1.      „სამი ემოცია მართავს პრაქტიკლად ყოველ ადამიანს: პირველი – შიში, მეორე – სიძუნწე< მესამე – პატივმოყვარეობა“;

2.      „ტკბილი სიტყვით და რევოლვერით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე მხოლოდ ტკბილი სიტყვით“.

მე თვითონ არ მომწონს მოყვანილი ნეგატიური განსაზღვრებები, ამიტომაც შევცვალე ისინი საწინააღმდეგოთი. შიშის მაგივრად გამოვიდა კომფორტი და ინტერესი, პატივმოყვარეობის სანაცვლოდ – პრესტიჟი და აღიარება, სიძუნწის მაგივრად კი სარგებელი და სარგებლობა. მსურველებს შეუძლიათ შეცვალონ ტკბილი სიტყვა და რევოლვერი მათრახითა და თაფლაკვერით.

ქვემოთ ორდინატთა ღერძზე უნდა იყოს მოტივაციის მატერიალური საშუალებები. შუაში – შიდა საშუალებები, რომლებიც მიმართულია არამატერიალური მოტივაციისაკენ. ზემოთა ნაწილში – შიდა მოტივაციისაკენ მიმართული საშუალებები. ძნელია არ არის იმის მიხვედრა, რომ მარცხნივ განლაგებულია ნებაყოფლობითი საშუალებები, მარჯვნივ – სავალდებულო.

მოტივაციის ჩვენთვის ცნობილი საშუალებები ჩვენ დავატანეთ ამ რუკაზე. და აი, რა მივიღეთ.

აი, გაშიფრვა:

·         სალაყბო – მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენენ პორტალი „მოსაწევი ადგილის“ მაგივრად;

·         თამაშები, კვესტები – რუტინული ამოცანების გეიმიფიკაციის მეთოდები;

·         სიახლეების არხის დუბლირება – თუ თქვენ გქონდათ კორპორატიული გაზეთი, ჟურნალი ან დაგზავნა ელ. ფოსტით, მაშინ ისინი რჩებიან და მათ ემატება კიდევ ერთი;

·         ღონისძიებები ქსელში – მომზადება ოფლაინური ღონისძიებების ონლაინში გაგრძელება ხდება კორპორატიულ სოციალურ ქსელში;

·         სიახლეების არხის შეცვლა – იგივეა, რაც დუბლირება, მაგრამ ახლა უქმდება სიახლეების მიწოდების ძველი საშუალებები;

·         FB–ს დ VK–ს  გათიშვა – თუ თქვენი კოლექტივი ახალგაზრდაა, მაშინ სოციალრუი ქსელების გათიშვა აიძულებს ადამიანებს წავიდნენ ურთიერთობიათვის პორტალზე, გარდა ამისა, ურთიერთობის ასეთი საშუალება გაცილებით უსაფრთხოა.

·         ბეიჯები და რეიტინგები – ასეთი მშვენიერი ნიშნები და სვეტები, რომლებიც აჩვენებენ, თუ რაოდენ მაგარი ხართ (ამ ცოტა ხნის წინ მივიღე Internal Community Manager–ის და Jive External Community Manager–ის სერთიფიკატები და მოუთმენლად ველი, თუ როდის მომცემენ ამისათვის ბეიჯიკებს);

·         სიგელები, მადლობები, საპატიო დაფა – ეს არის თქვენი საჯაროდ წახალისების საშუალებები;

·         წარმატების ისტორიები – მონაყოლები იმის თაობაზე, თუ რა ყოჩაღები არიან ისინი, ვინც დაიწყო პორტალზე სასარგებლოდ მუშაობა;

·         წინააღმდეგობების გამწევთა დასჯა – უსიამოვნო, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი ზომა;

·         ხელმძღვანელის პირადი მაგალითი – სინამდვილეში, ეს არის მოტივაციის ერთერთი უძლიერესი საშუალება;

·         სავალდებულო პროცესი – ეს მაშინ, როდესაც რომელი აუცილებელი ბიზნეს–ცენტრი მისაწვდომია მხოლოდ პორტალის საშუალებით;

·         პრემიის ან ბონუსის მიბმა – დანამატი პორტალის გამომყენებელ პიონერ–გზების გამკვალავებისათვის;

·         სარგებლიანობის დემონსტრაცია – მომხმარებლისათვის პირადი სარგებელის ახსნა;

·         ვირტუალური ვალუტა – თაფლაკვერები, ბაჭიები, თალგამები და კიდე რაიმე, მათი საშულებით შესაძლებელია რაიმე სასარგებლოს ყიდვა კორპორატიულ მაღაზიებში;

·         ფერადი გამოყოფა არაფერს არ ნიშნავს და გაკეთებულია სილამაზისათვის.

 

როგორ უნდა გამოვიყენოთ მოტივაციის რუკა?

·         უჩვენეთ რუკა დირექტორს პერსონალის საკითხებში და დაინტერესდით, თუ ამათგან რომელი მეთოდი მუშაობს უკეთესად. მიიღეთ პირველი დაახლოვება და შეგიძლიათ მოსინჯოთ.

·         როდესაც თქვენ დაიწყებთ მოტივაციის ძიებას თქვენი ამოცანისათვის, მაშინ არ არის საჭირო ყველა ხერხის ერთდროულად გამოყენება. ყველა მიზნობრივ აუდიტორიასთან მიმართებაში დომინირებენ მოტივაციის საკუთარი ფაქტორები, და ყოველ ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი გამოცდილებით შემოწმებული მოტივაციის დომინატები, რომელთა გამოვლენაც აუცილებელია. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომპანიასთან მუშაობის  გამოცდილება, რომელიც იყენებს ცხრილის ზემოთ ელემენტს, ხოლო შუაში მოთავსებულ ელემენტს – არა.

·         მრავალი რამ ცხრილის მარცხენა ნაწილიდან შედის კორპორატიული ფუნქციური ქსელების ფუნქციურობაში. გამოიყენეთ ისინი.

·         ძალზე ცოტაა მაგალითები, როდესაც დანერგვა ხდებოდა მხოლოდ ნებაყოფლობითი საშუალებებით. როგორც წესი, ყოველთვის გამოიყენება სავალდებულო ელემენტები. საკითხი იმაშია, თუ რამდენად ლამაზია მისი შეფუთვა. 

·         შინაგანი მოტივატორების კონსტრუირება შეუძლებელია, ისინი უბრალოდ არსებობენ. გარე მოტივატორების შექმნა შეიძლება ხელოვნურად.

·         ყოველთვის გამოიყენეთ ხელმძღვანელის პირადი მაგალითი.

·         ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უმნიშვნელო მოდიფიკაციით მოდელის გამოყენება შეიძლება მასობრივი გამოყენების სხვადასხვა სისტემების დანერგვისას, და არ არის აუცილებელი მხოლოდ პორტალებისათვის.

ჩვენი მოდელი იმყოფება ბოლომდე დამუშავების სტადიაში. ამიტომ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით თქვენთან უკუკავშირის დამყარებით.

 

 

 

საკვანძო სიტყვები:  პერსონალის დემოტივაცია, პერსონალის სტიმუირება, კორპორატიული პორტალები 

 

 

 

 

 

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses