ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპერსონალის ჩართულობისა და მოტივირების მარტივი მეთოდები

პერსონალის ჩართულობისა და მოტივირების მარტივი მეთოდები
 | რეიტინგი 3 

სანამ თქვენ იმყოფებთ მოტივაციის იდეალური საშუალების ძიებაში, წლები გავლენ. თქვით უარი მასზე და გააკეთეთ აქცენტი თითოეული მუშაკის ლოიალობასა და ჩართულობაზე.  კომპანიის საკუთრად აღქმა – ეს არის უნივერსალური არამატერიალური მოტივაცია. თქვენ არც კი მოგიწევთ ამისათვის ფულის ხარჯვა. ლოიალობის საფუძველია – მუშაკის ამბიციები კომპანიასთან მიმართებაში. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ გადაწყვეტილებების 90% მიიღება ტვინის ემოციური ნახევარსფეროში. რაციონალური ნახევარი ან ამართლებს ან ხსნის ამ გადაწყვეტილებებს.

კომპანიის ხატი თანამშრომლის თავში შედგება სამი ნაწილისაგან:

1.  ხელმძღვანელის პიროვნება

2.  კომპანიის ბრენდი და სახელი

3.  შრომის პირობები და შესასრულებელი ფუნქციები  

ამიტომაც იმუშავეთ ლოიალობაზე ამ სამი მიმართულებით. 

განავითარეთ მმართველი შემადგენლობის მმართველობითი და პირადი უნარ–თვისებები. ასწავლეთ დირექტორებს პერსონალის ინდივიდუალური არამატერიალური მოტივირების სისტემა, თანამშრომლების ჩართულობის მარტივი ხერხები, გააგზავნეთ ისინი მართვის ტრენინგებზე და მასტერ კლასებზე.

გაავრცელეთ ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, მისიის, მიზნების შესახებ. უზრუნველყავით ხელმისაწვდომობა  ყველა დონის მუშაკებისათვის. ხელმძღვანელების ყოველკვირეული გამოსვლები საიტებზე, მიღწევების პუბლიკაციები საიტზე, განცხადებები ან კორპორატიული დაგზავნა – შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერის ინსტრუმენტი. თქვენი ამოცანაა, რომ ყოველი თანამშრომელს, დამლაგებლისა და კურიერის ჩათვლით, ესმოდეს თავისი სამუშაოს  ფასი, მისი მნიშვნელობა კომპანიის საქმეში. ეს არის მწვავე საკითხი ფედერალური კომპანიებისათვის, რომლებიც აწყდებიან ინფორმაციის გადაცემის პრობლემებს.

მოუყევით ადამიანებს კომპანიის პრინციპებზე, მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე, მიღებულ მოგებაზე. დაეხმარეთ თანამშრომლებს გაეცნონ და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. უჩვენეთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს კომპანიისათვის, რა როლს თამაშობს თითოეული თანამშრომლის შედეგი ფირმის წარმატებაში, განავითარეთ პერსონალის ჩართულობა.

მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა კომპანიის განვითარებაში. გამოიტანეთ განსახილველად მისაღები გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ეხებიან კოლექტივს.

აქციეთ პროფესიონალიზმი და პატიოსნება თქვენი კომპანიის  სიდა პოლიტიკის მთავარ პრინციპებად. შექმენით ერთი მიზნისაკენ მიმავალი ექსპერტთა შეკრული  გუნდი.

პატივი ეცით თითოეული მუშაკის შრომას, მაგრამ არა ქაღალდზე, არამედ საქმით, კომპანიაში არ არსებობენ უმნიშვნელო ადამიანები.

 

 

საკვანძო სიტყვები: პერსონალის მოტივირება, პერსონალის ჩართულობა

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge