ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარა არის ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლები (KPI) და რისთვის არის ისინი საჭირო

რა არის ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლები (KPI) და რისთვის არის ისინი საჭირო
 | რეიტინგი 3 

როგორები არსებობს KPI?

ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლები (KPI) გეხმარებიან თქვენ შეაფასოთ, თუ რამდენად კარგად ართმევენ თავს კომპანიები, ბიზნეს–ერთეულები, პროექტები ან ცალკეული თანამშრომლები საკუთარ სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს. კარგად მოფიქრებული KPI – ეს არის ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი სანავიგაციო ინსტრუმენტები, რომლებიც გვაძლევენ შრომის ნაყოფიერების მიმდინარე დონეების მკაფიო გაგების შესაძლებლობას.

KPI როგორც ნავიგაციის საშუალებები

KPI შეიძლება შევადაროთ სანავიგაციო მონაცემებს, რომლებსაც იყენებენ საოკეანო ლაინერების კაპიტნები და ეკიპაჟები, იმის გასაგებად, თუ სად იმყოფებიან დაგეგმილ მარშრუტთან მიმართებით. ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა GPS–ის მონაცემები, სიჩქარე, საწვავის დონე ან ინფორმაცია ამინდის შესახებ საშუალებას აძლევენ ეკიპაჟს მიიღოს შემდეგი ნაბიჯის გადაწყვეტილება.

ზუსტად ასევე ხდება კომპანიებშიც. აქ  KPI წარმოადგენს ნავიგაციის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტებს, რომლებსაც იყენებენ მენეჯერები კომპანიის საქმეების მდგომარეობის გასაგებად. ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლების სწორი ნაკრები ნათელს ფენს შრომის ნაყოფიერების ძირითად ასპექტებს და გამოაცალკევებს იმ სფეროებს, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ. KPI–ის სწორი ნაკრების გარეშე მენეჯერები „ბრმად“ მიცურავენ.

 

KPI–ის ნაკრების სწორი არჩევანის პრობლემა

პრობლემა იმაში მდგომარეობს,  რომ არსებობს უამრავი KPI, და კომპანიებს საკმაოდ უჭირთ სწორი (ანუ ისეთები, რომლებიც ესადაგებიან კონკრეტულად ამ ბიზნესს). მენეჯერები, ძირითადად, კრებენ და მოახსენებენ იმ ინფორმაციას, რომელიც დევს ზედაპირზე, ან უბრალოდ ირჩევენ იმ KPI–ებს, რომლებსაც იყენებს ყველა  დანარჩენი. მეორე უკიდურესობა – ეს არის ძალზე მცირე რაოდენობის KPI–ის გამოყენება ორგანიზაციის შრომის ნაყოფიერების დონის გასაგებად, ან მათზე სრულად უარის თქმა. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ყველა შეკრებილი და გაანალიზებული მეტრიკების 10%–ზე ნაკლები, ფაქტიურად გამოიყენება დასაბუთებული  გადაწყვეტილებების მისაღებად. დანარჩენი 90% უბრალოდ, იკარგება, ან რა უარესია, გამოიყენება ადამიანების  მონაცემებში „ჩასახრჩობად“ იმ დროს, როდესაც მათ იდეები სჭირდებათ.


KPI  როგორც საკვანძო ინსტრუმენტები გადაწყვეტილებების მისაღებად 

ეფექტურ მენეჯერებს, ისევე, როგორც გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს, ესაჭიროებათ ინფორმაცია კომპანიის ეფექტიანობის თაობაზე, გაიხსენეთ, რომ  ექიმი თქვენი გასინჯვისას, უპირველესად, ყურადღებას აქცევს კონკრეტულ პარამეტრებს: სხეულის მასის ინდექსს, ქოლესტერინის დონეს, წნევას და შაქრის დონეს.

ჩვენს ორგანიზაციებში ყველაზე ეფექტურ KPI–ები მჭიდროდ არიან დაკავშირებული სტრატეგიულ მიზნებთან. ისინი ეხმარებიან პასუხების მიღებას ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ კარგ საწყის წერტილს KPI–ის სწორი არჩევანის გასაკეთებლად. თქვენთვის აუცილებელია იპოვოთ ერთი–ორი საკითხი ყოველი სტრატეგიული მიზნისათვის. როგორც კი იქნება ჩამოყალიბებული ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს–საკითხები, კომპანიებს შეეძლებათ განსაზღვრონ თავისთვის KPI, რომლებიც, თავის მხრივ, ყველაზე კარგად დაგეხმარებიან მათზე პასუხების გაცემაში. ამრიგად, ეფექტიანობის ყველა საკვანძო მაჩვენებელი იქნება სტრატეგიული, აქტუალური და არსებითი. ap-institute.com

 

 

საკვანძო სიყვები KPI

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge