ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება11 კითხვა რეკრუტერს, რომელთა გამოც თქვენ ვერ მიიღებთ ამ სამუშაოს

11 კითხვა რეკრუტერს, რომელთა გამოც თქვენ ვერ მიიღებთ ამ სამუშაოს
 | რეიტინგი 3 

თქვენ დიდხანს და წარუმატებლად დადიხართ გასაუბრებებზე და ვერ ხვდებით, თუ რატომ აღარ გირეკავენ ისინი?

შეიძლება, რომ თქვენ რეკრუტერს არასწორ კითხვებს უსვამთ, ისინი მყისიერად ამჟღავნებენ თქვენში არაკომპეტენტურ და და უპასუხისმგებლო კანდიდატს, ხოლო თქვენ ამის ოდნავი ეჭვის კი არ გაქვთ. ექს–რეკრუტერმა, ხოლო ამჟამად კარიერულმა კონსულტანტმა ერინ ბერკერი–როვნერმა დაუსახელა ბლოგს Mashable 11 მძიებელთა 11 ყველაზე საბედისწერი შეკითხვა, რომლებმაც საშუალება მისცეს რეკრუტერს მიმხვდარიყო, რომ თქვენ არ ხართ ის, ვინც მათ სჭირდებათ. „მე მილიონჯერ მესმოდა ერთი და იგივე კითხვები სხვადასხვა ვარიაციებში დარგის მიხედვით და ამიტომაც გადავწყვიტე მათი კატეგორიებად დაყოფა“.

 

სინამდვილეში მე არ მსურს ამის კეთება

·         მე ხომ არ მომიწევს მუდმივად ვიყო დაკავებული (აქ უნდა ჩასვათ მოვალეობის დასახელება, რომელიც უნდა ყოველდღე შეასრულოთ ამ პოზიციაზე ) ამ თანამდებობაზე თუ ამის გარეშე არაფერი გამოვა?

·         რამდენად სწრაფად დამაწინაურებენ (უმდაბლესი პოზიცია კვალიფიკაციის შესაბამისად, რომელსაც პასუხობს კანდიდატი), იმიტომ, რომ მე ძალიან მინდა ვიმუშაო როგორც (უმაღლესი პოზიცია, რომლისთვისაც კანდიდატის კვალიფიკაცია არ არის საკმარისი).

·         თუ არის შესაძლებელი ნაწილობრივ დასაქმება ან მუშაობა სახლში? (როდესაც სამუშაო გულისხმობს ოფისში ყოფნას)

·         მე არ ვფიქრობ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია შესრულება (ამოცანები, რომლებსაც გააჩნიათ ყველაზე დიდი მნიშვნელობა კომპანიისათვის), და თუ შემიძლია ამ სამუშაოს გადაცემა რომელიმე კოლეგისათვის?

 

მე არც კი შევწუხდი  წინასწარ „დამეგუგლა“ დამქირავებლის შესახებ

·         თუ ვივარაუდებთ, რომ (კატეგორიულად არასწორი ვარაუდი), შესაბამისად ეს სამუშაო გამოიწვევს) (რაიმეს გრძელი დაწვრილებითი აღწერა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს კომპანიასთან და მისი საქმიანობის სფეროსთან). 

·         მე წავიკითხე სტატიაში (კონკურენტის კომპანიის დასახელება) და ვხედავ, რომ თქვენი კომპანია ნერგავს ამ ახალ ტექნოლოგიას (ტექნოლოგიის დასახელება, რომელსაც, სინამდვილეში, ნერგავს მხოლოდ კონკურენტი). როგორ აისახება ეს ჩემს სამუშაოზე?

 

ჩემი წინა გამოცდილება და კვალიფიკაცია საერთოდ არ გადაიკვეთება იმასთან, რაც თქვენ გჭირდებათ

·         ჩემს წინა სამუშაოზე მე მაღიზიანებდა მეკეთებინა (ის, რის გამოც ის გამოიძახეს გასაუბრებაზე). რამდენ ხანს მომიწევს მე ვაკეთო ეს მოცემულ პოზიციაზე? 

·         მე ვმუშაობდი ბიუჯეტთან (10–ჯერ უფრო დიდთან, რასაც კომპანია გამოუყოფს შესაბამის დეპარტამენტს) და მივხვდი, რომ ეს არ არის საკმარისი. რამდენად დიდ პრიორიტეტს ანიჭებთ თქვენ (ფუნქცია, რომელიც გამოწოვს ყველა რესურსს მინიმალური ROI–ს დროს)?

 

მე გამოვიყენებ აბრევიატურებს, რათა გამოვჩნდე სხვა კანდიდატებზე ჭკვიანი

·         როგორ მუშაობენ თქვენს კომპანიაში –თან (აკრონიმი, რომელიც საერთოდ არ მიეკუთვნება მოცემულ მიმართულებას)?

·         მე შევნიშნე, რომ თქვენი СЕО (ჩასვით სხვისი სახელი, წარმოთქვით ის არასწორად ან საერთოდ არ დაასახელოთ) დაკავებულია (აქ რეკრუტერმა შეწყვიტა მოსმენა, ამიტომ ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, კერძოდ რით, კანდიდატის აზრით, აკეთებს თქვენი CEO)…

 

მე თუ გამოვიყენებ  რთულ კონსტრუქციებს და ბევრს ვილაპარაკებ, ვერავინაც ვერ მიხვდება, რომ მე საერთოდ არაფერს არ ვკითხულობ

·         რამდენადაც მე, პირველ რიგში, ფოკუსირებული ვყავი (კონცეპტი, რომელიც ბალანსირებს თეორიის ზღვარზე), და ასევე (რაიმე სავსებით უაზრო), რაც პრევალირებს (დიდ რეგიონში ან ინდუსტრიაში), მაშინ როგორი იქნება ჩემი ოფციები (მოდური სიტყვაა) –ზე (ცნობილი კონცეფციის დასახელება, რაზედაც არა აქვს აზრი ადამიანის წასვლას განცხადებულ თანამდებობაზე) და თუ ვარაუდობს აღნიშნული პოზიცია (პრეტენზიული კითხვა)?“

 

საკვანძო კითხვები: შეკითხვები გასაუბრებაზე

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge