ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაერთობლივად მუშაობა ონლაინ პროექტზე

ერთობლივად მუშაობა ონლაინ პროექტზე
 | რეიტინგი 3 

 

დღეს ბევრი კომპანია ოფისის ფარეშე მუშაობს. ეს მათ საშუალებას აძლევს შეამცირონ სამუშაო ადგილების ხარჯები და არანაირი პრობლემა არ მოაქვს ერთობლივად მუშაობის ორგანიზაციაში. ახლა არ მექნება ლაპარაკი, თუ როგორ კომპანიებს შეუძლიათ დაშორიშორებულად მუშაობა. უკეთესია ჩვენი მზერა მივაყროთ სხვადახვა ინსტრუმენტებს, რომლების ონლაინში პროექტებზე ერთობლივად მუშაობის საშუალებას იძლევა. ასეთი ინსტრუმენტები დღეისათვის კი ძალიან ბევრია, როგორც ფასიანი, ისე უფასო. ასე რომ არჩევანი არსებობს. მაშ დავიწყოთ ჩვენი მიმოხილვა.

Google-ს სერვისები.

პირველი, რაც ჩვეულებრივ ადამიანს მოუვა თავში ქსელშ ერთობლივ მუშაობაზე ლაპარაკისას, არის კომპანია Google-ს სხვადასხვა სერვისები. ამ დროს, Google-ს ფოსტა იმითაა საინტერესო, რომ ის icq-ს მსგავსად, მონაწილეებს რეალურ დროში ურთიერთობის საშუალებას აძლევს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ვიდეოკავშირის ჩართვაც. რასაკვირველია, თავისი ფუნქციონალობით ეს არ არ Skype, მაგრამ სადღაც ძალიან ახლოსაა და არ მოითხოვს კომპიუტერზე გვერდითი დანართების არსებობას. ხოლო თუ თქვნ გაქვთ აქაუნთი, მაშინ  Gmail-ით ადვილად დაამყარებთ ვიდეოკავშირშაც. გარდა ამისა, Google გთავაზობთ შესანიშნავ კალენდარს, რომელიც ყველასათვისაა ხელმისაწვდომი (ყველა ამ სერვისის ნახვა შეგიძლიათ   gmail-ის აქაუნთში). მისი საშუალებით შეიძლება მოვლენების დაგეგმვა, მონაწილეთა შორის საქმის განაწილება შესრულების თარიღის ჩვენებით. ეს კი ძალიან მოსახერხებელია, რადგანაც პროექტის ყველა მონაწილეს შეეძლება იმის დანახვა, თუ რას აკეთებენ სხვები. .და ბოლოს, Google-ს გააჩნია საოფისე პაკეტიც, რომელიც  Microsoft Word-სა და Excel-ში მუშაობის მშვენიერ საშუალებას იძლევა. ესე ძალზე მოსახერხებელია, რადგანაც პროექტის ყველა მონაწილისათვის იქნება ხელმისაწვდომი პროექტის ტექსტი, მათ შეეძლებათ გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, შექმნან სხვადასხვა ჩამონათვალი. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ. მე მეჩვენება, რომ დღეისათვის Google-ს ინსტრუმენტები  საუკთესო დამხმარე საშუალებებია პროექტზე ერთობლივად მოშორებულად მუშაობისათვის. რასაკვირველია, ეს პროგრამები არ არის იდეალური და მნიშვნელოვნად ჩამორჩება Microsoft-ის ანალოგებს, მაგრამ საქმე ამაში არაა, რადგანაც მის  ყველა ნაკლს გადაწონის დოკუმენტებზე ერთობლივად მუშაობის საშუალება.

Etherpad - ვასწორებთ ტექსტს ერთობლივი ძალისხმევით.

ჩვენს მიმოხილვაში შემდეგი სერვისი რეალურ დროში პროექტის მონაწილეთა მიერ ტექსტური დოკუმენტების ერთობლივი ძალისხმევით შექმნის შესაძლებლობას იძლევა. დიახ, თქვენ არ მოგეჩვენათ. ერთი მომხმარებელი იწყებს ახალ დოკუმენტს Etherpad-ში, შემდეგ მასზე უთითებს სხვა მონაწილეებს, რომლებიც რეალურ დროში ხედავენ პროექტში ყველა ცვლილებას. ე. ი. პირველი მომხმარებელი წერს ტექსტს რედაქტორში, ხოლო სხვებს უკვე ამ ტექსტის რედაქტირება შეუძლიათ. ასეთი მიდგომა ძალზე მოსახერხებელია, როდესაც საჭიროა რაიმე დოკუმენტის ერთობლივად შექმნა.

Evernote - ცოდნის ბაზა.

პროექტის შესახებ რაიმე შენიშვნების შესანახად შესანიშნავია პროგრამა Evernote, რომელიც ხელმისწავდომია როგორც ვებ-დანართის სახით, ასევე სახვადასხვა საოპერაციო სისტემებისა და მოწყობილობების  კლიენტებისათვის (Apple iPhone-ს კომუტატორის ჩათვლით). Evernote ასევე საშუალებას იძლევა შევინახოთ სხვადასხვა თემატიკის ჩანაწერები, ჩვენს შემთხვევაში სამუშაო დოკუმენტები, და მივიღოთ ისინი ნებისმიერი კომპიუტერიდან, რადგანაც პროგრამას ინტერნეტის ქსელთან სინქრონირების საშუალება გააჩნია. გამოდის, რომ რომ ადვილად შეგვიძლია Evernote-ში პროექტზე ცოდნის ერთიანი ბაზის შექმნა და ისე, რომ მისი ყველა მონაწილისთვის ხელმისაწვდომი იყოს. მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ დიდი რაოდენობით მონაცემებისათვის ხშირი სინქრონიზაციისას საჭირო ხდება პროგრამის ფასიან ვერსიაზე გადასვლა.

Teamer - პროექტზე მუშაობის ორგანიზება.

Teamer მე ძალიან მომეწონა. ეს სერვისი მოხმარების მხრივ ძალზე მოსახერხებალია და  ფუნქციონალობის მხრივ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. თუ ვილაპარაკებთ პროექტის ფუნქციებზე, მაშინვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ის განკუთვნილია რაიმე პროექტზე გუნდის მუშაობის ორგანიზებისათვის. ვარაუდოენ, რომ Teamer გახდება პროექტის ერთ ერთი მმართველი და მისი უამრავი სხვადასხვა ნაწილის უბრალო თანამშრომლის როლის შემსრულებელი. მმართველს შეეძლება შექმნას და დაგეგმოს დავალებები, დაინახოს თანამშრომელთა ყველა დავალება, ხოლო ისინი, მიიღებენ რა Teamer-ზე ხელმისაწვდომობას, დაინახავენ მხოლოდ თავის დავალებას. დამეთანხმეთ, რომ ეს ძალზე მოსახერხებელია, რადგან მხოლოდ საკუთარი სამუშაოთი დაკავების  საშუალებას იძლევა. თითოეული დავალებისათვის Teamer-ში შეიძლება რაიმე ფაილების მიერთება. ეს შეიძლება იყოს განმარტებითი დოკუმენტები ან რაიმე სხვა, რაც პროექტის მონაწილეთა ფანტაზიებზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, რომ ყველა დავალება შეიძლება მონიშნოთ შესრულების ვადით და ამით გააგებინოთ მის მონაწილეებს, თუ როდისთვის და რა უნდა შეასრულონ. მთლიანობაში, მე რეკომენდაციას გაძლევთ, რომ  ნახოთ ეს სისტემა და ვფიქრობ, რომ ის თქვენი გუნდის წევრებსაც მოეწონება.

Whiteboarding ონლაინში.

თქვენ ალბათ იცით, რომ ბევრ ოფისში არ არის თეთრი დაფები, რომლებზედაც თანამშრომლები ხშირად ხატავენ რაიმეს თავისი იდეების ასახსნელად. ეს ნამდვილად მოსახერხებელი და თვალნათელი საშუალებაა საკუთარი აზრების გასაცნობად, მაგრამ რა ვუყოთ მოშორებით მყოფ თანამშრომლებს? ნუთუ მათ არ გააჩნიათ ასეთი შესანიშნავი საშუალება? საქმე მთლად ასეც არაა. არსებოს სერვისების მთელი რიგი, რომლებიც „თეთრი დაფის" ონლაინში შეცვლის საშუალებას იძლევიან. რასაკვირველია, ეს სრულიად არ არის ისე, როგორც რეალობაში, მაგრამ რაღაც შემცვლელი ხომ მაინცაა.

ყველა სერვისიდან მე ყველაზე მეტად მომეწონა Twiddla. ეს პროექტი შექმნილია Ajax-ის ტექნოლოგიის საფუძველზე და მთელი რიგი საინტერესო თავისებურებები გააჩნია. ასე, Twiddla-ს მოხმარებისას შეიძლება არა მხოლოდ ხატვა ვირტუალურ დაფაზე, არამედ სურათების, ტექსტების და სრულფასოვანი დოკუმენტების მიმოცვლაც. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სერვისი ხმოვანი ურთიერთობის საშუალებას იძლევა.

MindMaster.

ალაბთ ყველას აქვს გაგებული, თუ რას წარმოადგენს MindMap. ის ძალზე სასარგებლოა ტვინზე შტურმის დროს. ოფისებში MindMap-ებს ხშირად დაფებზე ქმნიან. ონლაინის შემთხვევაში არსებობს სერვისი, რომლესაც ამ ძნელ საქმეში დახმარება შეუძლია და მას  MindMaster ეწოდება. კერძოდ, მომხმარებლებს პროექტი სთავაზობს საშუალებების ფართო არჩევანს, და როგორ მე მეჩვენება, არაფრით არ ჩამოუვარდება  მთლიანობაში MindMap-ს.,

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge