ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორ მუშაობს თქვენი აუდიტორიის ტვინი?

როგორ მუშაობს თქვენი აუდიტორიის ტვინი?
 | რეიტინგი 3 

 

ჩვენ ვილაპარაკებთ ტვინის მუშაობის სამ მნიშვნელოვან წესზე, რომლებიც ჯონ მედინამ აღწერა თავის წიგნში „Brain Rules". ის მოლეკულური ბიოლოგია და ასწავლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცნის სკოლაში. მედინა დიდი ხანია იკვლევს თავის ტვინს და მისი ზოგიერთი მონაცემი ნამადვილად გამოგვადგება ჩვენ ყველას - უბრალო ადამიანებს, რომლებსაც სურთ თავის გამოსვლების ცოტა უკეთ მომზადება. ტვინის მუშაობის ამ სამ ფაქტორს ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.

1) ტვინის მომართვა პრეზენტაციის 10 წუთის შემდეგ. მედინა დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა და ამ ხნის განმალობაში ერთი საინტერესო მომენტი გაარკვია. 10 წუთის ლაპარაკის შემდეგ აუდიტორია იწყებს ინფორმაციის გაცილებით მძიმედ აღქმას, ბევრი ადამიანი იწყებს საათზე ყურებას. ისინი უბრალოდ კარგავენ ყურადღებას და უკვე ისეთი გულისყურით ვეღარ ხვდებიან თქვენს სიტყვებს. როგორ შეიძლება ამასთან ბრძოლა? ძალიან მარტივად. უბრალოდ, საჭიროა თქვენი პრეზენტაციის დაყოფა 10-წუთიან ინტერვალებად. მაგალითად, 10 წუთის გასვლის შემდეგ შეიძლება აუდიტორიას აჩვენოთ რაიმე ვიდეორგოლი ან თეზისების სახით გაიმეოროთ წინა 10 წუთის ნალაპარაკევი. შეიძლება აგრეთვე თემიდან მცირე გადახვევა და რაიმე საინტერესო ისტორიის მოყოლა, რომელიც რამენაირად იქნება დაკავშირებული თქვენი მონათხრობის მიმდინარეობასთან.

მოკლედ, ფაქტი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გამოვაცოცხლოთ აუდიტორია. წინაღმდეგ შემთხვევაში, ერთი და იგივე თემაზე მსნელებს ყურადღების გაფანტვა დაეწყებათ. მხედველობაში იქონიეთ, რომ ეს გვერდიდან შეიძლებელი შეუმჩნეველიც კი იყოს და რომ ადამიანები შეიძლება კეთილგანწყობით კი გიყურებდნენ, მაგრამ იმავე დროს ინფორმაციას ჯეროვნად ვერ აღიქვამდნენ.

2) ტვინის არ აქცევს ყურადღებას „მოსაწყენ" საათებს. თქვენ რისკავთ აუდიტორიის დაკარგვას, თუ განსახილველ თემას მოსაწყენი ფორმით წარადგენთ. ადამიანის ტვინი ისეა მწყობილი, რომ ის უბრალოდ ვერ ითმენს მოსაწყენ განხილვებს. აი, მსგავსი სიტუაციის უნრალო მაგალითი. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თქვათ, რომ რომ ონკანიდან ადრე ჭუჭყიანი წყალი მოდიოდა, ხოლო ახლა მისი დალევა შეიძლება. აჩვენეთ აუდიტორიას თვალნათლივ ეს პროცესი: ჩაასხით წყალი ჭიქაში, მოსვით და ამის შემდეგ განაცხადეთ, რომ ეს ონკანის წყალია და რამდენიმე წლის წინ თქვენ მის დალევასაც კი ვერ გაბედავდით. ასეთი მიდგომა გაცილებით საინტერესოა. არის აზრი იმაში, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ აუდიტორიისათვის საინტერესო დეტალების მოყოლას, მაშინ ისინი მთელი ყურადღებით მოგისმენენ.

3) ტვინს სურათების დანახვა სურს. ინფორმაციის აღქმაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. ტვინი   ჩვეულებრივ ტექსტზე გაცილებით უკეთ ვიზუალურ ნიმუშებს აღიქვამს. ამაზე ჩატარდა კვლევა, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ადამიანებს 72 საათის შემდეგ ახსოვთ წაკითხულის მხოლოდ 10%, ხოლი 62% იმისა, რაც ვიზუალურ დაინახეს,  თუ ლაპარაკი იყო საგანზე. მოკლედ, გამოიყენეთ გამოსახულებები თქვენს პრეზენტაციებზე, ხოლო ტექსტი... ის არც გჭირდებათ. თქვენ თვითონ შეგიძლიათ აუდიტორიას რაიმე საინტერესო მოუყვეთ, მაგრამ არ განმეორდეთ.

არასტანდატული რეკლამის მომავალი

როგორი იქნება რეკლამის მომავალი? ამაზე ბევრი მსჯელობა შეიძლება, რასაც ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ჩვენი ბიზნეს-ჟურნალის ფურცლებზე. მაგრამ ახლა გვინდა ვნახოთ კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რისი ნახვა იქნება შესაძლებელი უახლოეს ხანში არასტანდარტული რეკლამის სამყაროში და რას ვხედავთ დღეს. ჯერჯერობით განვიხილოთ რეკლამირების ეგზოტიკური (ჯერჯერობით) ხერხები, რომლებიც შეიძლება უკვე უახლოეს ხანში ჩვენი ცხოვრების ნორმად იქცეს.

ინტერაქტიური იატაკი. როდესაც პირველად ვნახე ინტერაქტიური იატაკი ერთერთ გამოფენაზე, ის განსაკუთრეულ ინტერესს ბავშვებში იწვევდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან იატაკზე დაბიჯებისას ისინი აფრთხობდნენ იატაკზე მოცურავე ინტერაქტიურ თევზებს, რადგან ეს გუბურა იყო. დღეისთვის ინტერაქტიური იიტაკს უკვე სათამაშოების ბევრ მსხვილ მაღაზიაში იყენებენ.

ტატუირებები. რეკლამები ადამიანებზე საკმაოდ ეგზოტიკური რამაა, მაგრამ ის არსებობს და ასეთი სახის რეკლამის ერთერთი საკმაოდ არასტანდარტული მიდგომა სწორედ ადამიანზე რეკლამის განთავსებაა.

ცოცხალი ბილბორდები. დღეისათვის კლასიკური ბილბორდები სულ უფრო ნაკლებად ეეფექტრი სარეკლამო ინსტრუმენტებია. მაგრამ რა მოდის მათ შემცვლელებად? არსებობს მოსაზრებების მთელი რიგი, დაწყებული ინტერაქტიური ტექნოლოგიური ბილბორდებით და დამთავრებული ცოცხალით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც რეკლამირებაში ადამიანები მონაწილეობენ.

თავი როგორც სარეკლამო მოედანი. იმის ნახვა, თუ როგორ ანთავსებენ ადამიანები რეკლამებს საკუთარ თავებზე, ტელევიზორშიც შეიძლება და ასეთი ამბები, ჩვეულებრივ, შოკს იწვევენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულ უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი თავებით უკეთებებ რეკლამას ამა თუ იმ კომპანიის პროდუქციას, მაგალითად გადაპარსულ თავზე ლოგოტიპებით.

რეკლამა ტაქსებში. დიდ ქალაქებში ყოველდღიურად ტაქსებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. და რატომ არ შეიძლება ასეთი ავტომობილების რეკლამით აღჭურვა? მგზავრებსაც ექნებათ საშუალება  დაკავდნენ რაიმეთი მგზავრობის დროს. მართალია, საკმაოდ რთული იქნება სწორი ფორმატის შერჩევა, რადგან ავტობუსებში რეკლამამ საკმაოდ დაბალი ეფექტიანობა აჩვენა.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge