ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაარასტანდატული რეკლამის მომავალი

არასტანდატული რეკლამის მომავალი
 | რეიტინგი 3 

როგორი იქნება რეკლამის მომავალი? ამაზე ბევრი მსჯელობა შეიძლება, რასაც ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ჩვენი ბიზნეს-ჟურნალის ფურცლებზე. მაგრამ ახლა გვინდა ვნახოთ კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რისი ნახვა იქნება შესაძლებელი უახლოეს ხანში არასტანდარტული რეკლამის სამყაროში და რას ვხედავთ დღეს. ჯერჯერობით განვიხილოთ რეკლამირების ეგზოტიკური (ჯერჯერობით) ხერხები, რომლებიც შეიძლება უკვე უახლოეს ხანში ჩვენი ცხოვრების ნორმად იქცეს.

ინტერაქტიური იატაკი. როდესაც პირველად ვნახე ინტერაქტიური იატაკი ერთერთ გამოფენაზე, ის განსაკუთრეულ ინტერესს ბავშვებში იწვევდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან იატაკზე დაბიჯებისას ისინი აფრთხობდნენ იატაკზე მოცურავე ინტერაქტიურ თევზებს, რადგან ეს გუბურა იყო. დღეისთვის ინტერაქტიური იიტაკს უკვე სათამაშოების ბევრ მსხვილ მაღაზიაში იყენებენ.

ტატუირებები. რეკლამები ადამიანებზე საკმაოდ ეგზოტიკური რამაა, მაგრამ ის არსებობს და ასეთი სახის რეკლამის ერთერთი საკმაოდ არასტანდარტული მიდგომა სწორედ ადამიანზე რეკლამის განთავსებაა.

ცოცხალი ბილბორდები. დღეისათვის კლასიკური ბილბორდები სულ უფრო ნაკლებად ეეფექტრი სარეკლამო ინსტრუმენტებია. მაგრამ რა მოდის მათ შემცვლელებად? არსებობს მოსაზრებების მთელი რიგი, დაწყებული ინტერაქტიური ტექნოლოგიური ბილბორდებით და დამთავრებული ცოცხალით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგანაც რეკლამირებაში ადამიანები მონაწილეობენ.

თავი როგორც სარეკლამო მოედანი. იმის ნახვა, თუ როგორ ანთავსებენ ადამიანები რეკლამებს საკუთარ თავებზე, ტელევიზორშიც შეიძლება და ასეთი ამბები, ჩვეულებრივ, შოკს იწვევენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულ უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარი თავებით უკეთებებ რეკლამას ამა თუ იმ კომპანიის პროდუქციას, მაგალითად გადაპარსულ თავზე ლოგოტიპებით.

რეკლამა ტაქსებში. დიდ ქალაქებში ყოველდღიურად ტაქსებით უამრავი ადამიანი სარგებლობს. და რატომ არ შეიძლება ასეთი ავტომობილების რეკლამით აღჭურვა? მგზავრებსაც ექნებათ საშუალება  დაკავდნენ რაიმეთი მგზავრობის დროს. მართალია, საკმაოდ რთული იქნება სწორი ფორმატის შერჩევა, რადგან ავტობუსებში რეკლამამ საკმაოდ დაბალი ეფექტიანობა აჩვენა.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge