ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიSwarovski-ის ისტორია

Swarovski-ის ისტორია
 | რეიტინგი 3 

 

დანიელ სვაროვსკი არის ადამიანი, რომელმაც უმაღლეს საზოგადოებას ბრილიანტების იმიტაცია -ბროლის კრისტალები შეაყვარა. ამასთან ერთად, თავისი წინამორბედისაგან - ჟორჟ ფრედერიკ სტრასისგან განსხვავებით (დიახ, სტრაზები ამ ადამიანის საპატივსაცემოდ ეწოდება), სვაროვსკი არასოდეს არ მალავდა, რომ მისი ნაკეთობები ბროლისგანაა დამზადებული და ბრილიანტების მხოლოდ იმიტაციას წარმოადგენენ. სტრასს რომ სცოდნოდა სვაროვსკის დიდი წარმატებების შესახებ, ალბათ თვითონაც არასოდეს არ მოატყუებდა ადამიანებს.

 

ყველაფერი კი ჩრდილოეთ ბოჰემიაში იწყებოდა

დანიელ სვაროვსკი ქვეყნიერებას მოევლინა 1862 წლის 24 ოქტომბერს პატარა სოფელ გეორგენტალში, რომელიც ჩრდილოეთ ბოჰემიაშია და მაშინ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა. უნდა ითქვას, რომ იყო ნამდვილად ძალიან კარგი ადგილი ბროლის ოსტატის დაბადებისთვის, რადგანაც ჩრდილოეთ ბოჰემია ყოველთვის ცნობილი იყო ამ საქმის ოსტატებით. სვაროვსკის ოჯახიც მისდევდა მინის დამუშავებას. მამამისი პატარა სახელოსნოს ფლობდა და საოჯახო ბიზნესი არც ისე მდიდრული არსებობის საშუალებას იძლეოდა. თვითონ დანიელი, რასაკვირველია ამ საქმეში მამას ეხმარებოდა, რითაც აუცილებელი ჩვევები შეიძინა, მაგრამ ოცნებობდა მუსიკასა და მევიოლინედ გახდომაზე.

სამწუხაროდ, ვიოლინოთი არაფერი გამოვიდა. დანიელი კი განათლების მისაღებად პარიზში გაემგზავრა. იქ მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც მთლიანად შეცვალა ბროლის მომავალი ოსტატის მთელი ცხოვრება. სვაროვსკი მოხვდა ელექტრობის მსოფლიო გამოფენაზე, სადაც გაეცნო იმ დროისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამეცნიერო მიღწევებს. ყველაზე მეტად მისი ყურადღება მიიპყრო შუშის გასახეხად ელექტროდენის გამოყენების შესაძლებლობამ. მაინც Iცინეს თავი ამ საქმეში გატარებულმა ბავშვობის წლებმა. თითქმის 10 წლის შემდეგ (უფრო ზუსტად კი 1891 წელს) სვაროვსკიმ დაამუშავა მსოფლიოში პირველი მინის სახეხი მანქანა, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებელმა მაშინვე დააპატენტა. იმ მომენტში დანიელი მიხვდა, რომ საკუთარი თავი მეწარმეობის სფეროში უნდა გამოეცადა. მშობლიურ სოფელში ის აღარ დაბრუნებულა, რადგან შესაძლოა ჩათვალა, რომ იქ საკმაოდ ბევრი მისი კონკურენტი ოსტატი მუშაობდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, დანიელი გაემგზავრა ავსტრიის ტიროლში მდებარე სოფელ ვატენსში, სადაც დაარსა Swarowski-ს პირველი ფაბრიკა 1895 წელს.

თავდაპირველად კომპანიას ეწოდებოდა „D.S. & Co", რაც ერთი ვერსიით ნიშნავდა „დანიელ სვაროვსკი და კომპანია"-ს. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც დანიელმა კომპანია დაარსა ფრანგ პარტნიორთან ერთად და პირველი მისი სახელი მოდიოდა. შეიძლება, რომ ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ დანადვილებით არავინ იცის.

მოკლედ, 1895 წლიდან სვაროვსკის კომპანია იწყებს იწყებს ისეთი კრისტალების გამოშვებას, რომელიც იმიტირებდნენ ძვირფასი ქვების გარეგნულ სახეს. რასაკვეირველია, სვაროვსკის „შვილები" ნამდვილი ბრილიანტებისაგან განსხვავდებოდნენ უფრო დემოკრატიული ფასებით, რომლის წყალობითაც ბევრი ადამიანს შეეძლო კომპანიის სტრაზების შეძენა. გამოშვებიდან ძალიან მალე ფასებმა კომპანიის სტრაზებზე მკვეთრად იწყო ზრდა და ისინი მოდური აქსესუარებად იქცნენ. XX საუკუნის დასაწყისში კომპანია პირდაპირ წალეკა შეკვეთებმა და მან მიიღო უბრალოდ სახელწოდება Swarowski. ის, რაც სტრასის მიერ გამოშვებული იყო, როგორ ნაყალბევი, სხვაროვსკის ხელში მოდურ ტრენდად იქცა. მითუმეტეს, რომ დანიელი თავიდანვე არ მალავდა, რომ მისი ნაკეთობები ბრილიანტები არ არის.

 

ლეგენდის წარმოშობა

პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდამ კომპანიის გაფართოება მოითხოვა. სვაროვსკიმ დამატებით დაიქირავა 200 ახალი მუშაკი. მისი პროდუქცია მთელს ევროპაში სარგებლობდა მოთხოვნით. პარიზისა და სანქტ-პეტერგბურგის ელიტამ საკმაოდ სწრაფად შეიყვარა ბროლის სამკაულები Swarowski-საგან. იმავდროულად, მათი შეძენა შეეძლოთ არც ისე მდიდარ ადამიანებსაც, რადგან მათზე ფასები არ იყო ისეთი მაღალი, როგორც ბრილიანტებზე. კომპანიის საქმიანობაში საკმაოდ სწრაფად ჩაერთო დანიელის სამი ვაჟი, რამაც მისი წარმოება ნამდვილად საოჯახო საქმედ აქცია. ვაჟებთან ერთად დანიელი დიდი დროს ატარებდა მუშაობაში, ცდილობდა შეექმნა ბროლის დამზადების აბსოლუტურად ახალი ტექნოლოგია. და უნდა ითქვას, რომ მან ამას მიაღწია იქნა. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მთელს ევროპაში დაეცა ინტერესი საიუველირო ნაწარმზე ხოლო ამერიკულ ბაზრამდე Swarowski-ს ჯერ არ ჰქონდა მიღწეული. სწორედ მაშინ გაიხსნა შვილობილი კომპანია Tyrolit, რომლის საქმიანობადაც იქცა სხვადასხვა მასალებისათვის სალესი და სათლელი დაზგების წარმოება. სხვათა შორის, ეს კომპანია დღესაც არსებობს. 20-იანი წლების დასაწისში სიტუაცია დანორმალურდა და კომპანია პირველ რიგში ბროლის წარმოებით დაკავდა, მაგრამ უკვე ახალი ტექნოლოგიით. სვაროვსკის ქმნილებები განსხვავდებოდნენ ყველა დანარჩენებისაგან, რაც კი მსოფლიოში არსებობდა. სანამ დანიელის კომპანია ძალაში შედიოდა, კონკურენტები კრახს განიცდიდნენ. მოდის სამყარო აქტიურად წყალობდა Swarowski-ს, როდესაც კომპანიას ყურადღება მიაქცია ცნობილმა კოკო შანელმა, რომელიც თავისი სამოსელისათვის ავსტრიელთა სტრაზებს იყენებდა.  სვაროვსკის ნამუშევრები აღემატებოდა კონკურენტებისას პატენტებისა და დღემე ამოუცნობი საიდუმლო ფორმულის საშუალებით, და რომელიც წარმოადგენს კომპანიის პროდუქციის საკვანძო ფაქტორს. Swarowski-ს სტრაზები კონკურენტებისაგან პირველ რიგში განსხვავდებიან იმით, რომ უფრო ნათლად კაშკაშებენ და ნამდვილად ძნელი გასარჩევია ბრილიანტებისაგან. ბევრი ვარაუდობს, რომ ეს ხდება მათში ტყვიის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პარამეტრი. არ უნდა დავივიწყოთ ბროლის სპეციალური დამუშავებაც, რომელსაც მთელს მსოფლიოში მხოლოდ Swarowski ფლობს.

ამავე დროს არ უნდა ვიფიქროთ, რომ კომპანია მხოლოდ ფუფუნების საგნებზეა ორიენტირებული. ასე, მაგალითად, 1929 წელს გამოჩნდა ბრენდი Swareflex-ი, რომლითაც უშვებდნენ ავტომობილებისათვის სპეციალურ შუქის ამრეკლავებს. გავიდა ცოტა ხანი და კომპანიაში გაჩნდა საკუთარი ბრენდი ოპტიკური ხელსაწყოებისათვის, რომელთა შორის იყო დურბინდებისაც. შემდეგ კი დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

 

არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, რა ხდებოდა იმ დროს კომპანიის ირგვლივ. მის საქმიანობა არ შეწყვეტილა, რადგან Swarowski-მ გაკვალა გზა გასაღების ახალი - აშშ-ს ბაზრისაკენ. სავსებით გაუგებარია, თუ როგორ შესძლო კომპანიამ გასაღების ორგანიზება აშშ-ს ტერიტორიაზე, რადგან ეს ხომ ავსტრიული კომპანია იყო, ქვეყნისა, რომელიც ჰიტლერის მხარეზე იბრძოდა.

ომი დამთავრდა, ცხოვრება თანდათანობით დანორმალურდა. დაიწყო აღდგენა მოთხოვნამ ფუფუნების პროდუქციაზე. იმ დროისათვის Swarowski ყველასგან იმით განსხვავდებოდა, რომ აწარმოებდა არა მხოლოდ მასობრივ პროდუქციას, არამედ ნამდვილად ინდივიდულაურ ნაკეთობებსაც. ხოლო 1956 წელს დანიელ სვაროვსკიმ დატოვა ეს ქვეყანა. მაგრამ საოჯახო ბიზნესი იმდენად კარგად იყო აწყობილი, რომ ამ დანაკარგმაც ვერ შეუშალა ხელი კომპანიის შემდგომ განვითარებას. მისთვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა მანფრედ სვაროვსკის (დანიელის შვილიშვილის) მიერ ისეთი ტექნოლოგიის გამოგონება, რომელიც ფერადი კრისტალების შექმნის საშუალებას იძლეოდა. Swarowski-მდე ამას ვერავინ ვერ აკეთებდა და ეს იყო თავისებური რევოლუცია, რომელმაც პუბლიკის დადებითი გამომაურება ჰპოვა. ძალიან სწრაფად დაიწყო სხვადასხვა ფერის ნაკეთობებზე მდიდარი ხალხის მოთხოვნილების ზრდა.

გადიოდა დრო. კომპანიის ასორტიმენტი ფართოვდებოდა. ბროლი ჭაღებისათვის გახდა Swarowski-ს ახალი მიმართულება, რის შესახებაც დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის. და ბოლოს, 1976 წლიდან კომპანიაში დაიწყეს საკოლექციო სუვენირების წარმოება.  ნაკეთობები არა მხოლოდ სარგებლობდა დიდი მოთხოვნით, არამედ მათ გარშემო ჩამოყალიბდა Swarowski-ს კოლექციონერთა კლუბი, რომელშიც უკვე გაერთიანებულია 500 ათასზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში.

 

Swarowski დღეს

მაინც რაშია Swarowski-ს უნიკალური პროდუქციის საიდუმლო? უკვე დიდი ხანია ბევრნი წარუმატებლად ცდილობენ მის ამოცნობას. შეიძლება, რომ ეს ვერასოდეს ვერც შესძლონ., თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ გულდაგულ ინახავენ საიდუმლოს თვითონ კომპანიაშიც.

კომპანიის თანამშრომლებს კარგად ესმით Swarowski-ს უნიკალური პროდუქციის საიდუმლოების მნიშვნელობა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ რაიმე ნაკეთობის დამზადების შემდეგ მასზე დოკუმენტაცია ნადგურდება, რათა არ იქნას განმეორებული რომელიმე საკოლექციო უნიკალური მოდელი. ყველა დამამზადებელი ინსტრუმენტიც Swarowski-ს კომპანისშია შექმნილი და ასეა მისი დასაბამიდან.

საკუთარი ასი წლისთავის აღსანიშნავად კომპანიამ გახსნა Swarowski-ს უნიკალური მუზეუმი, რაც ნამდვილ ბროლის გამოქვაბულს წარმოადგენს, სადაც ექსკურსიაზე უმარავი ადამიანი ჩადის. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა Swarowski-ს ყველაზე დიდი კრისტალი, რომლის წონაც 62 კილოგრამია და დიამეტრი კი 40 სანტიმეტრი, რითაც ის გინესის რეკორდების წიგშია შესული, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი კრისტალი. გარდა ამისა, მუზეუმშივეა ყველაზე პატარა კრისტალიც - სულ 0,8 მმ დიამეტრით.

დღეისთვის კომპანია უშვებს ბიჟუტერიაში გამოყენებული ქვების 80%-ს. მისი პროდუქციის საკუთრება ისევე პრესტიჟულია, როგორც გასულ წლებში. მისი შტაბ-ბინა კვლავ პატარა ავსტრულ სოფელ ვატენსშია, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა რიცხვი 22,6 ათასია. რაც ყველაზე უცნაურია, ის დღემდე რჩება კერძოდ კომპანიად, რომელსაც დანიელის ოჯახი მართავს და მის გასაჯაროებაზე არც კი ფიქრობენ.

კომპანია არც რეკლამას უცხოობს. თავის დროზე ბრენდს აქტიური რეკლამა ჰქონდა ფილმში „ოპერის მოჩვენება", იქვე იყო ნაჩვენები კომპანიის მაღაზია, რომელთა ქსელიც დღეს ძალზე დიდია. ასე რომ, მომავალი Swarowski-ს აქვს და ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვნახავთ ამ კომპანიის უნიკალურ პროდუქციას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge