ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიYahoo-ს ისტორია

Yahoo-ს ისტორია
 | რეიტინგი 3 

 

კომპანია Yahoo! დღეს მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ინტერნეტ-კომპანიაა, რომელიც ფლობს პოპულარული სერვისების მთელ რიგს. მათ შორისაა მსოფლიოში პოპულარობით მეორე საძიებო სისტემა, ყველაზე ცნობილი ფოტოჰოსტინგი Flickr, ფოსტის სამსახური, ახალი ამბები, ვიდჯeტები, ჩანართები, ფინანსური ანალიზები და კიდევ ბევრი სხვა. საქმე ისე მიდის, რომ Yahoo! დღეს წარმოადგენს Google-ს მთავარ კონკურენტს კონტექსტური რეკლამის ბაზარზე, რომელიც ერთ დროს საძიებო ბაზრის ლიდერი იყო. დღეს მოგიყვებით, თუ როგორ ხდებოდა Yahoo!-ს ჩამოყალიბება და როგორ დაკარგა მთელი თავისი უპირატესობა.

 

როგორ იწყებოდა ყველაფერი

Yahoo!-ს ისტორია განუყოფლადაა დაკავშირებული მის ერთერთ დამარესებელ ჯერი იანგთან, ისევე, როგორც კაჟის ველზე განლაგებული სხვა კომპანიების ისტორიებიც. ჯერი იანგი დაიბადა ჩინეთში 1968 წლის 6 ნოემბერს. როდესაც ის 10 წლის იყო, მისი ოჯახი კალიფორნიაში გადასახლდა. ამ დროისათვის ჯერიმ საერთოდ არ იცოდა ინგლისური ენა და მოუწია ჩამორჩენის სწრაფად ანაზღაურება. საბედნიეროდ, ბიჭუნა ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა და ორი წლის შემდეგ უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა ამ ენაზე.

იანგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან, მუდმივად იმარჯვებდა რა სხვადასხვა მათემატიკურ კონკურსებზე და და სწავლაში ყველანაირად იყო გამოჩენილი. ამავე დროს, ჯერი სრულებითაც არ იყო „ბოტანიკოსი", აქტიურად მისდევდა სპორტს, ძალიან უყვარდა ჩოგბურთი, რომელსაც ასევე ძალიან კარგად თამაშობდა.

სწავლის გასაგრძელებლად იანგი სტენფორდში გაემგზავრა, სადაც დავიდ ფილოსთან ერთად შექმნა კიდეც Yahoo-ს პირველი ვერსია. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოგვიანებით აქვე ისწავლიან Google-ს დამაარსებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი. სტუდენტური ბრწყინვალე ხანა გამოდგა იანგისათვის. ის აგრძელებდა კარგად სწავლას, გახდა სტუდენტთა საძმოს წევრი, დაუმეგობრდა ფილოს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯერიმ გადაწყვიტა სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელება ასპირანტურაში მეგობართან ერთად. იმ დროს ისე ჩანდა, რომ ბოლოს იანგი პედაგოგი გახდებოდა იგივე სტენფორდში, მაგრამ მალე ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, რადგან ასპირანტურაში სწავლა არასოდეს ყოფილა შემოსავლიანი საქმიანობა, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერს საკუთარი თავი უნდა ერჩინა. იანგი მუშაობდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, აძლევდა სტუდენტებს ამა თუ წიგნების რეკომენდაციებს, რაშიც ის ბრწინვალედ ერკევოდა, შეკვეთებით ამუშავებდა საიტებს. ინტერნეტი მაშინ იწყებდა პოპულარობის მოხვეჭას და ჯერ თითქმის არ არსებობდნენ ვებ-საიტების შექმნელი ადამიანები. საქმეები სტუდენტის კვალობაზე არც თუ ცუდად მიდიოდა, ბიზნესმაც თანდათან დაიწყო განვითარება და იანგმა ამ საქმეში დავიდ ფილოც ჩართო.

 

სამეცნიერო საქმიანობა ძალიან უწყობდა ხელს იმაშო, რომ იანგი დიდ დროს ატარებდა ინტერნეტში საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. სასარგებლო მასალები თანდათან ლაგდებოდა და ამან იანგი მიიყვანა იმ აზრამდე, რომ შესაძლებელია ისეთი ცალკე რესურსის შექმნა, სადაც შენახული იქნება საინტერესო მისამართები. ასე გაჩნდა „ჯერისა და დავითის „გზამკვლევი მსოფლიო აბლაბუდას ქსელში", რომელიც ძალიან სწრაფად იზრდებოდა.


იანგი და ფილო მიხვდნენ, რომ გზამკვლევის ბაზაზე შესაძლებელი იყო ნამდვილი ბიზნესის აწყობა და მათ პროექტის განვითარება დაიწყეს. მასზე მუშაობა მიდიოდა სტენფორდის ტერიტორიაზე მდებარე პატარ ფურგონში. საკუთარ პროექტზე მუშაობამ სწრაფად გაიტაცა სტუდენტები, რომლებიც მის გასანვითარებლად ღამეებს ათენებდნენ კომპიუტერებთან, სულ უფრო სრულყოფილი ხდებოდა კატალოგის საპროგრამო კოდი, რომლითაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა საიტებიდან ინფორმაციის პრაქტიკულად ავტომატურად შეკრება.

კატალოგის პირველი ვერსია მუშაობდა სტენფორდის უნივერსიტეტის სერვერებზე და მისამართიც შესაბამისი ჰქონდა - http://akebono.stanford.edu/yahoo. ეს იყო 1994 წელი, როდესაც დაიწყო მუშაობა Yahoo-ზე. უკვე 1995 წელს Yahoo-ს დამაარსებლების წინაშე დადგა ამოცანა - გაეგრძელებინათ სწავლა სტენფორდში თუ მთელი ყურადღება საკუთარი ბიზნესისკენ გადაეტანათ. ამ დროისათვის იანგი და ფილო უკვე საკმაოდ განზე იდგნენ მეცნიერებისაგან და არჩევანიც უკვე ნათელი იყო. მათ აიღეს უვადო შვებულება და დატოვეს სტენფორდის კედლები.

1995 წლის გაზაფხულზე ყოფილი ასპირანტები უკვე მაუნტი-ვიუში იყვნენ, ჰქონდათ დარეგისტრირებული კომპანია Yahoo! და ტექნოლოგია, რომელიც ინვესტორებს საჭიროებდა. საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ საიდან გაჩნდა ასეთი არასტანდარტული სახელწოდება. დღეისათვის ამის შესახებ რამდენიმე შეხედულება არსებობს, რომელთაგან ყველაზე პოპულარულის თანახმად, სიტყვა Yahoo წარმოდგება ყველაზე უხეში ადამიანების მსგავსი არსებების სახელიდან ჯონათან სვიფტის წიგნიდან „გულივერის მოგზაურობა". სხვა აზრიც ამის შესახებ ასევე კომპანიის წიაღში წარმოიშვა, რომლის მიხედვითაც ეს არის  Yet Another Hierarchical Officious Oracle, რაც ნიშნავს „კიდევ ერთ იერარქიულ ხეპრე (არაოფიციალურად) ნათელმხილველს". და მესამე შეხედულების თანახმად, სახელწოდება წარმოდგება იაპონური Yahhoo-საგან, რაც „სალამს" ნიშნავს.

უნდა ითქვას, რომ არ აღმოჩნდა ადვილი Yahoo-ს სავაჭრო ნიშნის დარეგისტრირება. საქმე იმაშია, რომ იმ დროისათვის ის უკვე დაკავებული იყო ბარბექიუსათვის სოუსის მწარმოებლის მიერ, რის გამოც სიტყვა Yahoo-ს ბოლოში დამატებულ იქნა ძახილის ნიშანი. ამრიგად, 1995 წლის მარტს სამყაროს მოევლინა კომპანია Yahoo!, ხოლო ჯერიმ და იანგმა აქტიურად დაიწყეს ისეთი ინვესტორების ძიება, რომლებიც პერსპექტიულ ჩადებდნენ კომპანიაში მისი შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ფულს.

 

ტალღებს ზემოდან

90-იანი წლების შუა ხანები დოტ-კომების ბუმის დასაწყისი აღმოჩნდა. ინტერნეტი სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას, სტარტაპები ჯერ კიდევ არ მრავლდებოდნენ სოკოებივით, მაგრამ უკვე იყვნენ მოქცეულნი კაჟის ველის ვენჩურული ინვესტორების დიდი ყურადღების არეში. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ Yahoo!-ს დამარსებლებმა სწრაფად შეძლეს მათ პროექტის ინვესტორების პოვნა. ასეთი აღმოჩნდა კომპანია Sequoia Capital, რომელმაც ახალგაზრდა ბიზნესმენებს საქმის გასანვითარებლად 2 მილიონი დოლარი მისცა. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა, განსაკუთრებით იმ დროისათვის. Sequoia Capital-ის ინვესტიცია ისეთი წარმატებული გამოდგა,  რომ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ კომპანია ფლობდა Yahoo!-ს 3,5 მილიარდი დოლარის აქციებს. Yahoo!-ს საძიებო მანქანის პირველი ვერსიები განლაგებული იყო კომპანია Netscape-ს სერვერებზე და ახალგაზრდა მეწარმებბს იქვე დართეს ინტერნეტის ქსელში შესვლის ნება.

 

კომპანია ელვისებურად ვითარდებოდა. რეგისტრაციიდან უკვე 1 წლის შემდეგ Yahoo! გადის IPO-ზე. (IPO - Initial Piblic Offering - სააქციო საზოგადოების აქციების გაყიდვის პირველი საჟარო ვაჭრობა). თუ ვაჭრობის დაწყებისას მაძიებლის აქციები ცალი 13 დოლარი ღირდა, დამთავრებისას მისმა ფასმა უკვე 43 დოლარს მიაღწია. ეს იყო იმ წელს IPO-ში ყველაზე წარმატებული სტარტი ყველა კომპანიას შორის. იანგი და ფილო ერთ საათში გახდნენ მილიარდერები. გავიხსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ იანგი დამატებითი შემოსავლისათვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

შემდგომში კომპანის განვითარების მიმართულება რამდენადმე შეიცვალა. Yahoo!-ში გადაწყვიტეს პორტალური სისტემის პროექტის განვითარება, ე. ი. რესურსებისგან შეექმნათ საიტი, სადავ იქნებოდა არა  მხოლოდ ერთი ძიება, არამედ ისეთი დამატებითი სერვისებიც, როგორიცაა ახალი ამბები, ფოსტა, განცხადებები, კითხვები და პასუხები, საბაზრო პოლიტიკა და ა. შ. ამ სერვისების უმრავლესობა თვითონ Yahoo!-ს წიაღში მუშავდებოდა, ხოლო ზოგიერთს უბრალოდ ყიდულობდნენ. Yahoo! ერთერთი ისეთი მსხვილი მოთამაშეა, რომელიც სიამოვნებით იხდის რამდენიმე მილიონს პერსპექტიულ სტარტაპში.

ძალიან მალე ინტერნეტძიების ბაზარზე კონკურენტებმაც იწყეს გამოჩენა, და საკმაოდ ბევრმაც: AltaVista, Webring, Lycos, WebCrawler, რომლებიც საკმაოდ წარმატებული პროექტები იყო, Yahoo!-მ რამდენიმე მათგანი უბრალოდ იყიდა, ხოლო სხვები მთელი ძალით აგრძელებდნენ ბრძოლას. დღეს ამათგან თითქმის ვერავის ვეღარ ნახავთ.

საერთოდ, თუ შთანთქმებზე ვილაპარაკებთ, ასეთები Yahoo!-ს ანგარიშზე საკმაოდ ბევრია. მათი ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ აი მხოლოდ რამდენიმე მათგანი: Hot Jobs, Flickr, Overture, Kelkoo, WebCal, GeoCities, Launch Media და მრავალი სხვა. Yahoo!-ს მიერ ნაყიდი სტარტაპების უმრავლესობა საკმაოდ სწრაფად შეერწყა პორტალის საერთო სტრუქტურას. ამავდროულად, ზოგი მათგანი დამოუკიდებლადაც აგრძელებს არსებობას. ასეთია, მაგალითად, Flickr-ი. Yahoo!-ს გარკვეული კავშირები გააჩნია eBay-სთანაც. დოტ-კომების კრახმა მთელს ინდუსტრიას დაარტყა. ბევრმა კომოანიამ ერთ საათში შეწყვიტა არსებობა, ხოლო ზოგიერთი კაპიტალიზაციის ასპექტში სერიოზულად დაზარალდა. ასეთ კომპანიათა შორის აღმოჩნდა Yahoo!-ც. საჭირო იყო უფრო სხვა რამზე ფიქრი, ვიდრე ძვირადღირებულ შენაძენებზე.

მაგრამ Yahoo!-სათვის ნამდვილი საფრთხე აღმოჩნდა არა კრიზისი, არამედ ახალგაზრდა და იმ დროისათვის თითქმის უცნობი კომპანია Google, რომელსაც რევოლუციური ტექნოლოგია გააჩნდა, ასევე სრული მიზანმიმართულება მხოლოდ ძიებისაკემ და მომავლის მკაფიო ხედვა. ამ ყველაფერმა გამოიწვიას ის, რომ დღესდღეობით ბაზრის უდიდესი ნაწილი სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის კომპანიას ეკუთვნის, ხოლო Yahoo! მდევრის როლშია, რომელიც სულ უფრო და უფრო რჩება უკან.

 

ეპოპეა Microsoft-თან

 

საეჭვოა, რომ ვინმეს მოსწონდეს ბაზარზე Google-ს დომინირება. სწორედ ამიტომ კონკურენტები მუდამ ეძებენ ლიდერის ჩამოგდების გზებს. კორპორაცია Microsoft უკვე არაერთი წელია ცდილობს ინტერნეტში სერიოზული პოზიციების დაკავებას, მაგრამ მისი საძიებო მანქანა  Live ამას უკვე რამდენი წელია ვერ ახერხებს. და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ Microsoft-ი ცდილობს უბრალოდ იყიდოს Yahoo!, მთელი თავის პერსონალითა და აქტივებით. უეჭველია, რომ ბაზრის მეორე და მესამე მოთამაშეების გაერთიანება გაამყარებდა ორივეს პოზიციებს Google-ს წინნაღმდეგ ბრძოლაში.

Microsoft-ი მიერ Yahoo!-ს ყიდვის პირველი წინადადება გააკეთა სტივ ბალმერმა 2008 წლის თებერვალში, როდესაც ამ გიგანტმა თითო აქციაში 33 დოლარი შესთავაზა, ე. ი. ჯამში 46,6 მილიარდი დოლარი. ეს იყო საკმაოდ გულუხვი წინადადება, რომელიც ძალიან მოეწონა Yahoo!-ს მრავალ აქციონერს, მაგრამ სამთვიანი ფიქრის შემდეგ ინტერნეტ-გიგანტმა უარი განაცხადა. Yahoo!-ს მმართველთა საბჭოსა და თვითონ ჯერი იანგს ნამდვილად არ სურდათ გაყიდვა. ამიტომ წამოაყენეს მოთხოვნა, რომ Microsoft-ს ერთ აქციაში 37 დოლარი გადაეხადა. ბალმერმა უარით უპასუხა. შემდეგ Yahoo!-ს კაპიტალიზაცია მკვეთრად დაეცა მსოფლიო კრიზისის გამო, მაგრამ  Yahoo!-მ გაყიდვის ახალ წინადადებაზეც „არა"-თი უპასუხა.

ყველა ამის ფონზე გაჩაღდა სერიოზული კამათი კომპანიის აქციონერებსა და იანგს შორის. პრობლემა კიდევ იმაში მდგომარეობდა, რომ ვერ Yahoo! აჩვენებდა საუკეთესო შედეგებს, ხოლო Microsoft-ის გაყიდვები ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდა. რაც მოხდა. მოხდა, მაგრამ გარიგება მაინც ვერ შედგა, ხოლო იანგმა დატოვა კომპანიის დირექტორთა საბჭო. კრიზისიდან კომპანია უკვე სხვა ხელმძღვანელს გამოჰყავდა. მაგრამ ეს უკვე არაა ძალზედ მნიშვნელოვანი.

როგორი პრობლემებიც არ უნდა არყევდეს Yahoo!-ს, ის დღესაც რჩება მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ინტერნეტ კომპანიად. მიუხედავად იმისა, მიეყიდება ის Microsoft-ს თუ არა, ძნელია Yahoo!-ს როლის გადაჭარბებით შეფასება ინტერნეტის ქსელის განვითარების საქმეში. და ესაა მთავარი.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge