როგორ ქმნიდა ტედ ტერნერი CNN–ს
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიროგორ ქმნიდა ტედ ტერნერი CNN–ს

vivus.ge

როგორ ქმნიდა ტედ ტერნერი CNN–ს
 | რეიტინგი 3 

 

1991 წელს ჯურნალ „Time"-ს გარეკანზე გამოჩნდა ამერიკელი მეწარმე ტედ ტერნერი, რომელიც წლის ადამიანად დასახელდა და უმთავრესად თავისი არაორდინარული იდეის - სსრკ-სა და აშშ-ს შორის „კეთილის ნების თამაშების" ჩატარების  გამო. თაცისი ცხოვრების განმავლობაში ტედ ტერნერმა ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მისი ყველაზე მთავარი პირმშოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ახალი ამბების კომპანია CNN.

 

მამის გაკვეთილები

ტედ ტერნერი დაიბადა 1938 წლის 19 ნოემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში. ტედი ჯერ ბავშვი იყო, როდესაც მისი მშობლები ტენესიში გადასახლდნენ, სადაც შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა უფროსი ტერნერი. ტედის მამა ედი ფლობდა პატარა სარეკლამო სააგენტოს Turner Outdoor Advertising. ურთიერთობები მამასა და შვილს შორის ყოველთვის ძალიან რთული იყო. ისინი ხშირად ვერ პოულობდნენ საერთო ენას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტედი თვლის, რომ ახლგაზრდობაში მამისგან მიღებული გაკვეთილები ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისი ბიზნესმენად ჩამოყალიბების გზაზე.

ბავშვობაში ტედი თანატოლებისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ კარგად სწავლობდა და აქტიურად მისდევდა სპორტს. ჩვეულებრივ, ეს ორი ფაქტი ძნელად თავსებადია, მაგრამ არა ტედ ტერნერის შემთხვევაში. უკვე 9 წლის ასაკიდან ის დაკავებული საიალქნო სპორტით და მომავალში ორჯერ გახდა ამერიკის თასის მფლობელი სპორტის ამ სახეობაში - 1977 და 1979 წლებში.

ცუდად მოქცევა ტედს სისხლში ჰქონდა გამჯდარი და ამიტომ  მამა ხშირად სჯიდა ხოლმე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულებებისათვის. თვითონ ტერნერის მოგონებებით, ყველაზე დიდი სასჯელი ის იყო, რომ მამა აიძულებდა ეცემა,  ე. ი. ტედ ტერნერი სჯიდა საკუთარ მამას. ამან მასზე ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა უთანხმოებების მიუხედავად, მამა ყოველთვის იყო შვილისთვის მისაბაძი მაგალითი.

სკოლის დამათავრების შემდეგ ტერნერმა მომავალზე დაიწყო ფიქრი. საჭირო იყო ისეთი უნივერსიტეტის არჩევა, რომელიც სრულად შეესაბამებოდა მის მომავალ მისწრაფებებს. ტედის პირველმა გადაწყვეტილებამ მამამისი შოკში ჩააგდო - მან გადაწყვიტა ფილოლოგიურზე შესვლა და ბერძნული ენის შესწავლა! საბედნიეროდ, ედმა შესძლო გადაეფიქრებინა და ის ეკონომიურზე გაუშვა. რომ არა მამის გავლენა, შესაძლებელია ჩვენ ვერასოდეს გაგვეგო CNN-ის შესახებ, ტედი კი დღეს იქნებოდა რიგითი პროფესორი, რომელიც ბერძნულ ენას შეასწავლიდა ამერიკელ ახალგაზრდებს. საინტერესოა, რომ მამა ყოველთვის ურჩევდა ტედს საკუთარი გზით სიარულს. ის ამბობდა, რომ არ არის საჭირო მასების აზრზე დგომა და რომ წარმატებას აღწევს მხოლოდ ის, ვინც თავის გზას მიჰყვება. ტედი ჯერ იწყებს სწავლას უნივერსიტეტში. პირველი კურსები უპრობლემოდ გადიან და ტედი შესანიშნავ მოსწრებას აჩვენებს. ამასთან ერთად, ის საკმოდ პოპულარული ხდება საუნივერსიტეტო წრეებში. სამწუხაროდ, სამი წლის შემდეგ იგი ამორალური საქციელისათვის გარიცხეს. თუმცა, არა იმის გამო, რომ ის ხულიგანი იყო. არა, უბრალოდ ღამე მის ოთახში ქალი შენიშნეს, რაც მაშინ, უბრალოდ, სრულიად დაუშვებელი იყო.

1960 წელს ტერნერს იწყებს მამამისთან მუშაობას. თავდაპირველად ის გახდა კომპანის ფილიალის ხელმძღვანელი პატარა ქალაქ მეკონში. სამუშაო, რასაკვირველია, მძიმე იყო და ამასთან, ტედს გამოცდილებაც არ გააჩნდა, მაგრამ უკვე პირველსავე წელს მან რამდენიმე წარმატებული სვლა გააკეთა, რამაც ფილიალს კონკურენტების გასწრების საშუალება მისცა.

იმავე წელს ტედმა ცოლად შეირთო ჯუდი გეილი. თუმცა, ამ ქორწინებამ სულ ორ წელს გასტანა. ყველა ეს სასიხარული მოვლენა ერთმა სამწუხარომ გადაფარა - Turner Outdoor Advertising ვალებში ჩაეფლო. ედმა საერთოდ არ იცოდა, თუ როგორ უნდა გაესტუმრებინა ისინი. და სასოწარკვეთილმა თავში ტყვია დაიხალა. ამრიგად, ტედ ტერნერი გახდა კომპანიის თავი უზარმაზარი საგარეო ვალებით.

 

CNN-ის დაბადება

 

1964 წელს ტედმა მეორედ იქორწინა. მისი რჩეული გახდა შირლი სმიტი. ამავე დროს ის უკვე ხვდება, რომ მის კომპანიას სჭირდება რაღაც ახალი, რომელიც საშუალებითაც შეძლებდა სრულებით ახალ ბაზარზე გასვლას. მას არ უნდოდა მამის მსგავსად „გარეგანი თვალთავლით" დაკავება. ჩნდებოდა ახალი სარეკლამო ინსტრუმენტები, რომლებიც უფრო დიდ მოგებას უქადნენ - რადიო და ტელევიზია. გარდა მისა, ტედი იმასაც ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავშირები მთავრობაში და რესპუბლიკური პარტიაში შედის.


1967 წელს ტედი ყიდულობს კომპანია WTCG-ს. ამ დროისათვის ეს კომპანია უკვე გაკოტრებული იყო და ამიტომაც CNN-ის მომავალმა დამაარსებელმა ის ჩალის ფასად იყიდა. ტედი მაშინვე შეუდგა საქმეს. თავდაპირველად, მან გადახედა არხის მაუწყებლობის პოლიტიკას და გადაწყვიტა, რომ ახალი ამბები კონკურენტებისაგან  განსხვავებულად მიეწოდებინა. მან რამდენადმე დაძრა მაუწყებლობის ბადე: პირველი გამოშვება იწყებოდა ჩვეულებრივზე 5 წუთით გვიან იწყებოდა, ხოლო მეორე შემდეგ საათის შესრულებამდე 25 წუთით ადრე. ასეთი მიდგომა წარმატებული გამოდგა, რადგანაც საშუალება მისცა ტერნერის ახალ ამბებს კონკურენტებისაგან თუნდაც სამაუწყებლო ბადით გამორჩეულიყვნენ.

1970 წელი ტერნერისათვის ორი ღირსშესანიშნავი მოვლენით გამოირჩა. ჯერ ერთი, მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული გარე რეკლამის კომპანია გახდა ყველაზე წარმატებული თავის სეგმენტში აშშ-ს სამხრეთ ტერიტორიაზე, რაც ძალიან მსხვილი წარმატება იყო. მეორეც, დაარსდა კომპანია  Turner Broadcasting Systems, რომლის გარშემოც დაიწყება ტედ ტერნერის ყველა სატელევზიო პროექტი. მაყურებელმა მოიწონა WTCG და არხის აუდიტორიაც მუდმივად იზრდებოდა. ეს კი ხელს უწყობდა სარეკლამო შემოსავლის ზრდასაც. 1977 წელს ბიზნესში წარმატებას ტერნერი უმატებს გამარჯვებას აშშ-ს თასის შეჯიბრებაზე საიალქნო სპორტში. ორი წლის შემდეგ მან კვლავ აღმართა  იგივე  თასი.

1980 წელს სამყაროს მოევლინა არხი CNN (Cable News Network). რაღაც დონეზე იმ მომენტისათვის ეს ნადვილი რევოლუცია იყო. მისი ფორმატი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა და სულ მალე CNN გასცდა ამერიკის ფარგლებს. უფრო ზუსტად, ეს მოხდა 1985 წელს, როდესაც გაჩნდა არხი CNN International. ერთი წლის შემდეგ ტერნერმა გადაწყვიტა საკუთარი თავის კინობიზნესში გამოცდა და კირკ კირკორიანისაგან ყიდულობს კომპანია Metro Goldwyn Mayer-ს. სამწუხარომ, ამ შენაძენმა არ გაამართლა და საბოლოო ჯამშუ მისგან განთავისუფლება მოუწია.


შეძენიდან 2 წლის შემდეგ ტერნერს კიდევ ერთი წარუმატებლობა შეემთხვა - მეუღლეს დაშორდა. თუმცა მას არ მოუწია დიდხანს მარტოხელად ყოფნა და უკვე სამ წელიწადში ის კვლავ დაქორწინდა, ამჯერად ცნობილ კინომსახიონ ჯეინ ფონდაზე. იმავე წელს CNN-მა უნიკალური ტრანსლაცია მოაწყო - პირდაპირ ეთერში აჩვენა ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში. ამან პუბლიკის უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია და ამის შემდეგ მსგავსი წამოწყებები CNN-მა უკვე რეგულარულად აქცია.

1993 წელს CNN-მა პირდაპირ ეთერში გადასცა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს შტურმი. ერთერთ რუსულ ტელეარხზე მთელი დღის განმავლობაში ატრიალებდნენ CNN-ის ვიდესო. 90-იანი წლების დასაყისში უკვე აღარავის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ტერნერის პირმშო მასობრივი ინფორმაციის  ბაზარზე ყველაზე გავლენიანი მოთამაშე ხდებოდა.

1996 წელს ტერნერნა გაყიდა კომპანია Turner Broadcasting Systems Times Inc. ამ გარიგების თანხამ 7,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ტერნერმა კი მიიღო ახალი კომპანიის აქციების 10% და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.

 

საინტერესოა, რომ საყოველთაო აზრით, ტერნერი არასოდეს არ ერეოდა იმაში, თუ როგორ მიჰქონდა Turner Broadcasting Systems Times Inc-ს ახალი ამბები საზოგადოებამდე. როდესაც რუპერტ მერდოკის გამოცემები ყოველთვის ასახავდნენ დამაარსებლის პოზიციას, ტერნერი ყოველთვის არიდებდა თავს სარედაქციო პოლიტიკას. მას მხოლოდ ერთადერთი პრიორიტეტი ჰქონდა - მოგება.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერნერის აზრით, ის ოთხჯერ იყო ახლოს გაკოტრებასთან. როდესაც მისი მამა გარდაიცვალა, ტედი სულ 24 წლის ასაკში გახდა მისი კომპანიის მესაკუთრე. მას არ გააჩნდა ბიზნესში დიდი გამოცდილება, ხოლო კომპანიის საქმეები, რბილად რომ ვთქვათ, საზიზღრად მიდიოდა. უკვე მაშინ შეიძლებოდა ტერნერის ისტორიის დამთავრება. გაკოტრების მეორე შემთხვევა ისახებოდა 1970 წელს, როდესაც ტერნერმა შეიძინა კომპანია Channel-17. შემდეგ იყო CNN 1980-ში და MGM 1985-ში. ესენი არც ის წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გამოიწვია ტერნერის გაკოტრება.

მას არასოდეს არ ეშინოდა რისკის. ამის შესახებ ყველაზე კარგად თვითონ ტერნერი საუბრობს:" „მე ბავშვობიდან ყოველთვის ვუმეორებდი ჩემს თავს: „მინდა გავხდე სამყაროს მბრძანებელი!" ლაკონური და ზუსტი ფორმულირება მეხმარებოდა მე მეცხოვრა ფართოდ, წვრილმანებზე ფიქრის ფარეშე. ჩემთვის მიუღებელია სისუსტე, წაგება, წარუმატებლობა. ჩემი იდეალი ყოველთვის იყო ნაპოლეონი".

 

ქველმოქმედება

ჯეინ ფონდაზე დაქორწინების შემდეგ ტედ ტერნერი უფრო დიდ ყურადღებას უთმობდა ქველმოქმედებას. მართალია, ის არ გამხდარა ყველასთვის სიკეთის მსურველი ანგელოზი და ყველაფერს უფრო საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აკეთებდა. როგორღაც ტედმა თქვა: „ მე არ დავმშვიდდები, სანამ არ გადავწყვეტავ ყველა პრობლემას, რომლითც დაავადებულია მთელი მსოფლიო. მე თამასას ვწევ ძალიან მაღლა, და შეიძლება ეს მკრეხელობაა, მაგრამ თავი ღმერთად მიმაჩნია".

1988 წელს ტერნერმა 1 მილიარდი გადარიცხა გაეროს ფონში. ეს იმისათვის გააკეთა, რომ განმტკიცებულიყო კავშირები აშშ-სა და გაეროს შორის. უნდა ითქვას, რომ ეს თანხა, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ცოტა. განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ ტერნერის ქონება სერიოზულად ჩამორჩება იგივე უორენ ბაფეტის ქონებას.

 

(ჯეინ ფონდა) თუ ვილაპარაკებთ ტერნერის პირად ცხოვრებაზე, ის ბოლოს დაშორდა ჯეინს. პრესაში ითქვა, რომ ეს იყო თვითონ ფონდას ინიციატივა, რომლესაც აღარ შეეძლო ტერნერის გამოხდომების ატანა. თუმცა, ჯეინთან განშორებას სრულებით არ უმოქმედია მის ინტერესზე ქველმოქმედებისადმი და ის აგრძელებდა მას. შესაძლოა, რომ დამნაშავეა ასაკი, ადამიანთა კი უმრავლესობა ადრე თუ გვიან მიდის აქამდე.

 

დღევანდელობა

ტერნერზე ისტორიის დამთავრება ალბათ შეიძლება მის ახლანდელ პროექტზე ლაპარაკით. 2002 წელს მან აამოქმედა რესტორნების ქსელი Ted's Montana Grill. მისი განსხვავება უმთავრესი კონკურენტებისაგან იმაში მდგომარეობს, რომ Ted's Montana Grill-შე მოგართმევენ ბიზონის ხორცს. საინტერესოა ამ რესტორნის შექმნის ისტორია. 70-იან წლებში ამერიკაში ატყდა განგაში იმაზე, რომ ქვეყანაში სწრაფად იწყო კლება ბიზონების პოპულაციან. მაშინ ტერნერი აინთო ამ ცხოველების მომრავლების იდეით. უკვე 1990-იან წლებში ტედი ქვეყანაში ერთერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი გახდა და თავის მიწაზე ტერნერმა სწორედ ბიზონების მოშენებით იყო დაკავებული. ბუნებრივია, არა უბრალოდ, არამედ ბიზნესისათვის, როგორიც გახდა მისი რესტორნების ახალი ქსელი.

უნად აღინიშნოს, რეომ ტერნერის რესტორნები წარმოადგენენ საკმაოდ მოდურს თანამედროვე ტენდენციების ასპექტში. მათში იყენებენ არა პლასტიკს, არამედ სპეციალურ ეკოლოგიურ ქაღალდს. შეიძლება, რომ ეს მომავალში რამენაირად დაეხმარება გარემოს დაცვას. ყოველ შემთხვევაში, ზიანს მაინც არ მოაყენებს.

P.S. ბატონ ტერნერის საინტერესო ციტატა: „ამერიკის უმდიდრესი ადამიანები ჟურნალ Forbes-ის სიით ანგრევენ ჩვენს ქვეყანას! ეს ახალი სუპერმდიდრები აგროვებენ ფულის დასტებს და ეშინიათ ამ სიაში დაქვეითების. ეს არის მათი სუპერთასი... ყველა საშუალება მოქცეულია ადამიანების მცირე რაოდენობის ხელებში, რომელთაც არ სურთ არავისთან გაყოფა. ეს საშიშია მათთვის და მთელი ქვეყნისათვის. შეიძლება დადგეს ახალი ფრანგული რევოლუცია, და ახალი მადამ დეფარჟი  შეკრავს და პატარა ოთხთვალათი გააუშვებს მათ ქალაქის მოედანზე. ბუმ! და ისინი დაკარგავებ საკუთარ თავებს!"

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge