ცალხელა კარატისტი - ინდოეთის ჩემპიონი - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიცალხელა კარატისტი - ინდოეთის ჩემპიონი

vivus.ge

ცალხელა კარატისტი - ინდოეთის ჩემპიონი
 | რეიტინგი 3 


ერთხელ ცოლ-ქმარს შეემთხვათ ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ შემთხვევისას 5 წლის ბავშვი გადაუვარდათ მანქანიდან. ექიმები მთელი ღამე ცდილობდნენ ბავშვის გადარჩენას და დილით აუწყეს მშობლებს:

 

- გვაქვს კარგი ამბავი - ბავშვი იცოცხლებს. ცუდი ამბავი კი ის გახლავთ, რომ იძულებული ვიქენით მარცხენა ხელი მოგვეკვეთა.

 

რა უნდა ექნათ მშობლებს და ბავშვი მიიღეს ასეთ მდგომარეობაში.

 

ერთხელ ბავშვმა ტელევიზორში უყურა საბრძოლო ორთაბრძოლის ფილმს ბრუს ლის შესრულებით. ის მივიდა მამამისთან და უთხრა:

 

- მამა, მე მინდა ვისწავლო კარატე. შემიყვანე კარატეს ჯგუფში?

 

- შვილო, ორი ხელის შემთხვევაში რთულია კარატეს ვარჯიში და ცალხელას შენ ვინ მოგაგებინებს? - მიუგო მამამ

 

მიუხედავად ამისა ბავშვი თავად მივიდა სკოლის კარატეს ჯგუფის მწვრთნელთან, მისტერ მიაგისთან თხოვნით. მასტერმა უთხრა:

 

- ერთი პირობით აგიყვან. გააკეთებ რასაც გეტყვი და არავითარი შეკითხვები.

 

- თანახმა ვარ, - მიუგო გახარებულმა ბავშვმა.

 

მისტერ მიაგიმ აჩვენა ერთი ილეთი და უთხრა რომ დაემუშავებინა ის. დრო გადიოდა, ბავშვი კი ვარჯიშობდა ერთ ილეთს. ერთი თვე გავიდა, ორი თვე, ნახევარი წლის შემდეგაც ბავშვი ვარჯიშობდა ერთსა და იმავე ილეთს. დაღონებული მივიდა მასტერთან და შესჩივლა:

 

- პატივცემულო, ერთი თვის წინ მოსული ბავშვები სულ სხვადასხვა ილეთებს სწავლობენ, მე კი ერთ ილეთს ვვარჯიშობ მხოლოდ. რატომ?

 

- ჩვენ ხომ შევთანხმდით, არავითარი კითხვები. - მოუჭრა მასტერმა. - მე ვიცი რომ შენ მხოლოდ ერთ ილეთს ვარჯიშობ მაგრამ, მერწმუნე, ცხოვრებაში არასოდეს დაგჭირდება სხვა ილეთი.

 

ერთი წლის შემდეგ მასტერმა უთხრა ბავშვს:

 

- შენ მოგიწევს მონაწილეობის მიღება შეჯიბრებაში სკოლის სახელით.

 

- რაა? - გაოცდა ბავშვი.

 

- დაგავიწყდა პირობა, არავითარი კითხვები - შეახსენა მისტერ მიაგიმ.

 

შეჯიბრებაში ბავშვი იგებდა ყოველ ორთაბრძოლას და ჰოი საოცრებავ, მოხვდა ფინალურ ტურნირშიც.

 

ფინალური ორთაბრძოლისას ბავშვმა მოწინააღმდეგეს მთელი მონდომებით ჩაუტარა ერთადერთი ილეთი, რომელიც კი იცოდა და მეტოქე ძირს დაანარცხა. მსაჯები მიცვივდნენ დამარცხებულ მებრძოლთან. საცოდავი სავალალო მდგომარეობაში იყო. გაუნძრევლად იწვა და ჰქონდა კბილი გატეხილი, ნეკნი გატეხილი.

 

ბავშვი გახდა პირველად კარატეს ისტორიაში ცალხელა ჩემპიონი.

 

მშობლები მიცვივდნენ ბავშვს და სიხარულის ცრემლებით ეუბნებოდნენ:

 

- შენ სასწაული მოახდინე შვილო, ჩვენ ვამაყობთ შენით, წავიდეთ სახლში.

 

- არა, არა, - მიუგო ბავშვმა, - თქვენ წადით სახლში, მე კი მწვრთნელი წამიყვანს და მან, ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს ჩემს კითხვებს.

 

მანქანაში ბავშვი შეეკითხა მწვრთნელს:

 

- პატივცემულო, ამიხსენით რა მოხდა. მე მართლა გავიმარჯვე თუ ყველა შეღავათს მიკეთებდა და სიცოდვილის გამო მამარჯვებინებდნენ?

 

- შვილო ეს ორთაბრძოლებია. აქ არავინ არავის არაფერს აძლევს. შენ მოიგე საკუთარი ძალებით.

 

- მაშინ ამიხსენით როგორ მოხდა ეს?

 

- მთელი ამ ხნის განმავლობაში მე არასდროს მითქვამს შენთვის ერთი რამ. ყოველი თავდასხმის ილეთს აქვს თავისი შესაბამისი თავდაცვის ილეთი. მაშ ასე, შენი თავდასხმის ილეთისგან დაცვა შეიძლება მხოლოდ მარცხენა ხელის გამოქაჩვის გზით. მაგრამ შენ ხომ ის არა გაქვს.

 

მორალი: წარმატებული ადამიანები ამჩნევენ სისუსტეს, მაგრამ კონცენტრირდებიან ძალაზე, ხელმოცარულები ამჩნევენ ძალას, მაგრამ კონცენტრირდებიან სისუსტეეებზე. იპოვეთ სუსტი წერტილი თქვენს თავში და აქციეთ ის ძალად.

 

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses