ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიცხოველთა სკოლა

ცხოველთა სკოლა
 | რეიტინგი 3 

ერთხელაც ცხოველებმა გადაწყვიტეს გაეხსნათ რაღაც გრანდიოზული და "ახალი დროის" სულისკვეთებით გამსჭვალული სკოლა. მათ დაადგინეს, რომ საგანთა ნუსხაში შევიდოდა: სირბილი, ხეზე ცოცვა, ცურვა და ფრენა. ორგანიზების სიმარტივისთვის ყველა ცხოველი მეცადინეობდა საერთო პროგრამით. იხვი შესანიშნავად, მასწავლებელზე უკეთაც კი, ცურავდა და იღებდა ფრიადებს ფრენაში, მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩებოდა სირბილში. ამის გამო ხშირად უწევდა მეცადინეობების შემდეგ სკოლაში დარჩენა, ცურვის მიტოვებაც კი, რათა სირბილში ევარჯიშა. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე რომ თითებს შორის არსებული აპკი იმდენად არ გაცვდა, რომ ცურვაშიც ჩამორჩა.  მაგრამ სკოლაში ასეთი ნიშნები დაშვებული იყო და ამაზე არავინ ნერვიულობდა, თავად იხვის გარდა. თავიდან კურდღელი შესანიშნავი მორბენალი იყო, მაგრამ ცურვის სწავლასთან დაკავშირებით მას ნერვული სტრესი განუვითარდა.

ციყვი მშვენივრად ცოცავდა ხეებზე მანამ, სანამ არ იწვნია გულისტკივილი, როდესაც ფრენის მასწავლებელმა მისგან მიწიდან აფრენა მოითხოვა, მაშინ როდესაც ის მიჩვეული იყო ეფრინა ხის კენწეროდან დაბლა. გარდა ამისა, გადაძაბვისგან მას კანკალი დაეწყო და ხეზე ცოცვასა და სირბილში დამაკმაყოფილებელი ნიშანები "აიკიდა".

 

 არწივი ძნელადაღსაზრდელი ბავშვი აღმოჩნდა, ის საჭიროებდა მკაცრ მოპყრობას. ხეზე ცოცვის გაკვეთილებზე ყველაზე სწრაფად ადიოდა ხის კენწეროზე, ჯიუტად იცავდა რა საკუთარი მეთოდებით სარგებლობის უფლებას.

წლის ბოლოს ვიღაც არანორმალური გველთევზა, რომელიც მშვენივრად ცურავდა, ასევე დარბოდა, დაძვრებოდა ხეებზე და ცოტა ფრინავდა კიდევაც, საუკეთესო მოსწავლე აღმოჩნდა. ის გამოვიდა გამოსმშვიდობებელი სიტყვით გამოსაშვებ საღამოზე. ველის ძაღლებმა სკოლაში სწავლისგან თავი შეიკავეს და მათ მიერ გადახდილი გადასახადების დაბრუნება მოითხოვეს, ვინაიდან სკოლის ადმინისტრაციამ არ დაუშვა საგნებს შორის სოროების თხრა და მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა. მათ თავიანთი შვილები თხუნელას მიაბარეს, და შემდეგ ვირთხებსა და ზაზუნებთან ერთად გახსნეს პრესტიჟული კერძო სკოლა.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge