ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიჰონდა

ჰონდა
 | რეიტინგი 3 

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  იაპონია განიცდიდა ნავთის დიდ დეფიციტს და სოიჩირო ჰონდას არ ჰქონდა იმის საშუალებაც კი, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებულიყო საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად. სასოწარკვეთილებამდე მისულმა ჰონდამ საკუთარ ველოსიპედს მიამაგრა პატარა ძრავა. სულ მალე მეზობლებმა მას მიმართეს თხოვნით, რომ ასეთივე "მოტორიზებული ველოსიპედი" მათთვისაც გაეკეთებინა. მან რასაკვირველია არ გააწბილა მეზობლები, მაგრამ საბოლოოდ ძრავები სულ არ დარჩა. სოიჩირომ გადაწყვიტა აეშენებინა ქარხანა, სადაც დამზადდებოდა თავისი გამოგონებისთვის საჭირო დეტალები. მაგრამ აქ ერთი პრობლემა წამოიჭრა. მას არ გააჩნდა საჭირო კაპიტალი.

როგორც ყოველთვის, ჰონდამ მიიღო გადაწყვეტილება ეპოვა გამოსავალი. მისი გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ მიემართა იაპონიის ყველა ველოსიპედების მაღაზიის მფლობელებისთვის თხოვნით. მან გააგზავნა 18 000 პერსონალური წერილი. სოიჩირო წერდა მათ, თუ რა როლი შეეძლო ეთამაშა თითოეულ მათგანს იაპონიის განახლებაში, თუკი ისინი დაეხმარებოდნენ ამ გამოგონების რეალიზებაში. სოიჩირომ შეძლო დაერწმუნებინა 5000 მათგანი, რომ მათ წინასწარ, ავანსად გადაეხადათ თანხა, რითაც შეგროვდა საჭირო კაპიტალი. უნდა აღინიშნოს, რომ მის მოტოციკლეტებს თავდაპირველად ყიდულობდნენ მხოლოდ ენთუზიასტები, ველოსიპედების მოყვარულები, რამეთუ პირველი მოდელები იყო მეტისმეტად დიდი და მასიური. ჰონდამ შეძლო რიგი ცვლილებების შეტანა კონსტრუქციაში ისე, რომ აღმოეფხვრა ეს სერიოზული ნაკლი. შედეგად მან დაიწყო ბევრად კომპაქტური და მსუბუქი მოტიციკლეტების წარმოება, რომელსაც დაარქვეს "სუპერქები". ამ მოდელმა ჰონდას მოუტანა უეცარი წარმატება და იმპერატორის ჯილდოც. მოგვიანებით ჰონდამ დაიწყო თავისი მოტიციკლეტების ევროპასა და აშშ-ში ექსპორტი. 1970-იან წლებში კი ჰონდამ დაიწყო ავტომობილების წარმოებაც, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ამ ბრენდის პოპულარობა.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge