ავსტრალიელი მარათონელი - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიავსტრალიელი მარათონელი

vivus.ge

ავსტრალიელი მარათონელი
 | რეიტინგი 3 

1983 წელს ავსტრალიაში გადაწყდა ჩაეტარებინათ მარათონის რბოლა. არა 40 მილზე, როგორც ყველგან, არამედ 500 მილზე (875 კმ), სიდნეიდან მელბურნამდე. მოწვევას გამოეხმაურა მთელი მსოფლიოს ყველა ცნობილი ათლეტი. დაწესებული იყო უზარმაზარი ფულადი პრიზი.
აი, კორესპონდენტები იღებენ ტელერეპორტაჟისთვის მონაწილეებს და ართმევენ მათ ინტერვიუს. ყველა სპორტსმენი იყო საუკეთესო ფორმაში, დაკუნთული, უძვირფასესი ფორმებითა და ბოტასებით აღჭურვილი და სავსე რწმენით, რომ გაიმარჯვებდა.
და, აი კამერა გადავიდა ერთ მოხუცებულ ადამიანზე. მას ეცვა დასვრილი მაისური, შარვალი, რომელიც ორ ადგილზე ჰქონდა გახეული. კორესპონდენტი ეკითხება: „თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა გარბენაში?" კლიფ  იანგმა  უპასუხა: „დიახ". მას ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა და კითხვაზე "რატომ?", უპასუხა, რომ ბავშვობაში მავთულს გამოდებია კისრით და დაუზიანებია ხმის იოგები. კითხვაზე, თუ მიუღია ოდისმე მონაწილეობა მარათონში და რა ასაკის იყო, მან უპასუხა რომ არასდროს მიუღია მონაწილეობა მარათონში და იყო 61 წლის. და გავდა ის 80 წლისას.  კორესპონდენტი ეკითხება: „თქვენ გყავთ მწვრთნელი", რაზეც კლიფმა მიუთითა ძველი, გაპარტახებულ მანქანის პრიცეპთან, მოქანავე სკამზე მჯდომ 94 წლის მოხუცზე, ჩიბუხით პირში. კორესპონდენტები კამერებით გაიქცნენ „მწვრთნელისკენ" კითხვით: „როგორ ფიქრობთ კლიფი მიაღწევს ფინიშამდე?", რაზეც მიიღეს პასუხი: „ის კარგი ბიჭია, ის გაიმარჯვებს". ყველა ირგვლივ იცინოდა.  

სპორტსმენები ამბობდნენ, რომ „ეს ბებრუცუნა გაივლის რამდენიმე კვარტალს და დავარდება". მაგრამ, პირველ დღეს კლიფი დაწინაურდა 15 კმ-ით, სხვებთან შედარებით. მეორე დღეს სხვაობა მეორე ადამიანთან იყო უკვე 25 კმ. ის მირბოდა გაუჩერებლად 5 დღე თერთმეტი საათი და 4 წუთის განმავლობაში. ის ჭამდა სირბილში. სულ მან შეჭამა 10 ფორთოხალი. სირბილში გადიოდა ტუალეტშიც (არ მკითხოთ როგორ). ბოლო 25 კმ მანძილზე მის წინ მიდიოდა 10 პოლიციის მოტოციკლეტი და რამდენიმე კორესპონდენტის მანქანა. გამოდის, რომ ბოლო 25 კმ-ზე მას მოუხდა, ყველაფრის გარდა, გამონაბოლქვის ყლაპვაც. გარბენის შემდეგ მან იკითხა: „რა, მე ძილიც შემეძლო?"
ფინიშის ხაზთან მას ელოდებოდა 250 000 მაყურებელი. მთელი ავსტრალია, და არა მხოლოდ ავსტრალია, აღაფრთოვანა კლიფ იანგმა.

აღმოჩნდა, რომ ის იყო უბრალო ფერმერი. მას ჰყავდა ნახირი და ყოველ საღამოს უხდებოდა ძროხების მოდენვა დიდი მანძილებიდან. ადრე მას ჰყოლია ძაღლი, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვრითვას. საცოდავ „ადამიანის მეგობარს" ხომ თითქმის მთელი დღე უხდებოდა სირბილი. კლიფს თავად მოუხდა თავის ძროხებზე ზრუნვა. ის დარბოდა და ყეფდა ძაღლივით, რომ შეერეკა ძროხები ბოსელში. და ასე 2 წლის განმავლობაში. ექიმებმა შეამოწმეს და აღმოჩნდა რომ მას ჰქონდა ფეხბურთის ბურთის ხელა ფილტვები, ამდენი „ვარჯიშისგან". 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge