ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიმდიდარი და ღარიბი ადამიანები

მდიდარი და ღარიბი ადამიანები
 | რეიტინგი 3 

თუკი კარგად დააკვირდებით თქვენს მდიდარ და ღარიბ ნაცნობებს, მაშინათვე თვალშისაცემი იქნება მდიდრების თვისებები: საკუთარ თავში დარწმუნებულობა, სიმშვიდე, უშფოთველობა. ღარიბები სულ ფუსფუსებენ, სულ რაღაცით უკმაყოფილოები არიან, სულ ვიღაცას ფულს თხოვენ ან მოითხოვენ მათდამი კარგ დამოკიდებულებას.

კეთილი, შეიძლება თქვენ მიპასუხოთ: სულაც არ არის ამაში არაფერი გასაკვირი, თუკი მდიდარი ხარ, ცხოვრებაც ბევრად საამურია. ღარიბებს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ „საბანი რამდენზეც გაწვდებათ, ფეხიც ისე უნდა გაშალონ“. მაგრამ, თუკი თქვენ კარგად იცნობდით ამ ადამიანებს გამდიდრებამდე, როდესაც მათი შემოსავლები დაახლოებით ტოლი იყო ღარიბების შემოსავლებისა, აღმოაჩენთ, რომ ისინი მაშინაც ასე იქცეოდნენ. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა მდიდრების ეს თვისება უფრო გაძლიერდეს, მაგრამ ეს ბუნებრივია.

მაშ რატომ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი მეტისმეტად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში მანამ, ვიდრე გამდიდრდებოდა? სხვები კი სულ მოკრძალებულად იქცეოდნენ, თუმცა ვერ აცნობიერებდნენ რომ ღარიბები იყვნენ? მაშინ ფულს ქონას თუ არქონას არ შეეძლო მათ ქცევებზე ზეგავლენის მოხდენა. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ფული კი არ ახდენს ჩვენზე გავლენას, არამედ ჩვენ ვახდენთ ფულზე გავლენას. იდეა, რომ ფული არის ორგანიზებული, ძლიერი და საშინელი, არის ილუზია. საკმარისია დაუკრათ „ჯადოსნური მელოდია“ დუდუკზე და ფულები გამწკრივდებიან რიგში და გამოგყვებიან უკან. სწორედ ასეა მოწყობილი ცხოვრება. ზოგი ადამიანი დაჯილდოებულია „ჯადოსნური დუდუკით“, ზოგს კი ის არა აქვს. მაშ, რას წარმოადგენს ეს „ჯადოსნური დუდუკი“? არ არის აქ არავითარი მაგია. უბრალოდ ზოგ ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა, ზოგს კი ის არა აქვს. თვითდარწმუნებულობა გახლავთ სწორედ ეს „ჯადოსნური დუდუკი“. კეთილი, მოდი დავაზუსტო. თვითდარწმუნებულობა კი არ იზიდავს ფულს, არამედ მისგან წარმოებული ფაქტორები: ადამიანთა პატივისცემა, ნდობა, სიმპატია. წარმოიდგინეთ, თუკი არჩევთ პერსონალს თქვენს კომპანიაში სამუშაოდ, რომელ კანდიდატს აიყვანთ, ვინც მუდმივად გარიდებთ თვალს, ხელებს იფშვნეტს, წითლდება პასუხის გაცემისას თუ ვინც მეტისმეტად დაჯერებულია საკუთარ თავში, თავისუფლად იქცევა და დამაჯერებელ პასუხებს იძლევა თქვენს კითხვებზე? ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ თავში არა იმიტომ, რომ იღბლიანია, არამედ იღბლიანია იმიტომ, რომ დარწმუნებულია საკუთარ თავში.

აშშ-ს ციხეებში ჩაატარეს გამოკითხვები. პატიმრებს ანახებდნენ ვიდეოს და სთხოვდნენ აერჩიათ ადამიანები, რომელთაც დაესხებოდნენ თავს. სხვადასხვა ციხებში პატიმრებმა მსხვერპლად აირჩიეს ერთი და იგივე ადამიანები. როდესაც მათ ჰკითხეს რატომ აირჩიეს სწორედ ისინი, მათ ვერ ახსნეს თავიანთი არჩევანი. ფსიქოლოგებმა გააანალიზეს ვიდეო მასალა და აღმოჩნდა, რომ მსხვერპლად არჩეული ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც ყველაზე ნაკლებად გამოიყურებოდნენ თამამად და საკუთარ თავში დარწმუნებულად. ბოროტმოქმედს, ისევე როგორც მხეცს, ყოველთვის დააფრთხობს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი, თუნდაც ის არ გამოიყურებოდეს ფიზიკურად ძლიერ ადამიანად. ბოროტმოქმედს გაუჩნდება ეჭვები, რატომ არ ეშინია მას? იქნებ მას შავი ქამარი აქვს კარატეში? იქნებ შეიარაღებულია? იქნებ კიდევ რაღაცა?

ბავშვობაში ალბათ გამოგკიდებიათ ძაღლი. თუკი გაიქცეოდით, ძაღლი მეტი გააფრთებული გაგეკიდებოდათ. თუკი გაჩერდებოდით, ისიც გაჩერდებოდა და უბრალოდ დაგსუნავდათ, მაგრამ არ დაგკბენდათ.

 

გეთანხმებით, რთულია საკუთარი თავის რწმენის გამომუშავება, მაგრამ სიკეთეები, რომლებიც მას მოჰყვება, ღირს ოფლის დაღვრად.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge