ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმია

კრედიტის ალქიმია

 

 რა არის კრედიტი?

 

კრედიტი - ეს არის გარიგება საკრედიტო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის. კრედიტორის მიერ მსესხებელისათვის გარკვეული პირობებით სესხის სახით ფულადი სახსრების გადაცემა. კრედიტორსა და მსესხებელს შორის დგება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კრედიტორი გადასცემს ფულად სახსრებს (კრედიტს) მსესხებელს წინასწარ შეთანხმებული ოდენობით და ვადით, ასევე კრედიტორის სარგებლის მითითებით. კრედიტი შეიძლება გაიცეს უზრუნველყოფით, რაც ნიშნავს გირაოთი ან მის გარეშე, თავდებობით ან მის გარეშე, და ამ ყველაფერს საკრედიტო ორგანიზაცია განიხილავს კონკრეტული შემთხვევისათვის ცალ-ცალკე. კრედიტი გაიცემა სხვადასხვა მიზნებისათვის და სხვადასხვა პირობებით, როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე ბიზნესისათვის. კრედიტი შეიძლება გაიცეს, მაგალითად, ავტომანქანის, უძრავი ქონების, საყოფაცხოვრეობო ტექნიკისა და სხვა საქონლის თუ მომსახურების შესაძენად, ასევე  სხვა ნებისმიერი მიზნისთვის.

კრედიტი. საკრედიტო ურთიერთობების წარმოშობის პირობები.

1. კრედიტი - ეს არის სხვისი საკუთრებით დროებით სარგებლობა. ეს განაპირობებს საკრედიტო შეთანხმების მონაწილეთა მატერიალურ პასუხისმგებლობას აღებული ვალდებულებების მიხედვით. კრედიტისათვის მატერიალურ პასუხისმგებლობას გააჩნია იურიდიული და ეკონომიკური მხარეები. იურიდიული პასუხიმგებლობა ახასიათებს ხელშეკრულების მონაწილე პირების უფლებას შევიდნენ საკრედიტო ურთიერთობებში. ეკონომიკური მხარე  დასტურდება მსესხებლის მიერ აქტივების ფლობით და მათ მიერ ისეთი მოგების მოტანის უნარით. რომელიც საკმარისია წარმოების გასაფართოებლად და კრედიტით აღებული სახსრების ასანაზღაურებლად.

2. მსესხებლის და კრედიტორის ეკონომიკურ ინტერესთა თანხვედრა. ასეთი რამ შესაძლებელია კრედიტორის მიერ თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობის შემთხვევაში, რომლის გაცემაც შეუძლია კრედიტით, და მათი უკმარობა მსესხებლისათვის. ამასთან, საკრედიტო შეთანხების წარმოშობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანხას, ვადას, უზრუნველყოფასა და გადახდას ფულადი სახსრების დროებითი სარგებლობაში გადაცემისათვის.

ფუნქციები, როგორ ჩნდება მათში კრედიტის არსი, რაობა  და როლი.

კრედიტი, მისი ძირითადი ფუნქციები:

გადამანაწილებელი, მარეგულირებელი, მასტიმულირებელი.  

კრედიტი, გადამანაწილებელი ფუნქცია. ამ ფუნქციის დანიშნულებაა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ფულადი სახსრების დროებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ასევე სახელმწიფოს მიერ, სხვა პირების დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების ხარჯზე (კრედიტად გაცემულის). ფუნქციის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მოიცავს მხოლოდ დროებით თავისუფალ სახსრებს და აკმაყოფილებს გადახდისა და მიმოქცევის საშუალებებში მხოლოდ დროებით მოთხოვნებს. საკრედიტო გადანაწილებას შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ხასიათი (ფინანსური შუამავლების მონაწილეობის გარეშე), და ასევე ხორციელდებოდეს ფინანსური შუამავლების მეშვეობით (ბანკები, საინვესტიციო ფონდები, სადაზღვევო ორგანიზაციები და ა. შ.).

კრედიტი, მისი მარეგულირებელი ფუნქცია მდგომარეობს:

1. იმაში, რომ კრედიტს შეუძლია უზრუნველყოს უწყვეტი საწარმოო პროცესი (გასესხებული ფასეულობის ხარჯზე მოიზიდება დამატებითი რესურსებო წარმოების ორგანიზებისათვის)

2. იმაში, რომ კრედიტს შეუძლია დაარეგულიროს საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურები და შექმნას დაბალანსებული ეკონომიკა (პროცენტის ოდენობა გვევლინება კაპიტალის დარგებსა და ტერიტორიებს შორის კაპიტალის გადადინების მთავარ ფაქტორად). კაპიტალის თავისუფალი გადადინება ქნის პირობებს საქონელსა და მომსახურებაზე წარმოქმნილი მოთხოვნის სწრაფად დასაკმაყოფილებლად. გასესხებული კაპიტალის წყალობით იქმნება საქონელსა და მომსახურებაზე აუცილებელი მოთხოვნა)

კრედიტის მასტიმულირებელი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მსესხებელი, რომელიც დებს საკრედიტო ხელშეკრულებას, თავის თავზე იღებს ვალდებულებას დააბრუნოს სესხის არა მხოლოდ ძირითადი თანხა, არამედ პროცენტებიც (გამსესხებლის სარგებელი), ხოლო ამისათვის საჭიროა, ჯერ ერთი, კრედიტის საწარმოო გამოყენება და მეორეც, წარმოების ეფექტურობის გაზრდა.

კრედიტის სახეობებია:

  • ავტოკრედიტი;
  • საბანკო კრედიტი;
  • სახელმწიფო კრედიტი;
  • სესხი;
  • იპოთეკური კრედიტი (კრედიტი უძრავი ქონების გარანტიით);
  • კომერციული კრედიტი;
  • კრედიტი იურიდიული პირებისთვის;
  • ლომბარდი;
  • ბანკთაშორისი კრედიტი;
  • საერთაშორისო კრედიტი;
  • საინვესტიციო საგადასახადო კრედიტი;
  • სამომხმარებლო კრედიტი;
  • რევოლვერული კრედიტი;
  • სინდიცირებული კრედიტი;
  • საექსპერტო კრედიტი;
  • ბიზნეს კრედიტი 

 

 

 

 

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 1000 მოქალაქეზე 281 ავტომობილი მოდის. გარდა იმისა, რომ ავტომობილი გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა, დღეს ის თანხის სწრაფად მიღების გზაცაა

 
 

თქვენი საკრედიტო ვალდებულებები არ უნდა აჭარბებდეს ყოველთვიური შემოსავლის 30–50%–ს. შეაფასეთ კრედიტის იდეა შკალით „მინდა–მჭირდება“. თუ უბრალოდ მხოლოდ გსურთ – არ აიღოთ. თუ კრედიტი 

 
 

ზოგჯერ დგება ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენ  გვჭირდება სახსრების სესხად აღება და მზად ვართ ავიღოთ ისინი მაღალი პროცენტებით, მაგრამ არ გვაქვს საშუალება მივმართოთ ბანკს რაიმე დოკუმენტების არარსებობის გამო

 
 

გამარჯობა, ძვირფასო მკითხველი! მოვიდა რამდენიმე წერილი შეკითხვით, თუ როგორი მოქცევაა საჭირო კონკრეტულ სიტუაციაში – არსებობს მატერიალური მიზანი (მანქანა. ბინა), მაგრამ 

 
 

მწვავე კონკურენციის პირობებში ბანკები იგონებენ თავისი კლიენტებისათვის ყველანაირ შესაძლებელ საკრედიტო პროდუქტებს. ახლა მსესხებელთა შორის ყველაზე დიდ პოპულარობას იძენენ სესხები ნაღდი ფულის სახით

 
 

ბანკში კრედიტის გაფორმება ახლა  პრაქტიკულად ყველა მსურველს შეუძლია, და ზოგჯერ ამისათვის მხოლოდ პასპორტია საკმარისი. კრედიტი - ეს არის ნამდვილად მოხერხებული, ზოგჯერ კი ერთადერთი საშუალება

 
 

ეკონომისტმა პავლე ტრუნინმა მოყვა, თუ როგორ შეიცვლება განაკვეთები კრედიტებზე, რა უნდა ქნან მათ, ვინც ბანკიდან სესხი ვალუტაში აიღო

 
 

არ არსებობს ერთიანი აზრი იმის თაობაზე - ღირს თუ არა რომ აიღოს კრედიტი რიგითმა მოქალაქემ. ხალხის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერი სესხი თავიდანვე დესტრუქციულია

 
 

ყველგან განთავსებული რეკლამა გვიზიდავს ჩვენს მაცდუნებელი წინადადებებით: „რა საჭიროა დაგროვება და ოცნების აღსრულების გადადება! შეიძინე განვადებით! და ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი ძალით

 
 
   ინფლაციის ალტერნატივაა - დეფლაცია. ეს არის როდესაც ფასები ვარდება. კარგია არა? ყველაფერი იაფდება! პრობლემა იმაშია, რომ ხელფასიც გვიმცირდება....
 
 
 
 

უკან

 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge