რა არის დაზღვევა
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევარა არის დაზღვევა?

vivus.ge

რა არის დაზღვევა?

 

დაზღვევა - ეს არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთერთი უძველესი კატეგორია, რომელიც წარმოიშვა პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის პერიოდში და შემდეგ თანდათანობით გადაიქცა საზოგადოებრივი წარმოების განუყრელ თანამგზავრად. განსახილველი განმარტების თავდაპირველი აზრი დაკავშირებული იყო სიტყვასთან „შიში" (страхование - დაზღვევა, страх - შიში. რუს.). ქონების მესაკუთრეები, რომლებიც ერთმანეთთან შედიოდნენ საწარმოო ურთიერთობებში, განიცდიდნენ მისი დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შიშს სტიქიური უბედურებების, დაყაჩაღების და ეკონომიკური ცხოვრების სხვა, გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო.

საზოგადოებრივი წარმოების რისკიანი ხასიათი წარმოადგენს ყოველი მესაკუთრის და საქონლის მწარმოებელთა აღელვების მიზეზს თავის კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ამ ნიადაგზე კანონზომიერად წარმოიშვა მატერიალური ზარალის ანაზღაურების იდეა მისი სოლიდარული განაწილებით ქონების დაინტერესებულ მფლობელთა შორის. როცა ყოველი ცალკე აღებული მესაკუთრე ცდილობდა ზარალის საკუთარი ხარჯით ანაზღაურებას, მაშინ ის იძულებული ხდებოდა შეექმნა ისეთი მატერიალური ან ფულადი რეზერვები, რომლებიც თავისი ღირებულებით ტოლი იქნებოდა საკუთარი ქონების ღირებულებისა, რაც, ჩვეულებრივ, მის გაკოტრებას იწვევდა.

ამასთან ერთად, მრავალწლიან დაკვირვებებზე დაფუძნებულმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ  აჩვენა განსაკუთრებული მოვლენების დადგომის შემთხვევითი ხასიათი და მიყენებული ზარალის  არათანაბარზომიერება. ასევე შემჩნეულ იქნა, რომ დაინტერესებულ მეურნეობათა რიცხვი ხშირად დაზარალებულებზე უფრო მეტია. ასეთ პირობებში ზარალის სოლიდარული განაწილება დაინტერესებულ მეურნეობათა შორის მნიშვნელოვნად არბილებს სტიქიისა და სხვა შემთხვევითობებისაგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

ამასთან ერთად, რაც მეტი მეურნეობა მონაწილეობს ზარალის განაწილებაში, მით უფრო ნაკლები წილი მოდის მის თითოეულ მონაწილეზე. ასე წარმოიშვა დაზღვევა, რომლის არსიც სწორედ  ზარალის სოლიდარულ გადანაწილებაში მდგომარეობს.

ზარალის განაწილების ყველაზე უფრო პრიმიტიული ფორმას წარმოადგენდა ნატურალური დაზღვევა მარცვლეულის,  ფურაჟის და სხვა ადვილად გასანაწილებელი პროდუქტების მარაგების ხარჯზე, რომელიც იქმნებოდა ნატურალური შენატანებით, და ამ მარაგიდან ეძლეოდა მატერიალური დახმარება ყველაზე უფრო დაზარალებულ გლეხურ მეურნეობებს. თუმცა, ასეთი დაზღვევა ბუნებრივად შემოიფარგლებოდა მარაგების ერგვაროვნებით. აქედან გამომდინარე, ფულად-სასაქონლო ურთიერთობების განვითარების კვალად მან ადგილი დაუთმო ფულადი სახით დაზღვევას.

ფულადი სახით ზარალის განაწილება ფართო შესაძლებლობებს ქმნიდა, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთდაზღვევისათვის, როდესაც მონაწილეების მიერ ზარალის ანაზღაურება ხდებოდა სოლიდარულ საწყისებზე ყოველ სადაზღვევო შემთხვევაში ან სამეურნეო წლის დასრულებისას. ურთიერთდაზღვევა კაპიტალიზმის პირობებში კანონზომიერად გადაიზარდა სადაზღვევო საქმიანობის დამოუკიდებელ მიმართულებად. თუ კი ურთიერთდაზღვევის დროს ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ალბათობის თეორიის საფუძველზე გაანგარიშებული სადაზღვევო ფონდი, შემდგომში სადაზღვევო ფონდის წინასწარ ფორმირებისათვის დაიწყო სადაზღვევო შენატანების შეტანა თითოეული მონაწილისათვის მიყენებული შესაძლო ზარალის საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე.

თანამედროვე საზოგადოების პირობებში დაზღვევა გადაიქცა საწარმოების, ორგანიზაციების, ფერმერების, მოიჯარეების და მოქალაქეების საკუთრების ყველა ფორმის,  შემოსავლებისა და სხვა ინტერესების დაზღვეული დაცვის საყოველთაო უნივერსალურ საშუალებად.

 

ტერმინი „დაზღვევა", რომელიც გამოხატავს გადანაწილებად ურთიერთობებს ზარალის ასანაზღაურებლად, უნდა განვასხვავოთ ამ სიტყვის სხვა აზრობრივი მნიშვნელობებისაგან. კერძოდ, გამოთქმა „დაზღვევა" ზოგჯერ გამოიყენება რაიმე საქმის მხარდასაჭერად და  წარმატების საგარანტიოდ, სახიფათო სამუშაოების ჩატარებისას ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თანმოვარჯიშეებისა და აკრობატების გამოსვლისას, ასევე ნაგებობებისა და მექანიზმების სიმტკიცისა და საიმედოობის მარაგისათვის და ა. შ. ჩვენ შემთხვევაში ეს ტერმინი გამოიყენება ზარალის ანაზღაურების ინსტრუმენტის აღსანიშნავად.

დაზღვევისათვის დამახასიათებელი გადანაწილებადი ურთიერთობები, ერთის მხრივ, დაკავშირებულია სადაზღვევო ფონდის ჩამოყალიბებასთან წინასწარ ფიქსირებული სადაზღვევო გადახდების საშუალებით, ხოლო მეორეს მხრივ - ამ ფონდიდან დაზღვევის მონაწილეებისათვის ზარალის ანაზღაურებასთან. რამდენადაც აღნიშნული გადანაწილებადი ურთიერთობები დაკავშირებულია ღირებულების ფულადი ფორმის მიმოქცევასთან, დაზღვევის ეკონომიური კატეგორია წარმოადგენს ფინანსური კატეგორიის შემედგენელ ნაწილს. დაზღვევის დროს ფინანსური ურიერთობების სპეციფიურობას მათი სავარაუდო ხასიათი განაპირობებს. სავარაუდო ზარალი უდევს საფუძვლად სადაზღვევო გადახდებს, რომელთა საშუალებითაც ყალიბდება სადაზღვევო ფონდი. ამ ფონდის სახსრების გამოყენება დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევევის დადგომასა და შედეგებთან.

სადაზღვევო ურთიერთობების ამ განსაკუთრებული მახასიათებლებითაა განპირობებული მათი დამოუკიდებელ ფინანსური ურთიერთობების სფეროდ ჩამოყალიბება.

სპეციფიური სადაზღვევო ურთიერთობები წარმოადგენენ სადაზღვევო მეცნიერების ობიექტს, რომელიც ნათელს ფენს დაზღვევის ფუნდამენტალურ თეორიებს, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავენ თანამედროვე საზოგადოებაში მის ეკონომიკურ რაობას, ფუნქციებს, როლსა და გამოყენების სფეროებს. ის შეისწავლს უმნიშვნელოვანესი სადაზღვევო ტერმინოლოგიის შინაარსს, დაზღვევის კლასიფიკაციასა და სადაზღვევო ორგანიზაციების შექმნის ორგანიზაციულ პრინციპებს; სადაზღვევო ტარიფების გამოთვლების მეთოდიკას; აშუქებს დაზღვევის თითოეული ტიპის უმთავრეს პირობებს, ზარალის გამოთვლისა და ზარალის სადაზღვევო ანაზღაურების მეთოდიკას, ეკონომიკურ  ანალიზსა და სადაზღვევო ოპერაციების დაგეგმვას, გადაზღვევის საკითხებს.

დაზღვევა ყველა დროში მომგებიან საქმედ მიიჩნეოდა. ისეთი ფირმები, მაგალითად, როგორიცაა ინგლისური „ლოიდსი", წარმოადგენენ „წარმოების მოწინავეებს" საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში შემოსავლიანობის ასპექტში.

1. რა არის დაზღვევა.

დაზღვევა წარმოადგენს ურთიერთობებს  ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული მოვლენების დადგომისას (სადაზღვევო ურთიერთობები) სადაზღვევო შენატანებისაგან (სადაზღვევო პრემიებისაგან) შექმნილი ფულადი ფონდების ხარჯზე.

ეს შემდეგი დასკვნების საშუალებას იძლევა.

1. დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკურ ურთიერთობებს მინიმუმ ორი მხარის (ორი პირის, ურთიერთობის სუბიექტის) მონაწილეობით.

ერთი მხარე (სუბიექტი) - ესაა სადაზღვევო ორგანიზაცია (სახელმწიფო, სააქციო ან კერძო), რომელსაც მზღვეველი ეწოდება. ის შეიმუშავებს დაზღვევის პირობებს (კერძოდ, იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს ზარალი დაზღვეულს სადაზღვევო შემთხვევის დროს) და სთავაზობს მათ თავის კლიენტებს - იურიდიულ (საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს) და ფიზიკურ პირებს (ცალკეულ კერძო მოქალაქეებს).

თუ კლიენტებს აწყობთ მისი პირობები, მაშინ ისინი ხელს აწერენ დადგენილი ფორმის სადაზღვევო ხელშეკრულებას და დროის შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად,  ერთჯერადად ან რეგულარულად უხდიან მზღვეველს სადაზღვევო პრემიებს (გადახდებს, შენატანებს).

სადაზღვევო ეკონომიკური ურთიერთობების მეორე მხარე (სუბიექტი) - ესაა დაზღვეულებად წოდებული იურიდიული ან ფიზიკური პირი (ცალკეული კერძო მოქალაქეები).

 

დაზღვეულებად აღიარებული არიან იურიდიული და ქმედითუნარიანი ფიზიკური პირები, რომელთაც დადეს მზღვეველთან ხელშეკრულება ან წარმოადგენენ დაზღვეულებს კანონის ძალით.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას (სტიქიური უბედურება, ადამიანის დავარდნა მოტეხილობის შედეგით და ა. შ.), რომლის დროსაც დაზღვეულს მიადგა ზიანი (ეკონომიკური, ან მის ჯანმრთელობას), მზღვეველი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უხდის დაზღვეულს კომპენსაციას, ანაზღაურებას.

გაანალიზებული დებულებებიდან გამომდინარეობს, რომ მზღვეველი და დაზღვეული სადაზღვევო ეკონომიკურ ხელშეკრულებას არეგულირებენ სპეციალური ხელშეკრულებით, რომელმაც მსოფლიო პრაქტიკაში პოლისის სახელწოდება მიიღო.

პოლისი - ეს არის დოკუმენტი (სახელობითი ან წარმომდგენზე), რომელიც ადასტურებს სადაზღვევო ხელშეკრულების დადებას და შეიცავს მზღვეველის ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, გადაუხადოს დაზღვეულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხა - სადაზღვევო კომპენსაცია ან ანაზღაურება.

სადაზღვევო ხელშეკრულების განმარტება მოყვანილია „დაზღვევის შესახებ" კანონის მე-15 სტატიაში.

სადაზღვევო ხელშეკრულება წარმოადგენს შეთანხმებას მზეღვეველსა და დაზღვეულს შორის, რომლის ძალითაც მზღვეველი იღებს ვალდებულებას სადაზღვევო შემთხვევისას გადაუხადოს სადაზღვევო თანხა დაზღვეულს ან სხვა პირს, ვის სასარგებლოდაცაა დადებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ხოლო დაზღვეული ვალდებულია სადაზღვევო შენატანები გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

სადაზღვევო ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა პირობებსაც, რომლებიც განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და უნდა პასუხობდეს სამოქალაქო კაონონმდებლობით გათვალისწინებულ გარიგების ნამდვილობის საერთო პირობებს.

 

2. ძირითადი საფუძვლები და პრინციპები

კლასიფიკაცია სადაზღვევო ობიექტების და საფრთხეების სახეობების მიხედვით

დაზღვევა ხორციელდება სპეციალიზებული სადაზღვევო ორგანიზეციების მიერ, რომლებიც შეიძლება იყოს სახელმწიფო და არასახელმწიფო. მათი საქმიანობის სფეროს შეუძლია მოიცვას შიდა (შეზღუდული), საგარეო და შერეული სადაზღვევო ბაზრები. განვითარებული სადაზღვევო ბაზრის პირობებში დაზღვევა შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც ქვეყნის შეგნით, ისე საზღვარგარეთ. ეს დაზღვევის ორგანიზებული კლასიფიკაციაა. თუმცა, სადაზღვევო ურთიერთობების არსი გამოიხატება სადაზღვევო ობიექტებისა და ხიფათების სახეების კლასიფიკაციის დახმარებით

დაზღვევა მოიცავს დაზღვეულთა სხვადასხვა კატეგორიებს და მისი პირობები განსხვავდებიან სადაზღვევო პასუხისმგებლობის მოცულობით: ის შეიძლება გატარებულ იქნას კანონის ძალით ან ნებაყოფლობით საწყისებზე. სწორედ ამიტომაა აუცილებელი დაზღვევის კლასიფიკაცია სადაზღვევო ურთიერთობების აღნიშნული მრავალფეროვნების მოსაწესრიგებლად და ერთიანი ურთიერთდაკავშირებული სისტემის შესაქმნელადა.

კლასიფიკაციის ქვეშ, ჩვეულებრივ, გულისხმობენ ურთიერთდაკავშირებული რგოლების იერარქიულად დაკავშირებულ სისტემას, რაც სწორი ერთიანი სურათის  წარმოდგენის საშუალებას იძლევა, მისი შემადგენელი ნაწილების გამოყოფით. სწორედ ამ ამოცანის გადასაჭრელადაა მოწოდებული დაზღვევის კლასიფიკაცია: სადაზღვევო ურთიერთობების მთელი ერთობლიობის დაყოფა ერთმანეთთან იერარქიულ დაქვემდებარებაში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ რგოლებად.

ნებისმიერი კლასიფიკაციის საფუძველი უნდა იყოს ყველა ურთიერთდაკავშირებული რგოლის მომცველი კრიტერიუმები. დაზღვევის კლასიფიკაციის საფუძველში ჩადებულია სამი კატეგორია: განსხვავება დასაზღვევ ობიექტებში და სადაზღვევო პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობაში. ამის შესაბამისად გამოიყენება ორი კლასიფიკაცია: სადაზღვევო ობიექტებისა და ხიფათის სახეობის მიხედვით. პირველი კლასიფიკაცია მიღებულია საყოველთაოდ, ხოლო მეორე ნაწილობრივ და  მოიცავს მხოლოდ ქონებრივ დაზღვევას.

სადაზღვევო ობიექტების მიხედვით საყოველთოდ კლასიფიკაციას შეიძლება მიეცეს შემდეგი განსაზღვრება: ეს არის სისტემის იერარქიული დაყოფა დარგების, ქვედარგებისა და სახებების მიხედვით, რომლებიც კლასიფიკაციის ერთეულებს წარმოადგენენ.

კლასიფიკაციის ყველა რგოლი ისე ლაგდება, რომ ყოველი შემდეგი წარმოადგენს წინას ნაწილს. უმაღლეს რგოლად მიღებულია დარგი, საშუალოდ - ქვედარგი, ხოლო ყველაზე დაბალ რგოლად დაზღვევის სახეობა.

კლასიფიკაცის ყველა რგოლი მოიცავს დაზღვევის განხორციელების სავალდებულო და ნებაყოფლობით ფორმებს.

 

 

3. დაზღვევის დარგები, ქვედარგები და დაზღვევის ფორმები

კალსიფიკაცია ხიფათების სახეობების მიხედვით

დაზღვევის დარგებად დაყოფის საფუძველია პრინციპული განსხვავებები სადაზღვევო ობიექტებს შორის. ამ კრიტერიუმის შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობების მთელი ერთობლიობა შეიძლება დაიყოს ოთხ დარგად: ქონებრივი, მოქალაქეთა ცხოვრების დონის, პასუხისმგებლობის  და სამეწარმეო რისკების დაზღვევა. ქონებრივი დაზღვევის დროს ობიექტად გვევლინება მატერიალური ფასეულობები; მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვევისას მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა. თუ გარკვეული მოვლენების შედეგად ცხოვრების დონე იწევს დაბლა, მაშინ მაშველად დაზღვევა ჩნდება. პასუხისმგებლობის დაზღვევისას ობიექტად გვევლინება დაზღვეულთა პასუხისმგებლობა შეასრულოს პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, დაფაროს კრედიტორების დავალიანება და აანაზღაუროს მატერიალური ან სხვა პირებისათვის მიყენებული რაიმე სხვა ზიანი, მაგალითად, როდესაც  ავტოავარიის დროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიაყენა ზიანი სხვა პირის ქონებას ან ჯანმრთელობას, მაშინ მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით ზარალის ანაზღაურების შესახებ, ის ვალდებულია აუნაზღაუროს  დაზარალებულს შესაბამისი ხარჯები. პასუხისმგებლობის დაზღვევის დროს ზიანის შესაბამის ანაზღაურებას მის მაგივრად ახდენს შესაბამისი ორგანიზაცია. იგივე ხდება პასუხისმგებლობის დაზღვევისას, რომელიც დავალიანების დაფარვას ეხება.

სამეწარმეო რისკების დაზღვევის ობიქტებია დაზღვეულის შემოსავლის სხვადასხვა სახის პოტენციურად შესაძლო დანაკარგები, მაგალითად, დანადგარების მოცდენით გამოწვეული ზარალი, არშემდგარი ან წარუმატებელი გარიგებების მიზეზით ხელიდან გაშვებული მოგება, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის რისკი.

ამასთან ერთად, დაზღვევის დაყოფა აღნიშნულ დარგებად ჯერ კიდევ არ იძლევა საწარმოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების იმ კონკრეტული ინტერესების გამოვლენის საშუალებას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დაზღვევის განხორციელება. ამ ინტერესების დასაკონკრეტებლად აუცილებელია დარგიდან ქვედარგებისა და დაზღვევის სახეობების გამოყოფა.

ქონებრივი დაზღვევა იყოფა რადენიმე ქვედარგად, საკუთრების ფორმისა და დაზღვეულების კატეგორიების მიხედვით: სახელმწიფო საწარმოების, ფიზიკური და იურიდიული პირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების.

მოქალაქეთა ცხოვრების დონის დაზღვევა იყოფა ორ ქვედარგად: მუშათა, მოსამსახურეთა სოციალური და მოქალაქეთა პირადი დაზღვევა. თავის მხრივ, სოციალურ და პირად დაზღვევას შეიძლება  გააჩნდეს კონკრეტული ქვედარგები. ასე, მაგალითად, სოციალურ დაზღვევას - შემწეობების, პენსიებისა და შეღავათების დაზღვევა; პირად დაზღვევას - სიცოცხლის დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან.

პასუხისმგებლობის დაზღვევისას ქვედარგებია დავალიანებისა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევები, რომელსაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაც ეწოდება.

საწარმოო რისკების დაზღვევა ორ ქვედარგს შეიცავს: მოგების პირდაპირი და არაპირდაპირი დაკარგვის რისკებს.

მაგალითად, პირდაპირ დანაკარგებს განეკუთვნება დანადგარების მოცდენით მიყენებული ზარალი, ხოლო არაპირდაპირს - დაზღვევა ვაჭრობაში შეფერხებებისაგან და ხელიდან გაშვებული მოგების გამო.

მზღვეველისა და დაზღვეულის გარკევულ სადაზღვევო ურთიერთობებში შესასვლელად, დაზღვეულის ინტერესებმა ასახვა უნდა ჰპოვონ ამა თუ იმ ობიექტის დაზღვევის მოთხოვნილებაში იმ შესაძლო ხიფათებისგან, რომლებიც ამ ობიექტებს ემუქრება.

დაზღვევის სახეობების გარკვევისათვის, დაზღვეულის მიერ ხდება სადაზღვევო მოცულობის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სატარიფო განაკვეთების დაკონკრეტება.

დაზღვევის სახეობა ეწოდება სადაზღვევო პასუხიმგებლობის გარკვეული მოცულობით კონკრეტული ერგვაროვანი ობიექტების დაზღვევას, შესაბამისი სატარიფო განაკვეთებით.

ქონებრივი დაზღვევის სახეობებს განეკუთვნება, მაგალითად, ნაგებობების, ცხოველების, სახლის ქონების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვ დაზღვევა. სოციალური დაზღვევის სახეობებს განეკუთვნება: ასაკობრივი და ინვალიდობის პენსიის, მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული და ა. შ. პირადი დაზღვევისას ხორციელდება დაზღვევის ისეთი სახეობები, როგორებიცაა სიცოცხლის შერეული, ბავშვების, უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევა და სხვ. პასუხისმგებლობის დაზღვევებისას წარმოებს კრედიტის დაუფარავობის ან სხვა დავალიანების დაზღვევა. საწარმოო რისკების დაზღვევის სახეობები მიბმულია წარმოების ან მომსახურების პროცესში არსებულ კონკრეტულ რისკთან, რაც ჩანს   მოცემული დაზღვევის ზემოთ მოყვანილი ვარიანტებიდან.

დაზღვევა შეიძლება ტარდებოდეს სავალდებულო ან ნებაყოფლობითი ფორმებით. საზოგადოება სახელმწიფოს სახით ადგენს აუცილებელ დაზღვევას, რაც ნიშნავს დაზღვეულთა გარკვეული წრის მიერ ფიქსირებულ სადაზღვევო შენატანებს მაშინ, როდესაც მატერიალური ზიანის ანაზღაურება ან სხვა ფულადი დახმარების გაწევა ეხება არა მხოლოდ კონკრეტული დაზარალებული პირის, არამედ საზოგადოებრივ ინტერესებსაც. ამიტომ, სოციალური, შენობების, მოქალაქეთა, ცხოველების, სამხედრო მოსამსახურეთა, მგზავრების დაზღვევა და დაზღვევის ზოგიერთო სხვა სახეობები სავალდებულოა.

სავალდებული და ნებაყოფლობითი დაზღვევის ოპტიმალური შეხამება იძლევა დაზღვევის ისეთი სახეობების ფორმირების საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წარმოების სადაზღვევო დაცვის უნივერსალურ მოცულობას.

ქონებრივი დაზღვევის კლასიფიკაცია ხიფათების სახეების მიხედვით ითვალისწინებს იერარქიულ კავშირში ოთხი ერთმანეთს შორის არმყოფი რგოლის გამოყოფას:

1. ცეცხლის ან სხვა სტიქიური უბედურებებისაგან ისეთი ობიექტების დაზღვევას, როგორიცაა ნაგებობები, შენობები, მოწყობილობა-დანადგარები, ნედლლული, მასალები, სახლის ქონება და სხვ.

2. გვალისაგან და სხვა სტიქიური უბედურებებისაგან სასოფლო-სამერნეო კულტურების დაზღვევას.

3. დაზღვევას ცხოველების დაცემისაგან ან მათი იძულებითი დაკვლისას.

4. სატრანსპორტო საშუალეებების დაზღვევას ავარიებისაგან, გატაცებისაგან ან სხვა საშიშროებისაგან.

აღნიშნული რგოლები, რომლებსაც აგრეთვე უწოდებენ დაზღვევის სახეობებს მოცემული კლასიფიკაციის ფარგლებში, აჩვენებენ განსხვავებებს პასუხისმგებლობის მოცულობაში შესაბამისი ობიექტების დაზღვევის დროს. დაზღვევა ხიფათების სახეობების მიხედვით გამოიყენება ზარალისა და სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის მეთოდების შესამუშავებლად.

 

4. სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის პრინციპები.

დაზღვევის აუცილებელ ფორმას განასხვავებს შემდეგი პრინციპები:

1. სავალდებული დაზღვევა გამყარებულია კანონით, რომლის მიხედვითაც მზღვეველი ვალდებულია დააზღვიოს შესაბამისი ობიექტები, ხოლო დაზღვეულმა შეიტანოს კუთვნილი სადაზღვვო შენატანები. კანონი ითვალისწინებს აუცილებელ დასაზღვევი ობიექტების ნუსხას და სადაზღვევო პასუხისმგებლობის მოცულობას.

-  სადაზღვევო უზრუნველყოფის დონეს ან ნორმებს;

-  სატარიფო განაკვეთების დაწესებას ან ამ განაკვეთების საშუალო ოდენობებს, მათი ადგილებზე დიფერენცირების უფლებით;

- სადაზღვევო შენატანების პერიოდულობას;

- მზღვეველებისა და დაზღვეულების ძირითად უფლებებს.

კანონი, როგორც წესი, აუცილებელ დაზღვევაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს.

2. კანონში აღნიშნული ობიექტების აუცილებელ დაზღვევას. ამის გამო, სადაზღვევო ორგანოები ყოველწლიურად ატარებენ დაზღვეული ობიექტების რეგისტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაზღვევო გადახდებს დარიცხვას და მათ დადგენილ ვადებში ამოღებას.

3. კანონში მითითებული ობიექტებზე სავალდებული დაზღვევის ავტომატურ გავრცელებას. დაზღვეული არ არის ვალდებული აცნობოს სადაზღვევო ორგანოს მეურნეობაში დაზღვევას დაქვედემდებარებული ობიექტის გამოჩენა. ის იქნება გათვალისწინებული მორიგი რეგისტრაციის დროს, ხოლო დაზღვეულს გადასახდელად წარედგინება დაზღვევის პოლისები. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი შენობები ითვლება დაზღვეულად მათი მუდმივ ადგილზე დადგმისა და გადახურვის შემდეგ.

4. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სადაზღვევო გადახდებისაგან დამოუკიდებლად. იმ შემთხვევებში, როდესაც დაზღვეულმა არ გადაიხადა კუთვნილი სადაზღვევო შენატანები, ისინი ამოიღება სასამართლოს წესით. ისეთი დაზღვეული ქონების დაღუპვის ან დაზიანების შემთხვევაში, რომლებზედაც არ არის გადახდილი სადაზღვევო შენატანები, სადაზღვევო ანაზღაურება ექვემდებარება გადახდას სადაზღვევო გადახდების დავალიანების გამოქვითვის შემდეგ. ვადაგადაცილებულ სადაზღვევო გადახდებს ერიცხება საურავი.

5. სავალდებულო დაზღვევის უვადობა. ის მოქმედებს დაზღვეულის მიერ დაზღვეული ქონებით სარგებლობის მთელი დროის განმავლობაში. დაზღვევას არ ექვემდებარება უპატრონო ან გაცვეთილი ქონება, ქონების სხვა დაზღვეულზე გადასვლისას დაზღვევა არ წყდება. ის ძალას კარგავს მხოლოდ დაზღვეული ქონების დაკარგვის შემდეგ.

6. სადაზღვევო უზრუნველყოფის ნორმირება სავალდებულო დაზღვევის მიხედვით. სადაზღვევო შეფასებისა და სადაზღვევო გადასახადის ანაზღაურების გასამარტივებლად დგება სადაზღვევო უზრუნველყოფის ნორმები პროცენტებში, ერთ ობიექტზე სადაზღვევო შეფასებიდან.

პირადი სავალდებულო დაზღვევისას სრულად მოქმედებს ყოვლისმომცველობის, ავტომატურობისა და ნორმირების პრინციპები. თუმცა, აქ ადგილის აქვს განსაზღვრულ ვადას და მთლიანადაა დამოკიდებული სადაზღვევო შენატანის გადახდაზე (მაგალითად, მგზავრთა სავადებულო დაზღვევისას).

დაზღვევი ნებაყოფლობითი ფორმა აგებულია შემდეგი პრინციპების დაცვაზე:

1. ნებაყოფლობითი დაზღვევა მოქმედებს როგორ კანონის ძალით, ასევე ნებაყოფლობით საწყისებზე. კანონი განსაზღვრავს ნებაყოფლობით დასაზღვევ ობიექტებს და დაზღვევის ყველაზე უფრო ზოგად პირობებს. კონკრეტული პირობები რეგულირდება მზღვეველის მიერ შემუშავებული პირობებით.

2. დაზღვევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა სრულად არის დამოკიდებული მხოლოდ დაზღვეულებზე. მზღვეველს არა აქვს უფლება უარი თქვას ობიექტის დაზღვევაზე, თუ დაზღვეულის ნება არ შეესაბამება დაზღვევის პირობებს. ეს პრინციპი იძლევა ხელშეკრულების დადების გარანტიას  დაზღვეულის მიერ პირველივე (თუნდაც ზეპირის) განაცხადის გაკეთებისთანავე.

3. ნებაყოფლობითი დაზღვევის შერჩევითობა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ყველა მძზღვეველი არ გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილს.  გარდა ამისა, დამზღვეის პირობებით ხელშეკრულების დასადებად მოქმედებს შეზღუდვები.

4. ნებაყოფლიბითი დაზღვევა ყოველთვის შემოფარგლულია დაზღვევის ვადით. ამასთან, ვადის დაწყება და დამთავრება ხელშეკრულებაში განსაკუთრებულადაა მითითებული, თუ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა დაზღვევის პერიოდში. ნებაყოფლობითი დაზღვევის უწყვეტობის უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ ხელშეკრულების მეორედ ვადით დადების (განახლების) გზით.

5. ნებაყოფლობითი დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ ერთჯერადი ან პერიოდული სადაზღვევო შესატანების გადახდისას. ნებაყოფლობითი დაზღვევის ხელშეკრულების ძალაში შესვლა განპირობებულია ერთჯერადი ან პირველი სადაზღვევო შენატანის გადახდით. გრძელვადიანი დაზღვევის მორიგი შენატანის გადაუხდელობა იწვევს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

სადაზღვევო უზუნველყოფა დამოკიდებულია დაზღვეულის ნებაზე. ქონებრივი დაზღვევის დროს დაზღვეულს შეუძლია სადაზღვევო თანხის ოდენობის განსაზღვრა ქონების სადაზღვევო შეფასების ფარგლებში. პირადი დაზღვევის დროს სადაზღვევო თანხა ხელშეკრულებაში განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

დაზღვევის ყველა სახეობისათვის დღეს მოქმედი პირობები შემუშავებულია რიგი ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილებით. ისინი მუდმივად იხვეწებოდა დაზღვეულის ინტერესების სრულად დაკმაყოფილების მიზნით. სადაზღვევო ბაზრის განვითარება და მზღვეველთა შორის კონკურენცია ქმნის ნოყიერ ნიადაგს დაზღვევის როგორც მნიშვნელოვანი, ისე არამნიშვნელოვანი პირობების განვითარებისათვის.

 

 

5. დაზღვევის ძირითადი სახეობები და მათი დახაისათება

5.1 სოციალური დაზღვევა

საზოგადოების განვითარების ერთერთ ობიექტურ ფაქტორად ითვლება იმ პირთა მატერიალურად უზრუნველყოფის აუცილებლობა, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო არ  მონაწილეობენ საზოგადოებრივ შრომაში და ვერ ახერხებენ არსებობას თავისი შრომის ანაზღაურების გამო. საზოგადოების ისეთი წევრების დასახმარებლად, რომლეთაც ფიზიკურად არ გააჩნიათ შრომისუნაიანობა ან კიდევ სხვადასხვა მიზეზთა გამო მისი რეალიზების საშუალება, მიიმართება შექმნილი ეროვნული პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საზოგადოება ამ მიზნებისათვის განსაზღვრავს. ფულად-სასაქონლო ურთიერთობების ფუნქციონირების პირობებში საზოგადოებრივი პროდუქტის ეს ნაწილი მოიხმარება გარკვეული ფულადი ფონდების ჩამოყალიბების და გამოყენების გზით.

იმ ურთიერთობათა სისტემა, რომლის დახმარებითაც ყალიბდება და მოიხმარება ფულადი სახსრების ფონდები აღნიშნული პირების უზრუნველსაყოფად, წარმოადგენს სოციალურ დაზღვევას.

სოციალური დაზღვევა როგორც სისტემა, რომელსაც არეგულირებს სახელმწიფო, წარმოიშობა კაპიტალიზმის პირობებში, ასახავს მისი განვითარების ობიექტურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს. შემდგომში მნიშვნელოვნად იზრდება სოციალური დაზღვევის ადგილი და როლი, რაც განპირობებულია საჭირო მომსახურებების რაოდენობისა დ ხარისხობრივად მომატებით,  მათი ფასის ზრდით და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სოციალური საქმიანობის საზღვრების გაფართოებით.

სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტში სოციალური დაზღვევა წარმოადგენს სიბერეში, ავადმყოფობის დროს, შრომის უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვისას ან დაბადებიდან მისი არარსებობისას, მარჩენალის დაკარგვისას, უმუშევრობისას მატერიალური უზრუნველყოფის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებას. მიღებული სახსრების ოდენობა დამოკიდებულია სამუშაო სტაჟზე, ხელფასზე, შრომის უნარის დაკარგვისა და ინვალიდობის დონეზე, და რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

სოციალური დაზღვევის ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს: მოქალაქეთა საყოველთაო უზრუნველყოფას სოციალური დაზღვევით, ამასთან, უფრო მეტად საწარმოების, ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ხარჯზე, პიროვნების, კოლექტივებისა და მთლიანად საზოგადოების ინტერესების  ოპტიმალური შეხამებით სოციალური დაზღვევის სახსრების გამოყენების დროს, ამ უკანასკნელის მშრომელთა ირგანიზაციების მიერ მართვის გზით. სოციალური დაზღვევა გულისხმობს პროფკავშირების, სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ როლს შესაბამისი მიზნობრივი ფონდების ჩამოყალიბებასა და გამოყენებაში.

სოციალური დაზღვევის მნიშვნელოვანი ამოცანაა სამუშაო რესურსების კვლაწარმოქნისათვის საჭირო პირობების შექმნა.

უპირველეს ყოვლისა, სოციალური დაზღვევის ფონდებიდან გამოყოფილი მატერიალური უზრუნველყოფა, საზოგადოების შრომისუუნარო წევრების სამედიცინო მომსახურება, ხელს უწყობს მუშაკთა შრომისუნარიანობის აღდგენას და აქტიურ საქმიანობაში მათ დაბრუნებას სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგებში. ინვალიდების რეაბილიტაცია, მათთვის საზოგადოებროვად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვის ხელის შეწყობა უზრუნველყოფს დასაქმებას, ამცირებს დატვირთვას სოციალური პროგრამების დაფინანსების სახელმწიფო წყაროებზე. საპენსიო უზრუნველყოფა ისეთნაირად აიწყობა, რომ საპენსიო ასაკის პირების ხარჯზე მიღწეულ იქნას სამუშაო რესურსების გაფართოება, მოსახლეობის შრომისუნარიანის ნაწილის თანდათანობითი ცვლა, მათი დარგებს, ტერიტორიებს, ეკონომიკის  სფეროებს შორის რაციონალური გადანაწილება.

მეორეს მხრივ, სოცაილური დაზღვევის სახსრების ხარჯზე ხდება დროებით უმუშევართა შენახვა, მათი გადამზადება და კვალიფიკაციის შეცვლა. საბაზრო ეკონომიკის ფარგლებში სამეცნიერო-ტექნიკური რევულუციის შედეგები მოითხოვენ დროებით უმუშევართათვის ფულადი დახმარების გაზრდას, მათი მატერიალური მხარდაჭერისა და დასაქმების სოციალური პროგრამების გაფართოებას. სოციალური დაზღვევის მოცემული სფერო დღეისათვის გვეველინება შრომითი რესურსების კვლავწარმოების პროცესის უმნიშვნელოვანესი პირობად.

ამასთან ერთად, სოციალური დაზღვევა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც ადამიანი არსებობს როგორც ინდივიდუუმი და როგორც პიროვნება. სოციალური დაზღვევის დასაბუთებული სისტემა საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობოს უზრუნველყოფის ერთერთი წინაპირობაა, მასში პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ამრიგად, სოციალური დაზღვევის საშუალებით საზოგადოება აგვარებს შემდეგ ამოცანებს:

აყალიბებს ფულად ფონდებს, საიდანაც იფარება შრომისუუნარო ან შრომით პროცესში არამონაწილე პირებთან დაკავშირებული ხარჯები;

უზრუნველყოფს სამუშაო რესურსების საჭირო რაოდენობასა და სტრუქტურას, ასევე მათ განაწილებას მოცეულ ეტაპზე საზოგადოების ობიექტური მოთხოვნილებების შესაბამისად;

ამცირებს განსხვავებას საზოგეობის მომუშავე და არამომუშავე წევრების მატერიალური უზრუნველყოფის დონეებს შორის.

ერთმანეთს უახლოვდება  მოსახლეობის სამუშაო პროცესში არჩართული სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დონეზე ცხოვრების დონეები.

 

 

5.2 სამედიცინო დაზღვევა

სამედიცინო დაზღვევა წარმოადგენს მოსახლეობის ინტერესების სოციალური დაცვის ფორმას რაიმე მიზეზით ჯანმრთეობის დაკარგვის შემთხვევაში. სამედიცინო დაზღვევა დაკავშირებულია მოსახლებისათვის სამედიცინო დახმარების მისაღნევად გაწეული ხარჯების კომპენსაციასთან, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებთანაც. ეს განაპირობებს დაზღვევის ობიექტების განსაკუთრებულობას, რომლებადაც გვევლინებიან მკურნალობასთანნ დაკავშირებული ხარჯები და დაკავშირებული არიან:

ექიმ-სპეციალისტებთან ვიზიტთან და აუცილებელი პროცედურებისა და სხვა მკურნალობის მიღებასთან ამბულატორიულ პირობებში; მედიკამენტების შეძენასთან.

სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნასთან; სტომატოლოგიური დახმარების მიღებასთან და კბილების პროთეზირებასთან;

პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებასთან. უკანასკნელ დრომდე სამეციცინო დაზღვევა წარმოადგენდა სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შემადგენელ ნაწილს საწარმოებისა და დაწესებულებების ხარჯზე. ჯანმრთელობის დაკარგვისას დაქირავებულ მუშებსა თუ პერსონალს  სამუშაო ადგილზე აქვთ ფულადი შემწეობის  უფლება  ხელფასის სრულ ოდენობამდეც კი, სამუშაო სტაჟის მიხედვით, შრომის უუნარობის მთელი პერიოდის მანძილზე 4 თვის განმავლობაში. თუ შრომისუუნარობა გაგრძელდება კიდევ 4 თვეს, ისინი გადაყავთ ინვალიდობის პენსიაზე. აღნიშნული შემწეობები და პენსიები დაზღვეულებს საშუალებას აძლევს მთლიანად ან ნაწილობრივ აინაზღაურონ ოჯახის შემოსავლების ის დანაკარგები, რომლებიც დაკავშირებულია შრომის უნარის დროებით, ხანგრძლივ ან სრულად დაკარგვასთან.

უცხოეთის ქვეყნებში, სადაც უფასო სამედიცინო დახმარება შემოფარგულია მოსახლების მცირერიცხოვანი მცირეშემოსავლიანი ფენებით, და ფართოდაა გავრცელებული ფასიანი სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო დაზღვევა მიმართულია იქითკენ, რომ მკურნალობის გადასახადი ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის უმეტესობისათვის. იქ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამედიცინო დაზღვევა ტარდება, როგორც წესი, სავალდებული და ნებაყოფლობით საწყისებლზე. სავალდებულო დაზღვევისათვის დამსაქმებლები თავისი შემოსავლიდან რიცხავენ საწევრო შენატანებს, რომლის ხარჯზეც ყალიბდება სახელმწიფოს მიერ განკარგული სადაზღვევო ფონდი. ამ ფონდის რაღაც ნაწილი იქმნება თვითონ მშრომელთა ხელფასებიდან დაკავებული შენატანების ხარჯზეც. აღნიშნული ფონდის სახსრებიდან ხდება მუშაკთა მკურნალობაზე დახარჯული ხარჯების მინიმალურად აუცილებელი დონის ანაზღაურება მათ მიერ ამა თუ იმ მიზეზით შრომის უნარის დაკარგვისას. ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევისას, რომელიც იხდება თვითონ მუშაკთა ფულიდან, ხდება სამედიცინო დახმარების უფრო მაღალი დონით უზრუნველყოფა. სავალდებულო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის პირობებით წინასწარაა განსაზღვრული დაზღვეული მოქალაქეებისათვის სამედიცინო მამოსახურებების ჩამონათვალი. ამრიგად, დასავლეთში სამედიცინო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს არა ნორმირებული ფულადი შემწეობის გაცემა, არამედ მკურნალობაზე დანახარჯების ასანაზღაურებელი განსაზღვრული ნორმატივი.

 

 

5.3   ქონებრივი დაზღვევა

არსებობს ქონებრივი დაზღვევის უამრავი სახეობა. მათი დაჯგუფება შეიძლება შემდეგი სქემის მიხედვით:

1. სასოფლო-სამეურნეო:

- სოფლის მეურნეობის კულტურებუი

- ცხოველები

- სასოფლო-სამეურნეო საწარმოების სხვა ქონება

2. სატრანსპორტო:

- ტვირთების დაზღვევა

- გემების

- საავიაციო

3. იურიდიული პირების ქონების დაზღვევა (ყველაფერი, რაც არ შედის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო დაზღვევაში)

4. ფიზიკური პირების ქონების დაზღვევა:

- შენობა-ნაგებობების დაზღვევა

- ცხოველების

- სახლის ქონების

- მოქალაქეთა სატრანსპორტო საშუალებების .

ახლა უფრო ჭარბობს ქონების ნებაყოფლობითი დაზღვევა, რომლის პირობებს თითოუელი კომპანია განსაზღვრავს დამოუკიდებლად.

ბევრი სადაზღვევო კომპანია დიფერენციავიას უკეთებს სადაზღვევო ტარიფებს სადაზღვევო რისკის მოცულობის მიხედვით.

მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ისეთი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას, რომლებიც აღემატება დაზღვეული ობიექტის რეალურ ღირებულებას. ე. ი. არ უნდა არსებობდეს სადაზღვევო ხელშეკრულების ორი ერთნაირი პარალელური  ხელშეკრულება. სადაზღვევო ანაზღაურება გადახდილი იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაში (თუ ის აღემატება რეალურ ღირებულებას). სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რეალობის საკონტროლოდ და ორმაგი დაზღვევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სადაზღვევო კომპანიაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის  პირველადი ეგზემპლიარების წარდგენა. სადაზღვევო კომპანიას აქვს რეგრესიული რისკის უფლება უფლება სადაზღვევო შემთხვევის დამნაშავეებთან მიმართებაში.

იმ დაზღვეულების სტიმულირებისათვის, რომლებიც  ფაქიზად ეპყრობიან საკუთარ ქონებას, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ახდენს სადაზღვევო ტარიფების ფასდაკლებას სადაზღვევო ხელშეკრულების განმეორებით დადების შემთხვევაში, თუ არ არსებობდა სარჩელები ძველი (წინა) ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.

დღეისათვის სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ ქონების მზღვეველთა ობიექტების წრის გაფართოებას: წვრილფეხა შინაური ცხოველები, ბინების დაზღვევა, მოქალაქეთა ქონება, მივლინებებში მყოფები, ძეგლები და ა. შ.

 

 

5.4 რისკების დაზღვევა

რისკების დაზღვევა შეიცავს:

  • საწარმოო რისკებს (რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს დროებით გაჩერებასთან ავარიის, გაფიცვების, სამხედრო მოქმედებების და ა. შ. გამო)
  • სამშენებლო რისკები: ზარალად მიჩნეულია შემოსავლების დაკარგვა, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაჩენა (ქონებრივი დაზღვევისაგან განსხვავებით)
  • კომერციული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ზარალის გაჩენასთან ან დაზღვეულის მოგების შემცირებასთან არახელსაყრელი საბაზრო კონიუქტურის გამო, მომწოდებლის მიერ ხელშეკრულების დაღრვევის მიზეზით
  • ფინანსური რისკები: ინვესტორის მიერ საწარმოში ჩადებული სახსრების არდაბრუნება
  • სავალუტო რისკები
  • ატომური რისკები

ძირითადებია დაზღვევის პირველი 4 სახეობა. ყველა  ამ რისკს აქვს გამოყენების შეზღუდული მასშტაბი, რადგანაც ისინი დაკავშირებულია დიდ რისკთან მზღვეველის მხრიდან. იდება უნდივიდუალური სადაზღვევო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულის საქმიანობის მკაცრ კონტროლს.

გაკოტრების რისკი, კრედიტის არგაცემის რისკი, ინვესტიციების რისკი

ზარალის არდაშვებაზე დაზღვეულის დაინტერესების შესანარჩუნებლად, მზღვეველმა დაზღვეულს უნდა დაუტოვოს ანაზღაურებადი   ზარალის ნაწილი (მზღვეველს 70-80%, დანარჩენი - დაზღვეულს). რისკის დაზღვევის თავისებურებაა  იმაშია, რომ სადაზღვევო შემთხვევა, როგორც წესი, დგება სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების დასაწყისში ან მისი ვადის გასვლის შემდეგ (მაგალითად, საინვესტიციო პროექტის დაზღვევისას საჭიროა ჯერ რისი რეალიზება შედეგემის მისაღებად, ამ დროს კი მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შენატანების გამოყენება).

ძალაზე მნიშვნელოვანია ფინანსური შედეგების გამოვლენის ოპტიმალური ვადის დადგენა (იქნება ზარალი თუ არა). მზღვეველი დაინტერესებულია უფრო გრძელ ვადაზე, რადგანაც ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია ზარალის დაფარვა. დაზღვეულისათვის უფრო მისაღებია პატარა ვადა: ვერ მიიღო მოგება მოცემეულ თვეში - მიიღიო ანაზღაურება.

 

 

5.5 პირადი დაზღვევა

 

სადაზღვევო დარგებს შორის სადაზღვევო ანაზღაურებების რაოდენობით სოციალური დაზღვევის შემდეგ ყველაზე მსხვილი პირადი დაზღვევა, რომელიც იყოფა 2 ქვედარგად: სიცოცხლის დაზღვევად და უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევად.

სიცოცხლის დაზღვევის უმთარრესი შემთხვევებია:

-გარკვეულ ასაკამდე მიღწევა

-გარდაცვალების  შემთხვევა (გაიცემა ნათესავებზე)

- გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის დაკარგვის შემთხვევა

-შერეული დაზღვევა (დაზღვევის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების რისკი). ანაზღაურების გადახდა ხდება გარკვეული ასაკის მიღწევასთან, გარდაცვალების ან შრომის უნარის დაკარგვისას.

-რენტის დაზღვევა - გარკვეული ასაკის მიღწევა; შეთანხმებული ასაკის მიღწევისას კომპანია იხდის რეგულარულ სადაზღვევო გადახდებს გარკვეული დროის განმავლობაში, მათ შორის სიცოცხლის ბოლომდე (დამატებითი საპენსიო დაზღვევა).

- ბავშვების დაზღვევა (დამზღვევი ერთი პირია, დაზღვეული ბავშვი - სხვა) გარდაცვალების, ჯანმრთელობის დაკარგვის, სრულწლოვანობის (18 წლ.) შემთხვევებში.

- საქორწინო დაზღვევა ბავშვების დაზღვევა. საქორწინო ხეშეკრულების შემთხვევა. ეს სახეობა ახლა სიცოცოხლის ბოლომდეა.

საწარმოები შრომის ფონდის ნაწილს აცილებდნენ გადასახადების გადახდას (ე. ი. არასაბიუჯეტო ფონდებში საწევროების გადახდას) გარკვეული ასაკის მიღწევამდე ერთთვიანი ხელშეკრულების დადების გზით.

დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან:

- უბედური შემთხვევისაგან ინდივიდუალური დაზღვევა. შესაძლებელია ცალკეული მუშაკებისა და პროფესიებისათვის. ხორციელდება დაზღვეულის სახსრების ხარჯზე ანუ ნებაყოფლობითია. თანხა, რომელიც იდება ხელშეკრულებაში, შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

- საწარმოს მუშაკების დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან - კოლექტიური დაზღვევა, რაც ხორციელდება ნებაყოფლობით საწარმოს სახსრების ხარჯზე.

- უბედური შემთხვევებისაგან სავა;დებულო დაზღვევა - რკინიგზისა და ზოგიერთი საქალაქთაშორისო სახეების ტრანსპორტის მგზავრებისათვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის, საგადასახადო ინსპექციისა და საბაჟოს  თანამშომლებისათვის.

- ბავშვების დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან - თანხის დაბრუნება არ მოხდება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, თუ არ დადგება  უბედური შემთხვევა.

 

5.6 პასუხისმგებლობის დაზღვევა

 

თავისებურება: მზღვეველი აზღვევს დაზღვეულს მესამე პირის მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელსაც დაზღვეულმა მიაყენა ზარალი თავისი ქმედებებითა თუ უმოქმედობით. სადაზღვევო შემთხვევის  გამოცხადების საფუძველია სასამართლოს გადაწყვეტილება დაზღვეულისაგან ზარალის თანხის ამოღების შესახებ დაზარალებულის სასარგებლოდ.. არსებობს დაზღვევის უამრავი ობიექტი. პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველა სახეობა შეიძლება შემდეგნაირად დაჯგუფდეს:

1. ფიზიკური პირების სამოქალაქო პასუხისმგრბლობის დაზღვევა - წარმოიშობა საერთო კანონების საფუძვეზე (ტიპიურია საავტომობილო ტრანასპორტის პასუხისმგებლობის დაზღვევა).

2. იურიდიული პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რაც დაკავშირებულია ეკოლოგიურ დაბინძურებასთან (არამუდმივთან, შემთხვევითთან, არაწინასწარგანზრახულთან), რადიოაქტიური დაბინძურების რისკთან (ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა); აფეთქებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.

3. მუშაკთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (დასავლეთში - ექიმების, მედიცინის დების, სასამართლო-სამართლებრივი სისტემის მუშაკების, პოლიციელების). დაზღვეულს უნდა გააჩნდეს სადაზღვევო ინტერესი, რომელიც განპირობებულია ისეთი სასამართლო სისტემით, რომელიც მკაცრად სჯის პროფესიული ზიანის მიყენებისათვის.

4. ხელშეკრულებებზე პასუხისმგებლობის დაზღვევა- საწარმოთა შორის - პროდუქციის მიწოდებაზე, საბანკო კრედიტების მიღებაზე (მსესხებლის მიერ), მოიჯარისა მეიჯარესთან და ა. შ

პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობების საერთო მახასიათებლებია:

1. დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ ცნობილია 2 პირი - დაზღვეული და მზღვეველი, მიმღები უცნობია.

2. არ არის ცნობილი ზარალის ოდენობა (დგება პასუხისმგებლობის დაზღვევის max ზღვარი).

3. სადაზღვევო ტარიფები გამოიხატება ნატურალური სიდიდეებით დაზღვევის 1 ობიექტზე.

4. უპირველეს ყოვლისა, დაცულია დაზღვეულის ინტერესები, ამაგრამ არანაკლები ხარისხით დაზარალებულის ინტერესებიც. პასუხისმგებლობის დაზღვევა გარკვეული დონით ამცირებს თვითონ დაზღვეულების პასუხისმგებლობას (დარღვევაში დამნაშავეების).

5. სადაზღვევო კომპანიებში მძლავრი იურიდიული სამსახურების არსებობა, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ სადაზღვევო შემთხვევებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების სისწორეს.

 

 
 

უკან

 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge