ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიაინტერნეტ-დაზღვევის ზოგიერთი თავისებურებები საზღვარგარეთ

ინტერნეტ-დაზღვევის ზოგიერთი თავისებურებები საზღვარგარეთ
 | რეიტინგი 3 

ბევრი სადაზღვევო პროდუქტის მოხმარებას ართულებს ინტერნეტი. ეს, ერთი შეხედვით, აბსოლუტურად ნათელი მტკიცება დღეს უკვე ეჭვის ქვეშ დგება. დიახ, მომსახურებების ნაწილი, მაგალითად, საწარმოო ნაგებობების ან სიცოცხლის დაზღვევა, არ შეიძლება მთლიანად  ჩატარებულ იქნას ინტერნეტის საშუალებით. მაგრამ, მეორეს მხრივ, საბანკო მომსახურებების სექტორის განვითარება აჩვენებს, რომ ქსელში მონაცემების გადაცემის უსაფრთხოების ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რეალური ხდება კორპორატიულ კლიენტებთან ინდივიდუალიზებული მუშაობა.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტს დარგზე  დიდი და ხანგრძლივი ზეგავლენა ექნება. მსოფლიო ქსელი გამოყენებულ იქნება როგორც უშუალოდ სადაზღვევო მომსახურებების გავრცელების არხად,  ისე კლიენტების მომსახურების გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, წამყვანი კომპანიები უკვე ახორციელებენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ინტერნეტ-ქვეგანყოფილებებში, ხოლო მყიდველები აქტიურად სარგებლობენ ახალი უპირატესობებით. ასე რომ, უკვე მიმდინარეობს დარგზე ინტერენეტის ზემოქმედება.

ინტერნეტი საშუალებას აძლევს სადაზღვევო კომპანიებს მნიშვნელოვნად შეამცირონ დანახარჯები დისტრიბუციის ახალი არხების გამოყენების ხარჯზე. ამ ეკონომიის სრულად შეგრძნება შესაძლებელი გახდება მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ. პირველ ეტაპზე კი უფრო სწორი იქნება ლაპარაკი მოხერხებული საინფორმაციო არხის გაჩენაზე, კომპანიის იმიჯის გაუმჯობესებაზე და დანახარჯებზე, რომლებიც დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან.

უფრო მეტს  ის კომპანიები მოიგებენ, რომლებიც უფრო ადრე მიხვდებიან ქსელის მნიშვნელობას ბიზნესისათვის და პირველები შეიქმნიან საიმედო რეპუტაციას ქსელში. თუმცა, აქ უნდა შევნიშნოთ, რომ, თუმცა ინტერნეტ-ბაზრის გაჩენა აძლევს შანსს პიონერებს, ბიზნესის გიგანტები ვირტუალურ სივრცეშიც მაინც უმსხვილესები იქნებიან.

დიდი ფინანსური რესურსები, ათეული წლების განმავლობაში მოპოვებული კლიენტების ნდობა  - სერიოზული არგუმენტებია.

რის საშუალებებს იძლევა ინტერნეტი? კომპანია Morgan Stanley Dean Witter-ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 1999 წლის ბოლოს უმსხვილესი კომპანიები ჯერ კიდევ ნაკლებად იყენებდნენ Web-ის საშუალებებს. საიტების უმეტესობა მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობებს, რომ გაეცნონ შეთავაზებული მომსახურებების დაწვრილებით აღწერას. საოცარია, რომ ამ კომპონენტშიც კი მსხვილი კომპანიების საიტები იფარგლებოდნენ ძალზე მწირი ინფორმაციით. უფრო ძნელი იყო გარკვეული მომსახურების ფასის გაგება. იმის გამო, რომ ფასები დაზღვევის ერთი და იგივე სახეობაზე ძალზედ არიან დამოკიდებულნი კონკრეტული პირობების ერთობლიობაზე, კომპანიების უმრავლესობა სთავაზობს ანეკეტების შევსებას და შემდეგ რამდენიმე დღე დაელოდონ აგენტის ზარს, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ პირობებს. გაყიდვების სამსახურის საკონტაქტო ტელეფონებისა და e-mail-ის გასაგებად ყველა საიტი ინფორმატიულია. სადაზღვევო პოლისის საფასურის გადახდისას ქსელის საშუალებით, უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკი შეიძლება პროდუქტების შეზღუდულ ნაკრებზე, რომლებიც საკმაოდ სტანდარტიზებულია ელექტრონული გაყიდვებისათვის. მეორეც, დღემდე ძირითად პრობლემას წარმოადგენს დაურწმუნებლობა არასანქცირებული შეჭრისაგან   მონაცემების უსაფრთხოების დაცვის საიმედოობაში. სწორედ ამ მიზეზით იფარგლებიან მსხვილი სადაზღვევო ფირმები  აგენტის  მომხმარებელთან მისვლით ინტერნეტში ანკეტის შევსების შემდეგ.

თუმცა, ზემოჩამთვლილ სირთულეებთან ერთად, რომლებსაც აწყდებიან კომპანიები, მომხმარებლებმა უკვე მიიღეს ერთი დიდი უპირატესობა - სადაზღვევო პორტალები, რომელთა საიტებზეც (Insure.corn, insurence.com, lifeshopper.com და სხვ.) შეკრებილია ინფორმაცია სხვადასხვა უმსხვილეს კომპანიებზე. მომხმარებელს შეუძლია შეადაროს სხვადასხვა დამზღვეველების ფასები მომსახურებების ერთსა და იმავე სახეობებზე, გაიგოს, თუ რა შედის, მაგალითად, ამა თუ იმ კომპანიის ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში. შეიძლება აგრეთვე სადაზღვევო კომპანიების რეიტინგების გაცნობაც, რომლებიც შედგენილია როგორც უმსხვილესი სააგენტოების, ისე პორტალების შემქნელების მიერ. კლიენტისათვის დამატებით მოსახერხებელია „გეოგრაფიული დანაწილების" არსებობა. მაგალითად, აშშ-ში, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ სწორედ თქვენს შტატში მოქმედი სამედიცინო დაზღვევის საუკეთესო წინადადებების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი არ ეზღვევა ხშირად და შეუძლია დაწვრილებით შეისწავლოს არსებული წინადადება, პორტალები განსაკუთრებითუბრალო მომხმარებლისათვისაა  აუცილებელი.

დაზღვევისადმი მიძღვნილ საუკეთესო საიტებზე შეგროვილია ინფორმაცია რამდენიმე ათას კომპანიაზე. თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად ეფექტურად იძლევიან ამ მონაცემების სტრუქტურირებისა და განახლების საშუალებას, რომ კომპანიები პრაქტიკულად ერთიან ქსელს ქმნიან.

ამ სივრცის კოორდინატებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი პარამეტრები: დაზღვევის სახეობა, კლიენტის საცხოვრებელი ადგილი, მომსახურებების ფასები, კომპანიის რეიტინგი. რაც უფრო მეტი კომპანიაა წარმოდგენილი პორტალზე (insure.com), მომხმარებლისათვის მით უფრო უკეთესი შედარებაა უზრუნველყოფილი.

ასე რომ, ინტერნეტი სულ უფრო ხდება არა მხოლოდ დედამიწაზე მცხოვრებთა ცხოვრების ნაწილი, არამედ, როგორც საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის კვლევებმა აჩვენა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მას შეუძლია მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების - აშშ-ს, გერმანიის, იაპონიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმოების სტიმულირება და ეკონომიკის ზრდა. ინტერნეტი გახდა მსოფლიო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილი.

ძააზე სწრაფად ვითარდება სადაზღვევო მომსახურებების ინტერნეტ-გაყიდვების ბაზარი აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში. ეს განპირობებულია როგორც მოსახლეობის მაღალშემოსავლიან ჯგუფზე გასვლის შესაძლებლობით, რომელიც შეადგენს ინტერნეტის მომხმარებელთა მნიშვნელოვან წილს, ისე მომსახურეობაზე გაწეული ხარჯების შემცირებით. კლიენტების პირდაპირ მომსახურებასთან შედარებით ინტერნეტით მომსახურებას გააჩნია გაცილებით ნაკლები ტრანსაქციული დანახარჯები (0,5 და 0,01 დოლარი შესაბამისად). Forrester Research-ის (კვლევის ჯგუფი, რომელიც სწავლობს ბიზნესზე ტექნოლოგიების გავლენას) მონაცემებით, სადაზღვევო მომსახურებების ინტერნეტ-გაყიდვები 2001 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, ხოლო 2003 წელს სადაზღვევო მომსახურებების ინტერნეტ-გაყიდვებმა 1,1 მლრდ დოლარი შეადგინა.

მთელს მსოფლიოში ძალიან ბევრს აღელვებს ინტერნეტ-დაზღვევის მომავალი. მაგალითად, აშშ-ში 2000 წელს პროფესიული სადაზღვევო აგენტების ეროვნულმა ასოციაციამ (PIA) ჩაატარა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა, რომ აგენტები ინტერნეტს პირველ რიგში განიხილავენ,  როგორც არსებულ კლიენტებზე დამატებითი პროდუქტების გაყიდვის საშუალებას და საქმიანი ოპერაციების სივრცეს. გამოკითხვაში მონაწილეობდა დაახლოებით 900 აგენტი, რომლებიც შეიკრიბნენ წყალდიდობებისაგან დაზღვევისადმი მიძღვნილ ნაციონალურ კონფერეციაზე. გამოკითხვის მიზანი იყო იმის გამორკვევა, თუ როგორი იყო კონფერენციის მონაწილეთა დამოკიდებულება დაზღვევის დარგში თანემედროვე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციისადმი, და როგორ ტენდენციებს მოელიან ისინი სამომავლოდ.

გამოკითხვა წარმოადგენდა სადაზღვევო დარგში ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის როლის განხილვის ნაწილს და ტარდებოდა PIA-ს ხელმძღვანელობით. განხილვის მონაწილეთა შორის იყვნენ Robert Finley, Ebix.com-ის სავაჭრო წარმოადგენელი, Keith Savino, InsureHelp.com-ის პრეზიდენტი, David Howard-ი,  Insurance Management Solutions-ის ჯგუფის პრეზიდენტი და სხვ. განხილვაში შუამავლის როლს ასრულებდა Rita Hollada, წყალდიდობებისგან მეწარმეთა დაზღვევის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი.

„ამ გამოკითხვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის იძლევა საშუალებას გავიგოთ, თუ როგორია სადაზღვევო ბიზნესის მონაწილეთა დამოკიდებულება ელექტრონული კომერციის მიმართ. ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ინტერნეტში მომუშავე  დამზღვეველები და სადაზღვევო შუამავლები", - თქვა ხოლადამ, - „გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ რომ ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს თამაობს სადაზღვევო მომსახურებების გავრცელებაში და კონტრაქტების დამუშავებაში. გარდა ამისა, ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ რესპონდენტები პირველ რიგში ინტერნეტს იყენებენ არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის საშუალებად და ახალი მყიდველების მოსაზიდად, ხოლო მეორე რიგში საქმიანი ოპერაციების პლატფორმად".

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მონაწილეთა 89 პროცენტი ფირმის რეპუტაციას თვლის ელექტრონული კომპანიის წარმატების კრიტიკულ ფაქტორად", - დაამატა ხოლადამ.

კითხვები შემუშავებული იყო მონაწილეთა აზრის გაგების მიზნით და ამიტომ მათ შორის არ იყო „სწორი" და „არასწორი" პასუხები. თუმცა, ზოგიერთი კითხვა ამოწმებდა მონაწილეთა ზოგიერთ ამა თუ იმ ისეთ ფაქტში გათვითცნობიერებას, რომლებიც ეხებოდა  სადაზღვევო ინდუსტრიას მთლიანობაში.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge