ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაცხოვრებისეული ენერგია

ცხოვრებისეული ენერგია
 | რეიტინგი 3 

 

არის ასეთი ჩინური ანდაზა: „თუ შენ დაკარგე ფული, შენ არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე დრო, შენ ბერვი რამ დაკარგე, მაგრამ თუკი შენ დაკარგე ენერგია, შენ ყველაფერი დაგიკარგავს".

საიდან მოდის ცხოვრებისეული ენერგია? აღმოჩნდა, რომ ცხოვრებისეული ენერგია ადამიანებს მოაქვთ ორი წყაროდან: 1) ჩვენი მიზნები, ანუ სურვილი მიიღო რაღაცა ან 2) ჯანმრთელობა.

წარმოვიდგინოთ ასეთი ოჯახური სიტუაცია. თქვენ ზიხართ საღამოს დივანზე და უყურებთ ტელევიზორში ფეხბურთს. მთელი თქვენი აზრი არის მიმართული იქითკენ, გაიმარჯვებს თუ არ თქვენი გუნდი. ამ დროს სამსახურიდან ბრუნდება თქვენი ცოლი. თქვენს ცოლს სურს, რომ სახლში იყო ყველაფერი წესრიგში. უეცრად ის ამჩნევს, რომ კარნიზს იმაგრებს ერთი ლურსმანი, რომელიც ეს-ეს არის უნდა ჩამოვარდეს. ის შეშფოთებულია. რას აკეთებს ასეთ სიტუაციაში ცოლი? ის მოგადგებათ თქვენ და გეუბნებათ რაღაცა ამდაგვარს: „როგორ შეგიძლია უყურო ტელევიზორს, როდესაც დასამაგრებელია კარნიზი? ახლავე ადექი და მიაჭედე ლურსმნით." თქვენ არ გაქვთ სურვილი მოწყდეთ ტელევიზორს და დაამაგროთ კარნიზი. შესაბამისად თქვენ არ გაქვთ ამისთვის ენერგიაც. თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ არ ადგეთ ტახტიდან. დაწყებული მიზეზით: „მაგრამ მე არ მაქვს ახლა ჩაქუჩი და ლურსმანი" და დამთავრებული: „წადი შენი...". თუ ცოლმა სასწაული ძალისხმევით მოახერხა, რომ თქვენ მაინც ადექით და გააკეთეთ ის კარნიზი, თქვენ ამისთვის ენერგიის აღება მოგიწევთ თქვენი ჯანმრთელობიდან. საუკეთესო შემთხვევაში (თუკი ცოლმა მოგართვათ თქვენს მიერ მომიზეზებული ჩაქუჩი და ლურსმანი და თქვენ დანებდით მის წნეხს) მიიღებთ:  სიყვარული ცოლ-ქმარს შორის არ არის, სამაგიეროდ კარნიზი გაკეთებულია, მართალია თქვენი ჯანმრთელობიდან 200 გრ ენერგიის ფასად. ან კიდევ, არაფერსაც არ გააკეთებთ და მიიღებთ: სიყვარული ისევ არ არის, კარნიზი გაუკეთებელია და ჯანმრთელობა მოგაკლდებათ ორივეს (თქვენ ხომ არ დაასრულებთ ჩხუბს ასე მალე).

 

 

 

მაშინ, როგორი გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაში? არსებობს ასეთი სიტყვა - „მოთმინება". რისი გაკეთება შეუძია ცოლს? ის უნდა დაგელოდოთ რას უნდა დაელოდოს? ყველა მამაკაცს ადრე თუ გვიან უჩნდება რაღაცის სურვილი. მაგალითად - ივახშმოს. ფეხბურთის მერე თქვენ ეუბნებით ცოლს: „ძვირფასო, რა გვექნება დღეს ვახშმად? მე ძალიან მომშივდა". ცოლი გპასუხობთ: „რა გირჩევნია გაგიმზადო, უცბად ხინკალი მოგიხარშო თუ ჩაქაფული შეგიცხელო?" თქვენ უკვე ნერწყვები მოგდით და ფიქრობთ რომელ კერძს მეტ გემოს ჩაატანდით. ცოლი კი გეუბნებათ.: „იცი, მე ახლა გადავალ ნათელასთან, გამოვართმევ კიბეს. მერე მოვძებნი ჩაქუჩს და ლურსმანს, ამ კარნიზს მივაჭედებ, მერე ყველაფერს მივალაგებ, წავუღებ კიბეს ისევ ნათელას და მერე დავიწყებს ვახშმის გამზადებას." რას უპასუხებთ ასეთ შემთხვევაში თქვენ? „რას ამბობ, რა კიბე რა ლურსმანი. ამ კარნიზს მე მივამაგრებ, შენ ჯობია სამზარეულოს მიხედო". რა ხდება ამ დროს? თქვენ გიჩნდებათ სურვილი გააკეთოთ კარნიზი და გიჩნდებათ ენერგიაც ამისთვის. ფაქტიურად თქვენ გაცვალეთ „სურვილები" (ცოლს უნდა წესრიგი სახლში, თქვენ გსურთ ივახშმოთ). შედეგად: კარნიზი გაკეთებულია, ოჯახში სუფევს სიყვარული და ორივეს ჯანმრთელობის ენერგია ხელუხლებელია.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge