ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაორი ძლიერი იარაღი მენეჯერის ხელში

ორი ძლიერი იარაღი მენეჯერის ხელში
 | რეიტინგი 3 

მიზნები. ქვეშევრდომთა მიზნები უნდა იყოს ლაკონური. მიზნები არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას. თანამშრომელმა უნდა იცოდეს რა არის მისი პასუხისმგებლობის არეალი, მან უნდა იცოდეს რა არის მისი მწარმოებლურობის სტანდარტები. და რა საჭიროა მიზნების ფურცელზე გადატანა? ეს საჭიროა იმისთვის, რომ მათ ხშირად წაიკითხონ ის. ყოველი დღის დასაწყისში ისინი შეხედავენ თავიანთ მიზნებს, შემდეგ შეხედავენ თავიანთ მოქმედებებს და ექნებათ საშუალება შეადარონ ეს უკანასკნელი მიზნებს. მაინც რამდენი მიზანი უნდა ჰქონდეს თანამშრომელს? ადამიანებს შეუძლია ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ 3-დან 5 მიზნამდე. მთავარი, რაც უნდა გააკეთოს მენეჯერმა, არის ის, რომ მან უნდა განსაზღვროს საკვანძო მიზნები. გახსოვთ ალბათ პარეტოს წესი “80/20”. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საქმიანობის წარმატების 80%- უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოქმედებების 20%. მენეჯერმა უნდა დასახოს ის რამდენიმე მიზანი, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ იმ 20%- კარგად შესრულებას, რაც განსაზღვრავს წარმატების 80%-. მაგალითად, გაყიდვებში ეს მიზნებია: 1) ახალი შესაძლებლობების ძიება, 2) საქონლის პრეზენტაცია და 3) გაყიდვები. და ასე უნდა განისაზღვროს ძირითადი ელემენტები ნებისმიერი საქმიანობისთვის, რათა თანამშრომელს ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა მის ვალდებულებებზე.

შექება. თქვენ უნდა ეცადოთ გამოავლინოთ ის შემთხვევები, როდესაც ადამიანები აკეთებენ რაიმეს სწორად, .. დაიჭიროთ თანამშრომლები სწორად გაკეთებაში და შეაქოთ ის. უნდა გახსოვდეთ, რომ არის ოთხი მნიშვნელოვანი მომენტი: 1) როდის უნდა შეაქოთ თანამშრომელი? მაშინათვე, როგორც კი შენიშნავთ რომ მან გააკეთა რაღაცა დაახლოებით სწორად. თქვენ არ უნდა ელოდოთ, როდის გააკეთებს ადამიანი ზუსტად სწორად, იმისათვის რომ შეაქოთ. მართალია, ხელმძღვანელები ზოგჯერ აქებენ თავიანთ თანამშრომლებს, მაგრამ ეს ხდება მათგან უჩუმრად. თანამშრომლები ვერ იგებენ ამას უშუალოდხელმძღვანელისგან. 2) იმისათვის, რომ შექება იყოს ეფექტური, ხელმძღვანელი უნდა იყოს კონკრეტული თავის გამონათქვამში. თქვენ უნდა უთხრათ თანამშრომელს რომელი მოქმედება გააკეთა მან დაახლოებით სწორად. 3) უნდა გაუზიაროთ თანამშრომელს თქვენი ემოციები. თუკი ხართ აღფრთოვანებული, გამოხატეთ სიტყვები აღფრთოვანებულად, თუ ხართ შეძრწუნებული, მოიქეცით შეძრწუნებულად, თუ ხართ გაღიზიანებული, ისაუბრეთ გაღიზიანებულად. 4) ხელმძღვანელმა უნდა გაამხნევოს თანამშრომელი, რათა მან გააგრძელოს საქმის კეთება ასეთივე განწყობით. დაარწმუნეთ თქვენი მუშაკი, რომ მას შეუძლია სამუშაოს უკეთ შესრულება.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მომდევნო კვირის განმავლობაში 2 საათი სხვადასხვა დღეებში და დააწესოთ, რომ ამ დროს დაუთმობთ იმას, რომ ეძებოთ რას გააკეთებენ თქვენი თანამშრომლები სწორად, რათა მაშინათვე უთხრათ მათ ამის შესახებ. მე ვამბობ ორ საათს არა იმიტომ, რომ ეს საკმარისია, არამედ იმიტომ, რომ დასაწყისში ასე უფრო იოლი იქნება თქვენთვის. წესით, ასეთი ქცევა უნდა იყოს მუდმივი. მაგრამ ამ ჩვევის გამომუშავებას დრო დასჭირდება.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ იყოთ კონკრეტულები, რამეთუ სხვანაირად თქვენი შექებები ვერ გამოიღებენ სასურველ შედეგს და შეიძლება გახდეთ თქვენი თანამშრომლების მხრიდან დაცინვის საგანი.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge