ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება10 მარტივი ნაბიჯი, რომ გახდეთ საინტერესო

10 მარტივი ნაბიჯი, რომ გახდეთ საინტერესო
 | რეიტინგი 3 

 

მხატვრისა და  ბლოგერის ჯესიკა ჰეგის რჩევები: გამოიკვლიეთ, გაუზიარეთ სხვებს აღმოჩენები, აღიქვით თქვენი უცნაურობანი, იცხოვრეთ აზრიანად და სხვა რჩევები.

 

გამოიკვლიეთ

გამოიკვლიეთ ახალი იდეები, ადგილები და შეხედულებები. მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენა - აუტანლად მოსაწყენი ხალხის ხვედრია.

 

გაეთიშეთ

რუკის არქონისას შეიძლება ისეთი ადგილების აღმოჩენა, რომლებიც მასზე არ არის აღნიშნული. თუ გათიშავთ ტელეფონს, შეიძლება ესაუბროთ მას, ვინც გზაში შეგხვდებათ. გაატარეთ სოციალურ ქსელებში გაახლებების ახალი ულუფა და ჩაიხედეთ საკუთარ თავში. გაჯეტებით თქვენ კარგად ნაცნობ სამყაროსთან  ხართ მიბმული. გათიშეთ ისინი და გადაეშვით შეუცნობელში.

 

მოუწყეთ საკუთარ თავს შვებულება ყოველ დღე

თუნდაც სულ ცოტა ხნით. გაიარეთ ქალაქში განთიადისას. ჩააგდეთ წერილი უცნობ საფოსტო ყუთში. წაიკითხეთ ჟურნალი, რომელიც ვიღაცამ დატოვა გაჩერებაზე. გაისეირნეთ წვიმაში. შეუკვეთეთ ცხელი შოკოლადი უცნობ კაფეში. გამოიყენეთ ნებისმიერი თავისუფალი წუთი.

 

აგრძელებთ კითხვას „რატომ"?
მშობლები ვერ იტანენ, როდესაც მათ კითხვებით ძალზე აწუხებენ. რატომ? იმიტომ. რატომ? იმიტომ. რატომ? იმიტომ. და თავიდან. და თავიდან. მაგრამ სცადეთ თვითონ. და გაოცდებით, როდესაც უბრალო „რატომ?"-ს მოყვება ძალზე საინტერესო „იმიტომ, რომ..."

 

გაუზიარეთ სხვებსაც თქვენი აღმოჩენები

იყავით გულუხვი. ყველას არ შეუძლია თქვენთან ერთად წამოსვლა. მიეცით მათ საშუალება განიცადონ ისეთივე თავგადასავლები, როგორც თქვენ

 

გამოიჩინეთ ინიციატივა.

არ გადადოთ ხვალისათვის. თქვით და გააკეთეთ მაშინვე, ახლავე. წადით იქ, სადაც უნდა იყოთ. არ დაელოდოთ მიწვევას - მიიწვიეთ თვითონ. არ იჯდეთ ტელეფონთან - დარეკეთ. გაავრცელეთ ამბავი. დააჭირეთ ღილაკებს. იყიდეთ ბილეთები და მიიღეთ სიამოვნება წარმოდგენით.

 

მოყევით თქვენთვის ცხადის შესახებ

ის, რაც იცით თქვენ, სხვებისათვის ბეჭდებით ჩაკეტილი საიდუმლოა. ის, რომ თქვენთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, ვიღაცას ახალ იდეად მოეჩვენება. თქვენთვის ამოცანა ადვილია, სხვისთვის - გადაულახავი წინაღობა. თქვენი გონება განძითა არის აღსავსე,, რომელიც სხვებისათვის უხილავია. გამოიტანეთ ის მზის სინათლეზე. როდესაც უზიარებ იდეებს, ისინი არ იკარგებიან, პირიქით - მხოლოდ მრავლდებიან .

 

იყავით დამაკავშირებელი რგოლი და არა საბოლოო წერტილი.

 

არა მხოლოდ ილაპარაკოთ და ყური დაუგდოთ. გააცანით ხალხი ერთმანეთს. დაეხმარეთ უცნობებს. უწილადეთ ის, რაც იცით. სწორედ ასე იზრდება იდეა თოვლის გუნდასავით და საბოლოოდ გადაიქცევა მოვლენად. იყავით ის ბირთვი, რის გარშემოც იქმნება მთელი საზოგადოება.

 

გააკეთეთ რამე. ნებისმიერი რამ

იცეკვეთ. წერეთ. ააშენეთ. იყავით ურთიერთობაში, დაეხმარეთ. შექმენით. არა აქვს მნიშვნელობა, თუ კერძოდ რას აკეთებთ, თუ რამეს აკეთებთ. ჰო, ყოველი შემთხვევისათვის: ეს არ ეხება „იჯდეთ და იწუწუნოთ". 

 

გააკეთეთ არჩევანი. ნებისმიერი

ვერ გადაწყვიტეთ ვერაფრით, თუ როგორ განკარგოთ მიმდინარე დღეს? საკუთარი ცხოვრება? კარიერა? თუ გულახდილად ვიტყვით, ეს არ არ მნიშვნელოვანი. ინგრევა ძალზე  დეტალურად დამუშავებული გეგმები. ხოლო ერთი ვარიანტიდან მეორემდე რყევა - ეს არის  ცხოვრებაში არაფრის შექმნის საუკეთესო საშუალება. ააგდეთ მონეტა. დაატრიალეთ ბოთლი. მიენდეთ ინტუიციას. და წინ!

 

 

გადაყარეთ ნაგავი

ყველა საქმით არ უნდა დაკავდეთ. არ არის საჭირო ყველა არასასიამოვნო სამუშაოს შესრულება. ერიდეთ იმას, რაც გაწვალებთ. თუ მაინც შეუძლებელია რაიმეს თავიდან აცილება (რეცხვა ან საგადასახადო დეკლარაციის შევსება), გააკეთეთ ის სიამოვნები - ხოლო შესრულების შემდეგ ამოიგდეთ თავიდან.  გაათავისუფლეთ ადგილი იმისათვის, რაც მართლა მნიშვნელოვანია.

 

 შემოსაზღვრეთ თქვენი ტერიტორია

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, გიყვარდეთ თქვენი საქმე.  მიიღეთ ის. მიარწიეთ მასში სრულყოფილებას. დაეუფლეთ მას. მხოლოდ ასე შეიძლება თავისუფლებისა და უსაფრთხოების შეგრძნებების გაერთიანება.

 

მიიღეთ საკუთარი უცნაურობები.

მსოფლიოში არ არიან „ნორმალური ადამიანები". ყველას აქვს საკუთარი განსაკუთრებული თავისებურებები და და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეხედულებები. არ დამალოთ ისინი სხვებისგან - სწორედ ეს გაქცევთ თქვენ საინტერესო ადამიანად.

 

იყავით საკუთარი თავი ხალხში

სახლიდან გამოსვლისას დარჩით როგორიც ხართ. იყავით ასეთივე სამუშაოზე. ამაყად ატარეთ საკუთარი ინდივიდუალობა. არ გაუკეთოთ ცენზურა საკუთარ ჩვევებს. არ დამალოთ თქვენი უნიკალური შესაძლებლობები.  რათა გამოირჩეთ, აუცილებელია ინდივიდუალობის ქონა. საკუთარ „მე"-ს ინარჩუნებს მხოლოდ ის, ვინც არ მალავს მას სხვებისგან.

 

კმარა ბოდიშის მოხდა

არ არის არაფერი არასწორი იმაში, რომ იყოთ უნიკალური. არაფერია არასწორი იმაში, რომ განსხვავდებოდეთ სხვებისაგან. თქვენ არ უნდა იხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ საინტერესო ადამიანი ხართ.

 

შეაგროვეთ თქვენი

განსაკუთრებული მახასიათებლები. მხოლოდ თქვენ შეძლებთ იმის გამოხატვას, თუ რა არის თქვენთვის ცნობილი. გააკეთოთ ის, რასაც აკეთებთ და იცოდეთ ის, რაც იცით. და თქვენ არ გჭირდებათ დიდი ნიშა - საკმარისია მხოლოდ მცირე ნაკვეთი საკუთარი დროშის ჩასარჭობად.

 

იცხოვრეთ აზრიანად

თუ თქვენ ყველაფერს მიაფურთხებთ, თქვენც ყველა მოგაფურთხებთ.

 

დახარჯეთ ფული სწორ რამეებზე

ვის უხდით თქვენ? ვინ გიხდით თქვენ? რა ხალხთან და კომპანიებთან ხართ დაკავშირებული? ეთანხმებით თუ არა მათ პოლიტიკას, მეთოდებსა და ქცევებს? გაწყობთ მათთან ურთიერთობები? თუ არა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ რაიმეს შეცვლა, თუ დაიწყებთ ფულის ხარჯვას სხვა რამეებისათვის.

 

ისწრაფოდეთ მაქსიმუმისაკენ

ჰკითხეთ საკუთარ თავს: არის თუ არა ეს საუკეთესო შესაძლებლებიდან? თუ არა, რა არის ასეთი? და დაიწყეთ სწრაფვა უკეთესის მისაღწევად.

 

დაამყარეთ წესრიგი

ყველაზე მნიშვნელოვანს მიანიჭეთ უმაღლესი პრიორიტეტი. დანარჩენი ყველაფერი თვითონ მიიღებს ორგანიზებულ  სახეს.

 

იყავით უბრალო

„მე" დგას იდეების გზაზე. თუ თქვენი ქედმაღლობა უფრო შესამჩნევია, ვიდრე გამოცდილება, ხალხი თქვენ მოგერიდებათ.

 

წარმოიდგინეთ, თუ რამდენი რამ იცით

ყველაფერი, რასაც კი ოდესმე გაიგებთ, იქნება მხოლოდ მიკროსკოპული ქვიშის მარცვალი სამყაროს უზარმაზარ ინფორმაციასთან შედარებით.  ეს ეს გამომაფხიზლებელი ფაქტი თქვენ  დაგამშვიდებთ. 

 

ყველას არ სჭირდება ის, რაც თქვენ გაქვთ

თქვენი უდიდესი მიღწევა, რაც არ უნდა შთამბეჭდავად გეჩვენებოდეთ, ვიღაცისათვის საშინელი კოშმარია. თქვენი ყველაზე ღირებული შენაძენი ვიღაცისათვის უგემოვნო ნაგავია, იტრაბახეთ ფრთხილად!

 

იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გიმართლებთ

იმსახურებ კი თქვენ იმას, რაც გაგაჩნიათ? შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ. ხოლო ის, რაც თქვენ არ გაქვთ? აღიარეთ როლი, რომელსაც ჩვენს სამყაროში თამაშობენ დამთხვევები, სისტემური პროცესები (და, გამართლებას, რასაკვირველია).

 

სცადეთ
სცადეთ. გამოცადეთ ახალი იდეები. გააკეთეთ რაიმე არაჩვეულებრივი. თქვენ ვერ გაიზრდებით, სანამ არ დატოვებთ საკუთარი კომფორტის ზონას.

 

აღიარეთ თქვენი სურვილები

ოცნების უარყოფა - ეს მის ჩანასახშივე მოკვლას ნიშნავს. არ არის საკუთარი თავის დამნაშავედ მიღება რაიმესკენ მისწრაფებისას. არაფერია საშინელი იმაში, თუ რამე გსურთ. შემოინახეთ დანაშაულის შეგრძნება იმ შემთხვევისათვის, თუ არ მისცემთ საკუთარ თავს თუნდაც რაიმეს გასინჯვის შანსს.

 

გადააბიჯეთ საკუთარ საზღვრებს

თუ თქვენ სადმე არ ხართ ნამყოფი, ეს არ ნიშნავს, რო თქვენ იქ არ მოგეწონებათ. თუ რაღაც არ შედის თქვენს მოვალეობებში, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი გაკეთება. მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელ ლიგაში უნდა ითამაშოთ.

 

აიღეთ ძნელი საქმეები

იცოდეთ, რომ წინაღობებმა შეიძლება თქვენი კონკურენტების უდიდესი ნაწილი. ამასთან, როგორც წესი, ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას საბოლოო ჟამში ყველაზე დიდი კმაყოფილება მოაქვს.   

ჩამოდით სხვისი ლიანდაგიდან

არ ღირს იმის კეთება, რასაც სხვები უკვე აკეთებენ - ეს მატარებელი უთქვენოდ წავიდა. მოიფიქრეთ რაღაც საკუთარი, და მაშინ გამოგიჩნდებიან პატივისმცემლები.

 

შეაღწიეთ ნიშაში

რაც უფრო ვიწროა ნიშა, მით უფრო ნაკლებია მიმბაძველების რაოდენობა. თუ გსურთ იყოთ საინტერესო, აკეთეთ რაიმე განსაკუთრებული, და არა ჩვეულებრივი.

 

ნუ გამოეკიდებით საყოველთაოს

თუ რაიმე ყველგან გვხვდება, ის არ არის აუცილებელი ქების ამ მონაწილეობის ღირსი.

 

გახდით შესამჩნევი

რათა იყოთ წარმატებული, თქვენ არ გჭირდებათ გახდეთ მსოფლიოში სახელგანთქმული ან უზნეოდ მდიდარი. უბრალოდ, უნდა გააკეთოთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.

 

მოიკრიბეთ მხნეობა

რათა გქონდეთ საკუთარი აზრი და იაროთ გაუკვალავი გზით, საჭიროა სიმამაცე. თუ თქვენ არ გყოფნით მამაცობა, გრჩებათ მხოლოდ ერთი ადგილის ტკეპნა და იმსჯელოთ იმაზე, ვისაც ის ჭარბად აქვს.

მოაწყვეთ შფოთი

თუ თქვენ უეცრად გაიგებთ, რომ მუშაობთ რაიმე უაზრობაზე ან არა ნაყოფიერზე, დაუყოვნებლივ გაჩერდით. არ ღირს იმასთან ბრძოლა, რაშიც ვერ ხედავთ ღირებულს. თქვენ გაგიკვირდებათ, თუ რამდენი ადამიანი დაუჭერს მხარს თქვენს პროტესტს.

 

 

ერიდეთ ავტორიტეტებს

როგორც წესი, ავტორიტეტები ბოჭავენ, ანელებენ და ზღუდავენ თავისუფლებას. მოიშორეთ ისინი შესაძლებლობის ფარგლებში.

 

ნუ შეუშინდებით უთანხმოებებს

თქვენ არ გსურთ საკუთარი თავის თავსმოხვევა. თქვენ არ გიყვართ ტალღის აგორება. თქვენ ვერ გაბედავთ ითხოვოთ ის, რაც გჭირდებათ. მაგრამ თქვენ მოგიწევთ საკუთარი თავის გადალახვა.

ნუ მიაქცევთ ყურადღებას ლანძღვას

მოსაწყენად ყოფნა უსაფრთხოა. თუ გახებით საინტერესო, თქვენ ხშირად გაიგონებთ „მოიქეცი როგორც წესია". მათ, ვინც თქვენ გლანძღავთ, ასევე „შეეძლოთ", „გაეკეთებინათ", მაგრამ არ გააკეთეს. და ამიტომ აცოფებს მათ თქვენი თავგადასავლებისადმი სწრაფვა .

 

ნუ დააკნინებთ საკუთარ თავს

საზიზღარი ხმა თქვენს თავში გაკრიტიკებთ თუ გამცირებთ? აიძულეთ ის გაჩუმდეს ქმედებებით, რომლებიც დაამტკიცებენ მათ შეცდომას. გაფრთხილება: ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.

 

ისწავლეთ ყველასგან
უნდა ისწავლოთ, თუ როგორ არ უნდა იცხოვროთ, იმ ნაძირალებისაგან, რომლებსაც თქვენ ხვდებით. შეიძლება იმის სწავლა, თუ როგორ უნდა იცხოვრო იმ ადამიანებისგან, ვისაც პატივს გცემთ და გიყვართ. ჩათვალეთ ეს ადამიანური ქცევის თავისებურებების მეცნიერულ კვლევად. 

არ აურიოთ ერთმანეთში დაცინვა და კრიტიკა

კონსტრუქციულია მხოლოდ ის, რის გამოყენებაც შეიძლება სრულყოფილების მისაღწევად.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge