ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაგამოცდილება

გამოცდილება
 | რეიტინგი 3 

ზუსტი ციფრის გახსენება გამიჭირდება, რომ დაგისახელოთ რამდენი გასაუბრებიდან გამოვსულვარ ცივი უარით. ერთადერთი გაჟღერებული მიზეზის გამო : „გამოცდილების არ ქონა"

ყველა ვაკანსიას, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა საიტებზე, ჟურნალ-გაზეთებში, განურჩევლად რანგისა,აქვს აუცილებელი მოთხოვნა - გამოცდილება სამიდან ხუთ წლამდე.

საინტერესოა საიდან უნდა მოიტანოს ახალგაზრდა ადამიანმა მსგავს სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება. როცა მან ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი 4 თუ 6 წლიანი სწავლის შემდეგ. რა თქმა უნდა ამ კითხვაზე პასუხი დღეს ნაკლებად აინტერესებთ. შესაბამისად არც შექმნილი სიტუაციის გამოსწორებაზე ზრუნავს ვინმე.

 

არსებობს სტაჟირების პროგრამები სხვადასხვა სფეროში. თუმცა რამოდენიმე პრობლემა აქაც იკვეთება:

1. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობას, სტაჟირებისთვის განკუთვნილი ადგილები შეზღუდულია და არასაკმარისი.

2. სტაჟირების უმრავლესობა არ არის ანაზღაურებადი

3. სალექციო ცხრილი არ არის მორგებული სტუდენტებზე, რის გამოც შეუძლებელია სწავლა(ბაკალავრიატზე) შეუთავსო სამუშაოს.

4. სტაჟირება როგორც წესი 6 თვიანია. შესაბამისად ამ შემთხვევაშიც ვერ ვეუფლებით 3 წლიან გამოცდილებას.

 

რას ვიღებთ შედეგად?

· იმედგაცრუებულ ახალგაზრდობას

· თვითშეფასების დონე დაწეულ თაობას, რომელიც თანახმაა ყველა სახის სამუშაოზე. ივიწყებს პროფესიას (რომელსაც სულ მცირე 4 წლის მანძილზე ითვისებდა), წყვეტს გონებრივ ზრდა-განვითარებას.

· უმუშევრობის დონე რომ იზრდება და „ბირჟაზე" ახალგაზრდების რაოდენობა იმატებს, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

 

 

 



ავტორი: თეონა თავდიშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge