ფოკალური ობიექტის მეთოდი - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიფოკალური ობიექტის მეთოდი

vivus.ge

ფოკალური ობიექტის მეთოდი
 | რეიტინგი 3 

 

ეს მეთოდი გამოგონილ იქნა მე-19 ს. გერმანიაში. უნდა გადაფურცლოთ ნებისმიერი ლექსიკონი შემთხვევით გვერდზე. რომელი სიტყვაც მოგხვდებათ თვალში, ამ სიტყვის თვისებები უნდა შეუსატყვისოთ თქვენთვის საინტერესო ობიექტს. შემდეგ ამ იდეებს აფასებენ და ახარისხებენ. მაგალითზე უფრო გასაგები იქნება.

ტაფა რომელიც კნავის

ავიღოთ ტაფა ფოკალურ ობიექტად. ე.ი. მიზნად ვისახავთ ტაფის გაყიდვების გაზრდას. ვიღებთ ლექსიკონიდან შემთხვევით სიტყვებს: ხე, კატა, ლამფა, სიგარეტი. რა მახასიათებლები გააჩნიათ მათ?

ხე - მაღალი, მწვანე, შიშველი, იწვის, ფესვები აქვს...

კატა - ყნოსავს, კნავის, ფუმფულაა, ძინავს...

ლამფა - ელექტრული, გატეხილი, მაგიდის, ჯადოსნური...

სიგარეტი - კვამლს უშვებს, მავნეა, აგდებენ, ობდება, ფილტრი აქვს...

 

ტაფას ვანიჭებთ ამ თვისებებს და გამოდის, რომ ის შეიძლება იყოს: მაღალი, მწვანე, შიშველი, მყნოსავი, ელექტრული, ჯადოსნური, კვამლს უშვებდეს, ფილტრით....

 

გატეხილი ტაფა? - ტაფა დაყოფილია სექციებად, რომლებშიც ერთდროულად რამდენიმე კერძი შეიძლება დამზადდეს.

ტაფა, რომელიც „ყნოსავს"? - ტაფას აქვს ინდიკატორი, რომელიც რეაგირებს დამწვარ სუნზე და გამოსცემს ხმებს („კნავის").

ფილტრიანი ტაფა? - ტაფას გააჩნია სპეციალური ჩაშენებული ბადე, რითაც იხსნება ქაფი.

და ასე შემდეგ...

ასე, რომ, ტაფებით სავსე დახლები, მათზე გულგრილი სახეებით მომზირალი ქალბატონებით  სრულებით არ ნიშნავს, რომ ტაფებზე მოთხოვნა არ არსებობს.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge