ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებირა არის ბანკი?

რა არის ბანკი?

პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა არის ბანკი, არც ისე მარტივია, როგორ ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყოფა-ცხოვრებაში ბანკები ეს ფულადი სახსრების საცავია.

მაგრამ ასეთი ახსნა არა მხოლოდ ვერ ხსნის ზოგადად ბანკის რაობას, არამედ ფარავს კიდეც სახალხო მეურნეობაში მის პირდაპირ დანიშნულებას. გარდა ამისა, საქმეს ართულებს თვითონ სიტყვა „ბანკის" მნიშვნელობა (თარგმანში ეს ნიშნავს მერხს, რომელზედაც ხდებოდა საკრედიტო და ფულადი ოპერაციები), ასევე ისეთი გამოთქმები, როგორიცაა წიგნის ბანკი, მონაცემთა ბანკი, რომლებთანაც ბანკს, საერთო ჯამში, არავითარი საერო არა აქვს.

საბანკო ორგანიზაციების საქმიანობა იმდენად მრავალმხრივია, რომ მათი ნამდვილი არსი რამდენადმე გაურკვეველი ჩანს. თანამედროვე სამყაროში ბანკები ოპერაციების უზარმაზარ სპექტრს ასრულებენ. ისინი არა მხოლოდ უზრუნველყოფენ საკრედიტო ურთიერთობებს და ფულის მიმოქცევას; მათი მეშვეობით ფინანსდება სახალხო მეურნეობა, სრულდება ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, ხორციელდება სადაზღვევო პროცესები, ქონების მართვა და საშუამავლო მომსახურებები. საკრედიტო ორგანიზაციები გვევლინებიან კონსულტანტებად, მონაწილეობენ დისკუსიებში სახალზო მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით და  აწარმოებენ გარკვეულ სტატისტიკას.

ბანკი, როგორ ორგანიზაცია

ბანკზე ყველაზე გავრცელებული წარმოდგენაა მისი, როგორც ორგანიზაციის, განსაზღვრება. „საბანკო ორგანიზაციები" - ეს საკმაოდ გავრცელებული გაგებაა. ის გვხვდება როგორც საბანკო კამონმდებლობაში, ისე სერიოზულ სასწავლო ლირეტაურაში. ამ შემთხვევაშიც და შემდგომშიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ორგანიზაცია" გულისხმობს" ადამიანების  გარკვეულ ერთობლიობას.

ბანკს, როგორც ორგანიზაციას, ხშირად აკუთვნებენ ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა "საზოგადოებრივი ორგანიზაცია" და „საქველმოქმედო ორგანიზაცია". მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი თუმცა კი ასრულებს საზოგადოებრივ ფუნქციას, მოცემულ განმარტებებთან მისი ურთიერთკავშირი არ არის მტკიცე. ამრიგად, ბანკი, როგორც ადამიანების გაერთიანება, ისტორიულად უფრო კერძო პირის საკუთრება იყო და მხოლოდ მოგვიანებით, საბანკო საქმის განვითარებასთან ერთად, გადაიქცა წვრილ, საშუალო და მსხვილ გაერთიანებებად.

ბანკი, როგორც საწარმო.

ბანკი ითვლება განცალკევებულ სამეურნეო ობიექტად, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საწარმო. მას ახასიათებს იურიდიული პირის უფლებები, ეწევა სხვადასხვა მომსახურებას, ქმნის და რეალიზებას უკეთებს პროდუქტს და მოქმედებს სამეურნეო ანგარიშის პრინციპით. ბანკი, როგორც წარმოება, წყვეტს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია თავისი მომსახურებაზე და პროდუქტებზე  საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან, მიღებული შემოსავლის საფუძველზე ახორციელებს ეკონომიკურ და სოციალურ ინტერესებს, როგორც მისი კოლექტივის, ასევე ბანკის ქონების მესაკუთრის. ბანკს ასევე შეუძლია სხვადასხვა ხასიათის სამეურნეო საქმიანობის წარმართვა, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო კანონებს. როგორც ყველა საწარმო, ბანკი აუცილებლად უნდა იყოს ლიცენზირებული.

 

ბანკი  როგორც  სავაჭრო ორგანიზაცია.

მრეწველობის  სხვადასხვა  დარგებისგან განსხვავებით, ბანკები  გაცვლით  სფეროებში მოქმედებენ  და  არ აწარმოებენ  არაფერს. მაგრამ  ზოგი თვლის,  რომ  ბანკი  სხვა არაფერია, თუ არა  ერთგვარი  სავაჭრო    კომპანია.  ბანკების  მოღვაწეობის  კავშირი  ვაჭრობასთან  შემთხვევითი  არ არის.  ისინი  თითქოსდა   ნამდვილად ახორციელებენ   რესურსების    ყიდვა-  გაყიდვას, თანამონაწილოებენ  საქონლის  გაცვლაში  და  მუშაობენ  გადანაწილების  სფეროში.  ბანკებს გააჩნიათ  საკუთარი  საცავები, გამყიდვლები,  საქონლის  მარაგები  და  მათი  ფუნქციონირება    დამოკიდებულია  ბრუნვაზე.  ყველა  მსგავსება  ვაჭრობასა  და  ბანკებს  შორის  ამითი  მთავრდება.    გარდა  ამისა,  ეს  მსგავსება  გარეგანი  ხასიათის  მატარებელია,  რამდენადაც  ბანკი  განსაკუთრებული  საქონლით  ვაჭრობს. ფულის  ბაზარზე  სავაჭრო  ოპერაციები  მხოლოდ ვალუტის  ყიდვა-გაყიდვით    ან  სხვა  ფინანსურ  ინსტრუმენტებით   შემოიფარგლება.

ბანკი  როგორც  შუამავალი  ორგანიზაცია.  ბანკის  მუშაობა  ყიდვა-გაყიდვის  სფეროში  წარმოქმნის  მისი არსის   სხვა  განმარტებებსაც. საკმაოდ  ხშირად  ბანკს  ახასიათებენ,  როგორც  შუამავალ  ორგანიზაციას.    რესურსების სპეციფიკური  გადინება,  რომელიც  დროებით ერთთან  ჩერდება,  მეორისგან კი  მის  გამოყენებას  მოითხოვს, ასეთი დახასიათების საფუძველს წარმოადგენს.  ვითარების  განსაკუთრებულობა  ამ  შემთხვევაში  მდგომარეობს  იმაში,  რომ,  კრედიტორს,  რომელიც  რესურსების  გარკვეული   წილის  მფლობელია, სურვილი აქვს  განსაზღვრული  ვადითა და გარანტიით ,პროცენტით, ეს წილი   გადასცეს  სხვას,  მსესხებელ  კონტრ-აგენტს.  ამგვარ  ოპერაციებში  საყრდენ  რგოლად  გვევლინება  შუამავალი  ბანკი,  რომელიც  უზრუნველყოფს  ამგვარი  შეთანხმებების განხორციელებას, წინადადებებისა  და  მოთხოვნილების გათვალისწინების  მიხედვით . შეაგროვებს თუ არა  საკმაოდ დიდ  სახსრსრებს,  მას  საშუალება  ეძლევა  გასცეს  სხვადასხვა   ხანგრძლიობით,  საპროცენტო  სესხი  და  სხვა  პირობითი  კრედიტები.

ბანკი,  როგორც  ბირჟის  აგენტი.  ამგვარი  განსაზღვრების  მიზეზი  გახდა ის  ფაქტი,  რომ,  ბანკები  ბირჟის  აუცილებელი  მონაწიილეები  არიან.  მათ  დამოუკიდებლად  შეუძლიათ  შეასრულონ  საბირჟო  ოპერაციები  და  აწარმოონ  სავაჭრო  საქმეები  საბირჟო  ქაღალდებით.  ამის მიუხედავად  მოცემული  ფაქტები  არ  აქცევენ  ბანკს  ბირჟის  ორგანიზაციის ნაწილად.  კერძო  ბანკები  ბევრად  ადრე  გაჩნდა  ვიდრე  ბირჟები და    ფასიანი  ქაღალდების   ყიდვა-გაყიდვის   ცნება.

ბანკი როგორც  საკრედიტო  ორგანიზაცია. დროთა  განმავლობაში  ბანკების  უმეტეს  ნაწილს  საკრედიტო  ცენტრის  სტატუსი  მიენიჭა.  სწორედ  ამის  გამო    განსაზღვრავდნენ  მას,  როგორც  საკრედიტო  ორგანიზაციას. მაგრამ  ეს  არანაირ  საფუძველს  არ  იძლევა  გათანაბრდეს  „ბანკისა"  და  „კრედიტის"  მნიშვნელობა.

კრედიტი -  ეს სხვა არაფერია თუ არა   დამოკიდებულება  მსესხებელსა  და  კრედიტორს  შორის,  ვალის  დაბრუნების  მიზნით. საკრედიტო  ურთიერთობებში  აუცილებლად  უნდა  მონაწილეობდეს  ორი  მხარე.  ბანკი  კი  კრედიტორისგან  განსხვავებით,  მხოლოდ  ცალმხრივი  ურთიერთობაა,  შესაბამისად,  ბანკი-  ეს  არ  არის  თვით ურთიერთობა,  არამედ იმ  ერთ  სუბიექტთაგანია,  რომელიც    საკრედიტო  საქმეებში  დაპირისპირებულ  მხარს წარმოადგენს.

ბანკები,  როგორც  ავღნიშნეთ,  დაკავებული არიან   არა  მხოლოდ  კრედიტებით,  არამედ  სხვა მრავალი  საქმიანობითაც.ყველა   ბანკი  თავისი  ბუნებით  დაკავშირებულია  კრედიტებთან  და  ფულად   ურთიერთობებთან.    სწორედ  ასეთი  ურთიერთობების  ბაზაზე  წარმოიქმნა  ბანკი,  რომელიც  შეიძლება დავახასიათოთ ,  როგორც,   გარკვეული წარმოების  სისტემა ,  რომლის  პროდუქციაც   ემისიური  და საკრედიტო  საქმიანობაა. ძირითადად ბანკები  შეიძლება  ჩაითვალოს  ფულადი  ნიშნების  გამომშვებ  და  საკრედიტო-ფულადი პროცესების  ორგანიზაციად.

 

 
 

უკან

 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge