როგორ ამოწმებენ ბანკირები კრედიტის პრეტენდენტებს?
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაროგორ ამოწმებენ ბანკირები კრედიტის პრეტენდენტებს?

vivus.ge

როგორ ამოწმებენ ბანკირები კრედიტის პრეტენდენტებს?
 | რეიტინგი 3 

მიუხედავად იმ ხერხების იდუმალებით შეფუთვისა, რომლებითაც ამოწმებენ ბანკირები მსესხებლის პიროვნებას, მთავარი მეთოდები მაინც არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ საიდუმლოებას. ასე, ბანკირების ძირითადი დამხმარეა საკრედიტო ისტორია. თუ კლიენტს ადრე აუღია კრედიტები, არ გადაუხდია და საქმე სასამართლომდე მისულა, მაშინ არც კი ღირს ახალი კრედიტის აღების იმედის ქონა.

ზოგიერთს კლიენტს შეუძლია დამალოს თავისი ადრინდელი ვადაგადაცილებები და იმის იმედად იყოს, რომ, მაგალითად, მათი საკრედიტო ისტორია ინახება ერთ ბიუროში, ხოლო  ბანკი თანამშრომლობს სხვასთან და პრინციპში, ვერც გაიგებს დარღვევების შესახებ. ასეთი შანსი არსებობს, მაგრამ ის ძალზე მცირეა, რადგანაც ყველა ბანკი ცდილობს იმუშაოს მხოლოდ მსხვილ ბიუროსთან, რომელიც მოიცავს მსესხებლების ყველაზე მეტ რაოდენობას.

გარდა ამისა, ყოველ ბანკში არსებობს მსესხებელთა საკუთარი ბაზა, და როდესაც ახალი კლიენტი იმართავს კრედიტისთვის, მის ყველა მონაცემს (ხელფასის დონეს, საქმიანობის სფეროს, ოჯახურ სტატუსს) ადარებენ იმ პირებისას, ვისაც ადრე აუღია სესხი ამ ბანკში. ბანკირები დაიწყებენ ყველაზე უფრო მსგავსი კლიენტების ძებნას, თუ როგორ იხდიდნენ ისნი კრედიტებს, რა დარღვევებს უშვებდნენ.
ბანკირები ხშირად რეკავენ კრედიტის მთხოვნელის სამუშაოზე და აზუსტებენ, თუ ნამდვილად ირიცხება ეს თანამშრომელი შტატში. თუ ფირმა პატარაა, ხოლო მსესხებელი ანკეტაში უჩვენებს ძალზე მაღალ შემოსავალს, ბანკის მუშაკს შეუძლია გაემგზავროს კომპანიის მისამართზე, რათა ნახოს, თუ როგორ ოფისს ქირაობენ ისინი და საერთოდ თუ არსებობს ასეთი ფირმა სინამდვილეში. ბანკირები აუცილებლად შეკრებენ ცნობებს მსესხებლის სამუშაო ადგილის შესახე „გლობალურ ქსელში" - გაეცნობიან კომპანიის საიტს, შეამოწმებენ ტელეფონებს, ფირმის ისტორიას.

მსოფლიო ეკონომიკაში მუდმივი რყევების გამო, ბანკირებმა უფრო მეტი დროის დათმობა დაუწყეს სფეროს, რომელშიც საქმიანობს კრედიტის მაძიებელი - შეძლებს თუ რა ის სწრაფადვე იშოვოს სამუშაო შემცირების შემთხვევაში და რამდენს დაკარგავს/მოიგებს ხელფასში ახალ ადგილზე გადასვლისას.

ამასთან, სწორედ შემოსავლების შემოწმების დონეა ბანკირებისათვის ყველაზე რთულად შესამოწმებელი. საგადასახადო ასეთ ცნობებს არ იძლევა, ხოლო მსესხებლის ფირმის ბუღალტერია ყოველთვის არ არის მზად გააჟღეროს კონფიდენციალური ინფორმაცია პირველივე დარეკვისას. ამიტომ აქ ბანკირები კლიენტის ხელფასს მხოლოდ ირიბად ამოწმებენ, ადგენენ დარგში საშუალო შემოსავალს და ადარებენ ანკეტაში ნაჩვენებს.

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge