საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები სამართლებრივი კუთხით - ავტორი:mindia gostamashvili
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკასაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები სამართლებრივი კუთხით

vivus.ge

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები სამართლებრივი კუთხით
 | რეიტინგი 3 

საქართველოს სახელმწიფოებრიობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს და ამ მხრივ ის ევროპის ბევრი ქვეყნისაგან გამოირჩევა. თუმცა არსებობის ამ ხანგრძლივ გზაზე ჩვენს ქვეყანას ხშირად უხდებოდა მომხდურ მტერთან ბრძოლა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იწირავდა. ამ რთულ გზაზე საქართველო უმეტეს შემთხვევაში მარტო იყო მოკავშირის და ძლიერი დასაყრდენის გარეშე, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არასდროს იხევდა უკან და აქტიურად ეძებდა მოკავშირეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ასეთად ხშირად ქართველ მეფეებს ევროპა ესახებოდათ, რადგან ჩვენ მათი სივრცის ნაწილად ვთვლიდით თავს. ევროპისაკენ სწრაფვა თუ ისტორიის ჩარხს გადავხედავთ დავინახავთ, რომ ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევა არ არის და მითუმეტეს რომელიმე პოლიტიკური ძალის მონაპოვარი-ევროპა ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. საქართველოს გამორჩეული მეფეები ხშირად მიმართავდნენ ევროპას დახმარების საბაბით და საერთო მტრისადმი ერთად ბრძოლის იდეას სთვაზობდნენ. ამის ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებელი, გიორგი მეხუთე, სიმონ პირველი (ის ესპანეთის მეფე ფილიპეს სთხოვდა დახმარებას) სხვა მეფეები და საერო მოღვაწენი. 

ევროპისაკენ სწრაფვა არამარტო ქართველი მეფეების არამედ მთელი ერის სულისკვეთება  იყო. ეს სულისკვეთება ქართველ ერს გამოყვა ახლაც და ამის გამო ჩვენ თავს ევროპული ქვეყნის ნაწილად ვთვლით. მათი პროგრესი სამართლებრივი აზროვნება და თავისუფალი ეკონომიკური ზონა ჩვენი ქვეყნისთვის კარგი პლაცდარმია ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის. 

ევროკავშირი საქართველოსთვის წარმოადგენს იმ გაერთიანებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივ განვითარებას ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამართლებრივ სფეროში. ჩვენთვის მისაღებია ის ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანება. წინა პლანზეა წამოწეული ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება და მისი სახელმწიფოებრივი დამოულიდებლობა.

ზოგადად ევროკავშირის შექმნა განაპირობა მე-20 საუკუნეში ევროპაში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რამაც დასავლეთ ევროპის ქვეყნები თავიაანთი ეკონომიკური  შესაძლებლობების გაერთიანების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

1957 წელს იტალიის დედაქალაქ რომში, კიჯის სასახლეში დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ბენილუქსმა ხელი მოაწერეს საერთო ბაზრის შექმნას, რამაც ევროკავშირის შექმნას დაუდო სათავე. დღეისათვის ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და ეკონოკიკური გაერთიანებაა. მასში გაერთიანებულია 27 ქვეყანა, რომელთა საერთო ფართობი სამ მილიონზე მეტი კვ კილომეტრია და მოსახლეობა დაახლოებით 400 მილიონი კაცი.

იურიდიული თვალსაზრისით ევროკავშირის შექმნას საფუძვლად უდევს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელთა მიზანი იყო ომის შემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ჰარმონიზაცია წევრ ქვეყნებს შორის. მნიშვნელოვან დოკუმენტთა შორისაა 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულება და ასევე 2003 წელს მიერთების ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო ევროკავშირის ერთიანი დოკუმენტის-ევროკავშირის კონსტიტუციის შექმნას. მისი მიღების პროცესი დღესაც მიმდინარეობს.

ევროკავშირის შტაბბინა მდებარეობს ბრიუსელში (ბელგიაში). ევროკავშირის დაბადების დღედ მიჩნეულია 9 მაისი. 1999 წლიდან  წევრ ქვეყნებში მოქმედებს ერთიანი ფულადი ერთეული -ევრო. სამუშაო ენები ევროკავშირში არის ფრანგული და ინგლისური.

ევროკავშირი იურიდიული წესდების მიხედვით რამდენიმე ძირითად ინსტიტუტს მოიცავს.  მათშორის ევროპის კავშირის საბჭოს, ევროპის პარლამენტს, ევროკომისიას და ევროპის სასამართლოს, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს. იგი 27 მოსამართლისა და რვა გენერალური ადვოკატისგან შედგება, რომლებიც ინიშნებიან წევრ სახელმწიფოთა შეთნხმების საფუძველზე 6 წლის ვადით. სასამართლოს ფუნქცია იმაში იკვეთება, რომ ის უზრუნველყოფს სასამართლოს აქტების ინტერპრეტაციას ხელშეკრულებათა შესაბამისად. სასამართლოს ასევე შეუძლია განიხილოს სარჩელი კონკრეტული ქვეყნის მიერ თანამეგობრობის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ. ის უშუალოდ იხილავს იმ სარჩელებს, რომლებიც ევროკომისიის ან წევრ სახელმწიფოთა მიერ არის შეტანილი. დარღვევის თაობაზე, თუ პრეტენზია აქვს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მას შეუძლია ამის შესახებ ევროკომისიას შეატყობინოს და ამის შემდეგ შეიტანოს იქ სარჩელი.

ევროკავშირის მუშაობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირის საბჭოს, რომელიც თავს უყრის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სხვადასხვა დონეზე. მას გააჩნია, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლება. ევროკავშირის მთელი კანონმდებლობა ბიუჯეტის ჩათვლით (რომელიც მრავალ მილიარდ ევროს მიოცავს ) მის ხელში გადის. მასში არის ცხრა სტრუქტურული საბჭო დარგობრივი ერთეულების მიხედვით. მათშორის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და ეკონომიკური საკითხების საბჭოები. იმისათვის, რომ გაერთიანებაში დაცულ იქნეს მცირე ქვეყნის ინტერესებიც გადაწყვეტილების მიღება ემყარება ხმათა უმრავლესობის პრინციპს (ერთი ქვეყანა ერთი ხმა). საკითხის დაბლოკვა შეუძლია წევრ ოთხ სახელმწიფოსაც კი. ევროპული საბჭო ახორციელებს წევრი ქვეყნების თანამდებობის პირების შეხვედრას. იქ ირჩევენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და სხვა თანამდებობის პირებს.

გაერთიანების მნიშვნელოვანი ორგანოა ევროპის პარლამენტი. მის შემადგენლობაში 751 წევრი შედის და მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულად არჩეული პარლამენტია. ის პირდაპირი წესით აირჩევა მარა სამწუხაროდ მისი არჩევნები ხალხში დიდ ინტერესს არ იწვევს და შესაბამისად ნაკლები აქტივობით გამოირჩევა. ევროპული პარლამენტის დანიშნულებაა წევრი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესების გამოხატვა.  თუმცა ეს ინსტიტუტი ყველაზე სუსტი რგოლია ევროპის კავშირის ორგანოებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პარტიული სიჭრელით გამოირჩევა. 

მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ევროპის საგარეო ურთიეთობათა სამსახურს. რომელიც ერთგვარად საგარეო სამინისტროს როლს ასრულებს. ის აქტიურად ერევა არაწევრი სახელმწიფოების საქმეებშიც და თავის სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნებს დებს.

თავად საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებს არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. ევრო გაერთიანებასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო. თუმცა თავიდან, 90-იან წლებში ევრო გაერთიანება ჩვენს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენდა. 2004-2007 წლებში ევროკავშირის აღმოსავლეთით გაერთიანებამ ის სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუახლოვა, თუმცა 1995 წლიდან საქართველოში უკვე არსებობდა ევროკომისარის წარმმომადგენლობა, რომელიც ნელნელა იწყებდა საქართველოსთან ურთიერთობას და შესაბამისად, სხვადასხვა სახის თანამშრომლობას.  

2014 წლის ივნისში ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსა და ევრო გაერთიანებას შორის ურთიერთობები ხარისხობრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. თუმცა 1999 წლიდან ჩვენ უკვე ვსარგელობდით ევროკავშირის მიერ დაწესებული შეღავათებით, (მათშორის საბაჟო მოსაკრებელთან დაკავშირებული შეღავათებით).  2006 წლიდან ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი იყო მინერალური წყლები, ხე-ტყე და ცოცხალი საქონელი.

ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის დროს იმ დროისთვის ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი და მისი პრეზიდენტი ნიკოლაზ სარკოზი იყო. ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც კონფლიქტის ზონაში მოქმედებს და გადაადგილდება. ის აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების სახელით არის ცნობილი.  

ევროკავშირისა და მისი ურთიერთობები კიდე უფრო დააახლოვა აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამამ. ეს ურთიერთობები უნდა ემყარებოდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემის პრინციპებს.

როგორც ვიცით, ევროკავშირთან   საქართველოს ურთიერთობები დაგვირგვინდა ასოცირების შეთანხმების გაფორმებით. იურიდიულად ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთიანად სავალდებულოა ხელმომწერი ორივე მხარისათვის-საქართველოსა და ევროკავშირისათვის. შეთნხმების ზოგად ნაწილში მხარეები თანხმდებიან პატივი სცენ დემოკრატიულ პრინციპებს, ადამიანის უფლებებს თავისუფლებებს, ისევე როგორც ეს განსაზრვრულია გაეროს ადამიანის  უფლებათა დეკლარაციით, ევროპული კონვენციით (1950), ჰელსინკის დასკვნითი აქტითა და პარიზის ქარტიით 1990 წელი. მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტებით, როგორც შიდა ისე საგარეო ურთიერთობებში. ორივე მხარემ უნდა დაიცვას მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პირობები. მათ ხელი უნდა შეუწყონ კანონის უზენაესობის დაცვას, კორუფციისა და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და იზრუნონ რეგიონში სტაბილურობის დასაცავად. ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზანია აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირის ეფექტურობის გაზარდა საგარეო ურთიერთობებში და შიდა რეფორმების საკითხებში.

ჩემი აზრით, შეთანხმებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. საქართველო და ევროკავშირი ადასტურებენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით.

მნიშვნელოვანია ასევე შიდა სახელმწიფოებრივი რეფორმაც, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გავამყაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა. დავიწყოთ სასამართლოსა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ვებრძოლოთ კორუფციას.

საქართველო და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ მიიღებენ ყველა ზომას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე , რათა არ დარჩეს დაუსჯელი საერთაშორისო მნიშვნელობის  მძიმე დანაშაული. ისინი, ასევე ერთობლივი მოქმედებით შეეცდებიან აღკვეთონ ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საფრთხეს უქმნის თნამედროვე მსოფლიოს. ტრეფიკინგი, ნარკოტიკული დანაშაულები და ასევე არა ლიცენზირებული სასაქონლო ტრანზიტები. ეს დანაშაულები ძალზე რთულ მოსაგვარებელ საქმეებს წარმოადგენს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად ბევრ წარმატებულ ქვეყანასაც კი უჭირს.

ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება ასევე კონფლიქტების პრევენციასა და კრიზისების მართვაში. საქართველო და ევროკავშირი ადასტურებენ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულებას საქართველოს სუვერენიტეტის დაცვით. ევროკავშირი ჩვენ დახმარებას გაგვიწევს ასევე, დევნილთა და ლტოლვილთა თავიაანთ კუთვნილ მიწაზე დაბრუნებაში.

საქართველო ასევე, იღებს ვალდებულებას არ დაუშვას იარაღით უკანონო ვაჭრობა, ამ საქმეში ის გაეროს შესაბამისი სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელებს. ჩემთვის იურიდიულად და ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის დამყარებაა ევროპულ კავშირთან. მხარეები ქმნიან თავისუფალ სავაჭრო ზონას, რომელიც მოქმედებს წინასწარ დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში. შეთანხმების ძალაში შესვლისთნავე მხარეები აუქმებენ მეორე მხარის პროდუქციაზე ყველა სახის საბაჟო გადასახადს, გარკვეული სახის პროდუქციაზე კი, დაშვებულია სამი სახის გამონაკლისი ერთ-ერთი მათგანია დათქმული კვოტის გადაჭარბების შემთხვევაში მოხდება განბაჟება გარკვეული თანხის ოდენობით. მეორე უცხო ბაზარზე შესვლის გადასახადი და მესამე მოსაკრებელი გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმებს უკავშირდება.

ძალაში შესვლის ხუთი წლის შემდეგ ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მხარეები განაგრძობენ კონსულტაციას საბაჟო ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისათვის. 

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ გადასახადებისა და მოსაკრებლების ჯამი არ აჭარბებდეს მომსახურების ფასს, არ შეიცავდეს შიდა ბაზრის დაცვის ფარულ მექანიზმს, ან ფისკალური მიზნით იმპორტ-ექსპორტის დაბეგვრას.

ნაწარმის ურთიერთ გაცვლა საჭიროებს სანიტარიის უმაღლეს დონეს ევროპული კვლევების გამოყენებით. მხარეებმა დაავადებათა და ცხოველთა მავნებელთა სიებიც კი უნდა შეადგინონ, რათა მოხდეს პრობლემის დროული აღმოფხვრა. ყველა დავალების შესახებ ინფორმაცია საქართველოდან უნდა გაიგზავნოს ევროკავშირის შესაბამის სასურსათო უწყებებში.

იმპორტირებული საქონლის შემოწმება რეგლამენტირებულია და შემოწმების მოსაკრებელი განისაზღვრება ისევე, როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქტისა (ანუ შემოწმების ფასი არ უნდა აღემატებოდეს ადგილობრივი ნაწარმის შეფასების ფასს.).

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველო ერთვება საერთაშორისო სატრანზიტო სივრცეში, რის შედეგადაც ქართული მანქანები, ქართული სატრანზირო ნომრებით იმოძრავებენ გარკვეული ვადით ევროკავშირის ქვეყნებში სახვდასხვა სახის სამეწარმეო საქონლის გადასაზიდად.

ხელშეკრულების მიზანია ასევე ისიც, რომ იურიდიულად უფრო გარკვეული გახადოს სახელმწიფო შესყიდვებბისა და სამშენებლო ტენდერების გამოცხადება, რომელშიც გამარჯვება კომპანიებს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის გზით შეეძლებათ.

ხელშეკრულება ითვალისწინებს თნამშრომლობას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. კერძოდ ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. მიუხედავდ იმისა თუ, როდის გახდა ნაწარმოები კანონიერად საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.

ხელშეკრულებით რეგულირდება გეოგრაფიული აღნიშვნების აღიარება და დაცვა., რომლებიც წარმოშობილია მხარეთა ტერიტორიებით. ეს აღნიშვნები საერთოა ყველა ევროპული ქვეყნისათვის, რაც ტურისტული რუკის აღქმისა და გაგების პროცესს ამარტივებს.

მხარეებს  უნდა გააჩნდეთ სათანადო კანონმდებლობა, რომელიც არ დაუშვებს თავისუფალი კონკურენციის შემზღუდავ შეთანხმებებს.  მან არ უნდა დაუშვას გარკვეული კომპანიების ერთობლივი მონოპოლია. დომინანტმა კომპანიებმა თავიაანთი გავლენა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ, თუ არა და მას შესაბამისი სანქციები მოყვება. საქართველო და ევროკავშირი გამოცდილებას გაუცვლიან ერთმანეთს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების შესახებ. აუცილებელია ჩვენი მხრიდან ტყის საფარის შენარჩუნება, ვინაიდან ის ჯანსაღი გარემოს შექმნის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რომელსაც შეუძლია ბევრი ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან აცილებას შეუწყოს ხელი. აუცილებელია გარემოს დაცვის კუთხით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაც.

ასოცირების შეთნხმება იდება განუსაზრვრელი ვადით. მისი გამოყენება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ამ რეგიონებზე პოლიტიკურ კავშირს დავამყარებთ. ეს შეთნხმება ძალაში შევა ბოლო რატიფიკაციის შემდეგ. ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს ამ ხელშეკრულების რატიფიცირება, მხოლოს ასე შეიძლება ამ ხელშეკრულებისთვის იურიდიულად ლეგიტიმური ძალის მინიჭება. რატიფიკაციამდე ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ წინამდებარე შეთანხმება, რომელიც ერთგვარად ასოცირების შეთნხმების შემოკლებული ვერსიაა.

დასასრულ, შეიძლება ითქვას კიდევ ერთხელ, რომ ასოცირების შეთანხმება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველო ევროკავშირს შორის. ამ ხელშეკრულებით საფუძველი ეყრება ამ ორი მხარის ხანგრძლივ და მჭიდრო ურთიერთობას, რომელსაც შუძლია ხელი შეუწყოს ჩვენ ქვეყანას, რომ ჩამოყალიბდეს ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ. დასავლური სამყარო პროგრესის ეპიცენტრია, თანამედროვე გლობალურ სივრცეში და მისი დახმარებით ჩვენს ქვეყანას შეუძლია ამ სივრცის ნაწილი გახდეს. აიღოს გარკვეული სახის ვალდებულებები და შეიძინოს ბევრი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებანიც. ევროპა წინსვლაა რასაც მკაფიოდ გვანახებს ამ ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკური მდგომარეობა. ერთად ევროპისაკენ ანუ ერთად დასავლური ცივილიზაციის კერაში. ევროპა ეს ჩვენი კულტურული და ისტორიული არჩევანია.

 

 

 



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge