სალვადორ დალი - ადამიანი სიურრეალიზმი - ავტორი:პავლიკა ჯაგუნავა
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურასალვადორ დალი - ადამიანი სიურრეალიზმი

vivus.ge

სალვადორ დალი - ადამიანი სიურრეალიზმი
 | რეიტინგი 3 

 

 

      სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა მას ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები ფანტასმაგორიებს წარმოადგენენ. აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაშიც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე აცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.

   ჩვენ გვსმენია იმის შესახებ, რომ თავისსავე პატივსაცემად მოწყობილ მეჯლისზე დალი დამპალი ქაშაყით დამშვენებული ქუდით გამოცხადდა; ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ერთი დღე-ღამით იქირავა და შიგ თხის არვე შერეკა; ზღვის ვარსკვლავი საღებავში ამოავლო და საჯაროდ დასვა სახატავ ტილოზე, რითაც ირწმუნებოდა, რომ შეკრებილი საზოგადოება შედევრის დაბადებას ესწრებოდა. ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ აუდიენციის შესახებ, რომელიც დალიმ არამ ხაჩატურიანს მოუწყო, როდესაც სამოცდაათი წლის მხატვარმა დედიშობილად შეასრულა კომპოზიტორის ცნობილი "ცეკვა ხმლებით".

          დალის სიხარბე, ასევე ლეოპარდის ბეწვის ქურქები, წითელი ჩაჩი, ნალოლიავები ულვაში, ზღვის ზღარბები საუზმედ და ლალებითა და ბრილიანტებით მოჭედილი მფეთქავი მექანიკური გული, რაც დალიმ მეუღლეს აჩუქა, დღემდე განსჯის საგანია, ასე რომ, ალბათ მართებულია მცირე ბიოგრაფიული ექსკურსი, მით უფრო, რომ მხატვრის გამოძერწილი და ჟურნალისტების მიერ აფიშირებული ნიღაბი მაინცდამაინც არ წააგავდა მის ნამდვილ სახეს.
   სალვადორ დალი  (სალვადორ დომინგო ფელიპე ხასიენტო ი დომენეკი)  დაიბადა 1904 წელს ესპანეთში კატალონიის პატარა ქალაქ ფიგერასში. სალვადორს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა , მორცხვ, მოსიყვარულე, ჭკვიან და ნათელი წარმოსახვის ბიჭს ოჯახში ყველა ანებივრებდა: დედა აღმერთებდა, მამა კი მის მხატვრობის ნიჭს მუდამ მხარს უჭერდა. დალი  სულ ხატავდა, მის სასკოლო სახელმძღვანელოებში ყველგან მისი ჩანახატები იყო. მისი პირველი ნახატი 1910 წლით თარიღდება ანუ მაშინ, როდესაც დალი 6 წლის იყო. რაც შეეხება მის ოჯახს მამამისი სალვადორ დალი ი ხუსი ფიგერასში ნოტარიუისი იყო, ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ოჯახში დალის ნახატებში მამამისს ყოველთვის გიგანტური ტანი აქვს, შეიძლება ითქვას დალისთვის მამამისი ძალაუფლების სიმბოლო იყო. დედამისთან სალვადორს ცივი ურთიერთობა გააჩნდა. მხატვარს ჰყავდა ძმაც რომელიც დალის დაბადებამდე 1 წლით ადრე გარდაიცვალა მასაც სალვადორი ერქვა. დალის და იყო ანა მარია, რომელიც მხატვრის ნატურაც ხშირად იყო,  1949 წელს ანა მარიამ გამოსცა წიგნი რომელიც სალვადორ დალის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაძლევს.

       13 წლის ასაკში სალვადორი სამხატვრო სკოლაში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებელი იყო ცნობილი მხატვარი ხუან ნუნიესი. სწავლის პარალელურად დალი ზაფხულობით კოსტა-ბრავას სანაპიროზე მეთევზეთა სოფელ კადაკესში ისვენებდა. იქ ყოფნისას სალვადორი მთელი დღე ხატავდა.

   ბავშვობიდანვე დალის მხატვრად გახდომაში ბევრმა ფაქტორმა  შეუწყო ხელი : როგორც უკვე ვთქვით ის განებივრებული ბავშვი იყო, დედაც და მამაც ხელს უწყობდნენ, რათა სალვადორს ორიენტირება ხატვაზე გაეკეთბინა, სწავლობდა სამხატვრო სკოლაში, ისვენებდა სოფელ კადაკესში, მისი ხედების ხატვაშიც დალი მთელ დღეს ატარებდა.

    15 წლის ასაკიდან დალი აქტიურად ერთვება მხატვართა საზოგადოებაში, 1919 წელს მისი მონაწილეობით დაარსდა ჟურნალი „სტუდიუმი". ამავე პერიოდში მხატვარი ინტერესდება ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიით. ნიცშეს აღმოჩენამდეც დალი არი იყო ფანატიკოსი მორწმუნე, დედამისი წირვებზე დადიოდა მამამმისი კი ათეისტი იყო, ნიცშეს „ზარათუშტრამ" გააოგნა დალი, ის წერდა: „როცა ნიცშე აღმოვაჩინე თავზარი დამეცა. ის შავით თეთრზე, თავხედურად წერდა :"ღმერთი მოკვდა!" როგორია! ჯერაც ვერ შევგუებოდი აზრს, რომ ღმერთი არ არსებობდა და ვიღაც მის დაკრძალვაზე მეპატიჟებოდა". მოგვიანებით დალი აღნიშნავს რომ რელიგიური გრძნობა ნიცშემ გაუღვივა.

    1921 წელს დალის  დედა ფელიპა გარდაიცვალა მამამისმა კი ცოლად მოიყვანა ფელიპას და. 1922 წელს მამამისის დახმარებით სალვადორი სწავლას აგრძელებს მადრიდში სან-ფერნანდოს სახელობის სამხატვრო აკადემიაში. აქ მას შემოეხვია ესპაეთში და ევროპაში ცნობილი მხატვრების პლეადა. დალი ინტერესდება ფროიდით და მისეული  „სიზმრის ახსნით", აგრეთვე ის დაინტერესებულია პიკასოთი და მისი კუბიზმით.  პარალელურად დალი აგრძელებს თავის სამხატვრო საქმიანობას, ქმნის ისეთ ცნობლი ნამუშევრებს როგორებიცაა: „ვენერა და კუბიდონები", „ზურგით მჯდარი გოგონა", „ფანჯარასთან მდგომი გოგონა" და ა.შ. 1925 წელს კი ბარსელონაში, გალერეა დალმოში, გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა. 1926 წელს დალი პარიზში წავიდა მისი მიზანი იყო შეხვედროდა პიკასოს ის პარიზში, სახლში ესტუმრა ესპანელ მხატვარს. ამის შემდეგ უკვე დალი იმავე წელს გარიცხეს სან-ფერნანდოს აკადემიიდან, მიზეზად კი მისი „ექსტრავაგანტულობა" და არაკვალიფიციურობა დაუსახელეს. მადრიდიდან ის კადაკესში ბრუნდება და იქ აგრძელბს თავის შემოქმედაბას. პარალელურად ის ხშირად ჩადის პარიზში და ხვდება ცნობილ მხატვრებს, მას ურთიერთობა უწევს სიურრეალისტებთან, სწორედ აქედან იწყება მისი დაინტერესება სიურრეალიზმით.

     რაც შეეხება სიურრეალიზმს მის იდეოლოგად იქცა  ცნობილი ფრანგი მწერალი და პოეტი ანდრე ბრეტონი, რომელმაც 1924 წელს გამოაქვეყნა „პირველი სიურრელისტური მანიფესტი" ბრეტონმა სცადა, სიურრელისტური ფერწერა ორი ძირითადი პრინციპით განესაზღვრა: პირველი არის ავტომატიზმი, მეორე კი ჰალუცინაცია. სიურრელისტები სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ფორმების დაფიქსირებას ცდილობდნენ, ფერწერა კი მათ დახმარებას ვერ გაუწევდა. სიურრელისტებისთვის ფერწერა გამოხატვის საშუალება კი არ იყო, არამედ ფერწერული აქტი, რომელიც რაციონალურობას  მოკლებული იყო. სიურრეალისტები ცდილობდნენ აბსოლიტური რეალობის ფონზე სიზმარსა და რეალობას შორის ჰარმონიის მიღწევას, მატი მიზანი იყო არაცნობიერ სამყაროსთან დაკავშირება. სიურრეალიამის იდეებში აღსანიშნავია ფროიდის გავლენა.

      დალი ხელოვანთა იმ რიცხვს განეკუთვნებოდა, რომლებიც სიზმრების დაფიქსირებას ცდილობდნენ ,თუმცა ის სახვითი ხელოვნების მხარდამჭერი და დამცველი იყო. მკვეთრად იმიჯნება დალის მხატვრობა 1928 წლამდე და მის შემდეგ ანუ სიურრეალიზმამდე და მერე.  დალის პირველი სიურრეალისტური ნახატი იყო „ფერფლის ნამცეცები ანუ ვენერას დაბადება".

გარდა მხატვრობისა დალი დაკავებული იყო სიურრეალისტური ფილმების გადარებით 1929 წელს პარიზში მოეწყო მისი ფილმის  „ანდალუსიური ძაღლი" ჩვენება, რომელმაც მხატვარს  დიდი წარმატება მოუტანა.

    მხატვრის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა მასთან კადაკესში  ბრეტონის, ელუარისა და მისი მეუღლის გალას საპასუხო ვიზიტი 1928 წელს. მომდევნო წელი განსაკუთრებული გამოდგა მხატვრისთვის. 1929 წელს დალი ოფიციალურად შევიდა სიურრეალისტთა ახალი ბირთვის შემადგენლობაში. ამას მოჰყვა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში  და ბოლოს, 1929 წლის დალი და გალა (ელენე დმიტრიევნა დიაკონოვაზე) დაახლოვდნენ. ოსტატის სიტყვებით, მის ცხოვრებაში გალას გამოჩენით ფერწერის ხელოვნებამ ახალი აზრი შეიძინა. 1934 წელს დალი და გალა დაქორწინდნენ და იმავე წელს პირველად ეწვივნენ აშშ-ს. მათი ქორწინების შემდეგ გალამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა დალის ცხოვრებასა და შემოქმედებაში". დალი ამბობდა: „ყველაზე საინტერესო მსოფლიოში ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი - სხვა ყველაფერი , რათქმაუნდა მე და გალას ჩათვლით"
      მხატვრის შემოქმედებაში უხვადაა მეუღლის პორტრეტები, იგი მისი უსაყვარლესი მოდელი იყო, მხატვრის მეორე "მე"-ს განსახიერება. გალა საოცარი არტისტიზმით გამოირჩეოდა. წარმოშობით რუსი, არისტოკრატი, ელენე დიაკონოვა თავიდან პოეტ პოლ ელუარის ცოლი გახლდათ (მათ შვილიც ჰყავდათ სახელად სესილი), რომელმაც უწოდა კიდეც მას "გალა", რაც ფრანგულ ენაზე წააგავს სიტყვებს - "საზეიმო", "ზეიმი".


    დალის იდუმალი ცხოვრება

1930 წლიდან იწყება სალვადორ დალის, როგორც სიურრეალიზმის ახალი ვარსკვლავის აღმასვლა. დიდოსტატის ნამუშევრები ასოციაციური აზროვნების უნარს, ამაღლებულ მგრძნობელობას ითხოვს. აქ მართებულია გავიხსენოთ თვით დალის სიტყვები: "როგორ გინდათ გაიგოთ ჩემი ნახატები, როცა მე თვითონ, მათ შემქმნელს, არ მესმის მათი. ის ფაქტი, რომ ხატვის მომენტში მე არ მესმის ჩემი ნახატების, არ ნიშნავს, რომ ამ სურათებში არავითარი აზრი არაა, პირიქით, მათი აზრი იმდენად ღრმაა, რომ არ ემორჩილება მარტივ ლოგიკურ ანალიზს".
     1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. მხატვართა უმრავლესობა რესპუბლიკელებს უწევენ სოლიდარობას, ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გარიცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი - ეს მე ვარ". ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.  1938 წელს დალიმ აისრულა თავისი ოცნება ლონდონსი გაიცნო რა ზიგმუნდ ფროიდი. დალიმ სხვა სიურრეალისტებისგან განსხვავებით, ფროიდზე გაცილებით უკეთესი სთაბეჭდილება დატოვა, შეხვედრიდან მეორე დღეს ფროიდმა აღნიშნა რომ სიურრეალისტებს უწინ შეშლილებად თვლიდა, დალის გაცნობით კი აზრი სრულიად შეეცვალა.

   მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ-ში,  კალიფორნიაში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948წლის ჩათვლით. 1942 წელს იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული - წიგნი ბესტსელერად იქცა. თვითონ დალი ასე ლაპარაკობდა მისი ამერიკაში გადაბარგებსი შესახებ: "ჰიტლერს ევროპა რომ დაეპყრო, იგი საიქიოს გაისტუმრებდა ჩემნაირ ისტერიკებს. ყველა ჩემი მსგავსი თავისთან, გერმანიაში მან სულით ავადმყოფებს გაუთანაბრა და გაანადგურა. ასე რომ, მე საერთო არაფერი მაქვს ნაცისტებთან".
 
მხატვარმა 9  წელი გაატარა აშშ-ში. იგი განუწყვეტლივ ანცვიფრებდა პუბლიკას თავისი ექსცენტრიკული ქცევით, აღაფრთოვანებდა მნახველებს სულ ახალ-ახალი სურათებით. ამ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სიურრეალიზმის მრავალი ოსტატი, რომლებმაც დატოვეს ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა. 1941 წელს მოეწყო დალის ნამუშევართა გამოფენა ნიუ-იორკის მოდერნარტის მუზეუმში.
   ამერიკულ პერიოდში დალი დიდ დროს უთმობს თეატრს, წერს ლიბრეტოს და ქმნის დეკორაციებს ბალეტისათვის "ლაბირინთი", "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენაზე დგამს ბალეტ "ბაკქანალიას", მუშაობს წიგნების ილუსტრირებაზე, კინოში თანამრომლობს ალფრედ ჰიჩკოკთან და, რა თქმა უნდა, ქმნის სურათებს, მუშაობს დაკვეთილ პორტრეტებზე.
   1948 წელს მხატვარი სამშობლოში, ფიგერასში ბრუნდება. უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში მან შექმნა ასეულობით სურათი, ათასობით აკვარელი, ნახატი, ლითოგრაფია, ოფორტი, ათეულობით ქანდაკება, შუშის ნაკეთობა, საოქრომჭედლო სამკაული, დაწერა წიგნები, და მათ შორის "ერთი გენიოსის დღიური", უამრავი თეორიული ესეი და ტრაქტატი უზარმაზარია დალის მემკვიდრეობა, იგი მოითხოვს დიდ ყურადღებასა და დაწვრილებით შესწავლას.
60-იანების ბოლოს დალისა და გალას ურთიერთობა შეიცვალა. გალას თხოვნით, დალიმ სასახლე იყიდა და გალა ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში ბევრ დროს იქ ატარებდა. უკვე სამოცდაათის იყო, მაგრამ რაც უფრო ბერდებოდა, მით მეტი სიყვარული სურდა."სალვადორისთვის სულ ერთია, ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს" - არწმუნებდა ქმრის მეგობრებს, როცა საწოლში ითრევდა. "გალას იმდენი საყვარლის ყოლის უფლება აქვს, რამდენიც მოესურვება, ვაქეზებ კიდეც, რადგან ეს სასიამოვნოდ მაღელვებს".1982 წელს გალა გრადაიცვალა. დაკრძალვაზე დალი არ იყო. თვითმხილველების მოწმობით, სამარხი რამდენიმე საათის შემდეგ ნახა. «შეხედე, არ ვტირი», - მხოლოდ ეს თქვა.გალას სიკვდილის შემდეგ დალის ცხოვრება განაცრისფერდა, სიგიჟე და სიურეალისტური გასართობები სამუდამოდ გაქრა. აღარც ჭამდა, ყვიროდა, აფურთხებდა მედდებს, უკაწრავდა ფრჩხილებით სახეს, ძლივს ლაპარაკობდა, ტირილში სულს ძლივს ითქვამდა, საათობით ყმუოდა...ის, თუ რა დაკარგა დალიმ გალას წასვლით, მხოლოდ თავად იცოდა.სალვადორ დალიმ გალას შემდეგ 7 წელი იცოცხლა.სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დაკრძალულია ფიგერასში , საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები ესპანეთს დაუტოვა, ესპანეთის მთავრობას მოელაპარაკა, თუ გადასახადებს არ გადაახდევინებდნენ , ყველაფერს დაუტოვებდა.
 სალვადორ დალის - ცოდვილისა და მართალის, მისტიფიკატორისა და მეამბოხის ცხოვრება ხანგრძლივი იყო, მაგრამ არა მარადიული, თუმცა მხატვრის ნაწარმოებებმა, რაც დალიმ მთელ კაცობრიობას დაუტოვა, მისი სახელი უკვდავების შარავანდედით შემოსა.

 

 

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge