მიქელანჯელო - იტალიის უკვდავი შვილი (თავი II) - ავტორი:mindia gostamashvili
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურამიქელანჯელო - იტალიის უკვდავი შვილი (თავი II)

vivus.ge

მიქელანჯელო - იტალიის უკვდავი შვილი (თავი II)
 | რეიტინგი 3 

 

   საინტერესო ფრესკაა ასევე თაღის საყრდენზე დამოხატული „წინასწარმეტყველი ესაიას პორტრეტი". ესაია პირველი დიდი ბიბლიური წინასწარმეტყველია. მისი სახელი გვაუწყებს სულის გათავისუფლებას ღმერთში. წინასწარმეტყველს წიგნის კითხვას ღვთაებრივი ქერუბები აწყვეტინებენ. ამ ნახატზე აღსანიშნავია ესაიას სიმშვიდე, თითქოს ერთი შეხედვით მან კარგად იცის ბიჭმა რაც უნდა უთხრას და თავს ნელი ტემპით აბრუნებს მისკენ. სხვა წინასწარმეტყველების მსგავსად ესაიაც მარმარილოს ტახტზე ზის და თავის ღვთაებრივ წარმომავლობას გვისაბუთებს. ესაიას ბიბლიურად შეუძლია განჭვრიტოს  ქვეყნიერების მომავალი ტანჯვა. სჯერა დედამიწაზე უფლის დაბრუნების. ესაიას პორტრეტი ადამიანურ სიბრძნესაც გამოხატავს. მიქელანჯელოსთვის დამახასიათებელია აგრეთვე სიბილების გამოხატვა. ოსტატი ქრისტიანულ ტრადიციებთან ერთად ანტიკური საბერძნეთის მითოლოგიურ პერსონაჟებსაც ხატავდა.

   სიქსტეს კაპელაში ვხედავთ შვიდ წინასწარმეტყველსა და ხუთ სიბილას, მათ შორის დელფოს სიბილას, რომელიც წინასწარმეტყველებდა უდიდეს ბერძნულ სამისნოში დელფოსში. სადაც აღმართული იყო აპოლონის ულამაზესი ტაძარი. დელფოს სიბილა ანტიკური საბერძნეთის მისანთა ტრადიციას განეკუთვნება. აპოლონის ტაძარში წინასწარმეტყველებდნენ ქალები-სიბილები. სიბილები აპოლონის მკვლელი გველის, პითონის ქურუმი ქალების მემკვიდრეები იყვნენ. ამ ახალგაზრდა ღმერთის სილამაზე მიქელანჯელომ შესანიშნავად გამოხატა. დელფოს სიბილა მხატვრის ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი ქალის ფიგურაა, როგორც კომპოზიციის, ისე გამომსახველობის თვალსაზრისით. მნახველისკენ შემობრუნებული ყმაწვილი ქალი სევდიანად გამოიყურება და გაოცებულია წმინდა ტექსტების კითხვით. დელფოს სიბილა მნახველთან საოცარ კავშირს ამყარებს. მიქელანჯელო მთელი თავისი ოსტატობით ასახავს მის სულიერ და გარეგან სილამაზეს სხვა ქალების ფიგურებისაგან განსხვავებით, როგორიცაა, მაგალითათ კუმის სიბილა. დელფოს სიბილა ქალურია, თავისი ნაკვთებითა და გამოხედვით.

   მიქელანჯელოს ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია წინასწარმეტყველ „იერემიას ფრესკა". ის სიდიდით მეორე წინასწარმეტყველია იეზიკელის შემდეგ. მეცნიერთა აზრით, ამ ფრესკაში მხატვარი საკუთარ თავს გამოხატავს. ტანჯვამ, რომელიც იერემიას სახეზე იკითხება ზოგ მეცნიერს ათქმევინა, რომ ის ავტოპორტრეტია. წინასწარმეტყველის სახით, მიქელანჯელომ თავისი ცოდვით დამძიმებული ცხოვრება გამოსახა. რეალურადაც იერემია გარყვნილების და ცოდვილების მსაჯულია. ის ღმერთის ნების მიმტანია იერუსალიმის ცოდვილ მცხოვრებლებთან. მიქელანჯელო მას წარმოგვიდგენს თავისი ხალხის მომავლის ხედვით დამწუხრებულსა და განადგურების პირას მყოფს. სევდიან გარემოს იერემიას უკან მდგომი ქალის გამოხედვაც ამძაფრებს. ყურადსაღებია აგრეთვე იმ ფერთა გამა, რომელსაც ამ ფრესკაში მხატვარი იყენებს. ზოგი მეცნიერი ამ სურათის შესახებ ამბობდა, რომ აქ გამოსახული იყო არა მხატვრის ავტოპორტრეტი, არამედ იულიუს მე-2-ს საფლავისთვის შექმნილი სკულპტურის-მოსეს სახე, რომელიც პაპის სიდიადეს და მიქელანჯელოს მეამბოხე სულს გამოხატავდა.    მიქელანჯელოს ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია წინასწარმეტყველ „იერემიას ფრესკა". ის სიდიდით მეორე წინასწარმეტყველია იეზიკელის შემდეგ. მეცნიერთა აზრით, ამ ფრესკაში მხატვარი საკუთარ თავს გამოხატავს. ტანჯვამ, რომელიც იერემიას სახეზე იკითხება ზოგ მეცნიერს ათქმევინა, რომ ის ავტოპორტრეტია. წინასწარმეტყველის სახით, მიქელანჯელომ თავისი ცოდვით დამძიმებული ცხოვრება გამოსახა. რეალურადაც იერემია გარყვნილების და ცოდვილების მსაჯულია. ის ღმერთის ნების მიმტანია იერუსალიმის ცოდვილ მცხოვრებლებთან. მიქელანჯელო მას წარმოგვიდგენს თავისი ხალხის მომავლის ხედვით დამწუხრებულსა და განადგურების პირას მყოფს. სევდიან გარემოს იერემიას უკან მდგომი ქალის გამოხედვაც ამძაფრებს. ყურადსაღებია აგრეთვე იმ ფერთა გამა, რომელსაც ამ ფრესკაში მხატვარი იყენებს. ზოგი მეცნიერი ამ სურათის შესახებ ამბობდა, რომ აქ გამოსახული იყო არა მხატვრის ავტოპორტრეტი, არამედ იულიუს მე-2-ს საფლავისთვის შექმნილი სკულპტურის-მოსეს სახე, რომელიც პაპის სიდიადეს და მიქელანჯელოს მეამბოხე სულს გამოხატავდა.   მიქელანჯელოს ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია წინასწარმეტყველ „იერემიას ფრესკა". ის სიდიდით მეორე წინასწარმეტყველია იეზიკელის შემდეგ. მეცნიერთა აზრით, ამ ფრესკაში მხატვარი საკუთარ თავს გამოხატავს. ტანჯვამ, რომელიც იერემიას სახეზე იკითხება ზოგ მეცნიერს ათქმევინა, რომ ის ავტოპორტრეტია. წინასწარმეტყველის სახით, მიქელანჯელომ თავისი ცოდვით დამძიმებული ცხოვრება გამოსახა. რეალურადაც იერემია გარყვნილების და ცოდვილების მსაჯულია. ის ღმერთის ნების მიმტანია იერუსალიმის ცოდვილ მცხოვრებლებთან. მიქელანჯელო მას წარმოგვიდგენს თავისი ხალხის მომავლის ხედვით დამწუხრებულსა და განადგურების პირას მყოფს. სევდიან გარემოს იერემიას უკან მდგომი ქალის გამოხედვაც ამძაფრებს. ყურადსაღებია აგრეთვე იმ ფერთა გამა, რომელსაც ამ ფრესკაში მხატვარი იყენებს. ზოგი მეცნიერი ამ სურათის შესახებ ამბობდა, რომ აქ გამოსახული იყო არა მხატვრის ავტოპორტრეტი, არამედ იულიუს მე-2-ს საფლავისთვის შექმნილი სკულპტურის-მოსეს სახე, რომელიც პაპის სიდიადეს და მიქელანჯელოს მეამბოხე სულს გამოხატავდა.    მიქელანჯელოს ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია წინასწარმეტყველ „იერემიას ფრესკა". ის სიდიდით მეორე წინასწარმეტყველია იეზიკელის შემდეგ. მეცნიერთა აზრით, ამ ფრესკაში მხატვარი საკუთარ თავს გამოხატავს. ტანჯვამ, რომელიც იერემიას სახეზე იკითხება ზოგ მეცნიერს ათქმევინა, რომ ის ავტოპორტრეტია. წინასწარმეტყველის სახით, მიქელანჯელომ თავისი ცოდვით დამძიმებული ცხოვრება გამოსახა. რეალურადაც იერემია გარყვნილების და ცოდვილების მსაჯულია. ის ღმერთის ნების მიმტანია იერუსალიმის ცოდვილ მცხოვრებლებთან. მიქელანჯელო მას წარმოგვიდგენს თავისი ხალხის მომავლის ხედვით დამწუხრებულსა და განადგურების პირას მყოფს. სევდიან გარემოს იერემიას უკან მდგომი ქალის გამოხედვაც ამძაფრებს. ყურადსაღებია აგრეთვე იმ ფერთა გამა, რომელსაც ამ ფრესკაში მხატვარი იყენებს. ზოგი მეცნიერი ამ სურათის შესახებ ამბობდა, რომ აქ გამოსახული იყო არა მხატვრის ავტოპორტრეტი, არამედ იულიუს მე-2-ს საფლავისთვის შექმნილი სკულპტურის-მოსეს სახე, რომელიც პაპის სიდიადეს და მიქელანჯელოს მეამბოხე სულს გამოხატავდა.

   მიქელანჯელოს ულამაზესი ფრესკაა ასევე „ლიბიის სიბილა", რომელიც სიქსტის კაპელას თაღზეა გამოსახული. ლიბიის სიბილა წინასწარმეტყველებდა ამონის ტაძარში, რომელიც ლიბიის უდაბნოს გულში, სიფის ოაზისში მდებარეობდა. მიქელანჯელომ ეს ქალღმერთი ნათელ ფერებში წარმოაჩინა. მას ზურგი მნახველისაკენ აქვს მოტრიალებული. ოსტატმა მთელი სიზუსტით გამოხატა ქალის ახალგაზრდა იერი, რომელსაც ხელში წინასწარმეტყველების წიგნი უჭირავს. მიქელანჯელო ამ ნახატს 17 დრე ქმნიდა. ეს სიქსტეს კაპელის ერთადერთი გამოსახულებაა, რომელსაც მე-15 საუკუნის გენიოსმა ყველაზე დიდი დრო მოანდომა.

   მიქელანჯელომ თაღის ცენტრალურ ნაწილში გამოსახა „მნათობების შექმნა". ღმერთის სახე აქ დაძაბულია ვინაიდან ის სამყაროს შექმნის პროცესშია ჩართული ქმნის მნათობებს, ბუნებას, მცენარეებს. ღმერთს ხელი აქვს გაშლილი ცისკენ, მზისა და მთვარის შექმნას გვამცნობს.

   მიქელანჯელოს შემოქმედების ზენიტია „ადამის შექმნა". ამ სურათზე გამოსახულია კაცობრიობის დასაბამი. ერთ ფრესკაში მან მთელი ადამიანური ფილოსოფია წარმოგვიდგინა. ხელოვნების ისტორიაში, არც თუ ისე, ბევრ ნაწარმოებს აუსახავს ასე უბრალოდ და ზუსტად დაბადების ჩაუწვდომელი საიდუმლო. მას მერე, რაც ღმერთმა გააჩინა სინათლე, წყალი, ცეცხლი, დედამიწა, ცხოველები და მცენარეები, ღმერთმა შექმნა არსება . . .

 

მიქელანჯელოს ერთ-ერთი შთამბეჭდავი ნამუშევარია ასევე სიქსტის კაპელაზე გამოსახული „წარღვნის" ეპიზოდი. ის ასევე რელიგიური შინაარსისაა. ბიბლიიდან ვიცით, რომ ღმერთმა ნოეს ხის კიდობანის აგება დაავალა, რათა ცოცხალი არსებები გადაერჩინა, ვინაიდან განრისხებული ღმერთის ბრძანებით დედამიწაზე 40 დღე და ღამე განუწყვეტლივ უნდა ეწვიმა. მას ამით ცოდვილი კაცობრიობა უნდა დესაჯა. მიქელანჯელომ შესანიშნავად გამოხატა ღვთის რისხვის გამო, ამოსაწყვეტად განწირული ადამიანების შეშინებული და დაბნეული სახეები. მოქანდაკის ბიოგრაფის, ასკანიო კონდიკის თანახმად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი სცენა რომელიც გამოსახა მხატვარმა სიქსტის კაპელას თაღზე. ამ ნახატში კარგად ჩანს მიქელანჯელოს განსწავლულობა ადამიანის ანატომიაში. მან, როგორც ჩანს, ზედმიწევნით ზუსტად იცის ადამიანის აგებულება, მისი შინაგანი ბიოლოგიური სტრუქტურა.

    თაღის ცენტრალურ ნაწილშია გამოსახული „ნოეს სიმთვრალე". ნოე წარღვნის შემდეგ ღვთის რჩეული კაცი იყო. სურათის კუთხეში, პირველ მოქმედებაში ჩანს, რომ კაცი მიწას ამუშავებს, ის შესაძლოა ნოე იყოს. მარჯვენა მხარეს კი მოხუცი ნოე მთვრალი წევს მიწაზე, გვერდით კი ღვინის დოქი უდგას, მის წინ კი შვილები დგანან, რომლებიც მამას, სავარაუდოთ, გაკვირვებით უყურებენ. სურათის სცენაში არაა სიმძაფრე, მხოლოდ ამბავი ჩანს აქ დაძაბული. შეიძლება ითქვას, რომ ბუნდოვანია სურათზე გამოსახული სამი ყმაწვილის, როგორც პიროვნება,ასევე მათი დამოკიდებულებაც მთვრალი ნოესადმი.

   სიქსტეს კაპელას დასავლეთ ფასადზე მიქელანჯელომ წარმოგვიდგინა „განკითხვის დღე" -ქრისტე განკითხავს ადამიანებს. მიქელანჯელო განკითხვის დღის შექმნისას შთაგონებული იყო დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედიით. დანტეს ეს პოემა სამ ნაწილად იყოფა: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე. თითოეული მათგანი 33 სიმღერისაგან შედგება. ამ ფრესკის შექმნა მიქელანჯელოს კლიმენტ მე-7 და პავლე მე-3 დაავალეს. ამ ფრესკის დასახატად არაერთი ფანჯრის ამოქოლვა და პერუჯინოს ნახატების ჩამოფხეკა გახდა საჭირო. ამ ნამუშევარზე კარგად არის გამოსახული რელიგიური და მითოლოგიური სცენები. ჯოჯოხეთი ფრესკის ქვედა ნაწილზეა გამოსახული, ღვთაებრივი სამყარო კი სურათის ზედა ნაწილზეა. ამ ფრესკაზე, მეცნიერთა აზრით, 400-მდე ფიგურაა გამოსახული. ფრესკის შუაში კი გამოსახულია ქრისტე, რომელიც ცოდვილებს განიკითხავს. მეცნიერთა ნაწილს ახალგაზრდა ღმერთი ბერძნულ-რომაული მითოლოგიის ღმერთს აგონებს, რადგან ისიც მათსავით ახალგაზრდა და ათლეტურია. ღმერთს ზევსის მსგავსად ხელი აღუმართავს ცოდვილების წინააღმდეგ.

   განკითხვის დღის გაგრძელებაა მეორე განკითხვის დღე „ქარონს განკითხულნი გადაჰყავს". ეს ფრესკა, ასევე სიქსტეს კაპელას დასავლეთით არის გამოსახული. „განკითხვის დღის" ქვედა ნაწილში, რომელიც მიქელანჯელომ ჯოჯოხეთს მიუძღვნა, ვხედავთ მითიურ ქარონს. მას განკითხულნი ჯოჯოხეთის მითიურ მსაჯულ-მინოსთან გადაჰყავს. მინოს ტანზე გველები ჰყვანან შემოხვეული. ამ სურათის შემხედვარე ადამიანს თვალწინ დანტე ალიგიერის მიერ აღწერილი ჯოჯოხეთი წარმოუდგება. ნახატზე, როგორც დანტეს მიერაა აღწერილი,  ჩანს გვამები, ჩონჩხები, ცეცხლი. ეს ჯოჯოხეთის სურათს კიდევ უფრო ამძაფრებს. სურათის ემოციურობა კი ამ ფიგურების ემოციურობით არის განპირობებული.

   „სავლეს მოქცევა" სიქსტეს კაპელას კედელზე 1542-1545 წლებში გამოსახა მიქელანჯელომ. რომელიც სახარების თანახმად, ურწმუნო სავლეს მოქცევას გამოსახავს. ის ჯარისკაცებსა და სხვა პერსონაჟებს უფალთან მარტო ჰყავთ თითქოს დატოვებული. ფრესკის მოხატვისას,სავარაუდოდ მიქელანჯელო განიცდიდა ადგილის სივიწროვეს და ალბათ ამან განაპირობა პერსონაჟთა ქაოტური მდგომარეობაც.

  დიდ ინტერესს იწვევს მიქელანჯელოს „წმინდა პეტრეს ჯვარცმა", რომელიც პავლეს კაპელაზეა შესრულებული 1545-1550 წლებში. რომის ეკლესიის პირველი მეთაურის-პავლეს მარტვილობა ფლორენციელმა ხელოვნების ტიტანმა გასაოცარი ოსტატობით წარმოადგინა. სცენები ემყარება „ ოქროს ლეგენდასა" და იოანეს სახარებაში თავმოყრილ იესოს წინასწარმეტყველებებს. პეტრე უფლის პატივისცემის ნიშნად აირჩევს, რომ ნერონმა ჯვარს თავდაყირა აცვას. მე-2 საუკუნის ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ვინმე მარცელმა პეტრე ჯვრიდან ჩამოხსნა და დამარხა. მისი სამარხი ვატიკანის ბაზილიკაშია. თავად პავლეს კაპელა კი მცირე ზომის, მარმარილოთი და ბრინჯაოთი მოპირკეთებული ოთახია, რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ პაპს აქვს. „წმინდა პეტრეს ჯვარცმა" კი იქ შემავალი დერეფნის ერთ-ერთ კედელზეა გამოსახული. მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ჯვარცმული პეტრე.

 დასკვნა:  დასკვნის სახით კი მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ჩემი აზრით, მიქელანჯელო იყო, არის და იქნება ხელოვნების უკვდავი გენია. ამაზე მეტყველებს არაერთ ხელოვანზე მიქელანჯელოს სტილის გავლენა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვანთათვის დღესაც ნამდვილ იდეალს წარმოადგენს ფლორენციელი მიქელანჯელო. მისი შემოქმედება არის ბრწყინვალე, დიადი,სანუკვარი მწვერვალი, რომლის დაპყრობაც, მრავალი მცდელობის მიუხედავათ, ვერცერთმა ხელოვანმა ვერ შეძლო. მიქელანჯელოზე არის ნათქვამი მხოლოდ ეს სიტყვები "ვინც ერთნაირად წერს, ხატავს და აქანდაკებს, მიქელ-ანგელოზია და არა მოკვდავი". მიქელანჯელოს გენიალურობაზე,  და გასაოცარ შრომისმოყვარეობაზე მის შემოქმედებასთან ერთად მისი ლექსიც მეტყველებს:

 ასეა! უთმობს პირველობას მიზეზი შედეგს!

ასე რგებია ქანდაკებას დიადი ბედი:

ჩვენს არსებაზე ხელოვნების ხვედრია მეტი!

დრო ვერა სძლევს და ცოცხლობს ჩვენი სიკვდილის შემდეგ.

 გენია-მიქელანჯელო იტალიის ყველადროის ერთ-ერთმა უმშვენიერესმა და უმდიდრესმა  ქალაქმა ფლორენციამ შვა. ეს ქალაქი ხელოვნების ტიტანთა სავანე იყო  აქ ერთ დროს მოღვაწეობდნენ; ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი და რაფაელი. ამიტომაც უწოდა სტენდალმა ამ ქალაქს „ ფლორენციული სინდრომი". კარლ მეხუთე კი ბუონაროტიზე- ამბობდა „ქვეყნად მრავალი იმპერატორია, მიქელანჯელო კი ერთია".

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1.      აკაკი გელოვანი, მარად ცოცხალი ხელოვნება, თბილისი,1975წ.

2.      დიდი მხატვრები,  გამომცემლობა , „პალიტრა", თბ. 2010.

3.      ი. ხუბაშვილი, ვენეციისა და ფლორენციის დიპლიმატია  XIII-XV  სს, თბილისი 2004წ.

4.      შუა საუკუნეების ისტორია გ. კუტალიას რედაქციით, თბ, 2005 წ.

 

ინტერნეტ საიტები:

5.      http://mv.vatican.va

6.      www.firenzemusei.it/uffizi/

7.      www.polemuseale.firenze.it/accademia

8.

 



ავტორი: mindia gostamashvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge