გემის კაპიტნის რჩევა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაგემის კაპიტნის რჩევა

vivus.ge

გემის კაპიტნის რჩევა
 | რეიტინგი 3 

 

 

რჩევა - არის ყველაზე სასარგებლო და ამავდროულად ყველაზე უსარგებლო რამ. რჩევას, თუ გამოიყენებთ შეიძლება უზარმაზარი სიკეთე (მატერიალური ან/და არამატერიალური) მოგიტანოთ. მაგრამ თუკი რჩევას არ მიიღებთ, მას სხვა ვერაფერში გამოიყენებთ.

ერთი ძველი მეზღვაური, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გემის კაპიტნად მუშაობდა, სანაპიროზე სეირნობდა. მან შენიშნა, რომ ერთ სავაჭრო გემზე ხის მორებს ტვირთავდნენ. ძველი მეზღვაური მივიდა გემის კაპიტანთან და უთხრა:

-         თუ გსურს, შემიძლია ერთი რჩევა მოგყიდო.

-         გაეთრიე აქედან შე ბებერო მაწანწალა - უყვირა მედიდურმა კაპიტანმა და განაგრძო თავისი საქმის კეთება.

გემი ზღვიდან არ დაბრუნებულა. ის ჩაიძირა.

აი ის რჩევა, რომლის მოსმენაც არ ისურვა ამაყმა კაპიტანმა: ხის მასალებს ამაგრებდნენ ძალზე მაგრად, რაც იყო სახიფათო. მორები უნდა დამაგრებულიყო ძალზე სუსტად. მოსალოდნელი იყო შტორმი და თუკი მორები ძალზე ძლიერ იქნებოდა დამაგრებული, მეზღვაურები ვერ მოახერხებდნენ მათ წყალში გადაყრას სწრაფად, გემი გადატრიალდებოდა და ჩაიძირებოდა. სუსტად დამაგრებულ მორებს კი წყლის ტალღები გადაყრიდნენ გემიდან და ხომალდიც გადარჩებოდა და მოტივტივე მორებიც შეგროვდებოდა კვლავ, მას შემდეგ რაც ქარიშხალი ჩადგებოდა და ზღვა დაწყნარდებოდა.

ცხოვრებაში ალბათ თქვენც შეხვედრიხართ ამგვარ „გემის კაპიტანს", რომელსაც თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია და სხვისი რჩევის მიღება მის თავმოყვარეობას ლახავს. ზოგიერთი მართლა ჭკვიანი და მაღალპროფესიონალია, მაგრამ ის ჭკვიანია მხოლოდ თავისი პროფესიის ფარგლებში, მის მიღმა კი ის შეიძლება სრული ბრიყვი იყოს. მე, მაგალითად, სრული ბრიყვი ვარ პოლიტიკაში და კიდევ სხვადსხვა სფეროებში (ჩამოთვლა არ მინდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი სფეროა რომ სამარცხვიონა ამის აღიარება). ამის აღიარება მე უპირატესობას მანიჭებს, იმიტომ, რომ თუკი ადამიანი რჩევას მომცემს, მე „ყოვლისცოდნედ" არ მოვაჩვენებ მას თავს და რჩევას მივიღებ.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge