9 ხერხი თუ როგორ დაეხმარო შენს პრტნიორს
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმია9 ხერხი თუ როგორ დაეხმარო შენს პრტნიორს

vivus.ge

9 ხერხი თუ როგორ დაეხმარო შენს პრტნიორს
 | რეიტინგი 3 

 

ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება მხარდაჭერა და შექება, ხოლო პარტნიორის ქცევა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს თქვენს წარმატებებსა და წარუმატებლობებზე. წარმოგიდგენთ პარტნიორის დახმარების 9 უბრალო ხერხს, რომ ის გახდეს წარმატებული.

            ისეთი თანამედროვე მოაზროვნეების  წიგნებმა და საგაზეთო სტატიებმა, როგორებიც არიან შერილ სენდბერგი და კერრი ლერპენი, წარმოშვეს ბევრი საკითხი, რომლებიც ეხება ქმრებისა და ცოლების როლს ცნობილი ადამიანების წარმატებაში. 

            ცოტა ხნის წინ მე ვესაუბრე ავსტრალიელ მეწარმეს მელისა სმიტს, რომელმაც საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა რამდენიმე პროვოკაციული სტატია და ისინი ძალზე სწრაფად გავრცელდა მთელს ინტერნეტში. სტატიები ეხებოდა ურთიერთობებს ოჯახში, ამიტომაც მე და ჩემს ცოლმა გადავწყვიტეთ გვენახა, შევესაბამებით თუ არა ჩვენ მელისას სტანდარტებს. 

            ამაზე მსჯელობისას ჩვენ დავადგინეთ, რომ სრულიად კმაყოფილნი ვართ ერთმანეთით. ჩემი ცოლი - საოცრად გულისხმიერი ადამიანია, იმ დროს კი მე გამოვიტანე დასკვნები პირველი (წარუმატებელი) ქორწინებიდან და ვისწავლე დამეფასებინა მის მიერ გამოვლენილი მხარდაჭერა. თანამედროვე სამყაროში მამაკაცმა და ქალმა შეიძლება გაცვალონ როლები, მგრამ ერთი რამ კი უცვლელი რჩება: თუ თქვენ უანგაროდ ეხმარებით თქვენს პარტნიორს, მას შეუძლია მიაღწიოს დიდ წარმატებას, და, შედეგად, თქვენი ერთობლივი ცხოვრება გახდება კიდევ უფრო ბედნიერი. აი, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება.

1.      განსაზღვრეთ ერთობლივი პრიორიტეტები.

ბევრია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია შეგეძლოთ კომპრომისებზე წასვლა, თუმცა, უსასრულო თვითშეწირვა არ იწვევს დადებით შედეგებს.  კონსტრუქციული განხილვა დაეხმარება პარტნიორებს განსაზღვრონ საკუთარი პრიორიტეტები და დაისახონ მსგავსი მიზნები, რომლებსაც შეუძლიათ საერთო ბედნიერების უზრუნველყოფა. დაარწმუნოთ პარტნიორი იმაში, რომ ჯანმრთელი ამბიციები  - ეს კარგია, ხოლო ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებები სასარგებლო იქნება მთელი ოჯახისათვის.

2.      იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე...

ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოიყურებით, განსაკუთრებით დაოჯახებული ადამიანები. მიმართეთ მთელი ძალისხმევა იმისკენ, რომ გამოიყურებოდეთ მოდურად და მოვლილად, თუნდაც იშვიათად გადიოდეთ სახლიდან. მიეცით საშუალება პარტნიორს იგრძნოს, რომ სწორედ მისთვის ცდილობთ. თქვენი ძალისხმევა  უბიძგებს მას იმუშაოს უფრო ბეჯითად თქვენზე საპასუხო შთაბეჭდილების მოსახდენად.

3.      წაახალისეთ...

მას შედეგ, რაც მე პირველად შევხვდი  ჩემს მომავალ ცოლს, ის მე მიგზავნის სახალისო საქებარ წერილებს ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვგეგმავ მსხვილ გარიგებას. აქამდე მე არასოდეს არ განმიცდია მსგავსი რამ. მისი სიტყვები მაიძულებენ ვიგრძნო თავი პრაქტიკულად ყოვლისშემძლედ და საყვარელ ადამიანად.  ჩვენ ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს ჩანაწერებს და ღია ბარათებს იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. მთელს მსოფლიოში მოგზაურობისას, მე ყოველ საღამოს ვუგზავნი ცოლს შეტყობინებებს, რომლებმაც უნდა  გაალამაზონ მისი დროებითი მარტოობა. იპოვეთ თქვენი საკუთარი საშუალება უჩვენოთ პარტნიორს, თუ რაოდენ ბევრს ნიშნავს ის თქვენთვის.


4. იყავით პატიოსნები

თუ თქვენ ხედავთ, რომ პარტნიორი აპირებს მიიღოს მცდარი გადაწყვეტილება, თქვენ შეგიძლიათ მას ის გადააფიქრებინოთ. სანდო ურთიერთობები, კრიტიკის მიღებისა და თვითკმაყოფილი მისწრაფებების შეკავების უნარს შეუძლია აარიდოს პოტენციური კატასტროფა. სჯობს საკუთარი შეცდომის აღიარება და მიზნის მიღწევა, ვიდრე ჯიუტად ეცადოთ დარჩეთ თქვენს აზრზე და  განიცადოთ დამარცხება.

 

5. მიანიჭეთ ერთმანეთს თავისუფლება

პირადი სივრცისა და მისწრაფებების პატივისცემა - ეს არის მთავარი, რაც მე ვისწავლე ოჯახური ცხოვრების დროს. ზოგჯერ ადამიანებს ესაჭიროებათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება პირადული ზრდა. მიეცით პარტნიორს საშუალება ისარგებლოს თავისუფლებით და გააკეთოს ის, რაც მას სურს, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. გონივრული დამოუკიდებლობა - ეს არის ოჯახური ბედნიერების ერთერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, იმ დროს, როდესაც მუდმივ ბრძოლას პირველობისათვის შეუძლია გაანადგუროს თქვენი ქორწინება.


6. იყავით რომანტიკული

ჯანმრთელ ურთიერთობებს ყოველთვის თავს ახლავს სექსუალური ენერგია, ხოლო პარტნიორებისათვის არ არის უცხო მსუბუქი ფლირტი. ასეთი ატმოსფერო საშუალებას აძლევს მათ გადაიტანონ ყურადღება სამუშაოდან და მოიხსნან დაძაბულობა. ვახშამი სანთლების შუქზე, ლამაზი თეთრეული, საჩუქრები ერთმანეთისათვის და სიურპრიზები - ეს არის არა ფუფუნება, არამედ ვნების შენარჩუნების საშუალება. არ დაგავიწყდეთ პარტნიორისათვის თქვენი სიყვარულის ჩვენება. რომანტიკა უნდა ახლდეს ხანგრძლივ ურთიერთობებსაც.


7. იზრუნეთ წვრილმანებზე

როდესაც ადამიანებს არ სურთ დაკავდნენ მცირე ყოფითი საკითხებით, მათ შეუძლიათ ათასი მიზეზის მოყვანა მათთვის თავის არიდებისათვის. ჭურჭლის, სარეცხის  რეცხვას და საჭმლის მომზადებას შეუძლია გამოიწვიოს უამრავი უთანხმოება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პარტნიორები მიმართულნი არიან საკუთარი კარიერისაკენ. მათ შეუძლია დაეხმაროს პრიორიტეტების განსაზღვრა და გონივრული დაგეგმვა. შეიძლება, რომ მათ შეიძლება დაიქირაონ სახლში დამხმარე, რათა ჰქონდეთ საშუალება მიაპყრონ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საქმეებს.


8. უნდა ისწრაფოდეთ სრულყოფილებისაკენ

თუ თქვენს კარიერაში დადგა უძრაობის ხანა, ხოლო თქვენი პარტნიორი აგრძელებს წინსვლას, თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავი დაჩაგრულად ან მიტოვებულად. გახსოვდეთ, რომ თქვენ პასუხს აგებთ საკუთარ სიცოცხლეზე. იკითხეთ წიგნები, ისწავლეთ რაიმე ახალი, პარტნიორის მაგალითით შთაგონებულმა.


9. გულწრფელად გიხაროდეთ  წარმატებები

მიუხედავად იმისა, თუ ვისი წვლილია უფრო მეტია ოჯახის ბიუჯეტში, თქვენ მაინც რჩებით ერთ გუნდად. შური ან ეჭვი შეუძლებელს ხდის საერთო მიღწევებს, და ამიტომ თქვენ უნდა ისარგებლოთ ნებისმიერი საშუალებით აღნიშნოთ საერთო მიღწევები. არ დაგავიწყდეთ პარტნიორისათვის იმის შეხსენება, რომ მისი არსებობა   წარმოადგენს თქვენი ბედნიერების საფუძველს, ხოლო მისი მხარდაჭერა გაძლევთ ძალას შემდგომი წინსვლისათვის.

 

KEVIN DAUM, inc.com 

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge