ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციასამი კატეგორიის ადამიანი ინვესტიციებში

სამი კატეგორიის ადამიანი ინვესტიციებში
 | რეიტინგი 3 

 

 

ინვესტიციებთან მიმართებაში, ადამიანები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და ინვესტორები.

განვიხილოთ თითოეული მათგანი.

Ø      ჟუნრალისტი - კომპანიის შესახებ აგროვებს ინფორმაციას იმისათვის, რომ მოამზადოს სიუჟეტი. მას არ ევალება სიღრმისეული ანალიზი. მისი მოვალეობაა სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინოს კომპანია, ზედაპირული მსჯელობებით. შესაბამისად მის მიერ მომზადებული მასალა, თავად კომპანიის მესვეურთა აზრით, ძალზე არაობიექტური და ტენდენციური იქნება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტატია პრობლემური საკითხების განხილვას ეხება. ეს მართალია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. ჯორჯ სოროსის ნათქვამი გამახსენდა: "რაც არ უნდა ვთქვა რეპორტიორებთან, ჟურნალისტები მას კონტექსტიდან ამოგდებულად მიაწვდიან მკითხველს".

 

 

 

Ø      ანალიტიკოსი - უფრო უღრმავდება კომპანიის საქმეების შესწავლას. ის ამას აკეთებს იმისათვის, რომ სხვებმა გამოიყენონ მისი ანალიზი, მოგების მიღების მიზნით, თავად კი იღებს ანაზღაურებას. ვინაიდან ის არის დაქირავებული მუშაკი და თავისი ანალიზის ხარისხის გამოსაცდელად საკუთარ ფულს არ დებს, ხარისხის ასამაღლებლად სტიმული არ გააჩნია.

Ø      ინვესტორი - არის ადამიანი, რომლის დასკვნების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების სისწორე, უშუალო კავშირშია მისი ჯიბის სისქესთან. შესაბამისად მას ყველაზე მეტი დაინტერესება და სტიმული აქვს, რომ მისი სწორი გადაწყვეტილებები უფრო მეტი იყოს, ვიდრე მცდარები. შესაბამისად ის ყველაზე უფრო "ღრმად თხრის" ფაქტების ძიებისას, რათა გაზარდოს მისი გადაწყვეტილების სისწორის ალბათობა.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge