სად ვიპოვოთ ფული ბიზნესისთვის?
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციასად ვიპოვოთ ფული ბიზნესისთვის?

vivus.ge

სად ვიპოვოთ ფული ბიზნესისთვის?
 | რეიტინგი 3 

 

ბიზნესის ფულით უზრუნველყოფის ამოცანა არც ისე რთულია, როგორც ამას უმრავლესობა ფიქრობს. განსაკუთრებით კი თუ არის იდეა, რომელსაც შეუძლია გაგამდიდროთ თქვენ და თქვენი კრედიტორებიც. ფაქტიურად, ხშირად ფული უფრო მეტია, ვიდრე კარგი საქმიანი იდეები. ძალზე მნიშვნელოვანი წესი ასეთია: სანამ დაიწყებთ ფულის ძებნას, შეადგინეთ კარგი ბიზნეს-გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს თქვენს რეზიუმეს (განათლებას, გამოცდილებას და ნებისმიერ სხვა პირად მახასიათებლებს, რომლებიც შეიძლება შეტანილ იქნენ თქვენი პოტენციური წარმატების აქტივში). კარგია აზრია ჩამონათვალში ადრე აღებული სესხებისა  და მათი დროული დაფარვის დადასტურების შეტანა.

აუცილებელია იმის დეტალურად აღწერა, თუ როგორ აპირებთ იმ ფულის გამოყენებას, რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ. თუ ფული არსებული ბიზნესისთვისაა, თქვენ გჭირდებათ ანგარიში მოგებებზე და ზარალზე მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში და გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ დამატებითმა ფულმა დიდი მოგება უნდა მოგიტანოთ. თუ ფული ახალი ბიზნესისთვისაა, თქვენ უნდა აჩვენოთ ბიზნეს-გეგმა, ბაზრის თქვენი მარკეტინგული კვლევა, ასევე თუნდაც სამ წელზე გაწერილი  პროგნოზირებადი ხარჯები და შემოსავლებიც.

თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება დანახარჯების შეფასება გააკეთოთ უფრო მაღალი, ხოლო მოგების პროგნოზი - მინიმალური. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო ადვილად გაიაროთ ის დაცემები და წარმატებები, რომლებიც ახასიათებს ნებისმიერი ბიზნესის დაწყებას. აუცილებელია აგრეთვე აღწეროთ, თუ რა არის თქვენს ბიზნესში უნიკალური, რით განსხვადება ის კონკურენტების ბიზნესისაგან, და როგორია მეორადი ნაწარმის წარმოებისა და გაფართოების შესაძლებლობები.

აუცილებელია იმის გაცხადებაც, თუ რას სთავაზობთ ინვესტორს მისი ფულის გამოყენების სანაცვლოდ. მას მოუნდება თავის ჩადებულ კაპიტალზე იმ პროცენტის გაგება, რომელსაც მას გადაუხდით  და რა სიხშირით მიიღებს ის აღნიშნულ ფულს - ყოველთვიურად, კვარტალურად თუ წლიურად. თქვენ სთავაზობთ პროცენტს მოგებიდან? ფონდების ღირებულების პროცენტს? ადგილს თქვენს დირექტორთა საბჭოში?

ინვესტორი თავის ფულს იყენებს კიდევ უფრო მეტი ფულის საკეთებლად. მას იმდენის გამომუშავება სურს, რამდენიც შესაძლებელია, იმისგან დამოუკიდებლად, თქვენი შეთანხმება მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი. იმისათვის, რომ ის მოიზიდოთ, დააინტერესოთ და დაიყოლიოთ თქვენთვის საჭირო ფულის მოცემაზე, თქვენ მოგიწევთ შესთავაზოთ არა მხოლოდ დიდი მოგების შესაძლებლობა, არამედ დეტალურად დაასაბუთოთ თქვენი წინადადება, რომელიც თქვენივე მარკეტინგული კვლევებიდან გამომდინარეობს.

ინვესტორები, ჩვეულებრივ, კარგად იცნობენ რისკიან წინადადებებს, თუმცა მათ სურთ რისკების მაქსიმალურად შემცირება. აქედან გამომდინარე, თქვენი გეგმა უნდა შეიცავდეს თქვენი ბიზნესის მატერიალურ ღირებულებას. ჩვეულებრივ, საჭიროა თქვენი ბოლო სამი წლის  საგადასახადო დეკლარაციების ასლები. შესაძლოა, რომ თქვენმა სავარაუდო ინვესტორმა არაფერი იცოდეს თქვენსა და თქვენი ბიზნესის შესახებ, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ აკრიფოს თქვენი ტელეფონის ნომერი და 24 საათის განმავლობაში გაიგოს ყველაფერი, რაც მისთვის აუცილებელია.

იყავით ინვესტორთან პატიოსანი. წარუდგინეთ ყველა ფაქტი. უმეტეს შემთხვევებში, თუ თქვენ გაქვთ კარგი იდეა და დავალებაც შესაბამისად შეასრულეთ, დაინტერესებული ინვესტორი გაიგებს თქვენს მდგომარეობას და თქვენს თხოვნაზე უფრო მეტ დახმარებას შემოგთავაზებთ. როდესაც თქვენ გექნებათ გამზადებული გეგმა, იცით თუ რამდენი ფული დაგჭირდებათ და როგორ გამოიყენებთ, და თუ როგორ აპირებთ მის ანაზღაურებას - თქვენ მზად ხართ ინვესტორის მოსაძიებლად.

ფულის ძიების ერთერთი ყველაზე მარტივი ხერხია რეკლამა გაზეთში. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ფულის საჭირო რაოდენობა. ყოველთვის ითხოვეთ მეტი, ვიდრე საჭიროა, რამდენადაც ამ დროს რჩება მოლაპარაკების შესაძლებლობა. თქვენს განცხადებაში ასევე ნაჩვენები უნდა იყოს ბიზნესის ტიპი (რათა განაცალკევოთ ცნობისმოყვარეები ნამდვილად დაინტერესებულთაგან) და ინვესტიციისათვის დაპირებული მოგება.

მოაწყვეთ მიღება და მოიწვიეთ მეგობრები. აუხსენით თქვენი საქმიანი წინადადება. უჩვენეთ პოტენციური მოგება. თქვით, თუ რამდენი ფული გჭირდებათ. მიეცით ყოველ მათგანს თქვენი გეგმის ასლი და შესთავაზეთ, რომ ჩადონ ათას-ათასი დოლარი, როგორც თქვენი ბიზნენის პასიურმა პარტიორებმა.

კარგი იქნება, თუ თქვენი გეგმის შედგენაში დახმარებას სთხოვთ იურისტსა და ბუღალტერს. დეტალების ახსნისას და რჩევის თხოვნისას, დაინტერესდით, ხომ არ იცნობენ ისინი შესაფერს ინვესტორს. არ იქნება ზედმეტი მათთვის გარკვეული ანაზღაურების დაპირება ინვესტორის მოძებნის შემთხვევაში.

ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან ექიმები და დანტისტები, ადვოკატები და ბიზნესმენები, ხშირად აყალიბებენ პროფესიულ საინვესტიციო ჯგუფებს. შემდეგში, როდესაც მიმართავთ ექიმს ან დანტისტს, გადაეცით მას გეგმა და აუხსენით თქვენი წინადადებები. შესაძლოა, რომ მას გაუჩნდეს საკუთარი კაპიტალის ჩადების სურვილი ან შეგახვედროთ საინვესტიციო ჯგუფის მენეჯერს. თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩებით, რადგანაც ეძებთ ფულს და ამის შესახებ ავრცელებთ ცნობებს პოტენციურ ინვესტორთა შორის.

ნუ უგულვებელყოფთ თქვენს სფეროში მომუშავე პატარა ბიზნების საინვესტიციო კომპანიებსაც. მოძებნეთ სატელეფონო წიგნში შესაბამისი რუბრიკის ქვეშ. ეს კომპანიები მხოლოდ ერთადერთი მიზნით არსებობენ - იმ მეწარმეთა დაკრედიტების, რომელთაც შეუძლიათ ჩადებული სახსრების სანაცვლოდ კარგი პროცენტის დაბრუნება.

სამრეწველო ბანკები ჩვეულებრივ ბანკებზე უფრო მეტად იხრებიან ბიზნეს-სესხების გაცემისაკენ. აუცილებლად დაუკავშირდით ასეთ ბანკებს თქვენი საქმიანობის სფეროში. სადაზღვევო კომპანიები გრძელვადიანი კაპიტალის მთავარი წყაროებია. ყოველი კომპანია მხედველობაში იღებს განსახილველი ბიზნესის ტიპს. დაუკავშირდით სადაზღვევო აგენტებს იმისდა მიხედვით, თუ ვის უნდა მიმართოთ. მიმართეთ სხვა კომპანიების დირექტორებსაც თქვენს ბიზნესში ფულის დაბანდების თაობაზე. ეძიეთ კომპანია, რომელსაც შეეძლება სარგებლის მიღება თქვენი პროდუქციით ან მომსახურებებით.

და ბოლოს. არსებობენ ფულის ბაზრის მაკლერებიც. ეს არის ხალხი, რომლებიც თქვენს ბიზნეს-გეგმას წარუდგენენ მათთვის ცნობილ კრედიტორებს ან ინვესტორებს. ისინი ყოველთვის იღებენ წინასწარ ანაზღაურებას და არ იძლევიან თქვენი სესხით ან ინვესტიციით უზრუნველყოფის გარანტიას. არსებობენ ფულის ბაზრის კარგი მაკლერები, და არიან ცუდებიც. ისინი იღებენ პროცენტებს თქვენთვის საჭირო ფულის რაოდენობიდან. მნიშვნელოვანია მათი შემოწმება მანამდე, სანამ წინასწარ გადაუხდიდეთ, თუ რა ინვესტიციები უზრუნველყვეს, და როგორ ინვესტორებს იცნობენ. არსებობს ფულის პოვნის მრავალი ხერხი. არ გააკეთოთ მცდარი ვარაუდი, რომ დაფინანსების ერთადერთი წყარო ბანკია ან ფინანსური კომპანია. თავიდანვე დაფიქრდით  თქვენს ბიზნესში ინვესტორების პასიურ პარტნიორებად მოწვევაზე. იფიქრეთ ასეთ საშუალებაზეც: თქვენ აწყობთ სხვა ბიზნესის დაფინანსებას, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენი ბიზნესის შექმნასა და განვითარებას.  განიხილეთ უკვე ისეთ ორგანიზებულ კომპანიასთან შერწყმის შესაძლებლობა, რომელიც ფლობს თქვენს მოთხოვნებთან მისადაგებულ რესურსებს.

არ უსმინოთ ისტორიებს ძნელ დროებაზე და მსგავს სისულელეებს. დაიწყეთ მუშაობა: აკეთეთ სატელეფონო განაცხადები, ილაპარაკეთ ხალხთან, დანიშნეთ შეხვედრები კაპიტალის მფლობელებთან თქვენი გეგმების განსახილველად. დღეისათვის ინვესტიციებისათვის განკუთვნილი ფული უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე. პრობლემა იმაშია, რომ მეწარმეთა უმრავლესობამ არ იცის, თუ რას დაუჯეროს და ვის მიმართოს.

და ბოლოს, გადახედეთ საგნებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ინახავდით! თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ ფასეული საოჯახო რელიქვიები, ანტიკვარიატი ან საკოლექციო ნივთები, ის, რასაც სხვები ეძებენ და სიამოვნებით შეიძენენ. არ დაგავიწყდეთ ის ფულიც, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სესხად აძლევდით მეგობრებს, მეზობლებს ან ნათესავებს. მოსთხოვეთ მათ ვალების დაბრუნება.

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge