მარტივი და იაფი საიტები ინტერნეტში მარკეტინგისთვის
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესი ინტერნეტშიმარტივი და იაფი საიტები ინტერნეტში მარკეტინგისთვის

domain, transfer, hosting

vivus.ge

მარტივი და იაფი საიტები ინტერნეტში მარკეტინგისთვის
 | რეიტინგი 3 

 

ფაქტია, რომ დიდი საინფორმაციო საიტი – მოედანია, საიდანაც იწყება და რომელზედაც მთავრდება კომპანიათა უმეტესობის ქსელური საქმიანობა.

ინტერნეტი სავსეა ინფორმაციებით ასეთი საიტებიდან. თითქმის ყველა მათ ან თვითონ აკეთებს, ან უკვეთავს (ხშირად ზედმეტ ფასად) ვებ–დიზაინერებს. შეიძლება, თქვენთვის ნაცნობია მეტაფორა უდაბნოში სარეკლამო ფარის შესახებ, და თავისი არსით საიტების უმრავლესობა ასეთია. წარმოიდგინეთ ათასობით ლამაზი აფიშა, რომლებიც განთავსებულია არსად და აჩვენებენ გზას არსაით. სწორეს ეს არის დღევანდელი ბიზნეს–ლანდშაფტი ონლაინში.

სამწუხაროა, რომ საინფორმაციო ბიზნეს–საიტების უმეტესობა უსარგებლოა ახალი ბიზნესის შესაქმნელად. არ არის საჭირო შორს სიარული, რათა აღმოვაჩინოთ ბიზნესის მფლობელნი, რომლებიც უკმაყოფილონი მათი 5 000 ან 50 ათასი დოლარის ღირებულების საიტების მუშაობით და დაბალი პროდუქტიულობით. სურათი კიდევ უფრო მახინჯია, თუ გავითვალისწინებთ იმ ტენდენციებს, რომლებზედაც მოგვიანებით მექნება საუბარი.  ეს ეხება მობილური კავშირის მარკეტინგის სფეროს: ჩანართები ტელეფონებში, რომლებიც ეტევიან პატარა ეკრანზე, ავსებენ მთელს ინტერნეტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმჯობესია დიდი და ლამაზი საიტის შექმნა, ვიდრე ფუჭად დაიხარჯოს რესურსები და სივრცეები.

რთული კითხვები

რამდენად მომგებიანია თქვენი საინფორმაციო საიტი? გეხმარებათ თუ არა ის თქვენი ბიზნესის განვითარებაში? თუ არა, მაშინ რატომ? თუ კი, მაშინ როგორ შეგიძლიათ თქვენ ონლაინ–ძალისხმევების ოპტიმიზაცია?

ვებ–საიტი, რომელიც გადავსებულია  როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ინფორმაციით თქვენი ბიზნესის შესახებ, მართლაც ასრულებს დასახულ მიზანს; მაგრამ, ეს ხომ პროექტია, რომელსაც ბოლო არ უჩანს და შეუძლია ნულზე დაიყვანოს თქვენი ძალისხმევა არასწორად გაკეთების შემთხვევაში.

საერთოდ, რატომ არსებობენ ასეთი უზარმაზარი საიტები? მე მეჩვენება, იმიტომ , რომ ბევრი დიზაინერული ფირმა უპირატესობას ანიჭებს სწორედ ასეთების შექმნას; სამუშაო ბევრ დროს მოითხოვს – და ყოველი საათიც ნაზღაურდება. მე ვფიქრობ, რომ ესეც მარკეტინგის საკითხია. უბრალოდ, მოცემულ შემთხვევაში ეს ეხება დროს. საზოგადოებრივი აზრი ღაღადებს: „იმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი მოდური საიტი გააჩნია“.  

მკაცრი რეალობა

იყო უდიდესი ვებ–დიზაინერი – ეს სულაც არ ნიშნავს იყო კარგი ვებ–მარკეტოლოგიც.  ტელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე შემხვედრია სულ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წარმატებულნი იყვნენ ორივე სფეროში, და არც ერთ ჭეშმარიტად გამოჩენილს. თუ თქვენ გსურთ ფულის კეთება, მაშინ თქვენ გჭირდებათ ისეთი ვინმე, რომელსაც გააჩნია მარკეტინგული აზროვნება ა რომელიც მხოლოდ წინ წაწევს თქვენს საიტს, დიზაინერი კი თქვენ უკვე აღარ დაგჭირდებათ.

როგორც წესი, დროის ფუჭი კარგვაა დიდი და ძვირფასი საიტის შექმნა, რომელიც კლიენტებამდე მიიტანდა ყველაფერს თქვენი ბიზნესის შესახებ) თუ რამდენი ხანია ეწევით მას, რა უნარ–ჩვევები გაგაჩნიათ, ვინ არიან თქვენი თანამშრომლები, რით განსხვავდებით კონკურენტებისაგან, როგორია თქვენი მომავალი ამ დარგში და ა. შ.). ასეთი დეტალები მხოლოდ მოწყენილობას იწვევენ.

 და მაინც რა მუშაობს ინტერნეტში? თუ ჩვენ მოვილაპარაკებთ, რომ ვებ–საიტის მთავარი მიზანია პოტენციური კლიენტების წრის დადგენა, რომლებიც თანდათანობით მწიფდებიან თქვენთან საერთო ბიზნესისათვის, მაშინ, იმედი მაქვს, რომ შევძლებ თქვენს დარწმუნებას: ამისათვის საჭიროა არც თუ დიდი მიზნობრივი საიტების შექმნა, რომლებიც პოტენციურ კლიენტებთან კავშირის დამყარების  საშუალებას იძლევიან.   უბრალო საიტები მოითხოვენ სულ მცირე ბიუჯეტს, ხოლო შედეგები შეიძლება განსაცვიფრებელი იყოს. თქვენი კლიენტები და საკუთარი საქმიანი ინსტიქტები გიკარნახებენ, თუ როდის მოვა უფრო რთული საიტების დრო – ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ვერ შეძლებთ მათ გარეშე განვითარებას.

ნებისმიერი ვებ–საიტის შექმნის წინ არ დაგავიწყდეთ უპასუხოთ ზოგიერთ ძირითად კითხვას: ვი, რა, სად და რატომ.
• ვინ შექმნა საიტი მიზნობრივი და ვინ არის ყველაზე მეტად დარწმუნებული იმაში, რომ ეს შეესაბამება მიზანს?

• როგორ კონტენტს მოელით თქვენ?

• ვის მიყავს საიტი და რაშია მისი გამოყენების პერსპექტივები? როგორია მისი როლი მარკეტინგში?

• რატომ არის საიტი აუცილებელი?

• როგორ კლიენტებს, რეალურსა თუ პოტენციურს, ესაჭიროებათ ეს საიტი?

• როგორ შეუწყობს ის ხელს თქვენი ბიზნესის განვითარებას?

მოდით, დავრწმუნდეთ, მარტივი საიტების კარგ მუშაობაში.

 

 



უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses