დაწერილი მიზანი - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებადაწერილი მიზანი

vivus.ge

დაწერილი მიზანი
 | რეიტინგი 3 


როდესაც ადამიანს ვეკითხები „შენ გაქვს მიზანი?“ უმეტესობა მპასუხობს დადებითად. მაგრამ როდესაც ვუსვამ კითხვას: „შენ გაქვს მიზანი დაწერილი ფურცელზე?“ ყველა მპასუხობს უარყოფითად. მე არ მინახავს არც-ერთი ადამიანი (და მე ვკითხე რამდენიმე ათეულ ადამიანს) რომელსაც თავისი მიზანი ჰქონოდა დაწერილი ფურცელზე. თუმცა მე განვაგრძობ ძებნას.

2013 წელს მე დავჯექი და დავწერე ჩემი მიზნები შემდეგი 27 წლისთვის. რამდენიმე კვირის წინ გადავათვალიერე ეს 11 პუნქტიანი სია და აღმოჩნდა რომ 10 წლის მანძილზე ამ სიიდან შემისრულებია 8 მათგანი. არ იფიქროთ, რომ მე დავწერე „რეალური“ შესაძლებელი მიზანი. ყველა მათგანი იმ დროისთვის ჟღერდა დახლოებით ასე: „მსურს გადავცურო ლამანშის სრუტე იანვრის თვეში“. ჩემმა მფარველმა ანგელოზებმა კოლოსალური შრომა გასწიეს მათ ასახდენად, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ე.ი. მე მაქვს წინ კიდევ 17 წელი დარჩენილი 3 მიზნის მისაღწევად. არა მგონია, რომ ამდენი დრო დამჭირდეს, თუკი ამას, რასაკვირველია, უფალი ინებებს. 

მინდა მოგიყვანოთ ერთი პატარა მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ეს.  2010 წლის 10 აგვისტოს ინტერნეტში ვიპოვე ელ-წიგნი შავი ფერის Sony Reader-ს ფოტო, ამოვბეჭდე ფერადად ფურცელზე და ქვეშ მივაწერე: „2011 წ. მარტში ვიყიდო ელ-წიგნი ახალი, 300-350 ლ ფარგლებში. მიყიდის ნათესავი მოსკოვში და ჩამომიტანენ თბილისში. ექნება დამტენი, ჩასადები ბუდე, კაბელი, ნაუშნიკები და ერთწლიანი გარანტია“. მე არ დამიწერია ზოგადი ფრაზებით „მინდა კარგი ელ-წიგნი“, მე დავწერე ყველა დეტალი, რომელიც კი წარმოვიდგინე. იმ დროისთვის, როდესაც ამას ვწერდი, ამგვარი წიგნი ღირდა 800-850 ლ ფარგლებში. ინტერნეტში ვეძებე და რამდენიმე თვეში ვიპოვე მეორადი ელ-წიგნი 330 ლ-ად გადმოთვილი რუსული რუბლებიდან. დავურეკე ნათესავს მოსკოვში და ვეუბნები: „იცი, მე მომეწონა ერთი ელ-წიგნი, ღირს 330 ლ. მე ინტერნეტით მივუთითებ თქვენს მისამართს, მოგიტანენ სახლში. მერე გამომიგზავნეთ და აქ მოგცემთ ამ ფულს, როდესაც ჩამოხვალთ ზაფხულში“. მიპასუხეს არ არის პრობლემაო. რამდენიმე დღეში მირეკავს მოსკოვიდან და მეუბნება: „ირაკლი, რად გინდა ნახმარი წიგნი, მე გიყიდი ახალს“. მე ვკითხე: „მე რომ განსაზღვრული მაქვს მხოლოდ 330 ლ ამ საქმისთვის?“ მიპასუხა: „არაა პრობლემა, მართალია ახალი ღირს მეტი (იგულისხმებოდა 750 ლ), შენ გადაიხადე რამდენიც გქონდა განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი ჩემი საჩუქარი იყოს“. მიუხედავად იმისა, რომ მე ვეცადე მეყიდა ძველი, გარემოებები წარიმართა ისე, როგორც ფურცელზე დავწერე - „...ახალი 300-350 ლ ფარგლებში“. გადის რამდენიმე დღე მირეკავს და მეკითხება რა ფერის გინდა? ვუპასუხე წითელი (ჩემს ნინიკოს უყვარს წითელი ფერი). გადის კიდევ 10 დღე და ისევ მირეკავს: „იცი ირაკლი, საწყობში წითელი ფერი არ ჰქონდათ, 10 დღე ველოდებოდი და მერე ავიღე შავი ფერი“. ისევ რაღაც ძალებმა დააკორექტირეს ჩემი მითითება, ნაცვლად ნათქვამი წითელი ფერისა, შემიძინეს შავი ფერი, როგორიც ფოტოზე მქონდა და მიზანში მეწერა. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩამომიტანეს ელ-წიგნი თბილისში და ჩემი დაწერილი მიზნიდან გადახვევა იყო მხოლოდ ერთ პუნქტში, არ მოჰყოლია ნაუშნიკები. ალბათ ჩემმა მფარველმა ანგელოზებმა იცოდნენ, რომ მე მაინც არ ვიხმარდი ნაუშნიკებს და ეს მართლაც ასეა.

 

თქვენ გაქვთ დაწერილი მიზნები? თუ არ გაქვთ ახლავე დაჯექით და დაწერეთ. წარმოიდგინეთ, რომ მე ვარ კეთილი ჯადოქარი, ჯადოსნური ჯოხით და გეუბნებით: „შეგიძლიათ ინატროთ ნებისმიერი რამ, ყველაფერს შეგისრულებთ“. არ ინატროთ ხელფასი 1500 ლარი, თუკი ახლა გაქვს 1000-1200 ლ. არ ინატროთ 15 წლის Opel-ი $1800-ად ან ერთოთახიანი ბინა რუსთავის გარეუბანში (არ მიწყინონ რუსთავში მაცხოვრებლებმა). მოისროლეთ სიტყვა „რეალური“ ამ პროცედურის დროს. იაზროვნეთ მაქსიმალურად ფართოდ.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge