0% და 100% არ არსებობს - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება0% და 100% არ არსებობს

vivus.ge

0% და 100% არ არსებობს
 | რეიტინგი 3 


ხშირად გაგიგიათ ალბათ: „100%-ით გპირდები, რომ .....“ არავინ დაფიქრებულა
, რას შეიძლება ნიშნავდეს ამგვარი შეპირება. როდესაც ვინმეს ჰპირდებით, რომ 100%–ით მიხვალთ დანიშნულ ადგილას 10:00 სთ–ზე, ან მისცემთ ვალს მეორე დღის დილით და ა.შ. თქვენ ფაქტიურად აცხადებთ, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ ყველაფერი თქვენს ხელთაა და ვერაფერი (და პირველ რიგში ღმერთი) ვერ შეგიშლით ხელს. წარმოიდგინეთ, ახლა, რას ფიქრობს ღმერთი, რომელიც ზევიდან გიყურებთ: „ესე იგი შენ ამბობ რომ 100% ჰპირდები? გამოდის, რომ მე არ ვარსებობ. კეთილი, აბა ვნახოთ, როგორ აპირებ ამის შესრულებას“. და ის „მარცხენა ფეხის ცერა თითის მოძრაობით“ გადაწყვიტავს ამ „პრობლემას“ და რასაკვირველია თქვენ ვერ ასრულებთ შეპირებულს. 

სანამ „ტიტანიკს“ წყალზე დაუშვებდნენ, გაზეთები სავსე იყო ამ საინჟინრო საოცრების ქება–დიდებით. სტატიებში აღწერილი იყო, რომ ვინაიდან მას ჰქონდა ექვსი დამოუკიდებელი სექცია და მხოლოდ ოთხი ან მეტი სექციის დაზიანებას შეეძლო მისი ჩაძირვა, მისი ჩაძირვა თავად ღმერთსაც არ შეუძლიაო. მოხდა ისე, რომ სწორედ ოთხი სექცია დაზიანდა, აისბერგმა გვერდიდან „გაფხაჭნა“ გემის კორპუსი.

არ არსებობს არც 0%. „შანსი არ არსებობს“ გამოთქმას უბრალოდ აზრი არა აქვს, ის არ გვხვდება ბუნებაში.  როდესაც ამას იძახის ადამიანი, ის ფაქტიურად გამოწვევას უგზავნის უფლას. გამოდის, რომ ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ რაღაცა არ მოხდება. მაგრამ, თუკი ეს სამყარო არ არის ჩვენი შექმნილი, არც–ერთი სულიერი არსება, ერთუჯრედიანიც კი, ჩვენ არ შეგვიქმნია, საიდან ამდენი დარწმუნებულება, რომ ვიცით რა შეიძლება მოხდეს 100% ან რა შეიძლება მოხდეს 0% (ე.ი. არ მოხდეს საერთოდ)?

 

რაში შეიძლება გამოვიყენოთ ზემოთქმული პრაქტიკული თვალსაზრისით? თუკი გსურთ რომ შეასრულოთ რასაც შეპირდებით, ყოველთვის დააყოლეთ „...თუ რაიმე არ მოხდა“. ამ ფრაზით თქვენ აღიარებთ, რომ თქვენ კი ჰპირდებით, რომ მიხვალთ ხვალ დილით, ან მისცემთ ნასესხებ ფულს მეორე დღეს, მაგრამ იქნებ უფლას სხვა გეგმები ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის, ყოველთვის. თუ ადამიანი კატეგორიულად აცხადებს „100%–ით გპირდები“, შეგიძლიათ თამამად იყოთ დარწმუნებული, რომ ის ამ პირობას ვერ შეასრულებს (ან უბრალოდ არც აპირებდა არასდროს მის შესრულებას).



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses