ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება7 ნაბიჯი ეფექტური პარტნიორობისაკენ

7 ნაბიჯი ეფექტური პარტნიორობისაკენ
 | რეიტინგი 3 

 

ერთხელ ვიღაცამ თქვა, რომე საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები ქორწინებას ჰგავსო, რომლებიც მუდმივ განვითარებას საჭიროებენ. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასეა. ყოველ შემთხვევაში ეს სიტყვები ჭეშმარიტებასთან ახლოსაა. ბლოგმა Smallbizbee შეკრიბა 7 რჩევა მათთვის, ვინც ეძებს პარტნიორს თავისი ახალი საქმისათვის. აი, ისინიც:

1)    შეარჩიეთ სწორი ადამიანი და არა ის, ვინც მოგწონთ. არ არის იშვიათობა, როდესაც პარტნიორული ურთიერთობები მეგობრულის გარშემო იგება. ზოგჯერ ასეთი პარტნიორობა ძალზედ წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე (საკმარისია Google-ს დამაარსებლების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის გახსენება).  მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციები  გამონაკლისი უფროა. მეგობრობაზე დამყარებული პარტნიორული ურთიერთობა შეიძლება დიდ უბედურებაში გადაიზარდოს, როდესაც გადაიკვეთება  საქმიანი  და მეგობრული ინტერესები. არავის არ უნდა საუკეთესო მეგობრის დაკარგვა, მაგრამ მეგობარ-პარტნიორთან ბიზნეს-საქმიანობის დროს თქვენ ორივეს დაკარგვის ყველა შანსი გაქვთ. ამავე დროს, თუ თქვენი პარტნიორი თქვენი მეგობარი არ იქნება, მაშინ უფრო ადვილი იქნება თქვენი ბიზნესის დროს აუცილებელი ძნელი მოლაპარაკებების წარმართვა.

2)    გაანაწილეთ როლები. როლები გაანაწილეთ სულ თავიდან, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, თუ რაზე არ აგებს პასუხს. ამასთან ერთად, ეცადეთ ერიდოთ გაურკვეველ სიტუაციებს, როდესაც ადამიანს არ ესმის, თუ რაზეა პასუხისმგებელი. ასეთი სიტუაციაში ისე შეიძლება მოხდეს, რომ დარჩეს სამუშაოს ისეთი ნაწილი, რომელსაც აღარავინ აღარ აიღებს საკუთარ თავზე. გარკვეულობა, გადმოცემის დეტალურობა და ლაკონურობა - ეს არის აუცილებელი ფაქტორები თითოეული პარტნიორის მოვალეობების აჭსაწერად. და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მოვალეობები თქვენს შორის  რჩება ბიზნესის ზრდასთან ერთად.

ნუ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ ვინ არის მთავარი... თავიდანვე უნდა დადგინდეს, რომ ვიღაც უნდა იყოს მთავარი ხელმძღვანელი. კომპანიის თავი უნდა იყოს ერთი და მანვე უნდა იტვირთოს საერთო შედეგზე პასუხისმგებლობა. და, რასაკვირველია, მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. შეუძლებელია ორი ხელმძღვანელის თანაარსებობა.

3) დადეთ წერილობითი ხელშეკრულება. ეს ძალზე ფორმალურად ჟღერს, მაგრამ ეცადეთ დადოთ პარტნიორთან წერილობითი ხელშეკრულება, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი ყველა მხარის მოვალეობები და წილი ბიზნესში.  ეს არ ლაპარაკობს პარტნიორებს შორის ნდობის არარსებობაზე. არა, ეს უბრალო აუცილებლობაა, რომელსაც არ უნდა ერიდოთ. ბოლოს და ბოლოს, არავინ არ ვიცით, თუ რა მოხდება მომავალში. თუ რაღაც მომენტში ვინმეს რაღაცა  დაავიწყდება, მას ყოველთვის შეუძლია მიმართოს წერილობით შეთანხმებას.

4) მიმართეთ ხშირად და ეფექტურად. ყველა პარტნიორობის მთავარი მკვლელი ცუდი კომუნიკაციებია. პარტნიორის არჩევისას დარწმუნდით, რომ თქვენ გრძნობთ  თქვენს მიერ შერჩეული ადამიანის თქვენს მიმართ გახსნილობასა და პატიოსნებას. თუ თქვენს შორის რაიმე ბარკიერი არსებობს, მაშინ საერთო წარმატების შანსები მკვეთრად იკლებს. ბევრი პარტნიორობა დამთავრებულია იმ უბრალო მიზეზით, რომ მხარეებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან ეფექტური ურთიერთობა და საკუთარი იდეების გაზიარება.

5) შეაფასეთ. წელიწადში სულ ცოტა ერთჯერ უნდა განსაზღვროთ, თუ რა მუშაობს მართლაც კარგად თქვენს ურთიერთობაში, ხალო რა უნდა გაუმჯობსედეს. დიახ, ლაპარაკია არ ბიზნესზე, არამედ თვითონ პარტნიორობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომლებიც მუდმივ სრულყოფას საჭიროებენ.  იპოვეთ თქვენი ურთიერთთანამშრომლობის ძლიერო და სუსტი მხარეები, და მიხვდებით, თუ რა საჭიროებს გაუმჯობესებას.

6) არ შეგეშინდეთ რესტრუქტურიზაციის. თუ აუცილებლობა მოითხოვს, გარადქმენით თქვენი ურთიერთობები პარტნიორთან. შესაძლებელია, რომ ადრე განსაზღვრული როლები აღარ შეესაბამება იმას, თქვენს პარტნიორს რისი გაკეთებაც მართლა კარგად შეუძლია. მთავარია, რომ არ გეშინოდეთ გლობალური ცვლილებებისა პარტნიორთან ურთიერთობებში.

7) გამოსასვლელი გეგმა. გქონდეთ ასეთი გეგმა ისეთი შემთხვევებისათვს, თუ თქვენი პარტნიორი მოულოდნელად გადაწყვეტს ბიზნესიდან გასვლას. შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მაგალითად, თუ ის ლატარეაში დიდ თანხას მოიგებს ან გადაწყვეტს გოაში გადასახლებას დარჩენილი ცხოვრების გასატარებლად. თქვენ ასეთუ სიატუაციისათვის მზად უნდა იყოთ. არ არის საჭირო წვრილმანი დეტალების ცოდნა, მაგრამ ზოგადი სურათის წარმოდგენა კი აუცილებელია.

რასაკვირველია, ეს არ არის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც განსაზღვრავენ წარმატებულ პარტნიორობას. მაგრამ თუ გაჰყვებით ამ თუნდაც 7 რჩევას, შეძლებთ ბიზნესში თქვენი ცხოვრების გაიოლებას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge