ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარეკლამაში სტატისტიკური მონაცემების გამოყენება

რეკლამაში სტატისტიკური მონაცემების გამოყენება
 | რეიტინგი 3 

 

უკანასკნელ დროს რეკლამებში სულ უფრო ხშირად შეიძლება სტატისტიკური მონაცემების ნახვა. რეკლამის მიმცემები ცდილობენ თავის განცხადებებში რეალური ფაქტების წარმოდგენას. თუმცა, „რეალურად" მათი მოხსენიება ცოტა ძნელად შეიძლება. მთელი საქმე იმაშია, რომ ყოველი რეკლამის მიმცემი იყენებს საკუთარ კვლევებს. და ისინი განსხვავდება კონკურენტების მიერ მიღებულ მონაცემებისგან. უბრალოდ, შეხედეთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარს. ამ პროგრამების რეკლამაში, პროდუქტების შესაფუთ კოლოფებზე შეიძლება დამოუკიდებელი კვლევების მონაცემების ნახვა, რომლებითაც დადგინდა, რომ ამა თუ იმ კომპანიის პროდუქტი არის ყველაზე სწრაფი და საიმედო. ბუნებრივია, რომ ამასვე ამტკიცებს ნებისმიერი მწარმოებელი. საქმე ტყუილში კი არ არის. ამ დარგში სხვადასხვა ტესტირებები ნამდვილად განსხვავებულ შედეგებს აჩვენებენ. ჩვეულებრივ, ასეთი შედეგების გვერდზე დატანებულია პატარა განმარტება, რომელშიდაც მოთხრობილია ჩატარებული ტესტირების შესახებ.

საერთოდ, რაში ჭირდებათ კომპანიებს რეკლამაში სტატისტიკური მონაცემების გამოყენება? ამ კითხვაზე პასუხი ძალზე მარტივია. ბევრი ადამიანი ნამდვილად რეაგირებს სტატისტიკაზე და ენდობიან მათ. ასეთი მონაცემების გამოყენება - ეს უფრო მეტია, ვიდრე ხმამაღალი მტკიცებები (თუმცა სინამდვილეში ასეთი სტატისტიკა შეიძლება მათგან ძალიანაც არ გასხვავდებოდნენ). არც ისე ძნელია პროდუქტისათვის სასარგებლო მონაცემების რეალურად მოძიება.  ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას იყენებს კომპიუტერის მომხმარებელთა დაახლოებით 90% (თუ ლაპარაკია Microsoft Windows-ზე), და ასევე რაიმე მონაცემები პროდუქტის კონკრეტულ თვისებებზე. მაგალითად რაიმე ინგრედიენტების შემცველობაზე (100%-ით ნატურალური წვენი).

ცოტა ხნის წინ Domino's Pizza მსოფლიოს წარუდგინა ახალი სარეკლამო რგოლი, რომელმაც საკმაოდ აჯობა კონკურენტს - Subway-ს ქსელს. რგოლში აჩვენეს სატირიკოსი მწერალი რიკ როზნერი და 5 წლის ბავშვი, რომლებიც რაღაც სამაგიდო თამაშს თამაშოდნენ. რგოლი ამტკიცებდა, რომ როზნერი თავისი с IQ 200-თ  ირჩევს Domino's Pizza-ს იმ დროს, როდესავ ბავშვი IQ 100- ირჩევს Subway-ს.

ამ რეკლამამ მაშინვე უამრავი კამათი გამოიწვია. პირველი, ნათელია, რომ არა არის სავსებით კორექტული ხანდაზმული მამაკაცისა და ბავშვის IQ-ის შედარება. მეორეც, Subway-ზე ასეთი პირდაპირი შეტევა ბევრმა უარყოფითად აღიქვა. ახლა კომპანიები საქმეს სასამართლოში არჩევენ.

რა საერთო აქვს ამ ისტორია სტატისტიკასთან? პრინციპში, სრულიად პირდაპირი. ამ რეკლამაში ჩვენ ვაწყდებით ისეთ კოეფიციენტს, როგორიცაა IQ. რასაკვირველია, მთელი ეს მაგალითი მთლიანად ხელოვნურია, მაგრამ მინიშნება იმდენად პირდაპირია, რომ ყველასათვის გასაგები ხდება, თუ რისი თქმა უნდოდა Domino's.  და ეს ნამდვილად არ მოსწონს Subway-ს. შეიძლება, რომ ეს რეკლამა საერთოდ აკრძალონ, იმდენად აღმაშფოთებლად გამოიყურება...

წინა მაგალითი თავისი არსით საკამათოა, მაგრამ პრინციპში ის არანაირ კანონს არ არღვევს . მაგრამ ასეთებიც  ხდება.

დღეს რეკლამის მიმცემები ცდილობენ თავის განცხადებებში ნებისმიერი გზით მოპოვებული  სტატისტიკური მონაცემების „ჩატენვას" , და მათ არ აწუხებთ ამ მონაცემების საიმედოობა და ობიექტურობა. მთავარია, რომ ისინი:

1.        იყვნენ

2.        აჩვენებდნენ კომპანიის პროდუქტს დადებითი მხრიდან (ან კონკურენტებისა უარყოფითი მხრიდან). ასეთი პოლიტიკის დროს წაგებულნი რჩებიან საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც აშკარა სარეკლამო ინფორმაციას ღებულობენ სტატისტიკის სოუსით. და ამას ვერაფერს ვერ უზამ. ეს სამწუხაროა. მოქმედია, მაგრამ არა სავსებით ეთიკური.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge