კრიტიკა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაკრიტიკა

vivus.ge

კრიტიკა
 | რეიტინგი 3 

თუ თქვენ არავინ გაკრიტიკებთ, ეს სრულებით არ უნდა გიხაროდეთ. რატომ? იმიტომ, რომ გამოდის, თქვენ არაფერს აკეთებთ.

გაგონილი გექნებათ ალბათ ერთი იგავი. ერთი ადამიანი და მისი შვილიშვილი მიდიოდნენ გზად ვირთან ერთად. მოხუცმა აჰკიდა მთელი ბარგი ვირს და თვითონ და შვილიშვილი ფეხით გაჰყვა საქონელს. გზად მიმავალთ ესმოდათ ხალხის სიცილი: „რა ბრიყვები არიან, თვითონ ფეხით მიდიან, საქონელი კი თავისუფლად მისეირნობს“. მოხუცი დაიღალა და შეჯდა ვირზე. ახლა ხალხი უკვე კიცხავდა მოხუცს: „რა გულქვა ბაბუაა, თავად წამოსკუპებულა ვირზე კომფორტულად, საცოდავი ბავშვი კი ფეხით მისდევს უკან“. გარკვეული დროის შემდეგ, მოხუცი ჩამოვიდა ვირიდან და ბავშვი დასვა. ხალხი მაინც არ ცხრებოდა: „რა უზრდელი ახალგაზრდაა, სრულებით არ რცხვენია. ის კი არა, რომ ბაბუას დაუთმოს ადგილი. სად გაგონილა ასეთი საქციელი“. მორალი არის ასეთი: თუ თქვენ რაიმეს აკეთებთ, არა აქვს მნშვნელობა კარგად აკეთებთ თუ არა, ყოველთვის მოინახება ვინმე, ვინც გაგაკრიტიკებთ. რაც მეტს აკეთებთ, მით უფრო ხმამაღლა ისმის თქვენი კრიტიკოსების ხმა და მით მეტი კრიტიკოსი გეყოლებათ.

 

გაგიგიათ ალბათ ანდაზა: „ქარავანი მიდის და ძაღლი ჰყეფს“. თუ თქვენ გყავთ „ქარავანი“, „ძაღლი“ ყოველთვის მოინახება. არჩევანი თქვენზეა, გსურთ თუ არა გქონდეთ „ქარავანი“? მაშინ თავიდანვე შეეგუეთ აზრს, რომ „ძაღლები“ ყველა კუთხიდან შეგესევიან. ვინც არის „ძაღლი“ ის ვერასდროს ვერ შეძლებს „ქარავანის“ მოხვეჭას. ადამიანს, რომელიც მუდმივად შეწუხებულია იმით, თუ როგორ გამოსდის სხვებს საქმის კეთება, ვერასდროს მოიცლის, რომ თავად აკეთოს დიდი საქმეები.

კრიტიკა არის ორნაირი: 1) კრიტიკა კონსტრუქციული. ასეთ კრიტიკა მისასალმებელია, ვინაიდან ადამიანი გარდა იმისა, რომ გეუბნება რა არ არის მისი აზრით სწორი, გთავაზობს უკეთეს ვარიანტს. სამწუხაროდ ასეთები ძალზე ცოტაა. 2) უბრალო კრიტიკა. როდესაც ადამიანი გაკრიტიკებს, მაგრამ არ  იწუხებს თავს შემოგთავაზოს უკეთესი ვარიანტი. ამ ადამიანთა 90% საუბრობს ისეთ რაღაცეებზე, რაშიც ისინი არ ერკვევიან, ან არ გააჩნიათ საკმარისი ინფორმაცია, ან უნდათ უფროსობას მოაწონონ თავი „აი, ხედავთ მე როგორ შემტკივა გული ფირმაზე“.

როდესაც მე მაკრიტიკებენ, მე ყველას ნათქავმს ვატარებ ცხრილში. ვეძებ იმ მარცვლებს, რაც დამეხმარება უკეთესად გავაკეთო იგივე საქმე. არის შემთხვევები, როდესაც მე მეჩვენება, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა. ამიტომ მე ვცდილობ გადავამოწმო ყველაფერი, რისი გადამოწმებაც შემიძლია. ხშირად ყოფილა, თავიდან მომეჩვენა კრიტიკა უსაფუძვლოდ, მაგრამ როდესაც ჩავუღრმავდი, აღმოჩნდა რომ სრულებითაც არ ყოფილა უსაფუძვლო.

 

რაც უფრო დიდ საქმეებს აკეთებს ადამიანი, მით მეტია უსაფუძვლო კრიტიკის ხვედრითი წილი საერთო კრიტიკის ქარცეცხლში. და მით მეტი გონიერება, მოთმინება, ტაქტი და დაფიქრება სჭირდება ადამიანს, რათა მისხალ–მისხალ შეაგროვოს „სიბრძნის მარცვლები“ და გამოიყენოს ისინი რათა შემდეგ ჯერზე უკეთესად გამოუვიდეს იგივე საქმის გაკეთება.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge