პროთაგორის ლოგიკა - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპროთაგორის ლოგიკა

vivus.ge

პროთაგორის ლოგიკა
 | რეიტინგი 3 

სოფისტი პროთაგორი, რომელიც ისევე როგორც ნებისმიერი სოფისტი, იმდენად დახვეწილად ფლობდა ლოგიკას, რომ შეეძლო მეორესგან შეუმჩნევლად სიცრუე გამოეყვანა ჭეშმარიტებად, მოელაპარაკა (კარგად დაუკვირდით - მოელაპარაკა) ვინმე კლეონტის, რომ ასწავლის მას რიტორიკას. თუკი ის იმდენად კარგად შეასწავლიდან კლეონტის ამ დისციპლინას, რომ მისი წყალობით მოიგებდა თავის პირველ სასამართლოს, კლეონტი გადაუხდიდა პროთაგორს დათქმულ სწავლის საფასურს. თუკი დამარცხდებოდა, არაფრის გადახდა არ მოუხდებოდა. თითქოს ყველაფერი რიგზეა. მაგრამ კლენტმა არ მოისურვა არავისთვის სასამართლოში ჩივილი. მასაც არავინ უჩიოდა სასამართლოში. მაშინ პროთაგორმა უთხრა კლეონტის:

- გადამიხადე სწავლის საფასური. შენ ხომ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც მოგიწევს გადახდა. მე გიჩივლებ სასამართლოში და (კიდევ ერთხელ ყურადღება!) თუკი მომიგებ მას, გადამიხდი მოლაპარაკების თანახმად. თუკი წააგებ, გადამიხდი სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

საერთო ჯამში დავიმახსოვროთ, შეთანხმების არარსებობას, შესაბამისი კანონის არარსებობის შემთხვევაში, მივყავართ კონფლიქტებამდე.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses