როგორ განვჭვრიტოთ თანამშრომლის ქცევა
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორ განვჭვრიტოთ თანამშრომლის ქცევა

vivus.ge

როგორ განვჭვრიტოთ თანამშრომლის ქცევა
 | რეიტინგი 3 

 

ცნობილმა ფსიქოლოგმა დოქტორმა დევიდ მერრილმა აღმოაჩინა, რომ შესაძლებელია ადამიანის ქცევის განჭვრეტა, თუ ქცევის ყველა ტიპს გავანაწილებთ ოთხ სტილზე:

შემოქმედის (სურს, რომ გაკეთდეს), ანალიტიკოსის (სურს ყველაფრის ჯეროვნად გაკეთება), მეგობრის (სურს ერთად ყოფნა), არტისტის (სურს, რომ ის შეამჩნიონ). არავისი სტილი სხვებზე უარესი არ არის, ისინი უბრალოდ, განსხვავებულია. მაგრამ ამ განსხვავებების გაგება დაეხმარება ხელმძღვანელს მიიღოს უკეთესი შედეგები საკუთარი თანამშრომლებისაგან. მნიშვნელოვანია ადამიანების მართვის შესწავლა იმ სტილში, რომელიც მიესადაგება თითოეულ მათგანს.


თქვენი თანამშრომელი - შემოქმედია

შემოქმედები მომართულნი არიან საქმეზე, გააჩნიათ უფრო დიდი სიბეჯითე და ნაკლები გულისხმიერება, ამჯობინებენ დაეყრდნონ გონივრულ ვარაუდებს და ინტუიციას, და არა ფაქტებს. მათ სურთ სწრაფი მოქმედება, ხელშესახები შედეგები, არიან მოუთმენლები, ლაპარაკობენ დამაჯერებელი ტონით და წერილობითს ზეპირ ურთიერთობას ანიჭებენ უპირატესობას. გადამჭრელი მოქმედებები - შემოქმედის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. მას შეუძლია  თავგზა აუბნიოს თქვენი გუნდის უფრო ნაკლებად გამბედავ წევრს.

პრობლემა

შემოქმედთა მართვა არ არის ადვილი, რადგანაც ეს მათ სურთ თქვენი მართვა. შემოქმედს შეუძლია შეასრულოს უდიდესი სამუშაო მოკლე დროის განმავლობაში. მაგრამ, თუ ის იგრძნობს, რომ მას აიძულებენ ან აუფასურებენ, მთელი პროცესი ილუზია აღმოჩნდება. თუ მას არ ეწვია შთაგონება ან გეწინააღმდეგებათ, მაშინ თქვენი პროექტი საბოტაჟს მიიღებს. 

როგორ არის საჭირო შემოქმედთან მუშაობა

შემოქმედნი ამჯობინებენ ცვლილებებსა და ინოვაციებს, ასე რომ, მათთვის უკეთეს ადგილი - ახალი პროექტებია, რომლებშიც ისინი ხორცს შეასხამენ საკუთარ იდეებს. გამარჯვება მათთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. შემოქმედთან ურთიერთობისას ზუსტად მისდიეთ ფაქტებს, ყურადღება გაამახვილეთ ამოცანებზე, და არა გრძნობებზე. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენი რეკომენდაციები განსაკუთრებით შრომისუნარიანნი არიან, არავითარი ორაზროვანი ზომები აქ არ გავა. პატივი ეცით შემოქმედის მაღალი თვითშეფასების მოთხოვნილებას.

თქვენი თანამშრომელი - ანალიტიკოსია

ანალიტიკოსს გააჩნია დაბალი ჟინი და გულისხმიერებაც. ეყრდნობა მხოლოდ ფაქტებს და დეტალებს.  არის კარგად ორგანიზებული, აკურატული, თავშეკავებულია, ამჯობინებს წერილობით ურთიერთობას, მისი ნახვა ყოველთვის შეიძლება სამუშაო ადგილზე. უყვარს მარტო მუშაობა. ხშირად ისახავს მაღალ სტანდარტებს (უპირველესად საკუთარი თავისათვის) და მზად არის შეასრულოს მისი შეაბამისი ნებისმიერი სამუშაო. მიდრეკილია ილაპარაკოს ჩამოყალიბებულად გააკონტროლოს საკუთარი სიტყვები.

 

პრობლემა

ანალიტიკოსი შეპყრობილია ინფორმაციის შეგროვებით, ძნელად იღებს გადაწყვეტილებებს, მუდამ ღელავს, მიიღო თუ არა სწორი გადაწყვეტილება. ცდილობს თავი აარიდოს კონფლიქტებს. თუ თანამოსაუბრე ამჟღავნებს ემოციებს, ანალიტიკოსი იძირება საკუთარ ფიქრებში და ხდება ემოციურად უგრძნობი, იმ იმედით, რომ რაციონალურმა მიდგომამ შესაძლოა დააცხროს გამწვავებული სიტუაცია. თუმცა, ისიც მართალია, რომ  ეფექტი ხშირად საწინააღმდეგოა.

როგორ არის საჭირო ანალიტიკოსთან მუშაობა

ანალიტიკოსები აფასებენ სიზუსტეს, პუნქტუალობას და ორგანიზებულობას. მათთან ურთიერთობისას მკაფიოდ და სისტემურად ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრები, შეისწავლეთ ყოველი დეტალი. ანალიტიკოსს მოეწონება, რომ პირისპირ საუბრისათვისაც კი თქვენ გაქვთ დაწერილი დღის წესრიგი. სჯობს ის მას წინასწარ გადასცეთ, რომ მან შეძლოს ყველა საკითხის მოფიქრება. მოახდინეთ აპელირება მის სიზუსტისა და ლოგიკისადმი მოთხოვნილებაზე. თქვენი მიდგომა უნდა იყოს ზუსტად ჩამოყალიბებული და დასაბუთებული.

თქვენი თანამშრომელი - მეგობარია

მეგობრებს გააჩნიათ დაბალი ჟინი, მაგრამ მომეტებული გულისხმიერება. ისინი ასახავენ სხვა ადამიანების გრძნობებს, ამჟღავნებენ მაღალ მოთმინებასა და სჯერათ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია დროის დახარჯვა ურთიერთობების დამყარებაზე. სატელეფონო საუბარს ისინი პირად ურთიერთობას ამჯობინებენ. კლიენტებთან მუშაობენ თანმიმდევრული და მეთოდური მანერით.  თუმცა, მართალია, რომ მიზნების დასახვა და დაგეგმვა - მათი სტიქია არ არის.

პრობლემა

მეგობრები ნაკლებად თავდაჯერებულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ყველაფერში ამჯობინებენ გაკვალული გზებით სიარულს, ხშირად გადადებენ ხოლმე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. მიდრეკილნი არიან საკუთარი აზრის საკუთარ თავში შენახვისაკენ.

როგორ უნდა იმუშაოთ მეგობართან

მეგობრები - საუკეთესო გუნდური მოთამაშეები არიან. მათთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის თქვენ უნდა აჩვენოთ მათი გრძნობების აღქმა, უნდა იყოთ მომთმენი და არ დაინანოთ დრო მათთან ურთიერთობებისათვის. მოახდინეთ აპელირება მათ მოთხოვნილებისადმი ურთიერთობების განმტკიცებისათვის. მეგობრები, როგორც წესი, დახმარების ყველაზე კარგი აღმომჩენი ადამიანები არიან. და ისინი ძალზე აფასებენ იმას, რომ თქვენც გაუწვდით მათ დახმარების ხელს, როდესაც ისინი მოხვდებიან რთულ სიტუაციაში.

თქვენი თანამშრომელი - არტისტია

არტისტები მიზანდასახულნი და გულისხმიერები არიან. ისინი უყოყმანოდ ლაპარაკობენ საკუთარ გრძნობებზე და ხშირად გამოიყურებიან დიდ ენთუზიასტებად. ისინი არიან გულღია, შესამჩნევნი, მიდრეკილნი არიან დრამატიზაციისაკენ და ტკბებიან, როდესაც შეძლებენ აღმოჩნდნენ პროჟექტორის სხივების ქვეშ, ამჯობინებენ სხვებთან ერთად მუშაობას. მათ საუკეთესოდ შეუძლიათ კავშირების დამყარება და ყოველთვის გააჩნიათ კონტაქტების დიდი რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დახმარება.

პრობლემა

არტისტი საკმაოდ იმპულსურია და ხშირად ჯერ აკეთებს რაიმეს, ხოლო უკვე შემდეგ ფიქრობს. ის ამჯობინებს იმუშაოს არსებული შესაძლებლობის შესაბამისად, და არა გეგმის მიხედვით, მას ძალზე იშვიათად შეუძლია საკუთარი დროის მართვა. და თუმცა ის, ჩვეულებრივ, იმყოფება რა აღმატებულ ემოციურ მდგომარეობაში, წარმოადგენს კარგა მოტივატორს, მაგრამ, იმავდროულად, ის სხვებზე ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ხაფანგში. არტისტს უამრავი იდეა აქვს, მაგრამ უფრო ხშირად მას არ გააჩნია არავითარი წარმოდგენა მათი რეალიზების საშუალებებზე.

როგორ უნდა იმუშაოთ არტისტთან

არტისტთან ურთიერთობისას უჩვენეთ, რომ თქვენ ის გაინტერესებთ უპირველესად როგორც ადამიანი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის ხშირად იქცევა დრამატულად და გადაჭარბებულად. მხარი დაუჭირეთ მათ იდეებსა და ოცნებებს, იმავდროულად აჩვენეთ, თუ როგორ უნდა გადაიქცეს ლაპარაკი საქმედ. კარგად შველის იმ ადამიანების აზრების მოშველიება, რომელთაც არტისტი პატივს სცემს.

ეს მეთოდიკა აღწერილია დევიდ მაისტერის ბესტსელერში „პირველი თანასწორთა შორის".

საკვანძო სიტყვები: თანამშრომელთა ტიპოლოგია 

 

უკან

 
 


ccloan.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 

 
 
netcredit.ge
moneyman.ge