ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპარეტოს პრინციპი: ოპტიმიზაციის კიდევ ერთი საშუალება

პარეტოს პრინციპი: ოპტიმიზაციის კიდევ ერთი საშუალება
 | რეიტინგი 3 

 

პარეტოს კანონზე, რასაკვირველია, თუნდაც ყურმოკვრით, ყველას სმენია. ის 100 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ აღმოაჩინა იტალიელმა ეკონომისტმა ვილფრედო პარეტომ და დაადგინა, რომ ძალისხმევის 20%, ჩვეულებრივ, იძლევა შედეგის 80%-ს, მაშინ, როდესაც 80% იძლევა მხოლოდ 20%-იან შედეგს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ცოტა ჩავუღრმავდეთ ისტორიას, რათა გავიგოთ, თუ როგორ იქნა გამოყვანილი ეს კანონი. შემდეგ კი ვნახავთ, თუ რა გავლენა იქონია მან თანამედროვე მენეჯმენტსა და საერთოდ მთელს მსოფლიოზე.

მოკლე ექსკურსი ისტორიაში. ვილფრედო პარეტო სამყაროს მოევლინა პარიზში 1848 წლის 15 ივლისს. მართალი, ის იტალიელ მეცნიერად ითვლება, მაგრამ მისი დაბადების ადგილი საფრანგეთია, რადგან ვილფრედოს მამა, იტალიელი მარკიზი, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. ვილფრედოს დედა კი ფრანგი იყო და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პარეტომ ბავშვობიდან შესანიშნავად იცოდა თავისი მშობლების ენები. იტალიაში ვილფრედომ შესანიშნავი განათლება მიიღო, რომელმაც შეითავსა ტექნიკური და ჰუმანიტარული დისციპლინები. საინტერესოა, რომ პარეტო უკვე თავის დისერტაციაში ლაპარაკობდა წონასწორობაზე, რადგან ეს თემა მას ახალგაზრდობიდან აინტერესებდა.

90-იან წლებში გამოქვეყნდა ვილფრედო პარეტოს რამოდენიმე სამეცნიერო ნაშრომი მათემატიკასა და ეკონომიკაში. სწორედ მაშინ დაადგინა, რომ იტალიაში (ზოგიერთის მტკიცებით, ლაპარაკი იყო ინგლისზე) შინამეურნეობათა 20% იღებდა 80%-იან შემოსავალს. შემდგომში პარეტომ გაანალიზა სხვა ქვეყნების მონაცემებიც და იგივე შედეგები მიიღო. სწორედ ეს გამოკვლევა გახდა საკვანძო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვილფრედო არ გახდა მისი სახელის მქონე კანონის ავტორი. პარეტოს პრინციპს ყურადღება გაცილებით გვიან მიაქციეს (იმ სახით, როგორითაც მას დღეს ვიცნობთ). ეს მოხდა 1941 წელს , როდესაც ის ჯოზეფ ჯურანმა წარმოადგინა და სწორეს მან უწოდა მას პარეტოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც შედეგის 80%-ს იძლევა 20%-იანი ძალისხმევა, შედეგების 80% გამომდინარეობს მიზეზთა 20%-დან. გარდა მისა, მნიშვნელოვანი წვლილი პრინციპის შესწავლაში შეიტანა ინგლისელმა რიჩარდ კოხმა, რომელმაც დაწერა წიგნი „პრინციპი 20/80: ნაკლები ძალისხმევით დიდი შედეგების მიღწევის საიდუმლოებანი".

საინტერესოა, რომ თვითომ პარეტოს გამოკვლევა (კაპიტალის ემეტესი ნაწილის მფლობელი ადამიანების პროცენტული შეფარდება) თავის დროზე რევოლუციური იყო. მიღებულია, რომ ის იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც ამ საკითხებს მიაქცია ყურადღება. და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პარეტოს თავისი კვლევები კანონად არ ჩამოუყალიბებია, არ შეიძლება ამ საკითხში მისი როლის შეუფასებლობა. ის ხომ ამ საქმის ფუძემდებელი იყო.

40-იანი წლების ბოლოდან და 50-იანების დასაწყისიდან ჩნდება სხვა მეცნიერთა კვლევებიც, რომლებიც მხოლოდ ადასტურებდნენ პარეტოს იდეას. მათგან ერთერთია ჰარვარდის ფილოლოგიის პროფესორი ჯორჯ ზიპფი. სწორედ მან მიაპყრო ადამიანთა ყურადღება პარეტოს კანონს. იგი ამტკიცებდა, რომ ყველა რესურსი ორგანიზდება ისე, რომ მუშაობის 20-30% იძლევა 80%-იან შედეგს. ამავდროულად, ლაპარაკი იყო ისეთი რესურსების თვითორგანიზებაზე, როგორებიცაა დრო, ადამიანები, ცოდნა და ა. შ.

შემდეგ გამოჩნდა იოზეფ მოზეს იურანის წესები, რომლებმავ თავიდან ვერ მოიპოვეს აღიარება მის სამშობლოში - აშშ-ში (იურანი იყო რუმინული ფესვების მქონე ამერიკელი ინჟინერი) და მას მოუწია იაპონიაში გამგზავრება, სადაც დაინერგა კიდეც მისი პრინციპები. დაამტკიცეს რა თავის სიცოცხლისუნარიანობა, მათით უკვე აშშ-შიც დაინტერესდნენ.

პარეტოს პრინციპის მნიშვნელობა

 

პარეტოს პრინციპმა ბევრი რამ აჩვენა. მაგალითად, ამ პრინციპის ერთერთი მთავარი აღმოჩენა ის იყო, რომ მან შეძლო კაცობრიობამდე მიეტანა ფაქტი, რომ არსებობს არც ისე ბევრი არსებითი ფაქტორი, რომლებიც ახდენენ გავლენას შედეგზე.  არსებობს უზარმაზარი რაოდენობა მეორეხარისხოვანი ფაქტორებისაც, რომლებიც ვერანაირად ვერ ახდენენ ზეგავლენას იმავე შედეგზე და მხოლოდ დროს ფლანგავენ. და ბოლოს, დადგინდა, რომ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად დახარჯული ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში ვერ აახლოებს მის განხორციელებას (სხვათა შორის, აქვე საჭიროა საკუთარი თავის შედარება ცნობილ ბიზნესმენებთან სტივ ჯობსთან ან რიჩარდ ბრენსონთან, და მაშინ გასაგები გახდება, რომ მიუხედავად თქვენს მიერ გაწეული უზარმაზარი შრომისა, რატომ ვერ გახდით ჯერ მათსავით მდიდრები, და აქ საქმე მხოლოდ დახარჯულ ძალისხმევაში არ არის). ამ კანონის თანახმად, ქმედებათა უდიდესი ნაწილი კი არ გვაახლოებს საბოლოო შედეგთან, არამედ მხოლოდ დროის უსარგებლო ხარჯვაა.

.ახლი კი ყურადღება: გაიგეთ, რომ ძალისხმევის ჩადებული 50% რეალურად ვერ მოგცემთ 50%-იან შედეგს. მე ახლა არ ვლაპარაკობ 80% ან 20%-ზე - ეს ციფრები, რასაკვირველია, ყოველთვის ასეთები არ არის. ისინი აჩვენებენ მხოლოდ თვითონ ისეთ შეფარდებას, რომელიც ლაპარაკობს ჩადებულ მუშაობაზე და მიღებულ შედეგებზე. პარეტოს პრინციპის არსის გაგებას შეუძლია ნებისმიერი მენეჯერის დახმარება, რადგანაც მიხვდებით, რომ შედეგები ყოველთვის არ მიიღება ამოცანის გადასაჭრელად მიმართული რესურსების დიდი რაოდენობით. ხანდახან უნდა იპოვნოთ ზუსტად ის, რაც მართლა მიგაახლოვებთ შედეგთან.

მთლიანობაში, უნდა გვესმოდეს, რომ პარეტოს პრინციპი კანონი არაა და ყოველთვის არ მოქმედებს. სჯობს მისი განხილვა იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობის დროს აუცილებელია ყურადღების სხვადასხვა ფაქტორებზე მიქცევა, რადგანაც ისინი ყოველთვის თანაბრად მნიშვნელოვანნი არ არიან.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge