პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების 5 ხერხი
 
დახურვა X

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაპროფესიული გადაწვის თავიდან აცილების 5 ხერხი

vivus.ge

პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების 5 ხერხი
 | რეიტინგი 3 

ტრიშ მაკფარლეინი, HR-ბლოგერი, კომპანიის დამფუძნებელი საკადრო კონსალტინგის სფეროში და Big4–ში მუშაობის გამოცდილებით, გვიზიარებს თავის პირად გამოცდილებას.  

ბლოგის წაყვანა – ძალზე საინტერესო საქმიანობაა. ინფორმაციის მოძიებისა და მისი ყველასათვის მისაწვდომად გადმოცემისას შესაძლებელია ბევრი რამ საინტერესოს გაგება. არსებობს მცირე ზღვარი აზრის გამოთქმასა და ჭკუის სწავლების მცდელობას შორის. თავისი კარიერის მანძილზე მე არა ერთხელ ვიმყოფებოდი პროფესიული გადაწვის მიჯნაზე. შევხედოთ სიმართლეს თვალებში, ეს ბევრმა გაიარა და იციან, რომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა რაიმეს მანამდე გაკეთება, სანამ მოხდება გამოუსწორებელი.

ერთერთი ყველაზე სახიფათო და მშვენიერი ნაბიჯი, რომელიც მე გადამიდგამს, ეს იყო საკუთარი თავისთვის მუშაობის გადაწყვეტილება. წინა სამუშაოზე  მე დაკავებული ვიყავი ხელშეკრულებების დადებითა და საქონლის მიწოდებით, ვმუშაობდი რა დღედაღამ განუწყვეტლივ. საკუთარი თავისათვის თანამდებობაზე მუშაობისას, რომელიც მე სრულიად მაწყობდა, მე შევედი ნორმალურ რიტმში და ღამე მშვენივრად მეძინა. ადრე კი ეს ასე არ მქონდა. და მე სულ მიკვირდა, თუ კერძოდ რა შეიცვალა, რადგან ძლიერი დატვირთვა და სტრესი არსად არ გამქრალა.

საბოლოო ჯამში მე განვსაზღვრე პრინციპები, რომელთა წყალობითაც ჩემი ცხოვრება უფრო ადვილი გახდა. იმედი მაქვს, რომ ისინი თქვენთვისაც იმუშავებენ.

 

პროფესიულ  ი გადაწვის თავიდან აცილების 5 ხერხი

1.      არ დაგავიწყდეთ ჯანმრთელობა. როდესაც მე დავიწყე საკუთარი თავისათვის მუშაობა, მე აღმოვაჩინე, რომ ყველა ცუდი ჩვევა, რომელიც მე გამომიმუშავდა სხვა კომპანიებში მუშაობისას, არსად არ გამქრალა. მე მივხვდი, რომ ძველებურად არ შემეძლო მიმეცა ჩემი თავისათვის შესვენების უფლება მსუბუქი საუზმისათვის, და შეგნებულად ვამბობდი უარს სპორტზე ან უბრალოდ უფრო მეტ მოძრაობაზე. უპირველეს ყოვლისა, მე უნდა გამომემუშავებინა ჯანმრთელი კვების ჩვევები (კერძოდ, მიმეღო „სუფთა კვების“ კონცეფცია). მე არ ვისწრაფოდი დამეკლო წონაში ან დავმჯდარიყავი დიეტაზე. ყოველ დღე მე ვუმეორებდი ჩემს თავს, რომ რაღაცას ვნიშნავ, და ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩემთვის უფრო მომგებიანი დამეხარჯა დრო გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად, ვიდრე გამომეტოვებინა საუზმე ან სადილი. დაწვრილებით „სუფთა კვების“ თაობაზე შეიძლება წაიკითხოთ ონლაინ ჟურნალში Clean Eating. მასში საკმაოდ კარგი რეცეპტებია, რომელთაგან შეიძლება დაწყება. თქვენ იგრძნობთ თავს უკეთესად უკვე ერთი კვირის შემდეგ!

2.      გაანაწილეთ პრიორიტეტები და მოიშორეთ არასაჭირო. ჩვენ არა ერთხელ გაგვიგონია, რომ სამუშაო ამოცანების შესრულება აუცილებელია სწორი რიგითობით. საკუთარი თავისათვის მუშაობისას მე აღმოვაჩინე, რომ დღე–ღამეში ძალზე ცოტა საათებია. მე პირდაპირი გაგებით არ მყოფნიდა დრო. სწორედ ამიტომ მე მჭირდებოდა არა მხოლოდ გამენაწილებინა მკაფიო პრიორიტეტები, არამედ მომეშორებინა ის ამოცანები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ ჩემს მიზნებს. უკანასკნელი 11 თვის ანალიზისას მე მივედი დასკვნამდე, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. მე ნამდვილად შევძელი სტრესის დონის დაქვეითება.

3.      დააჯილდოვეთ საკუთარი თავი.  მე როდესაც ვფიქრობ იმაზე, რომ ბევრი კომპანია იყენებს თანამშრომელთა წახალისების ჩახლართულ სისტემებს, მე გუნებაში მეღიმება.  მაგალითად, კომპანია Globoforce  რეალიზებას უკეთებს განსაკუთრებულ პროგრამას, რომელიც მოწოდებულია შეამციროს დისტანცია მომუშავეთა და დამქირავებელს შორის. მე მომწონს „ადამიანური ურთერთობების“ იდეა . მე მივყევი Globoforce–ს იდეას და შემიძლია ვთქვა, რომ ამაში არის გარკვეული აზრი. ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მე იძულებული ვარ თვითონ ვაღიარო საკუთარი დამსახურებები. თავდაპირველად ყველაფერი იყო საკმაოდ უჩვეულო, მაგრამ მე თანდათანობით შევეგუე. მე არ მაქვს წახალისებების განსაკუთრებული გრაფიკი, მე ვამჯობინებ ამის კეთებას სპონტანურად. წახალისების ხერხები შეიძლება იყოს სხვადასხვა – მაგალითად, დღის განმავლობაში მირთმეული გაყინული იოგურტის ულუფა და ახლა მე ნამდვილად მესმის, რომ ჩემს  თავს ვაჯილდოებ შრომისათვის. როგორიც არ უნა იყოს ფსიქოლოგიური მექანიზმები, ისინი ნამდვილად მუშაობენ. თქვენ კი როგორ აპირებთ საკუთარი თავის დაჯილდოებას დღეს? 

4.      შეიძინეთ მეგობრები სამუშაოზე. HR-სფეროში მუშაობისას, მრავალი მიდის დასკვნამდე, რომ არავისთან არ შეიძლება მეგობრობა. რასაკვირველია, მუშაობის წლებში მე შევძელი გარკვეული ურთიერთობების დალაგება, მაგრამ დროის უდიდესი ნაწილი მე ვიყავი ჩემთვის. მას შემდეგ, რაც დავიწყე მარტომ მუშაობა, იმედები საბოლოოდ გაქარწყლდა. მაგრამ ნურას უკაცრავად! მე შევძელი ამეგო კავშირი ჩემი პროფესიის სხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც უფრო გათვითცნობიერებული არიან ადამიანური კაპიტალის მართვის საკითხებში, და მე შემიძლია დავეყრდნო მათ ნებისმიერ დროს. ეს ფანტასტიური გრძნობაა! მაგალითად, გასულ წელს ჩვენ გავაერთიანეთ ძალისხმევა და დავაარსეთ საკუთარი ფედერაცია. შემოწმებული ხალხის ჯგუფთან თანამშრომლობით მე ვგრძნობ, რომ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა თვალწინ უმჯობესდება. ასე რომ... შეიძინეთ მეგობარი!

5.      ნუ შეგეშინდებათ მარტოობაში დარჩენის. ეს არის კიდევ ერთი რჩევა, რომლითაც მე არასოდეს მისარგებლია მსხვილ კორპორაციაში მუშაობის დროს. გასული წლის იანვარში მე ავიღე შვებულება. არ შემიძლია იმის გადმოცემა, თუ რამდენი რამის გაკეთება მოვასწარი ამ დროში! მე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, ბავშვებთან არასაკმარის დროს ვატარებდი, და მე ეგოისტურად მეჩვენებოდა დასასვენებლად მარტო წასვლა. მე ბევრს ვმოგზაურობდი ქვეყანაზე და ვფიქრობდი, რომ ოჯახთან მიმართებაში არასამართლიანად ვიქცეოდი. თურმე როგორ ვცდებოდი! მე მთელი დასვენების დღეები პლაჟზე გავატარე. მე არ ვუყურებდი ტელევიზორს. ბევრს ვსეირნობდი და ვფიქრობდი. მე მომწონდა მარტოობაში ვახშმობა და გარემოს თვალიერება. მე ვიგრძენი არაჩვეულებრივი დამშვიდება და შევძელი მიმეღო მნიშვნელოვანი საქმიანი და პირადი გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს მოვუსმინე საკუთარ თავს.

ყველა ეს ხეხი საშუალებას იძლევა უფრო მრავალფეროვანი და „ადამიანური“ გახადოთ თქვენი სამუშაო გამოცდილება. დაფიქრდით იმაზე, თუ რის გაკეთებას შეძლებთ საკუთარი თავისათვის ახლავე!

 

 

საკვანძო სიტყვები: პროფესიული გადაწვა  

 

 

უკან

 
 

mycredit.ge

 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

 

mycredit.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
vivus.ge