რა მიზეზით და როგორ თანამშრომლებს უშვებენ Google–დან
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებარა მიზეზით და როგორ თანამშრომლებს უშვებენ Google–დან

greencard DV2019

vivus.ge

რა მიზეზით და როგორ თანამშრომლებს უშვებენ Google–დან
 | რეიტინგი 3 

 

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია კორპორაცია დობრას“ ხედხანტერების დაქირავების წესებზე და ყველანაირ ეშმაკობებზე. არ არის გასაკვირი, რომ Google–ში თავი მოიყარეს საუკეთესოებმა საუკეთესოთა შორის. ექს ვიცე–პრეზიდენტმა პროდუქტების საკითხებში ჯონათან როზენბერგმა აღწერა, თუ რა გადაცდომებისათვის ან პირადი თვისებების გამო შეუძლიათ ადამიანის გათავისუფლება Google–დან. ასეთ ადამიანებს მან მისცა სავსებით სრული განსაზღვრება – „ცუღლუტი“  (knave).

იპოვეთ და გაანადგურეთ

პირველად ვირეშმაკები როზენბერგმა აღწერა წიგნში „როგორ მუშაობს Google”, რომელიც დაწერა ერიკ შმიდტთან თანაავტორობით. მასში მან მოგვითხრო არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ადამიანებს ეძებენ კომპანიისათვის, არამედ იმაზეც,  თუ როგორების დანახვაც არ სურთ და ამჯობინებენ მათ მოშორებას, თუ ასეთები უეცრად აღმოჩნდებიან შტატში.  როზენბერგის სიტყვებით, კომპანია მუდმივად ადევნებს თვალს თავის მუშაკებს ცუღლუტების მოსაძებნად. ეს არის ხალხი, რომლებიც აღიზიანებენ გარშემო მყოფთ და იმდენად არ არიან მოტივირებულნი, რომ მათ გამო საუკეთესო თანამშრომლები კარგავენ საბრძოლო სულისკვეთებას.

ცუღლუტების დიდ კონცენტრაციას შეუძლია დააავადოს კომპანია, დარწმუნებულია როზენბერგი. ამიტომაც, მათი იდენტიფიკაცია და მოშორება – წარმოადგენს პერსონალთან მუშაობის დეპარტამენტის ძალზე მნიშვნელოვან ამოცანას. უპირველეს ყოვლისა, ასეთ ადამიანებს ეძებენ გუნდების დონეებზე. „თუ გუნდში ერთზე მეტი ნეგატიური თანამშრომელია“, გარშემო მყოფ ადამიანებს უბრალოდ არ სურთ დილაობით სამსახურში მოსვლა“ – განმარტავს როზენბერგი.

როგორ გამოიყურება ცუღლუტი

ცუღლუტები „იტყუებიან, იპარავენ და მიაწერენ საკუთარ თავს სხვა ადამიანების დამსახურებებს“ – განმარტავს როზენბერგი. ის ასევე აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ასეთი თანამშრომლები ხშირად „გარბიან“. ეს საინტერესოა, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიაში მუშაობს დაახლოებით 48 000  თანამშრომელი, და ისინი ძალზე იშვიათად ურთიერთობენ პრესასთან.

ქვემოთ არის წიგნიდან ამონაწერის თარგმანი, რომლებშიც არის ლაპარაკი ცუღლუტებზე, და თუ როგორ ხედავენ მათ Google–ში:

„ცუღლუტები – ეს არს ხალხი, რომლებსაც არა მხოლოდ არ გააჩნიათ  ღირებულებები, ისინი არიან ძალზე უყურადღებონი, ვერაგები და თავისებურად ავლენენ ამას ყოველ ახალ კომპანიაში. მაგალითად, ქედმაღლობა – ეს არის ცუღლუტების ტრადიციული გამოვლინება, რომელთაც სურთ გამოიყურებოდნენ როგორც წარმატებულები. იგივე, როგორც გამარჯვებულის განსაკუთრებულობა. მოკრძალებული ინჟინრები შეიძლება გახდნენ აბსოლუტურად აუტანლები, როდესაც დარწმუნდებიან იმაში, რომ იპოვეს მსოფლიოს შეცვლის საშუალება. ეს ძალზე სახიფათოა, რამდენადაც ეს ქმნის ხვრელებს. არსებოს სხვა დახასიათებებიც, რომლებიც განსაზღვრავენ ცუღლუტებს. თქვენ გშურთ თქვენი კოლეგების? თქვენ ცუღლუტი ხართ. მიიწერთ საკუთარ თავზე სხვათა დამსახურებებს ან ეტმასნებით მათ? ცუღლუტი. ყიდით კლიენტზე რაღაცას, რაც მას არ სჭირდება ან მისგან არ მიიღებს  მოგებას? ცუღლუტი. აბინძურებთ ოფისის მიკროტალღოვან ღუმელს თქვენ ნახევარფაბრიკატებით და არ ალაგებთ თქვენს შემდეგ? ცუღლუტი“.

 

 

ამასთან, თუ თანამშრომელი მართლაც კარგია, Google არავითარ შეთხვევაში არ შეელევა მას, თუ მოცემულ მომენტში მისთვის არ არის შესაფერისი სამუშაო.  კომპანია მზად არის ზოგიერთ ასეთ მარტორქას  გადაუხადოს წლიური შვებულებები, ოღონდ კი ისინი არ წავიდნენ კონკურენტებთან ან არ დააფუძნონ საკუთარი სტარტაპები, რომელთა შეძენაც მოუწევს მას შემდგომში ძვირად. 

 

 

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses