ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ზედა მენიუებიწესებიწესები: საავტორო სტატიის გამოქვეყნება პორტალზე LARI.GE

წესები: საავტორო სტატიის გამოქვეყნება პორტალზე LARI.GE
 | რეიტინგი 3 

რეგისტრაციის განხორციელებით მომხმარებელი სრულად ეთანხმება ქვემოთ მოცემულ წესებს.  ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წესები
 
- რეგისტრაცია პორტალზე
- ტექნიკური დახმარება სტატიის გამოქვეყნებისათვის 

 

 

აღნიშნული პროექტი საინტერესო და სასარგებლო იქნება, როგორც რიგითი ადამიანებისთვის, ასევე კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვისაც, ვისაც უნდა, რომ წარმატებას მიაღწიოს თავის საქმიანობაში თუ კარიერაში.  კერძოდ, ვინც თვლის, რომ აქვს ყველა ინტელექტუალური რესურსი, რომ იყოს წარმატებული, აქვს სურვილიც და ძალისხმევაც, მაგრამ ფინანსური და შესაბამისი ნაცნობობის წრის არ ქონის გამო მისი წარმატება უვადო შვებულებაშია. ის რისი შემოთავაზებაც გვინდა მისაღებია ნებისმიერი წლოვანების ადამიანისთვის, მთავარია მათ სიტყვას და აზრს ძალა ჰქონდეს და შეეძლოს ამის კარგად გადმოცემა წერით. პორტალმა Lari.ge დაიწყო საკუთარი პროექტი ექსპერტების გამოვლენის და ”ექსპერტთა კლუბის” შექმნის ინიციატივით, რაც ქვევით უფრო ფართოდ იქნება ახსნილი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს პიროვნების წარმატებისაკენ სვლას და მის პიარს კარგი გაგებით.  თქვენც იცით რომ ამჟამად უმეტესად სულ ერთი და იგვე  სახეები ჩანან საინფორმაციო სივრცეში და სხვა ნიჭიერი პროფესიონალების აზრი ვერ წვდება ხალხს, არ ხდება მათი თვითრეალიზაცია, მათი რესურსის გამოყენება. პორტალმა lari.ge-მ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში.

 

სანამ წესებზე გადავალთ გვინდა აგიხსნათ ამ პროექტის  შესახებ და თუ რატომ არის სასარგებლო საავტორო სტატიების გამოქვეყნება პორტალზე Lari.ge-ზე

 

1. პირველ რიგში იმიტომ რომ Lari.ge -ზე  ეს არის უფასო. Lari.ge სთავაზობს ნებისმიერ ადამიანს ან კომპანიას გაიაროს რეგისტრაცია საიტზე, შექმნას თავისი "ანგარიში" და გამოაქვეყნოს სტატიები სხვადასხვა კატეგორიებში. საიტზე შესაძლებელია სრულყოფილი სტატიის დადება სურათებით და ვიდეოთი. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალურ და წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანებს გააცნონ თავისი თავი ხალხს, მიიღონ ცნობადობა, რაც შმდგომი წარმატების საწინდარია.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გამოაქვეყნებთ მინიმუმ 10 სტატიაა, მაშინ lari.ge ავტომატურად გაგაწევრიანებთ თავის ექსპერტთა კლუბში, რომელებიც თავიანთი ფოტო სურათებით გამოჩნდებიან სპეციალურ შექმნილ ბლოკში პირველ გვერდზე. lari.ge  გეგმავს ამ ფორმატის უფრო გაფართოებას და ხელს შეუწყობს ამ ხალხის ცნობადობის გაზრდას, მათთან პირადი ინტერვიუების გამოქვეყნებას საჭირბოროტო საკითხებზე, რომ ახალი საღი აზრი მიეწოდოს საქართველოს მოსახლეობას. გარკვეულ საკითხებში ექსპერტის რანგში ასევე გამოვა კომპანიის მენეჯმენტიც, თუ სტატიები იდებოდა კომპანიის და ორგანიზაციის  სახელით.

 

საავტორო სტატიების გამოქვეყნება უფასოდ lari.ge-ზე

2. Lari.ge-ს თავად ყავს საკუთარი აქტიურ მომხმარებლები, ვებ გვერდზე ყოველდღიურად 2500-მდე უნიკალური მომხმარებელი შედის და ეცნობა სტატიებს და ახალ ინფორმაციას, ეს რაოდენობა ფაქტიურად დაემატება საძიებო სისტემით სტატიის მკითხველთა რაოდენობას. საიტი წარმოადგენს პროფესიულ საიტს, ის არაა გასართობი და ყველა მომხმარებელზე გათვლილი, ეს თვისება მას  აძლევს მეტ რეიტინგს პროფესიული პიარის კუთხით, მისი შედეგი ბევრად მეტია ვიდრე 10000 მომხმარებელიანი ნებისმიერი სხვა გასართობი ტიპის საიტისა.

3.  საიტი Lari.ge-ს აქვს სრულყოფილი SEO ოპტიმიზაცია Google -ს საძიებო სისტემაში, ამიტომ ამის წყალობით მასზე განთავსებული სტატია გაივლის სრულყოფილს ოპტიმიზაციას და სწრაფადვე მოხვდება Google -ს საძიებო ბაზაში როგორც დამოუკიდებელი გვერდი.

4. საიტი Lari.ge-ზე საიტის გამოქვეყნებისას ყველა სტატიას ავტომატურად მიეთითება ავტორის ვინაობა, ფსევდონიმი, ან კომპანიის სახელი (რომელსაც ირჩევს მომხმარებელი), ამიტომ ყველა გამოქვეყნებული სტატია იქნება იდენტიფიცირებული, როგორც თქვენი საკუთრება;

5. Lari.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აქვთ ყველა სოციალურ ქსელში გაზიარების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა გაათმაგებულად გავრცელდეს თქვენი სტატია სოციალურ ქსელებში ავტომატურად. ასევე თქვენი სტატია ჩაჯდება Lari.ge-ს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე. თქვენ სტატიას ასევე ექნება კომენტარის შესაძლებლობა, რომელიც ასევე ვრცელდება სოციალურ ქსელში. ყველა ასეთი გაზიარება და კომენტარი დამატებით უამრავი მკითხველის მოზიდვის საშუალებაა.

 

დანარჩენი  სრულად იხილეთ ამ ბმულზე

 

 


 

შექმნილი ანგარიშების, ასევე საავტორო სტატიის 
განთავსების წესები და პირობები:

      

1.   ფუნქციის არსი და პრინციპები:

  • აღნიშნული ფუნქცია გათვლილია ნებისმიერი პროფესიის თუ განათლების ადამიანისათვის, რომელსაც სურს თავისი მოსაზრება თუ ინფორმაცია მიაწოდოს ფართო საზოგადოებას. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებული უნდა იყოს სტატიის ფორმით, დაახლოებით  მინიმუმ 1000 სიმბოლო ან მეტი (შეზღუდული არაა).
  • სტატია არ უნდა იყოს კოპირებული. ის დაწერილი უნდა იყოს ავტორის (რეგისტრირებული პირი) მიერ  ან ნათარგმნი. სტატია აკრეფილი უნდა იყოს ქართულ უნიკოდში.
  • დაუშვებელია სტატიის გამოქვეყნება პირდაპირი რეკლამისათვის, მაგალითად მოკლე სარეკლამო ან სხვა ტიპის განცხადებების გამოქვეყნება, რომელსაც მხოლოდ სარეკლამო მიზანი აქვს. გამოქვეყნებული სტატია რა თქმა უნდა შეიძლება შეიცავდეს რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამას, მაგრამ ეს რეკლმა უნდა იყოს ირიბი ფორმით განხორციელებული სტატიის შინაარსის ფარგლებში, ანუ სტატია არ უნდა წარმოადგენდეს ამა თუ იმ კომპანიის ან პროდუქტის პირდაპირ რეკლამას (გამონაკლისია წიგნები). პროდუქტი ან მომსახურება შესაძლებელია სტატიაში განხილული იყოს ზოგადი ბიზნესის ან მისი სარგებლიანობის ჭრილში, როგორც გარკვეული სიახლე, ასევე მისი გამოყენებით მიღებული შედეგი ბიზნეს იდეის ან სხვა კუთხით. სტატიის პირდაპირი მიზანი არ უნდა იყოს კონკრეტული მომსახურების ან პროდუქტის გაყიდვა, მიზანი უნდა იყოს მისი სარგებლიანობის ჩვენება.  
  • სტატია შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ შემდეგ საკონტაქტო ინფორმაციას: ვებ გვერდის ან facebook-ის მისამართი (http://-ს გარეშე),  ელ-ფოსტა.
  • Lari.ge-ს ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული მასალების დაკარგვასა და დაზიანებაზე.  
  • რეგისტრირებული პირის მიერ საიტზე გამოქვეყნებული მასალები გამოხატავენ მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და lari.ge-ის ადმინისტრაცია არაა პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც ამ მასალებით შეიძლება მიადგეთ მესამე პირებს.   

2.   რა შედეგს მიიღებთ: საავტორო სტატიები ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნონ თავიანთი მოსაზრება ფართო საზოგადოებას, აქედან გამომდინარე გააცნონ თავისი თავიც. ჩვენი პორტალი მიესალმება თავისუფალი აზრის გამოხატვას და ხელს უწყობს მის თავისუფალ მიწოდებას ფართო საზოგადოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.  ეს ასევე დაეხმარება სხვადასხვა კატეგორიის სპეციალისტებს გაიცნონ ერთმანეთი, ტავისი თავი გააცნონ ფართო საზოგადოებას,  რაც შეუწყობს ხელს მათ წარმატებას. როგორც ზემოთ არის ნახსენები  თუ თქვენ გამოაქვეყნებთ მინიმუმ 10 სტატიაა, მაშინ lari.ge ავტომატურად გაგაწევრიანებთ თავის ექსპერტთა კლუბში, რომელებიც თავიანთი ფოტო სურათებით გამოჩნდებიან სპეციალურ შექმნილ ბლოკში პირველ გვერდზე. lari.ge  გეგმავს ამ ფორმატის უფრო გაფართოებას და ხელს შეუწყობს ამ ხალხის ცნობადობის გაზრდას. ჩვენი პორტალი მუდმივად სთავაზობს სიახლეებს და ახალ შესაძლებლობებს თავის მომხმარებლებს, რომ მაქსიმალურად კომპეტენტური პროდუქტი მიაწოდოს ფართო საზოგადოებას ინფორმაციის სახით. აღნიშნული შესაძლებლობა ასევე შეიძლება აქტიურად გამოიყენონ სხვადასხვა კომპანიებმა. მათ შეუძლიათ ირიბად აწარმოონ თავიანთი პიარი დადებითი იმიჯის შესაქმნელად ან იგივე აწარნმოონ თავიანთ მომსახურებაზე თუ პროდუქტზე.

3.    საავტორო სტატიების კატეგორიები:
პორტალზე
 საავტორო სტატების გამოქვეყნება შესაძლებელია ფაქტიურად უმეტეს კატეგორიებში:

  • ბიზნეს-გეგმა;
  • ბიზნეს ადმინისტრირება; 
  • ბიზნესი ინტერნეტში;
  • ბიზნეს იდეები;
  • წარმატების ისტორიები;
  • პოლიტიკა;
  • ეკონომიკა;
  • განათლება;
  • ბიზნესი;
  • ეს საინტერესოა;
  • კრედიტის ალქიმია;
  • დაზღვევია აქიმია;
  • ინვესტიცია;
  • წიგნები (გარდა საბავშო და მხატვრული ლიტერატურისა /საიტის თემატიკიდან გამომდინარე/)

4.      რეგსტრაცია-ავტორიზაცია:  ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს პორტალზე. თავიდან ანგაღიში არ იქნება გააქტიურებული, ის გააქტიურდება 72 საათის განმავლობაში.  ამ პროცედურის გავლის შემდეგ გააქტიურდება კონკრეტული პიროვნების ანგარიში და შესაძლებელი ხდება უფასოდ და შეუზღუდავად შესაბამის კატეგორიებში სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნება. ყველა სტატიას ავტომატურად მიეწერება კომპანიის სახელწოდება, ავტორის ვინაობა, ან მისი ფსევდონიმი (ამას თავად მომხმარებელი ირჩევს).

5.      საავტორო სტატიის გამოქვეყნების და მისი ბლოკირების პირობები:

  • თუ სტატია თემატურად არ შეესაბამება არჩეულ კატეგორიას, ასევე ორთოგრაფიულად და/ან გრამატიკულად არ არის გამართული, ის არ გამოქვეყნდება; 
  • მომხმარებელს არ ექნება შესაძლებლობა განახორციელოს უკვე გამოქვეყნებული სტატიის კორეტირება ან მისი წაშლა, ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად შეამოწმოთ სტატია წინასწარ და გაუკეთოთ კორექტირება. ეს შეზღუდვა გაკეთებულია იმისათვის, რომ გამოქვეყნებულ სტატიაზე აკრძალულია შინარსის შეცვლა. მიუღებელია ვინმემ წაიკითხოს სტატია და  შემდეგ მეორე ან მესამე დღეს სტატია შეიცვალოს; 
  • ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოქვეყნებული სტატია დაიბლოკოს ავტორის თხოვნით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია. დაბლოკილი სტატია  მაინც დარჩება პორტალის არქივში;
  • ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ გამოაქვეყნოს ან თავად დაბლოკოს უკვე გამოქვეყნებული სტატია, თუ აღმოაჩნდა რომ სტატია არღვევს სხვის უფლებებს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ან არსებობს დასაბუთებული მოთხოვნა სხვა კერძო ან იურიდიული პირისაგან;
  • აკრძალულია პირდაპირ სარეკლამო ტიპის განცხადების გამოქვეყნება;
  • აკრძალულია პიროვნების საპასპორტო ან კონფიდენციალური მონაცემების გამოქვეყნება;
  • სტატია შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ შემდეგ საკონტაქტო ინფორმაციას: ვებ გვერდის ან facebook-ის მისამართი (http://-ს გარეშე), ელ-ფოსტა.  აკრძალულია სხვა საკონტაქტო მონაცემების მითითება სტატიაში.
  • აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა ან გამოყენება;
  • აკრძალულია შემდეგი შინაარსის მქონე მასალების გამოქვეყნება: ძალადობისკენ მოწოდება; რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა; დამთრგუნველი და შემზარავი ეფექტის მქონე მასალების გამოქვეყნება, როგორიცაა ადამიანის სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა სცენები; ცხოველთა წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა სცენები; პორნოგრაფია, სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენები სასქესო ორგანოების ან სქესობრივი აქტის ახლო ხედით ჩვენებით; ეროტიული სცენები და გამოსახულებები, სიშიშვლე ცალსახად ეროტიულ კონტექსტში;  მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლება და პროპაგანდა, მაგალითად როგორიცაა: კიბერდანაშაული, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება/გავრცელება/შეძენა/მოხმარება/პროპაგანდა, ადამიანის ნების დამორჩილების მეთოდიკა და ა.შ.   კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდა, ადამიანის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება; მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნებულ მასალებში;  სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება.

6.      ანგარიშის შეწყეტის მიზეზები:

  • სტატიის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს გამოსაქვეყნებლად მითითიებულ კატეგირიას, არ უნდა არღვევდეს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და სხვა უფლებებს. ასევე არ უნდა არღვევდეს ზემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პიობებს. ამ წესების დარღვევისათვის პორტალის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაბლოკოს მომხმარებლის "ანგარიში" ან საერთოდ გააუქმოს.

  • სტატია უნდა იყოს გრამატიკულად და ორთოგრაფიულად გამართული, სტილისტურად მისაღები საზოგადოებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გამოქვეყნდება. პორტალის ადმინისტრაცია არ უკეთებს სტატიებს კორექტირებას. ამ წესების ხშირი დარღვევისათვის პორტალი იტოვებს უფლებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაბლოკოს მომხმარებლის "ანგარიში" ან საერთოდ გააუქმოს.

 

 

- რეგისტრაცია პორტალზე;
- ტექნიკური დახმარება სტატიის გამოქვეყნებისათვის; 

 


 გისურვებთ წარმატებებს !

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge