Toyota-ს ისტორია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიები Toyota-ს ისტორია

domain, transfer, hosting

vivus.ge

Toyota-ს ისტორია
 | რეიტინგი 3 

 

კომპანია Toyota დღეს ძალზედ მრავალფეროვან პროდუქციას უშვებს - ავტომილებიდან და რობოტებიდან დაწყებულს ელიტური კოტეჯების მშენებლობით დამთავრებულს, ეს მრავალწახნაგოვანი კომპანია მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელია, სადაც წარმოიშვა მსოფლიოში პოპულარული მენეჯმენტის ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა, მაგალითად „მიწოდება ზუსტად დათქმულ ვადაში" და კაიძენი. მოკლედ,  თქვენ ბევრი რამ იცით ამ კომპანიაზე, რომელიც XX საუკუნის იაპონური მრეწველობის ფლაგმანი იყო, და ახლა მასზე ვილაპარაკებთ.

 

როგორ იწყებოდა ყველაფერი?

Toyota-ს ისტორია დაიწყო საკიში ტოიოდას ოცნებიდან, რომელიც 1867 წელს დაიბადა დურგლის ოჯახში. ის ყოველთვის ოცნებობდა გამომგონებლობაზე, მაგრამ რადგანაც ოჯახში უფროსი შვილი იყო, იაპონური ტრადიციით მამის ხელობას უნდა გაჰყოლოდა. საბედნიეროდ, ამ დროისათვის ტრადიციებმა დასუსტება იწყო და ახალგაზრდა საკიშისაც საკუთარო ოცნების განხორციელების იმედი გაუჩნდა. ტოიოდას საქმიანობის სფერო საქსოვი დაზგები გახდა, რომელსაც მან მთელი მომავალი წლები შესწირა..

საკიშის პროფილური განათლება არ ჰქონდა და ყველაფერს პრაქტიკით სწავლობდა. 1894 წელს ქვეყნიერებას მოევლინა კიიშირო ტოიოდა, რომელიც 20 წლის შემდეგ დაეხმარა მამას ავტომატური საქსოვი დაზგის შექმნაში. სწორედ ეს დაზგა გახდა ტოიოდას ოჯახის ახალი კომპანიის - Toyoda Automatic Loom Works - საფუძველი. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.


1930 წელს საკიში გარდაიცვალა და კომპანიის ხელმძღვანელობა კიიშიროზე გადავიდა. ლეგენდის მიხედვით, საკიშის უკნასკნელი ოცნება იყო ავტომობილების წარმოება. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, შვილისათვის მისი უკანასკნელი განკარგულება სწორედ ავტომობილების წარმოების დაარსება იყო. რთულია იმის თქმა, მართალია ეს თუ არა, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა. ფაქტი ის არის, რომ პატენტი მამისა და შვილის ერთად შექმნილ ავტომატურ საქსოვ დაზგაზე ინგლისურმა კომპანიამ Platt Brothers & Со-მ შეიძინა 100 ათას გირვანქა სტერლინგად და სწორეს ეს ფული ჩაიდო კომპანიის ახალი ქვეგანყოფილების შექმნაში, რომლის მიზანსაც საკუთარი ავტომობილის შექმნა წარმოადგენდა.

უნდა ითქვას, რომ Toyota-ს საკუთარი ავტომობილის წარმოება ნულიდან არ დაუწყია. ისტორია იწყება საუკეთესო ამერიკული ავტომობილების ნიმუშების კოპირებით. და ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ეს იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჯერ უნდა გაკეთდეს რაიმეს კარგის ასლი სრულყოფამდე. და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე საკუთარის შექმნა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასლის შექმნაც არ იყო ადვილი საქმე. დიდი ხნის განმავლობაში  Toyoda Automatic Loom-ის ინჟინრებს არ გამოსდიოდათ ესა თუ ის სამუშაო. მაგრამ 1936 წელს სამყაროს მოევლინა ავტომობილი Toyoda AA, რომელიც ამერიკული Chrysler Airflow-ს პრაქტიკულად ზუსტ ასლს წარმოადგენდა. ამავე წელს გამოჩნდა კომპანიის ლოგოტიპი  და ასევე სატვირთო ავტომობილიც, რომელიც თითქმის მაშინვე გაიგზავნა საექსპორტოდ ჩრდილოეთ ჩინეთში.

ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე ამ ეტაპზე კომპანიას გააჩნდა წარმოების რამოდენიმე ინოვაციური პრინციპი. ჯერ კიდევ ადრე, ტოიდოას საქსოვი დაზგების კომპანიაში, ერთი  მუშის პრობლემის გამო მთელი წარმოება ჩერდებოდა მთელი პროდუქციის წუნის მინიმუმამდე დაყვანის პრინციპით, იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ავტომანქანების შექმნისათვისაც. 1937 წელს კიიშირო ტოიოდამ გადაწყვიტა ავტომობილების წარმოების ცალკე კომპანიად გამოყოფა, რომელმაც მიიღო სახელწოდება Toyota Motor Company. ადვილი შესამჩნევია, რომ აქ სიტყვა Toyota-ში ასო დ შეცვლილია ასო დ-თი? რატომ? არსებობს ლეგენდა ამის შესახებაც. სიტყვა Toyoda-ს დაწერისას დ-ს იეროგლიფი ძნელად გამოსაყვანია, რადგან საჭიროა ფუნჯის 9-ჯერ მოქნევა, ეს რიცხვი კი იაპონიაში უბედურად ითვლება. კიიშირომ ცრუმრწმენი გამოდგა და გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ სახელწოდებაში არ იქნებოდა ისეთი მომენტები, რომლებიც ცუდად იმოქმედებდნენ გაყიდვებზე. და გადაწყვიტა დ-ს იეროგლიფის ტ-თი შეცვლა, რომელსაც მხოლოდ 8 მოქნევა სჭირდება, ეს რიცხვი კი იაპონიაში ბედნიერების მომტანია. ჩვენ, შეიძლება, ეს ისტორია აბსურდულად მოგვეჩვენოს, მაგრამ აქ საქმე კულტურულ განსხვავებებშია. ჩვენთვის ისიც ძნელი გასაგებია, თუ რატატომ მღერიან სიამოვნებით მუშები თავისი კომპანიის ჰიმნს, რატომ მუშაობს მათი უმრავლესობა მხოლოდ ერთ კომპანიაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ ესეც იაპონური კულტურის დამახასიათებელი ნიშნებია.

ამრიგად, დაიბადა ავტომიბილების მწარმოებელი კომპანია Toyota. მას ბედმა იმავე წელს გუღიმა, როდესაც მიიღო სამთავრობო შეკვეთა 3000 სატვირთო მანქანაზე. ამან საშუალება მისცა კომპანიას გასჩენოდა ნაღდი ფული შემდგომი კვლევებისათვის, რადგან Toyota-ში არ აპირებდნენ მუდმივად მხოლოდ დასვლური ავტომობილების ასლების კეთებას.

 

ექსპანსია მსოფლიო ბაზარზე

1938 წელს ქალაქ კორომში აშენდა კომპანია Toyota-ს პირველი ქარხანა, რომელიც მთლიანად იყო ორიენტირებული ავტომობილების წარმოებაზე. უნდა ითქვას, რომ ის აშენებული იყო იმ ფულით, რომელიც მიიღო მთავრობისაგან სატვირთო ავტომობილების დიდი შეკვეთის საფასურად. დღეს ქალაქი კორომო კომპანიის საპატივსაცემოდ გადარქმეულია ტოიოტად.

ამასობაში კომპანიის შემდგომი სტრატეგია მდგომარეობდა იმ კომპანიების ყიდვითა და შექმნით, რომლებიც დაამზადებდნენ დეტალებს ავტომობილის გამოშვების მთელი ციკლისათვის. პირველ რიგში, ეს იმისათვის კეთდებოდა, რომ უსაფრთხოდ ეგრძნოთ თავი მოწოდებაში პრობლემების წარმოშობისას. იმ დროისათვის Toyota-ში იწყება „ზუსტად ვადაში" სისტემის განვითარება, რომელიც საშუალებას იძლეოდა საწყობში ნაწილების ზუსტად ავტომობილის წარმოების დროს მიტანას, რის გამოც არასოდეს არ გროვდებოდა მათი ზედმეტი მარაგები.

ამასთან ერთად, ავტომილების ხარისხის რეალური ზრდა დაიწყო მხოლოდ 1950-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც კომპანია იწყებს ამა თუ იმ დონით საკუთარი ავტომობილების გამოშვებას. ამ დროისათვის დაარსებულ იქნა ცალკე კომპანია Toyota Motor Sales Co., Ltd, რომელიც დაკავებული უნდა ყოფილიოყო მხოლოდ და მხოლოდ გასაღებით.


ასე რომ, 50-60-ანი წლები ის დროა, როდესაც Toyota-ს ქარხნებში მიმდინარეობს სერიოზული მოდერნიზაცია. კომპანიაში ინერგება კაიძენის პრინციპები. თვითონ ეს სიტყვა შედგენილია და შეიცავს ორ სხვადასხვა სიტყვას - „კაი"-ს (ცვლილება) და „ძენ"-ს (სიბრძნე). მთლიანობაში, კაიძენი წარმოადგენს თავისებურ ფილოსოფიას, რომელიც გათვლილია მუდმივ თანდათანობით გაუმჯობესებებზე,  შეუმჩნევლად და მუდმივ სრულყოფაზე. აქედან გამომდინარე, კაიძენის საფუძველში ჩადებულია მუდმივი სრულყოფის პრინციპი. 60-იანი წლების დასაწყისში ეს პრინციპი უკვე იყო დანერგილი Toyota-ს ყველა ქარხანაში.

1951 წელს Toyota ნერგავს კიდევ ერთ მმართველობით ნოვაციას - შემოაქვს იდეების შემოტანის სისტემა. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერ მუშაკს შეეძლო საკუთარი იდეის შეთავაზება კომპანიაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის სრულყოფისათვის. თუ იდეა დაინერგებოდა, მუშაკი იღებდა ფულად პრემიას. დღეს ეს ნოვაციები ცხოვრების ნორმად მიგვაჩნია, მაგრამ ეს ხდებობა ჯერ კიდევ XX სუკუნის შუა წლებში. მაშინ ყველაფერი, რასაც აკეთებდა Toyota, ნოვაცია იყო. მხოლოდ მოგვიანებით გადაიღეს ეს ყველაფერი დასავლურმა კომპანიებმა.

50-იანი წლების ბოლოს, უფრო ზუსტად კი 1957 წელს სწორედ აშშ-ში გაიხნა Toyota Motor Sales USA. დაიწყო Toyota-ს ავტომობილების მიწოდება ამერიკაში. გაყიდვების დონე ძალიან დაბალი იყო, და მანქანების ნაკლებად ერგებოდა ამერიკულ პირობებს. მთელი საქმე იმაშია, რომ საექსპორტოდ განკუთვნილი პირველი ავტომობილი Toyota Crown სავსებით არ შეესაბამებოდა ამერიკელთა წარმოდგენას კარგ ავტომობილზე. ძალიან მალე კომპანია იწყებს რეფორმების 6-წლიან პროგრამას, რომლის შედეგიც გახდა ავტომობილების ახალი მოდელების მოდერნიზაცია.

ნამდვილი გარღვევა ავტომობილების ექსპორტის დარგში 1973 წელს მოხდა, როდესაც მსოფლიო ნავთობის კრიზისმა მოიცვა. ეს კრიზისი Toyota-სთვის ძალზე სასარგებლო გამოდგა, რადგანაც კომპანია აშშ-ში პოპულარიზაციას უწევდა ეკონომიურ ავტომობილებს. ხოლო 1982 წელს კომპანია General Motors-თან ერთად Toyota-მ ააშენ პირველ ქარხანა აშშ-ს ტერიტორიაზე. ის იწყებს მუშაობას არანაკლები ეფექტიანობით, ვიდრე კომპანიის იაპონიის ტერიტორიაზე განლაგებული ქარხნები. 1980 წელს ამერიკის ბაზარზე გამოჩნდა ახალი მარკა - Lexus. კომპანია Toyota-ს ამ დიდებულმა ავტომობილმა მალე შეავიწროა ბაზარზე ისეთ გიგანტები, როგორებიცაა Cadillaс და Mercedes.

დღეისათვის Toyota მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ კომპანია დღემდე კაიძენის პრინციპის ერთგულია და აგრძელებს სრულყოფას. ახლა მას განზრახული აქვს ახალი დარგის - რობოტექნიკის დაპყრობა.

 

რობოტი-პარტნიორები Toyota-საგან

არც ისე დიდი ხნის წინ Toyota-ს ერთმა ხელმძღვანელმა სასხვათაშორისოდ განაცხადა, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში კომპანიის მთავარო ბიზნესი რობოტექნიკა გახდება. და ეს ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლისათვის. ხუმრობაა? როგორც ჩანს, არა.

დღეისთვის რობოტექნიკის დარგში Toyota-ს მთავარი ქმნილებას წარმოადგენენ ე. წ. რობოტი-პარტნიორები, რომლებიც იშვნენ სხვა კომპანიებთან და ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ პროექტის ფარგლებში უკვე წარმოდგენილია დაახლოებით 10

დღეისთვის რობოტექნიკის დარგში Toyota-ს მთავარი ქმნილებას წარმოადგენენ ე. წ. რობოტი-პარტნიორები, რომლებიც იშვნენ სხვა კომპანიებთან და ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ამ პროექტის ფარგლებში უკვე წარმოდგენილია დაახლოებით 10 რობოტი.

თავიდან იაპონელებს ჩაფიქრებული ჰქონდათ ისეთი რობოტების შექმნა, რომლებიც სარგებლობის მომტანნი იქნებოდნენ ავტომობილების ქარხნებში. ამისათვის დამუშავების დროს ითვალისწინებდნენ ისეთ ასპექტებს, როგორიცა კარგი ფიზიკა, მოქნილობა, ინტელექტი და სიმარჯვე. ყველა ამ პირობებს კარგად ასრულებენ Toyota-ს „პარტნიორები". ერთერთმა მათგანმა პრეზენტაციაზე ვიოლინოზე დაკვრით მქუხარე ოვაციები დაიმსახურა. შესაძლებელია, რომ მალე ახალი პაგანინიც ვიხილოთ. დღეისთვის არსებობს მხოლოდ კონცეპტები, რომლებსაც Toyota წარადგენს სხვადასხვა გამოფენებზე და მათ შორის ყველაზე ცნობილი სწორედ მევიოლინე რობოტია. მისი სარგებლიანობა საეჭვოა, მაგრამ ის იაპონელებმა შექმნეს სარეკლამო მიზნებისათვის და დღეისათვის ეს ხომ მთავარია.

რასაკვირველია, Toyota არ აპირებს გაჩერდეს რობოტების მხოლოდ მრეწველობაში დანერგვაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის გამოც № 1 საავტომობილო კომპანიამ ყურადღება რობოტექნიკაზე გადაიტანა ისაა, რომ უკანასკნელ წლებში იაპონიაში აღინიშნება შობადობის მკვეთრი დაცემა და მალე ქვეყანაში აღარ იქნება საჭირო რაოდენობით მუშახელი და პენსიონერების მომვლელი ადამიანები. ამ პრობლემის გადაჭრა რაღაც დონეზე უნდა შეძლონ სწორედ პარტნიორმა რობოტებმა. Toyota-ში სჯერათ, რომ უახლოეს ათწლეულებში მათი რობოტები დანერგილი იქნება  ადამიანის საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

  • ხანდაზმული ადამიანების მომასახურება
  • წარმოება
  • მომსახურების სფერო, სადაც რობოტები იქნებიან გამყიდველები, მტვირთავები და ა. შ.
  • მედიცინა
  • ინვალიდების დახმარება
  • „ძიძების" როლი

მოცემულ მომენტში კომპანიამ წარმოადგინა მხოლოდ რამდენიმე პარტნიორი, რომელთა შორისაც საკმაოდ საინტერესოა რობოტი ინვალიდის ეტლის ფორმით. ბევრმა იაპონელმა მიმოხილველმა ძალიან დიდი შეფასება მისცა  Mobility Robot-ს პრეზენტაციის დასრულებისთანავე. მთლიანობაში არ შეიძლება ითქვას, რომ ის რევოლუციურია, მაგრამ დიდ შთბეჭდილებას კი ახდენს და ასევე თვალსაჩინოა ასეთი „მანქანის" სიკეთე.

დღეისათვის კო

უკან

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses