ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიები80 დღეში და $80–ად დედამიწის გარშემო

80 დღეში და $80–ად დედამიწის გარშემო
 | რეიტინგი 3 


რობერტ
ქრისტოფერს, როგორც ყველა ახალგაზრდას, პატარაობისას წაუკითხავს ჟიულ ვერნის წიგნი “80 დღე დედამიწის გარშემო”. ამ წიგნით შთაგონებულს, მას გაუჩნდა სრულებით მკაფიო მიზანი: როგორ შემიძლია ვიმოგზაურო დედამიწის გარშემო და ეს მოგზაურობა დამიჯდეს მხოლოდ $80?

რობერტმა ჯიბიდან ამოიღო ავტოკალამი, აიღო სუფთა ფურცელი და ჩამოწერა ის ამოცანები, რომელიც უნდა გადაეჭრა ამ მიზნის მისაღწევად. იმ დროისთვის ის უკვე იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი და გააჩნდა მშვენიერი ფოტოკამერა. მაშ ასე, მან დაიწყო მოქმედება:

§         დაუკავშირდა კომპანია ჩარლზ პფაიზერი”- ლაბორატორიას და შესთავაზა, რომ მათ შეუგროვებდა იმ ქვეყნების ნიადაგების ნიმუშებს, რომელსაც ის გზად გაივლიდა.

§         აიღო საერთაშორისო მართვის მოწმობა და რუკების კომპლექტი იმ პირობით, რომ მათ შეუგროვებდა შუა აღმოსავლეთის ქვეყნების გზების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

§         გააფორმა საბუთები რათა დაეწყო მუშაობა მეზღვაურად ერთ-ერთ ხომალდზე.

§         ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილებიდან აიღო ცნობა, რომ მას არ ჰქონდა კრიმინალური წარსული.

§         გაწევრიანდა საერთაშორისო ახალგაზრდული საერთო საცხოვრებლების ასოციაციაში.

§         ხელშეკრულება დაუდო სატვირთო გადაზიდვების კომპანიას, რომლის თანახმადაც რობერტი უნდა გადაეყვანათ ატლანტიკის ოკეანით, სანაცვლოდ კი ის გააკეთებდა ფოტოგადაღებებს კომპანიის სარეკლამო მიზნებისთვის.

ოცდაექვსი წლის ახალგაზრდა კაცი, ჯიბეში $80-ით გამოფრინდა ნიუ-იორკიდან. აი, რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ განახორციელა რობერტმა თავისი გეგმა:

საუზმე ჰანდერეზე ნიუფაუნდლენდში. როგორ გადაიხადა? გადაუღო სურათი მზარეულს სამზარეულოში. ის მეტად კმაყოფილი დარჩა.

ირლანდიის აეროპორტ შანონში მან იყიდა 4 ბლოკი ამერიკული სიგარეტი, რაც მას დაუჯდა $4.80. იმ დროს სიგარეტი ფულის მაგივრობას სწევდა, მათზე ბევრ ქვეყანაში ბევრი რამის გადაცვლა შეიძლებოდა.

პარიზი ვენა, ერთი ბლოკი სიგარეტი სატვირთოს მძღოლს.

ოთხ კოლოფ სიგარეტში, მატარებლის გამცილებელმა რობერტი ამგზავრა ალპებიდან ვენაში შვეიცარიაში. დამასკამდე იმგზავრა ავტობუსით. ეს მოუწყო მას პოლიციელმა მადლიერების ნიშნად, მისთვის გადღებული სურათისთვის.

სურათები გადაუღო ირაკის რკინიგზის კომპანიის ხელმძღვანელობას. სანაცვლოდ მას საშუალება მიეცა ემგზავრა ბაღდადიდან თეირანში.

მის ბანკოკში მას მეფურად ასადილა რესტორნის მეპატრონემ. რობერტმა გადაუხადა იმით, რომ მიაწოდა რესტორნის მეპატრონეს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, კერძოდ ერთ-ერთი ტერიტორიის ზუსტი აღწერა რუკის ჩუქებასთან ერთად.

იაპონიიდან სან-ფრანცისკომდე გადავიდა ხომალდი ფლაინგ სპრეის ეკიპაჟის წევრის რანგში.

 

შედეგად რობერტ ქრისტოფერმა დედამიწის გარშემო მოგზაურობას მოანდომა 84 დღე და ეს სიამოვნება დაუჯდა $80.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge