ოცნება - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიოცნება

greencard DV2019

vivus.ge

ოცნება
 | რეიტინგი 3 

ცხოვრებისეული მიზნები აკონტროლებენ ადამიანის ცხოვრებას. გიფიქრიათ ოდესმე შეგექმნათა თქვენი ცხოვრების მანძილზე ისეთი რამ, რაც იარსებებდა თქვენი სიკვდილის შემდეგ კიდევ თუნდაც 200 წელი?

ზრდასრული ადამიანები არ ოცნებობენ. მათ მიაჩნიათ რომ ოცნება არის დროის ტყუილად დაკარგვა. რომ უნდა ვიყოთ რეალისტურები. მაგრამ ოცნება არ არის დროის ფუჭი კარგვა. უფალს არ შეუქმნია არაფერი, რაც შეიძლება იყოს უსარგებლო. ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება. თუკი უფალმა მოგცა ოცნება, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ჩადო შენში ძალები რეალობად ვაქციოთ ისინი. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი შექმნის გარემოებებს, რაც აუცილებელი იქნება მათ განსახორციელებლად. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად  „არარეალისტურად" მოგეჩვენება ისინი თავიდან. როდესაც ოცნებობ, გეძლევა შესაძლებლობა დაემსგავსო უფალს, შემოქმედს. ოცნებაში, ხომ შენ ქმნი რაღაცას არაფრისგან. გარკვეულწილად, შენ ხდები მინიშემოქმედი.

დაგითმიათ ერთი სრული დღე იმისთვის, რომ გეოცნებათ? ისე, რომ სხვა მეტი არაფერი გეკეთებინათ? ყველა დიადი ადამიანი იყო გამოუსწორებელი მეოცნებე.  უოლტ დისნეი იყო მეოცნებე, აკიო მორიტა („სონი"-ს დამფუძნებელი) იყო მეოცნებე, მარტინ ლუთერ კინგი იყო მეოცნებე, მაჰათმა განდი იყო მეოცნებე, ჯორჯ კენედი იყო მეოცნებე, მარკ ტვენი იყო მეოცნებე, სტივ ჯობსი იყო მეოცნებე, ბილ გეიტსი არის მეოცნებე. ჯორჯ კენედის არ უთქვამს: „იცით, მთვარეზე ადამიანის გაგზავნა არარეალურია. მთვარე ხომ ასე შორს არის ჩვენგან? რა სისულელეა. ეს შეუძლებელია". 


იოცნებეთ მიზანმიმართულად, იოცნებეთ ფურცელზე, იოცნებეთ რწმენით, ჩაიჭედეთ თავში ოცნება, მოიშორეთ თავიდან ყველა ეჭვები და შიშები, მიუძღვენით ცხოვრება ოცნებებს, იცხოვრეთ ოცნებით, იმუშავეთ ოცნებით, დაგეგმეთ ოცნებით, გააფართოვეთ ოცნებები. ერთ წარმატებულ მილიარდერს, ავსტრალიელ პიტერ დანილეს ჰკითხეს: „როგორ მოხდა რომ შენ, ადამიანს, რომელსაც არ გისწავლია სკოლაში, წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან, რომელსაც არავინ დაგხმარებია ცხოვრებაში, რომელიც ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში იყავი უბრალო კალატოზი, მიაღწიე ასეთ წარმატებას?" მან უპასუხა: „ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში მე ვეყრდნობოდი ჩემს ოცნებებს, ყოველი მარცხის შემდეგ, როდესაც ვიყავი სულიერად გამოფიტული, მე ვეყრდნობიდი ჩემს ოცნებებს".

ნუ მიიჩნევთ თქვენს ოცნებებს საზოგადოებრივ საკუთრებად. თქვენი ოცნება არის მხოლოდ თქვენი და მეტი არავისი. ფურცელზე დაწერილი მიზნები, თანდართული დროის ჩარჩოებით, არის თქვენი ოცნებებისკენ მიმავალი გზის რუკა, გზამკვლევი. ჩვენ გვჭირდება მიზნები, იმისათვის რომ არ ვეძებოთ ჩვენი უმოქმედობისთვის გასამართლებელი მიზეზები.

ნუ ელით გარშემომყოფებისგან აპლოდისმენტებს. ნუ ელით მათგან იმას, რაც მათ არ შეუძლიათ - დაინახონ თქვენი ოცნება ისე, როგორც ამას ხედავთ თქვენ, შინაგანი მზერით. იყავით მზად, რომ თქვენ დაგცინებენ, გაგკიცხავენ, მოგიწოდებენ გონიერებისკენ, დაგარცხვენენ, გეტყვიან, რომ „შენ ოჯახი გყავს შესანახი", რომ „დროა გაიზარდო და გამოხვიდე ბავშვობის ასაკიდან", რომ დაგაშინებენ „როგორ აპირებ კრედიტის გადახდას?" და თუ თქვენ არ გექნათ საკმარისი რწმენა საკუთარი ძალების, უფლის, რომელიც თქვენს გვერდით იქნება თუკი იმოქმედებთ, თქვენ დანებდებით. თქვენ იპოვით მილიონ მიზეზს, რატომაც თქვით უარი თქვენს ოცნებაზე, მაგრამ ამით წააგებს ყველა. თქვენ წააგებთ იმიტომ, რომ თქვენი სული ვერ ჰპოვებს ბედნიერებას, მიუხედავად იმისა რამდენი ფულიც არ უნდა იშოვოთ; თქვენი ოჯახი წააგებს იმით, რომ ვერ მიიღებს თქვენს სიყვარულსა და სითბოს, ვინაიდან თქვენ არ გექნებათ დრო ამისთვის; საზოგადეობა იმიტომ, რომ თქვენ ვერ მოახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას და ვერ იქნებით ძალზე მდიდარი, ადამიანი, რომელიც გადაიხდის მსხვილ გადასახადებს, დაასაქმებს ათასობით პიროვნებას და გასცემს დიდ თანხებს ქველმოქმედებაზე.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

 

vivus.ge


 

 

crediton.ge

 

სასწავლო კურსები - Study Courses