ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიეკო – ვეგეტარიანული რესტორანი

ეკო – ვეგეტარიანული რესტორანი
 | რეიტინგი 3 

 

მოდა ყველაფერ ეკოლოგიურზე სწრაფად კრეფს ბრუნებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ხდება ყველაზე მდიდარ და ზოგიერთების აზრით, ყველაზე ცივილიზებულ ქვეყნებში. აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივი კვების საინტერესო კონცეფციას გაუკეთა რეალიზაცია ვეგეტარიანული რესტორნების ქსელმა  Otarian-მა. საკუთარი ბრენდის ფორმირებისათვის მან თავში დააყენა ეკოლოგიაზე ზრუნვა და ამით ლამაზად გამოირჩა კონკურენტულ გარემოში.

მენიუში  Otarian-ის მთავარი ფსონი ისაა, რომ მის ყოველ პუნქტს ახლავს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ნახშირმჟავა გაზი გამომუშავდა მისი მომზადების დროს. ქსელის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ  აჩვენოს გარემოზე ხორციანი და ვეგეტარიანული კერძების გავლენა და დარწმუნოს სტუმრები ამ უკანასკნელთა სამართლიანად არჩევაში. ასევე, საერთო კონცეფციის ჩარჩოებში, სადაც ეს შესაძლებელია, კომპანია ცდილობს ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შესყიდვას,  რათა არ ჩამოიტანოს შორიდან რამდენიმე დოლარის ეკონომიის გამო და ამით არ მოახდინოს ეკოლოგიაზე ტრანსპორტის დატვირთვის პროვოცირება. ეს პრინციპი რეალიზებულია ქსელის დაწესებულებების ინტრერიერშიცშ: ჭერი გაკეთებულია მეორედ გამოყენებული ალუმინისაგან, სანათურები - გადამუშავებული მინისაგან, მაგიდები და სკამები, იატაკის საფენები - ასევე მეორადი ნედლეულისაგან.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რესტორნების ლოიალობის პროგრამა. არსებითად, არაფერი ახალი მასში არ არის - ეს არის ბონუსების დაგროვების სისტემა. მაგრამ ძალზე წარმატებულად არის შერჩეული მისი სახელწოდება - Carbon Carma Credits (კარგი და ცუდი საქმეების ერთობლიობა).

Otarian-ს ჯერჯერობით ოთხი რესტორანი აქვს (ორი ლონდონში და ორიც ნიუ იორკში), მაგრამ მოელიან, რომ ეს ოთხი არ იქნება ზღვარი დასავლეთის ქვეყნებში ეკოლოგიური პრობლემებისადმი გაზრდილი ყურადღების ფონზე და ვეგეტარიანულ კერძებზე მოდის გამო.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge